არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული


ზაფრანი

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

16 იან. 2020, 16:04:05

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე, რომ ვინმე დანახვისთანავე, ერთი ნახვით შეგყვარებიათ? ან გიფიქრიათ, რომ ეს ის არის, ძალიან ნაცნობი, ახლობელი და "ძალიან შენი"... თუ კი, მაშინ მოგილოცავთ – კარმული კავშირის "მსხვერპლთა" სიაში ღირსეული ადგილი გიკავიათ... კარმული კავშირი კი სხვა არაფერია, თუ არა ერთ დროს მეორე ნახევრების ხელმეორე შეხვედრა, სხვა სივრცესა და განზომილებაში. მიჩნეულია, რომ ასეთი ადამიანები ოდესღაც მართლაც იყვნენ წყვილები და ამ ცხოვრებაში მათი ხელახალი შეხვედრის მიზეზი, წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი პრობლემების დაბალანსება-მოგვარებაა. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც წესი, პრობლემები პრობლემებად რჩება და ის, ვინც ჩვენდა უნებურად ტკივილს გვაყენებს, გვაიძულებს საკუთარ თავს გადავაბიჯოთ და ტრანსვფორმირდეთ როგორც წესი აუცილებლად გვიბიძგებს კიდეც გაქცევისკენ... და მხოლოდ ერთეულთა ხვედრია, გაუძლოს, განვითარდეს, გარდაისახოს და იქცეს უკეთეს პარტნიორად საკუთარი მეორე ნახევრისთვის, რომელიც ზუსტად რომ ამ ტრანსფორმაციის მოსახდენად მოვიდა თქვენს ცხოვრებაში.

ძალიან ბევრი ასტროლოგის პრაქტიკაში ვხვდებით ისტორიებს, როცა სრულიად გაწონასწორებულ, ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით კმაყოფილ მამაკაცს ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი მიუტოვებია და უკან გაჰყოლია ქალს, რომელიც თითქოსდა არაფრით ყოფილა გამორჩეული არავისგან... იგივე ვარიანტი შესაძლოა მოხდეს შებრუნებული სცენარით ქალის შემთხვევაშიც.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ კარმული კავშირები ორგვარი არსებობს – ერთი დამანგრეველი (განკურნების ეფექტით) მაშინ როცა პარტნიორის ზეგავლენა ჩვენს პიროვნულ ზრდას ტკივილისა და სტრესის ხარჯზე იწვევს და მეორე, განმკურნებელი – სამყარო საჩუქრად გვიგზავნის ადამიანს, რომელთანაც ურთიერთობა წარსულ ინკარნაციაში რიგი მიზეზების გამო შეწყდა ან ბოლომდე არ მივიდა (მაგ. საქმრო ომში დაიღუპა, საყვარელი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა ა.შ.). თუმცა მათგან ყველაზე რთული მაინც პირველი ვარიანტია, როცა პარტნიორი ჩვენს ცხოვრებაში მოდის წარსულის სასჯელად... ჩვენ ორი გზა გვაქვს, ან მივიღოთ იგი, ვაპატიოთ და გავუგოთ. ვცადოთ მასთან კომპრომისის ენაზე საუბარი, რაც თავისთავად ითვალისწინებს საკუთარი თავის ახლებურად ხედვას, ან გავექცეთ ამ პრობლემატურ კავშირს (რასაც უმეტეს შემთხვევაში აკეთებენ ადამიანები და ამას "ხასიათების შეუთავასებლობას" უწოდებენ თავის გასამართლებლად) და თავი გაცილებით უფრო მშვიდ და უპრობლემო პარტნიორს შევაფაროთ. მაგრამ ამ დროს არასოდეს გვახსოვს ერთი უმნიშვნელოვანესი კანონზომიერება – ის, რომ ამქვეყნად ყველაფერს თავისი საფასური გააჩნია და გადახდა უნდა ამ საფასურს ადრე თუ გვიან. შესაბამისად, კარმული კავშირი, რომელსაც ჩვენ დღეს დროებითი სიმშვიდის მოპოვების მიზნით გავექცევით, მომავალში გაცილებით უფრო რთული პარტნიორის გამოჩენის შესახებ გვამცნობს ჰორიზონზე... ჰოდა, ღირს კი ვალების გადავადება?




 ახალი ამბები
  • როდემდე გაგრძელდება სწავლა ჩოხატაურში დისტანციურადჩოხატაურში სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა. „ორშაბათიდან სწავლა განახლდება ჩოხატაურში დისტანციურად. საკლასო ოთახებში კი 1 თებერვლის შემდეგ შევალთ“,_ გვითხრა ... ...
  • ,"ჰელფები“ უკვე საქართველოს მასშტაბით“რუტინად გვექცა უკვე  ყოველი  დილა _  7-ის ნახევარზე ვიწყებთ  მუშაობას  ბაზარში გასვლით, მერე საწყობში მიტანა, აწონვა, დახარისხება, განაწილება. ცალკე ჯგუფი მუშაობს ბაზების შექმნაზე. ჯგუფი იღებს ინფორმაციას შემოსული შეტყობინებებიდან. შეძლებისდაგვარად ვამოწმებთ, რა სჭირდებათ, რა უჭირთ და ვადგენთ მისამართებს. მერე დახარისხებული  კალათები მიდის საწყობიდან და ნაწილდება სხვადასხვა მისამართზე“, _ ყვება სამოქალაქო აქტივისტი და საქველმოქმედო პროექტის „ჰელფების“ დამფუძნებელი გიგა მაქარაშვილი. „ჰელფების“ ჯგუფი 26 იანვრიდან დადის ოჯახებში და ეხმარება მათ საჭირო ნივთებით და სხვადასხვა პროდუქტებით. გიგას თქმით, 26 ნოემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ისინი იყვნენ  2 762 ოჯახში და დაეხმარნენ  თითქმის 12 000 ადამიანს. მათ შორის 110 ოჯახს გურიაში. სადაც ძალიან მძიმე სიტუაციაა, როგორც მთელს საქართველოში. „ ჰელფების“ ჯგუფები ყოველდღიურად  150-120 ოჯახს ეხმარებიან. „ყველა რეგიონში ვართ. დაახლოებით 250 სოფელი და ყველა ქალაქი მოიცვა ჩვენმა კამპანიამ ამ ეტაპისთვის. 2 500-ზე მეტი „ჰელფია“  ჩართული. დღეში, მინიმუმ, 70-ზე  მეტი ადამიანი  მუშაობს დილიდან საღამომდე დიდი ენთუზიაზმით, რომ ეს პროექტი შედგეს. ყოველდღიურად ჩავდივართ რუსთავში. სხვა ქალაქებში გვყავს ჩვენი მეგობარი „ჰელფები“, რომლებსაც ვუგზავნით თანხას და ისინი უწევენ ორგანიზებას პროდუქტების შეძენას, დახარისხებას. შემდეგ ჩვენგან გადაგზავნილ მისამართებზე  ხდება კალათების განაწილება. ქუთაისში და ბათუმში სამ-სამი ჯგუფები გვყავს , რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ.  ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას კარანტინის დასრულებამდე “, _ ამბობს გიგა მაქარაშვილი. შეგახსენებთ,  რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა  საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი: „დავწერე, რომ შემეძლო ნებისმიერ რამეში დავხმარებოდი _ ეს იქნებოდა ნაგვის გატანა, დალაგება, ინფიცირებული ბავშვების გამხიარულება თუ სხვა რაიმე საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ გამომეხმაურა. თუმცა, გამომეხმაურნენ  ადამიანები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს.  ზოგმა ხელთათმანები მომიტანა, ზოგმა _ სადიზენფექციო ხსნარი,  ხალათები, კომბინეზონები. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი მოხალისედ ჩართულიყო ჩვენს აქტივობაში.  ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი საქველმოქმედო პროექტის ... ...
  • ბესო ქათამაძემ პოლიციის შენობა დატოვა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო ქათამაძემ პოლიციის შენობა დატოვა. დღეს, ბუკნარში, მას და “ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგ ბესო ქათამაძე ოზურგეთის პოლიციაში გადაიყვანეს დაკითხვაზე. “ის, რაც მოხდა ბუკნარში, არის ვასილ ჩიგოგიძის დამსახურება. ამას ახლაც ვამბობ და ბუკნარის შეხვედრის დროსაც ვუთხარი“, _ თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბესო ქათამაძემ. მისი თქმით, ის დაკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ბესო ქათამაძემ საუბრის დროს აღნიშნა, რომ "გამომძიებლებს არ უნდოდათ ოქმში დამეფიქსირებინა მთავარი ფაქტი _ ვასილ ჩიგოგიძემ მომაყენა ზიანი. ეს ფაქტი ოქმში ... ...
  • Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნაგავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ შეუნარჩუნა. გამოწვევებით სავსე წლის შემდეგ საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კომპანიის სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის ზრდის წინაპირობაა და ასევე საშუალებას იძლევა კომპანია კიდევ უფრო მეტად იყოს მომხმარებლებზე ორიენტირებული. Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თიბისი ლიზინგი საქართველოში სალიზინგო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსებას როგორც კორპორატიული კლიენტებისათვის, ასევე, მცირე და საშულო ბიზნესებისთვის,  მიკრობიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის. „მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგმა გასულ წელს მიღებული, ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი, გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლის მიუხედავად, წარმატებით შეინარჩუნა, რაც ბაზარზე თიბისი ლიზინგის N1 პოზიციას ადასტურებს და ხაზს უსვამს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლობას მომხმარებლებთან. გასულ წელს მოვახერხეთ, რომ მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები უწყვეტად შეგვეთავაზებინა. რეიტინგის შენარჩუნება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კომპანიას სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და სწორი მიმართულებით ვითარდება", - თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი - გაგა გოგუა. თიბისი ლიზინგი, აქტივების ზომის მიხედვით, თიბისი ბანკის ყველაზე მსხვილი შვილობილი კომპანიაა. ის, ასევე საქართველოში ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანიაა, 17-წლიანი გამოცდილებითა და 70%-მდე საბაზრო წილით. ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება18 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 1 თებერვლამდე გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში სწავლა. ამ ეტაპზე უცნობია 1 თებერვლის შემდეგ მოხდება თუ არა სწავლის გაგრძელება საკლასო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....