ადამიანი, გაბრაზება და ზოდიაქოს ნიშნები

ზაფრანი

ადამიანი, გაბრაზება და ზოდიაქოს ნიშნები

29 მაი. 2020, 17:43:15

ტემპერამენტიანი და თავშეუკავებელი ვერძი რთულ სიტუაციებში თავს ვერ შეიკავებს გარჩევებისგან. ასეთ დროს უმჯობესია მისცეთ მას საშუალება, გამოთქვას საკუთარი აზრი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მის ფეთქებად და აგრესიულ ხასიათს – სტერსის დროს ეს უფრო ”ცეცხლის ამოფრქვევისა” და პრობლემის სწრაფი მოგვარების საშუალებაა, ვიდრე თქვენ მიმართ ცუდი განწყობისა და ძლიერი წყენის გამოხატვის ნიშანი.

კუროები საკმაოდ მომთმენი ხასიათისანი არიან და ცდილობენ, თავი აარიდონ კონფლიქტს. იმედოვნებენ, რომ ყველაფერი ზედმეტი შეხლა-შემოხლის გარეშე მოგვარდება. ამიტომაც ხშირად ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ თუ კურო უკმაყოფილებას გამოხატავს, ესე იგი, მისი მოთმინების ფიალა აივსო. კუროს პატარა წყენა შეგიძლიათ მოფერებითა და ზრუნვით დაავიწყებინოთ. უფრო სერიოზული პრობლემა კი სჯობს მასთან ერთად გაარჩიოთ, ოღონდ რბილად და დელიკატურად.

ტყუპი პატარა უკმაყოფილების დროს, მათ შორის, ოჯახური კამათისასაც, გარბის ან ცდილობს, დაკავდეს რაიმე სხვა საქმიანობით იმისათვის, რომ სასწრაფოდ გადაერთოს და არ იფიქროს პრობლემაზე. სამაგიეროდ, დაბრუნებისას მას აღარ ემახსოვრება წარსულის წყენა. თუ ასე არ მოხდა, ტყუპთან საქმის გარჩევა  წყნარ ატმოსფეროში, ლოგიკურად და არგუმენტირებულად სჯობს.

კირჩხიბი ოჯახური კამათისას ძალიან მგრძნობიარე და გულჩვილია. მის ჯანმრთელობასა და მით უმეტეს, ხასიათზე გავლენას ახდენს ახლობელი ადამიანების ფიქრები და შეგრძნებებიც კი. ამიტომაც კირჩხიბებს ძალიან ფაქიზად უნდა მოექცეთ. უმჯობესია გაიგოთ და გადაწყვიტოთ პრობლემა იქამდე, სანამ ის თავად შეიტყობს ამის შესახებ. საუბრებით კირჩხიბთან ურთიერთობის გარკვევა უსარგებლოა: მას უკეთ ესმის სხეულისა და გრძნობის ენა, ვიდრე გონების მკაცრი ლოგიკა.

ლომი კამათის შემდეგ შეურაცხყოფილი და ნაწყენი  ამაყად ტოვებს იქაურობას ან იქცევა ცივად და ფორმალურად. დიდი გაურკვეvლობის დროს უკეთესია, თუ მასთან ისაუბრებთ წყნარად, ისტერიკისა და შეურაცხყოფების გარეშე. სხვაგვარად თქვენ, უბრალოდ, აღარ იარსებებთ მისთვის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თუნდაც ეს ძალიან გაგიჭირდეთ.

ქალწულებს საკუთარი თავის რწმენა აკლიათ. ამიტომაც პატარა შენიშვნაც კი მათთვის შესაძლოა შეურაცხმყოფელი იყოს. ქალწულთან კონფლიქტის დროს შეეცადეთ ძალიან ფრთხილად შეარჩიოთ სიტყვები. თავდაპირველად აუცილებლად დაარწმუნეთ ის მის მიმართ თქვენს კეთილგანწყობაში და მხოლოდ ამის შემდეგ განუმარტეთ მას თქვენი უკმაყოფილების მიზეზი.

თუ სასწორი თქვენზე გაბრაზდა, მის შესარიგებლად საუკეთესოა – საჩუქრები, კანფეტები და ყვავილები, შემდეგ კი – რომანტიკული ვახშამი რესტორანში ან მყუდრო ოჯახური სადილი სანთლების შუქზე. უთხარით მას ყველაფერი მხოლოდ რომანტიკული, სასიყვარულო, წაუკითხეთ ლექსები. სასწორს დიდხანს არ გაჰყვება წყენა.

მორიელი ხშირად თავად არის ხოლმე ოჯახური სკანდალების მიზეზი. უბრალოდ, ის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს კონფლიქტურ სიტუაციაში. ამიტომაც ინსტინქტურად მიილტვის შექმნას ასეთი სიტუაცია. მორიელთან ერთად ცხოვრება რთულია, ურთიერთობის გარკვევა კი – უსარგებლო. ატმოსფეროს დათბობა ოჯახში, სადაც მორიელი ცხოვრობს, მხოლოდ ერთობლივი ენერგიული საქმიანობით, სპორტით, სახლის რემონტით ან სექსით არის შესაძლებელი.

განაწყენებული მშვილდოსანი ძალიან უხეში და მკაცრია, თუმცა საბედნიეროდ, დიდხანს არ მიჰყვება გულისტკენა. წარსულის წყენასაც ნუ გაახსენებთ, მაინც ვერ აღიქვამს. მშვილდოსანთან სიმშვიდეში ცხოვრება რთული არ არის – საკმარისია დაინტერესდეთ მისი საქმიანობით და თავადაც მოუყვეთ თქვენი ინტერესების შესახებ. მაგრამ არ გაბედოთ მისი კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება – მშვილდოსანი ამას არ გაპატიებთ.

თხის რქა დიდხანს განიცდის ოჯახში დასადგურებულ უკმაყოფილებას და გონებაში შერიგების ათას ვარიანტს ეძებს. გარეგნულად ამ დროს სიმშვიდესა და მოჩვენებით გულგრილობას ინარჩუნებს. ოჯახური პრობლემები თხის რქასთან მეთვალყურის როლში მყოფმა უნდა მოაგვაროთ და არა კონფლიქტის მონაწილის. საუბარი მშვიდ და თბილ გარემოში უნდა წარმართოთ. აგრესიას ის აგრესიითვე უპასუხებს.

კონფლიქტურ სიტუაციაში მერწყული ყოველთვის მოულოდნელია: ის ხან საკუთარ თავში იკეტება, ხან გულახდილ საუბარს ითხოვს, ხან ქარაფშუტული ირონიით ეკიდება სერიოზულ პრობლემებს. თუ თქვენ მასთან სერიოზული საუბარი გსურთ, აჯობებს მოიცადოთ, მანამ მერწყული ხუმრობის ხასიათზე დადგება. თუმცა თქვენ ამ დროს სერიოზული და გამჭრიახი იყავით და არ გამოხატოთ არანაირი სხვა ემოცია, გარდა მეგობრულისა.

მიუხედავად იმისა, რომ თევზები ძალიან მგრძნობიარენი და ფაქიზები არიან, ყოფითი უსიამოვნებებისგან შესანიშნავად არიან დაცულები უნარით, ”ჩაიკეტონ საკუთარ თავში”. თევზის განაწყენება ძალიან ადვილია, მაგრამ მასთან შერიგებაც არ არის რთული. თევზები მაშინვე სითბოთი უპასუხებენ თქვენს ალერსს და კეთილ გამოხედვას. ისინი უდრტვინველები და ბედნიერები არიან, როცა მათ გვერდით მყოფებიც მშვიდები და გახარებულები არიან.




 ახალი ამბები
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...