ადამიანი, სიცილი, ასტროლოგია


ზაფრანი

ადამიანი, სიცილი, ასტროლოგია

30 ნოე. 2020, 17:17:53

ვერძი - თქვენ უმნიშვნელო რაღაცებზეც გეცინებათ, ოპტიმიზმით ხართ სავსე. ყოველთვის იპოვნით მიზეზს სიცილისთვის. ხანდახან კი მიზეზიც არ გჭირდებათ, შეგიძლიათ უმიზეზოდაც გულიანად იცინოთ.

კურო - ყველაზე მეტად ანეკდოტებზე გეცინებათ. ძალიან გიყვართ ანეკდოტების მოსმენა და თავადაც მშვენივრად ყვებით. შეგიძლიათ ხალხი გააცინოთ და გაართოთ. კლასიკური ანეკდოტები - ეს ისაა, რასაც ყველაზე მეტად მოჰყავხართ კარგ ხასიათზე.

ტყუპები - ხუმრობა, რომელზეც გაგეცინებათ, აუცილებლად ინტელექტუალური უნდა იყოს. საერთოდ კი, მარტივი არაა თქვენი გაცინება. ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს ადამიანი, რომ თქვენი გაცინება შეძლოს.

კირჩხიბი - თქვენთვის მთავარია საყვარელი ადამიანის გვერდით იყოთ და შეგიძლიათ მის ყველაზე უკბილო ხუმრობაზეც კი გულიანად იცინოთ. გარშემომყოფებს ხშირად უკვირთ, რა იპოვეთ სასაცილო.

ლომი - მხიარული ადამიანი ხართ. თავადაც შესანიშნავი იუმორის გრძნობა გაქვთ და სხვების ხუმრობებზეც ხალისობთ. გიყვართ ცხოვრებით ტკბობა, გამოირჩევით ოპტიმიზმით. სიცილი კი, ოპტიმიზმის შენარჩუნებაში გეხმარებათ.

ქალწული - თქვენი გაცინება თითქმის შეუძლებელია. ძალიან სერიოზული ხართ და არ აძლევთ თავს მხიარულების უფლებას. მუდამ დაძაბული ხართ, მუდამ საქმეში. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ცოტა მოდუნდეთ, ხშირად გაიცინოთ, რადგანაც ასე ცხოვრება ბევრად უფრო სახალისო და საინტერესოა.

სასწორი - იცით, რომ სიცილი ძალიან გიხდებათ და ეს თქვენთვის ფლირტის საუკეთესო მეთოდია, რომლის წინაშეც ყველა უძლურია. თქვენი სახე მუდამ ღიმილიანია. ხშირად უმიზეზოდ იღიმით, მაგრამ სამაგიეროდ მიზანი გაქვთ და ეს მიზანი გარშემომყოფებზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენაა.

მორიელი - თქვენი ღიმილის მიზეზი სარკაზმია. ადამიანებს ხშირად უყურებთ დამცინავი ღიმილით. მოგწონთ, როცა გარშემომყოფებს შეცდომებზე სარკასტული ღიმილით მიუთითებთ. სარკასტული ღიმილი - ეს თქვენთვის კომუნიკაციის ფორმაა.

მშვილდოსანი - ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს რის გამოც შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე იცინით. თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნით, რომლებიც ყოველ დაბრკოლებას, ყოველ შეცდომას ღიმილით ხვდებიან. საკუთარ თავზე სიცილი თქვენი წარმატების მთავარი გასაღებია. თან შესანიშნავად იცით, რომ ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის სევდიანმა გაატაროთ.

თხის რქა - თუ სამუშაოს მოსწყდებით, შეიძლება, რაიმე სახალისო დაინახოთ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. მუხლჩაუხრელი მუშაობის გამო მგონი დაგავიწყდათ კიდეც სიცილი რა არის. ყველაზე მეტად მეგობრების წრეში ყოფნა გამხიარულებთ და გართობთ, ამიტომ ცოტა მოდუნდით, დაისვენეთ და მიეცით თავს სიცილის უფლება.

მერწყული - მხოლოდ იმ ადამიანების გვერდით იცინით, ვისაც ენდობით და ვინც ნამდვილ მეგობრად მიგაჩნიათ. სხვა შემთხვევაში, არც სხვების ხუმრობებზე გეცინებათ და არც თავად ცდილობთ გარშემომყოფებისთვის სახალისო ისტორიების მოყოლას.

თევზები - თქვენ მზად ხართ ყველანაირ ხუმრობაზე გაიცინოთ. არ გინდათ, რომ მთხრობელი უკბილო ხუმრობის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ამიტომაც იცინით ყველაფერზე.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება18 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 1 თებერვლამდე გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში სწავლა. ამ ეტაპზე უცნობია 1 თებერვლის შემდეგ მოხდება თუ არა სწავლის გაგრძელება საკლასო ... ...
  • ლანჩხუთში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდებაგანათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციურად სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ირკვევა, რომ 18 იანვარს სასწავლო პროცესი ლანჩხუთშიც ონლაინ განახლდება. ამის შესახებ განმარტებები მერის მოადგილის ეკა გუჯაბიძისგან მივიღეთ. მისი თქმით, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციურ რეჟიმში განახლდება. „18 იანვარს მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდება. ამ ეტაპისთვის გათვლილი გვაქვს, რომ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე პირველ თებერვლამდე ვიქნებით, თუმცა ყველაფერი ეპიდ ვიტარებაზეა დამოკიდებული“, _ გვითხრა ეკა ... ...
  • ფირუზ წულუკიძე: "საჯაროდ მოვრიგდით და ღმერთს მადლობა ამისთვის“ბუკნარში, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ფირუზ წულუკიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. "მიზანი მიღწეულია და იმედია უკეთესად გაგრძელდება აქ თანაცხოვრება. საჯაროდ მოვრიგდით და ღმერთს მადლობა ამისთვის", _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ... ...
  • ირაკლი კუჭავა: "ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად“ბუკნარში, ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის შეხვედრა შერიგებით დამთავრდა. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. "ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად. ყველა ილოცებს თავის აღმსარებლობის მიხედვით და ეს არ იქნება გაღიზიანების საბაბი. არც აქამდე ყოფილა და ვინც პროვოცირებას ეცდება, ის გამოაშკარავდება", _ განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • “ბესო ქათამაძე არის პოლიციის შენობაში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა“ - დავით მჟავანაძე“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძის თქმით, ბესო ქათამაძე ამ წუთებში არის ოზურგეთის პოლიციის შენობაში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა. “ტელევიზიით გავიგე, რაც მოხდა სოფელ ბუკნარში. როდესაც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ხელით შეეხო ბესოს, დაკავებით კი ბესო დააკავეს. შემიძლია გითხრა, რომ ის არის პოლიციის შენობაში. მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება _ მისი ტელეფონი გამორთულია", _ გვითხრა დავით მჟავანაძემ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, სოფელ ბუკნარში, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო და ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ, არავინ დაუკავებიათ. როგორც კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, ბესო ქათამაძე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და ვითარებას განარიდეს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ახლა პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....