ასტროლოგიური მენიუ


ზაფრანი

ასტროლოგიური მენიუ

21 მაი. 2020, 20:24:51

კურო

კუროებს სიმსუქნისკენ აქვთ მიდრეკილება, ამიტომ მუდმივად უნდა აკონტროლონ წონა. მთავარი საკვები საქონლის ხორცია, თუმცა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ხილი და კენკროვნები. კურო პატივისცემით ეპყრობა წითელ ღვინოებს, განსაკუთრებით ნახევრად მშრალსა და ნახევრად ტკბილს.

თხის რქა

მათთვის დამახასიათებელია კალციუმის ნაკლებობა. მათ უმრავლესობას სახსრების, ძვლების, კანისა და კბილის ტკივილი აწუხებს. ამიტომ მათ ყოველდღიურად უნდა მიირთვან ხაჭო, მაგარი ყველი, კედრის თხილი, წიწიბურა. უარი არ უნდა თქვან ცხვრის ხორცზე. სასარგებლოა - კომში და ნესვი. ბოსტნეულიდან - ჭარხალი, ბადრიჯანი, ნიორი, ოხრახუში. თხის რქამ ბევრი ადუღებული და მინერალური წყალი უნდა დალიოს. სხვათა შორის, ისინი იშვიათად ხდებიან ქრონიკული ალკოჰოლიკები. მათ შეუძლიათ დალიონ ერთი სირჩა არაყი ჭამის წინ ან ერთი ჭიქა ღვინო სადილობისას.

ქალწული

ქალწულებს კუჭ-ნაწლავის დაავადებებისკენ აქვთ მიდრეკილება, ამიტომ მათ ბოჭკოვანი ნივთიერებებით მდიდარი საკვები უნდა მიიღონ. განსაკუთრებით სასარგებლოა კარტოფილი და სტაფილო. თუ მისთვის ვეგეტარიანული საკვები მიუღებელია, უპირატესობა ხბოს ხორცს უნდა მიანიჭოს. სასარგებლო ხილი - გარგარი და ბროწეული, ბოსტნეული - ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ბარდა და სხვა პარკოსნები, ნიახური. ნებისმიერი თხილეული. რეკომენდებულია მშრალი ღვინოები ან მუქი ლუდი. უარი უნდა თქვან კონიაკზე, ვისკისა და რომზე.

ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლებმა მსუბუქი საკვები უნდა მიიღონ. უარი არ უნდა თქვან ხახვსა და ნიორზე, სანელებლების რაოდენობა კი უნდა შეზღუდონ. მათთვის განსაკუთრებით სასარგებლოა გრეიფრუტი და საზამთრო. ბოსტნეულიდან - სტაფილო, ბოლოკი, ნებისმიერი წიწაკა, ყურადღება მიაქციეთ ცხვრისა და თხის ხორცსაც. სასმელებიდან მისაღებია შამპანური, ოღონდ მხოლოდ ორი-სამი ბოკალი. თუ არ გინდათ, თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ, უარი თქვით წითელ ღვინოზე. ვერძებმა ალკოჰოლი ბოროტად არ გამოიყენოთ და სასმელები ერთმანეთში არ აურიოთ.

ლომი

ლომებმა, რომლებსაც ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, წონა მუდმივად უნდა აკონტროლონ. ლომების რაციონში ძირითადი ადგილი უნდა ეჭიროს ნანადირევსა და შინაური წყლის ფრინველების - ბატის და იხვის - ხორცს.ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსები და ანანასი. ბოსტნეულიდან - ყაბაყი, ნიორი, პომიდორი, ბადრიჯანი, ტკბილი და მწარე წიწაკა. მარცვლეულიდან - ბრინჯი. ქალი ლომებისთვის რეკომენდებულია ნიგოზი, მზესუმზირა და ზეთისხილი. ყველაზე სასარგებლო სასმელი კი მწვანე ჩაია. თუ საქმე ალკოჰოლამდე მივიდა, უმჯობესია, წითელი ან თეთრი კარგი სამარკო ღვინო შეარჩიოთ, ურიგო არ იქნება მუსკატის ღვინო ან პორტვეინი.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა ზამთარის რაციონში უნდა ჩართონ დარიჩინი. ის სტრესის მოსახსნელი საუკეთესო საშუალებაა. ძირითადი პროდუქტებია - ღორის ხორცი, ლორი, სოსისებისა და ძეხვების სხვადასხვა სახეობა. ხილიდან მათთვის სასარგებლოა ფინიკი, ლეღვი, მანგო. რაციონში მუდმივად უნდა ფიგურირებდეს სხვადასხვა სახის კომბოსტო, ნიორი, კამა, ოხრახუში. სასარგებლოა წაბლი, გარგარის ჩირი.ეგზოტიკური კერძები და დესერტები კი მკაცრადაა აკრძალული. მშვილდოსნებს ძალიან იტაცებს 400-იანი სასმელები, მაგრამ მათ უპირატესობა ყურძნის მშრალ ღვინოებს უნდა მიანიჭონ, ისინი ხელს უწყობენ სილიციუმის ათვისებას, რომელიც ასე აკლიათ.

კირჩხიბი

ყველაზე სასარგებლო პროდუქტი კიბოებისთვის სხვადასხვა სახეობის კიბორჩხალაა, ასე რომ, მხოლოდ კიბორჩხალის ჩხირებზე ნუ შეჩერდებით. ხილისა და კენკროვანებიდან რეკომენდებულია ლიმონი, ყურძენი, ქოქოსი, პაპაია. რაციონი აუცილებლად მდიდარი უნდა იყოს კარტოფილით, კომბოსტოთი, კიტრით, თალგამით, გოგრით, ნივრით, კამითა და ოხრახუშით. კიბოებმა უმჯობესია, ერთი კათხა ლუდის ნაცვლად, ერთი სირჩა არაყი დალიონ. თუმცა ყველაზე სასარგებლოა ფტორის შემცველი ღვინოების დალევა - რისლინი, ტოკაი, მუსკატის ღვინო.

მორიელი

სასარგებლოა ნებისმიერი ზღვის პროდუქტი. განსაკუთრებით წითელი თევზი. რეკომენდებულია გრეიფრუტი, საზამთრო, გოგრა. ბოსტნეულიდან სასარგებლოა სტაფილო, ხახვი, პარკოსნები, ტკბილი წიწაკა, ბოლოკი, ნიორი. სასმელებიდან - შამპანური და ნებისმიერი ღვინო. უმჯობესია, თუ ნაბახუსევს აუზით "იმკურნალებს". საერთოდ, მორიელებისთვის სასარგებლოა დიდი ფიზიკური დატვირთვის მქონე სპორტის სახეობები.

თევზები

თევზების ძირითად საკვებს ზღვის ნობათი, ლიმონითა და პიტნით შეზავებული სალათები უნდა წარმოადგენდეს. იდეალური გარნირია ბრინჯი და წიწიბურა. ხილიდან უპირატესობა უნდა მიანიჭონ ლეღვს, ფინიკს, მანგოს, ბოსტნეულიდან - კომბოსტოს სხვადასხვა სახეობას, ნიორს. შეუძლიათ მიირთვან წიწაკა ჩილი, პირშუშხა, მდოგვი. სასარგებლოა ნებისმიერი ჩაი ან ყავა, ალკოჰოლთან კი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ცოტაოდენი კონიაკი ან ვისკი არ აწყენთ, მაგრამ ზედმეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.                                                           

ტყუპი

ტყუპის ძირითადი საკვები მსუბუქი უნდა იყოს. მათთვის უპირველესია ფრინველის ხორცი - წიწილა, ქათამი, იხვი, მწყერი, გნოლი. ხილიდან რეკომენდებულია გარგარი და ბროწეული. ბოსტნეულიდან - ყვავილოვანი კომბოსტო, პარკოსნები, ნიახური. საჭმლის მონელებისთვის აუცილებელია თხილი, ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია სპორტის გუნდური სახეობები, აგრეთვე ჩოგბურთი და სირბილი.  ტყუპისთვის სასარგებლოა გაუფილტრავი ლუდი, ასევე ხერესი, მუსკატის ღვინო.

სასწორი

სასწორებისთვის სასარგებლოა ვეგეტარიანული საკვები. რა თქმა უნდა, მათ ხორცისა და თევზის ჭამაც შეუძლიათ, მაგრამ, ასტროლოგთა აზრით, ეს საკვები სასწორებისთვის მაინცდამაინც არსებითი არ არის. უარი უნდა თქვან ტკბილეულზე. სასურველია, ყოველდღიურ რაციონში ჭარბობდეს ვაშლი და ყურძენი, ასევე ფაფეული. მათთვის სამკურნალო მნიშვნელობა აქვს სიდრსა და ახალდაწურულ ყურძნის ღვინოს, - ორგანიზმს იოდს, სპილენძსა და მარგანეცს აწვდიან, რომელთა ნაკლებობას სასწორები მუდმივად განიცდიან.

მერწყული

მერწყულების რაციონში რაც შეიძლება მეტი ციტრუსი უნდა იყოს. უპირველესი საკვები წყალთანაა დაკავშირებული - ყველაფერი, რაც ზღვებში, მდინარეებსა და ტბებში მოიპოვება. რაც შეიძლება მეტი თევზი, კიბორჩხალა და მოლუსკები უნდა მიირთვან. ხილიდან რეკომენდებულია კომში და ნესვი. სასურველია, რაციონში მუდმივად ფიგურირებდეს ბადრიჯანი, ჭარხალი, კამა, ოხრახუში. მერწყულმა მცირე დოზით უნდა მიირთვას მაღალი ხარისხის ვისკი, კონიაკი და პორტვეინი. სასარგებლოა, ყოველდღიურად ცივი შხაპი ან ტანის ცივი პირსახოცით დაზელვა.




 ახალი ამბები
  • როდემდე გაგრძელდება სწავლა ჩოხატაურში დისტანციურადჩოხატაურში სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა. „ორშაბათიდან სწავლა განახლდება ჩოხატაურში დისტანციურად. საკლასო ოთახებში კი 1 თებერვლის შემდეგ შევალთ“,_ გვითხრა ... ...
  • ,"ჰელფები“ უკვე საქართველოს მასშტაბით“რუტინად გვექცა უკვე  ყოველი  დილა _  7-ის ნახევარზე ვიწყებთ  მუშაობას  ბაზარში გასვლით, მერე საწყობში მიტანა, აწონვა, დახარისხება, განაწილება. ცალკე ჯგუფი მუშაობს ბაზების შექმნაზე. ჯგუფი იღებს ინფორმაციას შემოსული შეტყობინებებიდან. შეძლებისდაგვარად ვამოწმებთ, რა სჭირდებათ, რა უჭირთ და ვადგენთ მისამართებს. მერე დახარისხებული  კალათები მიდის საწყობიდან და ნაწილდება სხვადასხვა მისამართზე“, _ ყვება სამოქალაქო აქტივისტი და საქველმოქმედო პროექტის „ჰელფების“ დამფუძნებელი გიგა მაქარაშვილი. „ჰელფების“ ჯგუფი 26 იანვრიდან დადის ოჯახებში და ეხმარება მათ საჭირო ნივთებით და სხვადასხვა პროდუქტებით. გიგას თქმით, 26 ნოემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ისინი იყვნენ  2 762 ოჯახში და დაეხმარნენ  თითქმის 12 000 ადამიანს. მათ შორის 110 ოჯახს გურიაში. სადაც ძალიან მძიმე სიტუაციაა, როგორც მთელს საქართველოში. „ ჰელფების“ ჯგუფები ყოველდღიურად  150-120 ოჯახს ეხმარებიან. „ყველა რეგიონში ვართ. დაახლოებით 250 სოფელი და ყველა ქალაქი მოიცვა ჩვენმა კამპანიამ ამ ეტაპისთვის. 2 500-ზე მეტი „ჰელფია“  ჩართული. დღეში, მინიმუმ, 70-ზე  მეტი ადამიანი  მუშაობს დილიდან საღამომდე დიდი ენთუზიაზმით, რომ ეს პროექტი შედგეს. ყოველდღიურად ჩავდივართ რუსთავში. სხვა ქალაქებში გვყავს ჩვენი მეგობარი „ჰელფები“, რომლებსაც ვუგზავნით თანხას და ისინი უწევენ ორგანიზებას პროდუქტების შეძენას, დახარისხებას. შემდეგ ჩვენგან გადაგზავნილ მისამართებზე  ხდება კალათების განაწილება. ქუთაისში და ბათუმში სამ-სამი ჯგუფები გვყავს , რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ.  ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას კარანტინის დასრულებამდე “, _ ამბობს გიგა მაქარაშვილი. შეგახსენებთ,  რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა  საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი: „დავწერე, რომ შემეძლო ნებისმიერ რამეში დავხმარებოდი _ ეს იქნებოდა ნაგვის გატანა, დალაგება, ინფიცირებული ბავშვების გამხიარულება თუ სხვა რაიმე საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ გამომეხმაურა. თუმცა, გამომეხმაურნენ  ადამიანები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს.  ზოგმა ხელთათმანები მომიტანა, ზოგმა _ სადიზენფექციო ხსნარი,  ხალათები, კომბინეზონები. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი მოხალისედ ჩართულიყო ჩვენს აქტივობაში.  ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი საქველმოქმედო პროექტის ... ...
  • ბესო ქათამაძემ პოლიციის შენობა დატოვა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო ქათამაძემ პოლიციის შენობა დატოვა. დღეს, ბუკნარში, მას და “ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგ ბესო ქათამაძე ოზურგეთის პოლიციაში გადაიყვანეს დაკითხვაზე. “ის, რაც მოხდა ბუკნარში, არის ვასილ ჩიგოგიძის დამსახურება. ამას ახლაც ვამბობ და ბუკნარის შეხვედრის დროსაც ვუთხარი“, _ თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბესო ქათამაძემ. მისი თქმით, ის დაკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ბესო ქათამაძემ საუბრის დროს აღნიშნა, რომ "გამომძიებლებს არ უნდოდათ ოქმში დამეფიქსირებინა მთავარი ფაქტი _ ვასილ ჩიგოგიძემ მომაყენა ზიანი. ეს ფაქტი ოქმში ... ...
  • Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნაგავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ შეუნარჩუნა. გამოწვევებით სავსე წლის შემდეგ საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კომპანიის სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის ზრდის წინაპირობაა და ასევე საშუალებას იძლევა კომპანია კიდევ უფრო მეტად იყოს მომხმარებლებზე ორიენტირებული. Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თიბისი ლიზინგი საქართველოში სალიზინგო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსებას როგორც კორპორატიული კლიენტებისათვის, ასევე, მცირე და საშულო ბიზნესებისთვის,  მიკრობიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის. „მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგმა გასულ წელს მიღებული, ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი, გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლის მიუხედავად, წარმატებით შეინარჩუნა, რაც ბაზარზე თიბისი ლიზინგის N1 პოზიციას ადასტურებს და ხაზს უსვამს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლობას მომხმარებლებთან. გასულ წელს მოვახერხეთ, რომ მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები უწყვეტად შეგვეთავაზებინა. რეიტინგის შენარჩუნება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კომპანიას სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და სწორი მიმართულებით ვითარდება", - თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი - გაგა გოგუა. თიბისი ლიზინგი, აქტივების ზომის მიხედვით, თიბისი ბანკის ყველაზე მსხვილი შვილობილი კომპანიაა. ის, ასევე საქართველოში ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანიაა, 17-წლიანი გამოცდილებითა და 70%-მდე საბაზრო წილით. ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება18 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 1 თებერვლამდე გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში სწავლა. ამ ეტაპზე უცნობია 1 თებერვლის შემდეგ მოხდება თუ არა სწავლის გაგრძელება საკლასო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....