აღზრდის საიდუმლო ფრანგი მშობლებისგან


ზაფრანი

აღზრდის საიდუმლო ფრანგი მშობლებისგან

25 ნოე. 2020, 16:37:31

განათლების მიღება - ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, საფრანგეთშიც ჩვეულებრივია, რომ 5 წლის ბავშვმა კითხვა არ იცის, თუმცა მშობელი მას სხვა გზებით შეამეცნებს სამყაროს -თამაშით, ილუსტრაციებით და ა.შ. მშობლები აქ არ აძალებენ შვილებს, რომ ასეთ პატარა ასაკში ისწავლონ წერა და კითხვა. წერა-კითხვისა და თვლის სწავლას ისინი 6 წლიდან იწყებენ.

მოქმედების თავისუფლება - ფრანგი მშობლები შვილებს აძლევენ ზომიერ თავისუფლებას. ძალიან იშვიათად ნახავთ საფრანგეთში მშობლებს ეზოში შვილებთან ერთად. ისინი არ ერევიან ბავშვებს შორის წარმოქნილ კონფლიქტებში. აძლევენ საშუალებას მათ, რომ თავად იზრუნონ საკითხს მოგვარებაზე. ცუდი ქმედების გამო ისინი სჯიან შვილს, რათა დაინახონ განსხვავება კარგ და ცუდ ქცევას შორის.

ბავშვის პირველი წელი - ახალგაზრდა ფრანგი დედა ბავშვის გაჩენის შემდეგ დაახლოებით 10 კვირაში უბრუნდება სამსახურს. დეკრეტული შვებულების დამთავრების შემდეგ ბავშვი მიჰყავთ ბაგა-ბაღში. ასეთი ადრეული პერიოდიდან ბავშვი უცხო ადამიანების გარემოცვაშია, რაც ეხმარება პატარას, რომ მომავალში შეძლოს სწრაფად ადაპტირება უცხო გარემოში და ცხოვრებაში იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი.

ბავშვებს აძლევენ ჯიბის ფულს - საყიდლებზე ფრანგი ბავშვები მშვიდად არიან და არასოდეს აწუხებენ მშობლებს ფრაზით - „ეს მინდა, მიყიდე, მიყიდე“ და თუ რამის ყიდვა ითხოვა, ხოლო მშობელმა უარი უთხრა, ამის გამო აურზაურს არ ატეხს. მშობლები შვილებს ჯიბის ფულს აძლევენ 7 წლის ასაკიდან და მათ აქვთ ნება ფული დახარჯონ ისე, როგორც სურთ. ყოველთვიური ჯიბის ფული, როგორც წესი, უტოლდება ბავშვის ასაკს.

კარგი მანერები - ფრანგმა ბავშვებმა იციან, რომ კარგი მანერები და თავაზიანობა უმნიშვნელოვანესია. ისინი ესალმებიან სტუმრებს და მეზობლებს, უთმობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხუცებს ადგილს და სხედან წყნარად, როდესაც უფროსები საუბრობენ. ისინი ძალიან პატარა ასაკიდანვე სწავლობენ 4 მნიშვნელოვან ფრაზას - „მადლობა“, „კარგი დღე გქონდეთ, „მობრძანდით“ და „ნახვამდის“.

ფრანგ ბავშვებს სძინავთ საკუთარ საწოლში - ბავშვებს ასწავლიან, რომ თავიანთ საწოლში და თავიანთ ოთახში უნდა ეძინოთ. თუ ბავშვი ღამით გაიღვიძებს და ტირილს დაიწყებს, მშობელი მაშინვე არ მიდის მის დასამშვიდებლად. ელოდება, რომ ბავშვი თავისით დამშვიდდეს. რამდენიმე ღამის შემდეგ ის მარტო ძილს ეჩვევა.

ბებიას და ბაბუას საფრანგეთში ძიძის ფუნქცია არ აქვთ - ბებია და ბაბუა საფრანგეთში ბავშვის აღზრდის საკითხში მხარდამჭერ როლს ასრულებენ. ოჯახი, როგორც წესი, ერთად დღსასწაულებზე და შაბათ-კვირას იკრიბება. თქვენ უფრო ხშირად ნახავთ საფრანგეთში ხანში შესულ ადამიანებს რესტორნებსა და კაფეებში ფინჯანი ყავით, ან წითელი ღვინით სავსე ჭიქით ხელში, ვიდრე თავიანთ შვილიშვილებზე ზრუნვით დაკავებულებს.

ცნებაბავშვის საჭმელიაქ არ არსებობს - საჭმელი ფრანგული ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია. ლანჩისთვის შესვენება 2 საათი გრძელდება. ფრანგები თვლიან, რომ უმნიშვნელოვანესია საჭმელზე დღის განმავლობაში ერთხელ მაინც შეიკრიბონ ერთად. ბავშვები და ზრდასრული ადამიანები ერთნაირ საკვებს მიირთმევენ იმიტომ, რომ საფრანგეთში არ არსებობს ცნება „ბავშვის საჭმელი“. ბავშვებს მშობლები არ აიძულებენ მიირთვან ის საკვები, რომლის ჭამაც არ სურთ.

კვირა არის ოჯახის დღე - ფრანგები თვლიან, რომ კვირა არის შესანიშნავი დღე ოჯახთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ფრანგული ოჯახები კვირას ყოველთვის ცდილობენ დრო სასიამოვნოდ და რაც მთავარია, ერთად გაატარონ. ისინი კვირა დღისთვის საგანგებოდ ემზადებიან.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება18 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 1 თებერვლამდე გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში სწავლა. ამ ეტაპზე უცნობია 1 თებერვლის შემდეგ მოხდება თუ არა სწავლის გაგრძელება საკლასო ... ...
  • ლანჩხუთში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდებაგანათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციურად სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ირკვევა, რომ 18 იანვარს სასწავლო პროცესი ლანჩხუთშიც ონლაინ განახლდება. ამის შესახებ განმარტებები მერის მოადგილის ეკა გუჯაბიძისგან მივიღეთ. მისი თქმით, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციურ რეჟიმში განახლდება. „18 იანვარს მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდება. ამ ეტაპისთვის გათვლილი გვაქვს, რომ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე პირველ თებერვლამდე ვიქნებით, თუმცა ყველაფერი ეპიდ ვიტარებაზეა დამოკიდებული“, _ გვითხრა ეკა ... ...
  • ფირუზ წულუკიძე: "საჯაროდ მოვრიგდით და ღმერთს მადლობა ამისთვის“ბუკნარში, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ფირუზ წულუკიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. "მიზანი მიღწეულია და იმედია უკეთესად გაგრძელდება აქ თანაცხოვრება. საჯაროდ მოვრიგდით და ღმერთს მადლობა ამისთვის", _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ... ...
  • ირაკლი კუჭავა: "ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად“ბუკნარში, ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის შეხვედრა შერიგებით დამთავრდა. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. "ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად. ყველა ილოცებს თავის აღმსარებლობის მიხედვით და ეს არ იქნება გაღიზიანების საბაბი. არც აქამდე ყოფილა და ვინც პროვოცირებას ეცდება, ის გამოაშკარავდება", _ განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • “ბესო ქათამაძე არის პოლიციის შენობაში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა“ - დავით მჟავანაძე“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძის თქმით, ბესო ქათამაძე ამ წუთებში არის ოზურგეთის პოლიციის შენობაში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა. “ტელევიზიით გავიგე, რაც მოხდა სოფელ ბუკნარში. როდესაც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ხელით შეეხო ბესოს, დაკავებით კი ბესო დააკავეს. შემიძლია გითხრა, რომ ის არის პოლიციის შენობაში. მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება _ მისი ტელეფონი გამორთულია", _ გვითხრა დავით მჟავანაძემ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, სოფელ ბუკნარში, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო და ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ, არავინ დაუკავებიათ. როგორც კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, ბესო ქათამაძე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და ვითარებას განარიდეს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ახლა პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....