მსახიობი მერი ტაილერ მური 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ზაფრანი

მსახიობი მერი ტაილერ მური 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

2017 იან 30 21:13:16

ამერიკელი მსახიობი მერი ტაილერ მური 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია,ის ბრუკლინში 1936 წელს დაიბადა, ხოლო 8 წლის ასაკში საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა.

მერი ტაილერ მური პირველად ეკრანზე1950-იან წლებში გადაღებულ Hotpoint-ის რეკლამაში, ელფივით ჩაცმული გამოჩნდა, ხოლო ცნობილი 1960-იან წლებში გახდა კომედიურ შოუ The Dick Van Dyke-ში შესრულებული როლით, ხოლო 1970-იან წლებში თავისივე სახელობის შოუში მერი რიჩარდს ასრულებდა.
ის ასევე 1980-იან წლებში წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ფილმისთვის Ordinary People.




 ახალი ამბები
  • თიბისი ბანკმა ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე, მისი მოადგილეები - გიორგი თხელიძე, ნიკოლოზ ქურდიანი და ასევე ბანკის მთავარი ეკონომისტი - ოთარ ნადარაია უძღვებოდნენ. გამომსვლელებმა თიბისის ხედვასა და სტრატეგიაზე, კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მიღწევებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისა და ეკოსისტემების განვითარებაზე და მაკროეკონომიკურ გარემოზე ისაუბრეს. სპიკერების გამოსვლის შემდეგ, პანელური დისკუსიის ფარგლებში, თიბისის წარმომადგენლებმა ბიზნესპარტნიორებთან ერთად მაკროეკონომიკური ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. 2018 წელთან შედარებით ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა და ბაზრის 39.5% შეადგინა, დეპოზიტების საბაზრო წილმა კი - 39.0%. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად კორპორატიულ და მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. ბიზნესების დაკრედიტება კორპორატიულ სექტორიში 47%-ით, MSME მიმართულებით კი 18%-ით გაიზარდა. კორპორატიულ სექტორში დაფინანსების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის, უძრავი ქონების, საკვები ინდუსტრიისა და სასტუმროების სექტორებზე მოდის. MSME სექტორში კი - სოფლის მეურნეობის, სასტუმროებისა და ვაჭრობის სფეროებზე. თიბისი ლიდერი ბანკია საცალო სეგმენტშიც და 2.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. 2019 წელს საცალო სესხების პორტფელი წინა წელთან შედარებით 7.5%-ით გაიზარდა, რაც უმეტესწილად განპირობებული იყო იპოთეკური სესხების პორტფელის ზრდით. ამჟამად თიბისის საბაზრო წილი საცალო სესხებში 40%-ს შეადგენს, საცალო დეპოზიტებში კი - 37.9%-ს. თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 1.5 მილიარდი ლარი (531 მლნ დოლარი) შეადგინა. 2019 წელი თიბისისთვის წარმატებული იყო საერთაშორისო გაფართოების მიმართულებითაც. თიბისი ბანკმა უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მხრივ. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.      Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია. თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება თიბისის ციფრული ბანკის - სფეისის საერთაშორისო ბაზრისთვის მომზადებაა, რაც უახლოეს მომავალში სფეისის მომსახურების გერმანიაში გატანას გულისხმობს. გასული წლის განმავლობაში თიბისი ბანკმა არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან.  თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი -  საუკეთესო ბანკად საქართველოში. „ნებისმიერი ბიზნესის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გვიცხადებს ნდობას. ამის დასტურია 2019 წლის ფინანსური შედეგები, რასაც ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ. ზოგადად, თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. სწორედ ამიტომ, ბიზნესებისთვის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვქმნით. 2020 წლისთვის დასახული ამბიციური მიზნები და მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. თიბისის შემაჯამებელი შეხვედრა ბინზესების წარმომადგენლებთან ყოველწლიურად ჩატარდება, რომლის მიზანი, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის შედეგების გაცნობასთან ერთად, მათი მოსაზრებების გაზიარება იქნება. ... ...
  • აუდიტის შენიშვნები და მერიის განმარტებებისახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019 წელს დამტკიცებული 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ლანჩხუთის საკრებულოში გაცნობა-განხილვის სტადიაშია. სწორედ ამ საკითხზე მოუხდათ მსჯელობა დეპუტატებს, გიგი გვარჯალაძის თაოსნობით, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე. საკითხის განხილვას მერიის  სამსახურის უფროსებიც ესწრებოდნენ და შესაბამისი განმარტებებიც გააკეთეს. კომისიამ მთავარი აქცენტი ანგარიშის ინფრასტრუქტურულ ნაწილზე გააკეთა, სადაც საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, შესრულებისა და კონტროლის კუთხით გამოვლენილ სისუსტეებზე, სტიქიის სალიკვიდაციოდ გატარებულ ღონისძიებებსა და სხვა ხარვეზებზე. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ დახარვეზებული 14 ობიექტიდან 4-ზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია, დანარჩენ ობიექტებთან დაკავშირებით კი გამოსწორების მიზნით კვლავ გაიგზავნა წერილები. კომისიამ აუდიტის იმ ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების არაეფექტურად წარმართვას ეხება, კერძოდ, მოსახლეობისთვის გადაცემულ სახლის გადასახურ სხვადასხვა მასალაზე. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მასალების უმეტესი ნაწილი გამოუყენებელია და სტიქიის შედეგები არ არის ლიკვიდირებული. ამ საკითხთან მიმართებით კი სხდომაზე განმარტეს, რომ სტიქიის დროს, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ლანჩხუთის მერიამ შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება გაუწია 490 ოჯახს, აქედან 54 ოჯახს (მარტოხელა, სოციალურად დაუცველი, შშმ პირები) საკუთარი სახსრებით გამოუცვალა ამორტიზირებული სახლის სახურავები, ხოლო დანარჩენ ოჯახებს გადასცა სამშენებლო მასალები და ინვენტარი, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. "იმისთვის, რომ სტიქიის 100%-ით ლიკვიდაცია მომხდარიყო მუნიციპალიტეტის მერიას საკუთარი სახსრებით ყველა ოჯახზე უნდა მოეხდინა სამუშაოების შესრულება, რომლის ფინანსური შესაძლებლობაც მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა", _ განმარტეს კომისიის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე აუდიტის დასკვნის შესყიდვების ნაწილზეც გამახვილდა ყურადღება, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო შესყიდვების გახორციელებისას, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ, ორ შემთხვევაში არასწორად მიანიჭა პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია. შედეგად, გაიზარდა შესყიდვის ღირებულება, რაც არაეკონომიურად განკარგულ საბიუჯეტო რესურსს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიამ განმარტა, რომ მერიაში შექმნილია სატენდერო კომისია, რომელიც იხილავს ტენდერების მიმდინარეობის პროცედურებს და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს და კომისიის ყველა წევრი იღებს სრულ პასუხისმგებლობას ყველა მიღებულ გადაწყვეტილებაზე. "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სატენდერო კომისია, მიმდინარე წელს აგრძელებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მკაცრად გაკონტროლდება კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისობა კანონთან მიმართებაში", _ ითქვა სხდომაზე. პრეტენდენტების არასამართლიანი დისკვალიფიკაცია და არაეფექტურად გახარჯული ... ...
  • „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.გ., „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - ბ.კ.-სა და რ.ძ.-ს მიმართა. ქურდული გარჩევის შედეგად, „კანონიერმა ქურდებმა“ ფინანსური დავა პ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მის ბიზნესპარტნიორს კი რესტორნის ვალის - დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პ.გ. ქუთაისში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და დაკავებულის მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც იგი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდა. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...
  • პრეტენდენტების არასამართლიანი დისკვალიფიკაცია და არაეფექტურად გახარჯული ათასები"ლანჩხუთის მერიამ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია არასამართლიანად მიანიჭა", _ ვკითხულობთ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017-18 საბიუჯეტო წლების შესწავლის შედეგად გარკვეული ხარვეზებია დაფიქსირებული შესყიდვების მიმართულებით. "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს ადმინისტრაციულ ერთეულებში სახურავების შეკეთების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით _ 86.2 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობდა ორი პირი და ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს "გუდა 1979-მა" _ 70.0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა პრეტენდენტს მიმართა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების თაობაზე, მათ შორის, უნდა წარმოედგინა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ტენდერზე საბოლოოდ დაფიქსირებულ თანხასთან. დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ კი, კომისიამ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია იმ მოტივით მიანიჭა, რომ დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის ერთ-ერთ პუნქტში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა გაზრდილი იყო საპროექტო მონაცემებთან შედარებით. აღნიშნული უზუსტობა პრეტენდენტს დაშვებული ჰქონდა თავდაპირველად წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაშიც", _ წერია აუდიტის დასკვნაში. მოქმედი კანონმდებლობით, სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნისას, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო გადაემოწმებინა ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილი მონაცემები და შეუსაბამობის შემთხვევაში, კონკრეტულად მიეთითებინა პრეტენდენტისთვის დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ, რაც სატენდერო კომისიას არ განუხორციელებია. ტენდერში, საბოლოოდ, გაიმარჯვა შპს "ჰაუს-ტოპი 2009-მ" და გაუფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით _ 79.4 ათასი ლარი, რაც 9.4 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასს. სახელმწიფო აუდიტმა პრეტენდენტის არასამართლიანი დისკვალიფიკაციის შემთხვევა 2018 წელს გამოცხადებულ საჭადრაკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერზე გამოავლინა, რომლის სავარაუდო ღირებულება 86.4 ათასი ლარი იყო. ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს "გუდა 1979-მა" _ 74.4 ათასი ლარი, თუმცა,  სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების გარეშე იმ მოტივით მისცა, რომ ხარჯთაღრიცხვის ერთ-ერთ პუნქტში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა გაზრდილი იყო საპროექტო მონაცემებთან შედარებით. "ვინაიდან ხარჯთაღრიცხვის კორექტირებით შესყიდვის ღირებულება არ იზრდებოდა, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, მიემართა პრეტენდენტისთვის დოკუმენტაციის დაზუსტებაზე", _ ამბობს აუდიტი. საბოლოოდ, ტენდერში გაიმარჯვა შპს "დიდგორმა", შეთავაზებით _ 85.0 ათასი ლარი, რაც 10.6 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერიამ, შესყიდვების გახორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. შემსყიდველმა ორგანიზაციამ პრეტენდენტების მიმართ გამოიყენა არასამართლიანი მიდგომა. ამასთან, სატენდერო კომისიამ დაარღვია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, სათანადოდ არ შეისწავლა სატენდერო დოკუმენტაცია, რამაც, საბოლოოდ, გამოიწვია ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია. ამასთან, შესყიდვების პროცესის არასწორად წარმართვის გამო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20.0 ათასი ლარი დაიხარჯა არაეკონომიურად. აუდიტის სამსახური მიმართავს რეკომენდაციით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი და ერთგვაროვანი მიდგომა. ყურადღება გაამახვილოს და სათანადოდ შეისწავლოს დაბალფასიანი პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რათა არ დაუშვას კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, აუდიტი მოუწოდებს  მუნიციპალიტეტს შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები. შესწავლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა გარკვეული სახის შეუსაბამობები გამარტივებულ შესყიდვებშიც გამოავლინა.   "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცედურები ისე წარმართა, რომ 2017 წლის ტურისტული სეზონისთვის პროექტის გახორციელება ვერ მოასწრო, ხელშეკრულება 3 თვის დაგვიანებით გააფორმა და ვერც წლის ბოლომდე დაასრულა პროექტი", _ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. 2017 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის გზით მდინარე სუფსაზე მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობის განთავსება დაგეგმა. აღნიშნულის თაობაზე, 2017 წლის 17 ივლისს მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რომელმაც 2017 წლის 19 ივლისს თანხმობა მისცა. გამარტივებული შესყიდვის მოტივი იყო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება, რადგან მდინარე სუფსის მიერ შავ ზღვაში შეტანილი დიდი ოდენობით ნარჩენები ხელს უშლიდა საკურორტო სეზონის ჩატარებას. როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, პროექტის გასახორციელებლად, საქართველოს მთავრობამ თანხა 2017 წლის 24 ივლისს გამოყო, ხოლო მუნიციპალიტეტმა 3 თვის შემდეგ, 2017 წლის 18 ოქტომბერს ხელშეკრულება შპს "ზეტ ქონსთრაქშენს" გაუფორმა, ღირებულებით _ 166.4 ათასი ლარი. "ხელშეკრულებით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 6 დეკემბერს, თუმცა, მიმწოდებელმა დაარღვია შესრულების ვადები და საბოლოოდ, პროექტი დაასრულა 2018 წლის 25 იანვარს. ლანჩხუთის მერიამ კი მიმწოდებელს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება _ 158.4 ათასი ლარი", _ წერია ანგარიშში. საგულისხმოა, რომ ობიექტი მწყობრიდან რამდენიმე თვეში გამოვიდა და აუდიტის მიმდინარეობის პერიოდშიც არ ფუნქციონირებდა. "ამასთან, საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილია სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის _ შპს "ზეტ ქონსთრაქშენის" მიერ. აღნიშნული წარმოშობს რისკს იმისა, რომ პროექტი უხარისხოდ იყო შედგენილი, რაც დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებით. მოწყობილობა მიღება-ჩაბარებიდან 6 თვეში დაზიანდა. საგარანტიო პერიოდში მერიამ მიმართა მიმწოდებელს დაზიანების გამოსასწორებლად. მიმწოდებლის მიერ დაზიანების აღმოფხვრის მიუხედავად, ნარჩენების დამჭერი მოწყობილობა კვლავ დაზიანდა. პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი ღონისძიებები მერიას არ განუხორციელებია". სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოების გამო, პროექტი უნდა გახორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის გზით შემჭიდროვებულ ვადებში, ვერ ჩაითვლება საკმარის და შესაფერის მტკიცებულებად. ვინაიდან მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცედურები წარმართა იმგვარად, რომ 2017 წლის ტურისტული სეზონისთვის ვერ მოასწრო პროექტის გახორციელება, ხელშეკრულება 3 თვის დაგვიანებით გააფორმა და ვერც წლის ბოლომდე დაასრულა პროექტი. "აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო შესაბამისი რწმუნება იმისა, თუ რამდენად აუცილებელი იყო გამარტივებული შესყიდვის გზით პროექტის შეძენა. მუნიციპალიტეტს შეეძლო აღნიშნული სამუშაოები შეესყიდა ტენდერის გზით. აღნიშნულით მერიამ დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, 2018 წელს დასრულებული პროექტი დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს. ამდენად, მუნიციპალიტეტმა გასწია 158.4 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი", _ წერია ანგარიშში. აუდიტის რეკომენდაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილია, შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით გასახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. "აღნიშნული ხელს შეუწყობს, სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები", _ წერია აუდიტის დასკვნის სარეკომენდაციო ნაწილში. აუდიტის შენიშვნები და მერიის ... ...
  • კრედიტის უკანონოდ მიღება_ ოთხი პირი პასუხისგებაში მისცესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ - ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ, რომლებიც შემდგომში, სხვადასხვა პირებმა, საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.   ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...