5 მიზეზი თუ რატომ ვირჩევთ ცუდ ლიდერებს

ზაფრანი

5 მიზეზი თუ რატომ ვირჩევთ ცუდ ლიდერებს

2019 აპრ 15 16:17:57

ამ პრობლემის უმთავრესი არსი გახლავთ ის, რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით როგორ ავირჩიოთ კარგი ლიდერი, რასაც მოსდევს ფსიქოლოგიური მიდრეკილებები და მოთხოვნილება, რომ ვემსახუროთ საკუთარ ინტერესებს და არა – სიკეთეს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ ვირჩევთ ცუდ ლიდერებს:

1.ჩვენ ვაფასებთ არასწორ თვისებებს, რომლებიც ლიდერს უნდა ახასიათებდეს – ჩვენ უფრო მეტად მოგვწონს ძლიერი, თავდაჯერებული ლიდერები, მაგრამ ხშირად სიძლიერეში ქედმაღლობასა და ნარცისიზმს ვურევთ. კვლევები გვაჩვენებს, რომ ყველაზე ცუდი ლიდერები არიან სწორედ ნარცისი და ამპარტავანი ლიდერები, ისინი დარწმუნებულნი არიან საკუთარ სისწორეში, იშვიათად იღებენ რჩევებს და ვერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. საუკეთესო ლიდერებს ახსიათებთ თავმდაბლობა, მათ იციან, რომ ა) არ არიან ყოველთვის მართლები და ბ) შეუძლიათ შეუწყვეტლივ სწავლა და განვითარება.

2.ჩვენ ვათანაბრებთ ეფექტურობასა და ნაყოფიერებას კარგ ლიდერობასთან – ხშირად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შედეგებს, მაგრამ არ ვითვალისწინებთ თუ როგორ იყო ეს შედეგები მიღწეული („მიზანი ამართლებს საშუალებას“?!). ნამდვილად კარგი ლიდერები არიან წარმატებულები, მაგრამ ისინი ფრთხილობენ მორალურად სწორი საქციელის არჩევისას. ისინი ზიანის მინიმიზაციას ცდილობენ და წარმოაჩენენ მათი საქციელის ყველა კომპონენტს და არა მხოლოდ დადებითს.

3.ჩვენ გვჭირდება ძალაუფლება – ლიდერობის ექსპერტი ჟან ლიპმენ–ბლუმენი, საკუთარ წიგნში მიიჩნევს, რომ მიმდევრები უფლებას აძლევენ და ეხმარებიან ლიდერებს – ძალაუფლების მქონე პოზიციების ხელში ჩაგდებაში და მხარს უჭერენ მათ დანაშაულებებს. უმეტესად მიმდევრები ისეთ ლიდერებს უჭერენ მხარს, რომლებიც იმას მისცემენ რაც მათ უნდათ და არა – რაც ქვეყანას ან ორგანიზაციას ესაჭიროება. ცუდი მიმდევრები „ეჯაჭვებიან“ ცუდ ლიდერებს, ძალაუფლების გაზიარების პირობის გამო.

4.არ ვთვლით ლიდერებს პასუხისმგებლებად – ჩვენ ხშირად ვაყენებთ ლიდერებს ჩვენს თავზე მაღლა და მივიჩნევთ, რომ ისინი ნებისმიერ მდგომარეობაში სწორად მოიქცევიან. ამის მაგივრად საჭიროა, რომ ვიყოთ აქტიური მიმდევრები და მათ დავაკისროთ პასუხიმგებლობა საკუთარ ქცევებზე. წინ უნდა აღვუდგეთ ჩვენს ლიდერებს მაშინ, როდესაც არასწორ გზას ადგანან და მხარი დავუჭიროთ – როდესაც სწორად იქცევიან.

5.ვახდენთ რაციონალიზაციას – ძალიან ხშირად, ჩვენს ლიდერებს ვაძლევთ „საშვს“ იმის მაგივრად, რომ ვამყოფოთ ანგარიშვალდებულად. ან ნებას ვაძლევთ, რომ იდგნენ კანონზე მაღლა („მას შეუძლია ამის გაკეთება, იმიტომ, რომ ლიდერია“). და საბოლოოდ, ჩვენ ძალიან მარტივად „ვკმაყოფილდებით“, იმის მაგივრად, რომ ვეძებოთ საუკეთესო ლიდერი, ვირჩევთ იმ ცუდ კანდიდატებს შორის, რომლებიც გვყავს.




 ახალი ამბები
  • რა შემთხვევაში გააგრძელებენ მუშაობას აგრარული ბაზრებისოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ის სტანდარტით. აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ის სტანდარტით. რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ის სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, - განაცხადა ... ...
  • არმენოფობიური განცხადება ტელეკომპანია "მთავარის" ეთერშისამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" ეხმაურება ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას  მიერ 5 აპრილს, საავტორო გადაცემა "პოსტ ფაქტუმში"  გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებას. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებაში გენეტიკური ფაქტორის კვლევის შესახებ მომზადებულ სიუჟეტზე კომენტირებისას გადაცემის წამყვანმა არმენოფობიური შინაარსის  შეფასება გააკეთა. სიუჟეტი შეეხებოდა ჰაპლოჯგუფებთან დაკავშირებულ მსჯელობას ინფექციის მიმართ რეზიზსტენტულობაზე და ჰიპოთეტურ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ქართული გენომის მატარებელი ადამიანები ვირუსის მიმართ უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ. აღნიშნულს გიორგი გაბუნიას შემდეგი კომენტარი მოჰყვა:  "უცხოელი მეცნიერები რას ფიქრობენ გავიგეთ, მათი ქართველი კოლეგების მოსაზრებებიც ხომ გაგაცანით, ახლა მე ველოდები სომეხი მეცნიერების დასკვნას. ძალიან მაინტერესებს ჩვენი მეზობლები რომელ გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. დარწმუნებული ვარ აღმოჩნდება, რომ მათი დნმ-ი ქართველებისაზე, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია და კორონავირუსს პირდაპირ ანადგურებს, ვაქცინა და მედიკამენტიც კი არ ჭირდება " აღნიშნული კომენტარი არმენოფობიურია და ადამიანების ეთნიკური ნიშნით სტერეოტიპიზაციას ახდენს. გადაცემის წამყვანის ამ განცხადებით "მთავარმა არხმა" დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლი: "მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე". არა ფობიას! წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიის პროცესში, ქსენოფობიური განწობების გაღვივების ფონზე, მედიამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინის, არ გახდეს ქსენოფობიური განცხადებების წყარო და ნებით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყოს ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას“,_ ნათქვამია ... ...
  • მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინესმოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში  დარეკეს.ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა, თუმცა ნახეს, რომ შველს სხეულზე რამდენიმე ადგილას დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც, ვეტერინარი გამოიძახეს. სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ... ...
  • კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა _ ბოლნისის მერიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა. მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს ... ...
  • 25 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან და თაფლი საჩუქრად მრევლს დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზიარების შემდეგ მრევლს თაფლი დაურიგდა. საჩუქარი მრევლმა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით მიიღო. "ეს ის მცირედია, რითაც გვინდოდა, გაგვეხარებინეთ. ისეთ სიტკბოებას გისურვებთ ცხოვრებაში, როგორი ტკბილიც თაფლია", _ მიმართა მეუფე იოსებმა მრევლს. 25 წლის წინ 7 აპრილს მიტროპოლიტი იოსები შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...