ბავშვები ტყუილებს 6 თვიდან სწავლობენ

gurianews.com

ზაფრანი

ბავშვები ტყუილებს 6 თვიდან სწავლობენ

2018 ივლ 13 17:17:09

ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი ბავშვები ტყუილს მიმართავენ ექვსი თვის ასაკიდან.

აქამდე ფსიქოლოგებს მიაჩნდათ, რომ განვითარებად ტვინს არ შეუძლია მიმართოს ტყუილს, სანამ ბავშვი არ მიაღწევს ოთხი წლის ასაკს.

პორტსმუტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის ექიმმა, ვასუდევი რადიმ, შეისწავლა 50-ზე მეტი ბავშვი და ელაპარაკა მათ მშობლებს. იგი ამბობს, რომ მან გამოამჟღავნა ტყუილის შვიდი კატეგორია, რომლებსაც იყენებენ ბავშვები ექვსი თვიდან სამი წლის ასაკამდე. ჩვილები სწრაფად იგებენ, რომ თუ გამოიყენებენ ისეთ ხერხს, როგორიცაა მოჩვენებითი ტირილი ან სიცილი, სწრაფად მიიქცევენ ყურადღებას. რვა თვის ასაკიდან გამოიყენება მოტყუების სხვა მეთოდი - აკრძალული მოქმედების დაფარვა და მშობელთა ყურადღების გადატანის მცდელობა.

ორი წლის ასაკიდან ბავშვებს შეუძლიათ გამოიყენონ გაცილებით უფრო ეშმაკური მეთოდები, მაგალითად, ტყუილი დასჯის საფრთხის შემთხვევაში.

ექიმმა რადიმ თქვა: "მოჩვენებითი ტირილი - მოტყუების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფორმაა. ჩვილები მას იყენებენ ყურადღების მისაქცევად, მაშინაც კი, როცა მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ. თქვენ ეს შეიძლება შეამჩნიოთ, თუ ისინი აკეთებენ პაუზას, რათა გაიგონ, პასუხობს თუ არა მათ დედა, სანამ თავიდან დაიწყებენ ტირილს. ეს გვიჩვენებს, რომ ისინი აცნობიერებენ, რომ მათ მოქმედებას მოაქვს შედეგი, სახელდობრ ამას აკეთებენ უფროსები, როცა ტყუილს ამბობენ. მხოლოდ უფროსების ასეთ მოქმედებას აქვს დიდი ეთიკური დატვირთვა", - გვიხსნის ვასუდევი რადი.




 ახალი ამბები
  • „სისხლის წყურვილია თუ რა არის?“_ „ოცნება“ სისტემებში ,,ნაციონალების“ კადრების არსებობას ხსნისმმართველი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს საგამოძიებო უწყებებში ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა მაღალჩინოსნების არსებობასთან დაკავშირებით კითხვები არ უჩნდებათ _ რატომ?_ საკითხზე ,,გურია ნიუსთან“ ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია საუბრობს. _ ბატონო გიგა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოქმედი პროკურორი მირზა სუბელიანი, რომელიც 2013 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გენინსპექციის უფროსის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, სოზარ სუბარის ინიციატივით დაინიშნა, დღეს დაკავებულია, თუმცა მანამდე, როგორც ჩანაწერებში აცხადებს, ,,ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდა. თუ მიგაჩნიათ, რომ  უწყებებში დღესაც რჩებიან წინა ხელისუფლების დროს გახმაურებული საქმეების პროკურორები, მოსამართლეები და სხვა მაღალჩინოსნები. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტიისთვის რამდენად დამაზიანებელი და საფრთხის შემცველია სისტემაში იმ რეჟიმის წარმომადგენელთა არსებობა, რომელსაც ,,ქართული ოცნება“ დანაშაულებრივ ძალად მოიხსენიებს? _ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ცვლილების დროს მოსამართლეები უნდა გაგვეშვა სახლში და ახალი მოსამართლეები მოგვეყვანა? ასე მისვამთ კითხვას? ჯერ საიდან უნდა მოიყვანო მოსამართლეები, პროკურორები ან სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. რადგან პროკურატურაში მუშაობდა, არ ნიშნავს, რომ დამნაშავეა. სუბელიანის მიმართ თუ რამე პრეტენზია არსებობს, ციხეში ზის და თვითმკვლელობა სცადა. გარშემო ვისაც რამე შეხება ჰქონდა, ციხეში ზის და სისხლის წყურვილია თუ რა არის? კაცი ამბობს, რომ ხელისუფლება არაფერში მინდობსო და მეტი რა გინდათ, მგონი ამ ბოლო დროს ძალიან აგრესიული საზოგადოება გავხდით. რატომ ვართ ამაზე მონდომებულები, რომ მუდმივად ეს თემა ვატრიალოთ, ვერ ვხდები, მართლა ხომ უნდა დაფიქრდეთ რაღაც მომენტში. _ ხელისუფლება ,,ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმზე  ხშირად საუბრობს.. თუკი თვლით, რომ მათი რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, რატომ დატოვეთ  ამ პარტიასთან აფილირებული კადრები სასჯელაღსრულების და სხვა სისტემებში? იგივე, თუ კონკრეტულად  მირზა სუბელიანზე ვსაუბრობთ, ის გახლდათ  გახმაურებული საქმეების, მათ შორის, 26 მაისის საქმის პროკურორი _ ეს კითხვებს არ გიჩენთ ? _ არ ვიცი, ვინ ვისი პროკურორი იყო. მიმაჩნია, რომ წინ უნდა ვიყუროთ. ოცდაოთხი წელი ვიყავი ოპოზიციაში და ბევრი რაღაც გადავიტანე, მაგრამ მგონია, რომ მაინც წინ უნდა წავიდეთ. ასე არ გამოგვივა, ეს ქვეყანა ერთად უნდა ავაშენოთ. თუ დამნაშავეა, პასუხი უნდა ვაგებინოთ, მაგრამ არა ისე, რომ მუდმივად სისხლის წყურვილი ჩანდეს ყველა ადამიანში. სადღაც ჩვენც ვცოდავთ და ამიტომ ვართ ასეთი აგრესიულები. _ მირზა სუბელიანისა და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის მონაწილეობით პირველი ფარული ჩანაწერი ,,რუსთავი 2“ -მა გაავრცელა. როცა ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი (ჯაფარიძე) ამბობს, რომ ეთერში გასული მასალა ავთენტურია, მმართველ პარტიაში ამ მასალის ავთენტურობაზე რატომ ხდება მუდმივად აპელირება? ეთერში გასული ყველა მასალა მონტაჟდება, მაგრამ მონტაჟი არ ნიშნავს, რომ საუბრის ტექსტი შეცვლილია... _ როგორ უნდა გვქონდეს ნდობა? როცა ადგილს უცვლი, უკვე შინაარსი სხვაგვარია. მე ,,რუსთავი 2“-ს არ ვენდობი და მგონია, რომ  გარკვეული ფრაგმენტი, შესაძლოა, ისე იყოს დამონტაჟებული, რომ სხვა შინაარსი მიიღოს. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე მოლოდინები რაღაც მანიპულაციის შექმნად აღიქმება“, _გვითხრა ბუკიამ. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში, მირზა სუბელიანი ხელისუფლებას ემუქრება და ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატები  აქვს შემონახული. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში კი, რომელიც საზოგადოების ნაწილში უნდობლობას იწვევს, მირზა სუბელიანი ამობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ რეალური კომპრომატი არ ... ...
  • გამოკითხვა: ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას?გიორგი ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ არ ვარ ჯერ ჩამოყალიბებული. ბაგრატ ლოდია, ოზურგეთი: _  ავირჩევდი ერთ ჭკვიან გურულ გლეხს _ მაგათ ყველა ჯობს. ზაზა სირაძე, ოზურგეთი: _ კაბინაში გადავწყვეტ _ ვისი რა საქმეა?! ანზორ სალუქვაძე, ოზურგეთი: _ ჩემი საქმეა, ვის მივცემ ხმას. ლონდა ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ არც ერთს არ მივცემ ხმას. თამილა ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ მე თვითონ გადავწყვეტ, ვის მივცე ხმა. მედეა სარიშვილი, ოზურგეთი: _ კაბინაში გადავწყვეტ. ჯუმბერ როყვა, ოზურგეთი: _ ვაშაძეს! ირაკლი ქერქაძე, ოზურგეთი: _ ეს ჩემი საქმეა. თემურ ურუშაძე, ლანჩხუთი: _  პრეზიდენტი ყოველგვარი ფუნქციის გარეშეა დარჩენილი და ამიტომ, საერთოდ არ ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ნინო ზენაიშვილი, ლანჩხუთი: _ ასე ღიად რატომ უნდა ვთქვა?! ნონა გობრონიძე, ლანჩხუთი: _   ნამდვილად არ ვიცი, რა არჩევანს გავაკეთებ _ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. დათო ჩხაიძე, ლანჩხუთი: _ ხმის მიცემა ფარულია და არჩევანს  საარჩევნო ურნასთან დავაფიქსირებ. ირა კვირიკაშვილი, ჩოხატაური: _ ჯერ არ ვიცი. ბოლო დღეებში გადავწყვეტ,  ვინ უნდა ... ...
  • "შარაშენიძეს მივეცი ხმა, შემპირდნენ, რომ სახლის რეაბილიტაციაში დამეხმარებოდნენ, რატომ მატყუებენ?!"ოზურგეთში, ბათუმის ქუჩაზე მცხოვრები  ორმოცდაცხრა წლის  ზაზა მუჯირი ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას სთხოვს. როგორც თავად გვიყვება, გასულ წელს,  ცხრამეტ აპრილს, სტიქიის შედეგად მოთხრილმა ალვის ხემ მისი სახლის სახურავი მთლიანად დააზიანა. მისივე თქმით, მართალია, სახლის სახურავი შეცვალეს, თუმცა, ორი თვის განმავლობაში, სახლი დაუხურავი იყო და წვიმამ მთლიანად დააზიანა  ყველა ოთახი, უმეტესად ჭერი.  ზაზა მუჯირს მოახლოებული ზამთრის ეშინია და ხელისუფლებისგან შეპირებული ორი ათასი ლარის ჩარიცხვას ითხოვს, რაც მას შემდეგ შეჰპირდნენ, რაც მუნიციპალიტეტის ახლანდელ ხელმძღვანელობასთან არაერთგზის თხოვნით მივიდა. _ მე ვითხოვ ჩემი სახლის რეაბილიტაციას. მაგათ აქვთ ისეთი პროექტი,   რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ადამიანებს ეხება. მე ვარ დიაბეტით დაავადებული ადამიანი, საკუთარი ოჯახი არ მყავს. მოხუცი დედა, რომელმაც ახლახან ფეხი მოიტეხა, საცოდავად, სკამით გადაადგილდება. მივმართე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს. მან კოტე შარაშენიძესთან მიმიყვანა და უთხრა, „იმ სიიდანააო“. მერმაც უპასუხა, „ააა, გასაგებია, აუცილებლად დავეხმაროთო“ თუმცა, ჯერჯერობით, მატყუებენ. მოვითხოვე, კონკრეტული დღე მითხარით, როდის მოვიდე, როდის მაძლევთ ფულს-მეთქი. სირაძე გაბრაზდა და მითხრა, დამანებე თავი, თორემ ამ ოქმს დავხევო. რა უფლებით მითხრა ეს ადამიანმა, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სოციალური კუთხით ემსახურება?! ან რა სიას გულისხმობდა, თქვან! _  ვერ მიხვდით, რა სიაზე იყო საუბარი? _ არ ვიცი, თქვან. _ არჩევნებზე ხმა თუ მიეცით, შესაძლოა, ამაზე იყო საუბარი. _ კი, რა თქმა უნდა, მე ამომრჩეველი ვარ, შარაშენიძეს მივეცი ხმა. იმასაც გეტყვით, რომ სირაძემ ორჯერ ჩამირიცხა ასი ლარი, ასევე, შარაშენიძემ ასი ლარი ჯიბიდან ამოიღო და მომცა. უმადური არ ვარ. _ და რა კი ხმა მიეცით, სულ უნდა დაგეხმარონ? იქნებ, არ არის ამდენი თანხა... _ მაშინ თქვან, რომ ბიუჯეტში ფული არ აქვთ. მე მატყუებენ, მპირდებიან და კონკრეტულ დღეს არ მეუბნებიან, როდის ჩამირიცხავენ. ჩემთან ერთად ორმოცდასამი ოჯახია სიაში, ვისაც უნდა  დაეხმარნონ. ზაზა მუჯირის თქმით, სტიქიამ მისი სახლი ჯერ კიდევ მაშინ დააზიანა, როცა ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე იყო. კითხვაზე, მიმართა თუ არა მან ყოფილ მერს, ამბობს, რომ მიმართა და დაეხმარნენ კიდეც. _ ბეგი სიორიძე წელიწადში ორჯერ მეხმარებოდა. მერე ხმა შარაშენიძეს მივეცი. შემპირდნენ, რომ   სახლის  რეაბილიტაციაში დამეხმარებოდნენ და რატომ მატყუებენ? დედაჩემის პენსიაზე ვართ მე და ჩემი ძმა. სხვათა შორის, აქ ჩემი ძმაც ცხოვრობს, მარტოხელაა ისიც და უმუშევარი. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ჯანმრთელობა მასაც შერყეული აქვს. ფაქტობრივად, სამი ავადმყოფი ვართ ერთმანეთს ჩამოკიდული, _ ამბობს ზაზა მუჯირი. მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერიაში თექვსმეტ აგვისტოს  დაწერა განცხადება და ორიათასი ლარის ფარგლებში დახმარებას შეპირდნენ. ამბობს, რომ ყოველ მისვლაზე ჰპირდებიან დახმარებას. თუმცა, იგი დაჟინებით ითხოვს კონკრეტული თარიღის დასახელებას, როდის ჩაურიცხავენ შეპირებულ თანხას  და  რაკი ზუსტ დროს არ ეუბნებიან, ეჭვობს, რომ ატყუებენ. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ირაკლი სირაძეს დაუკავშირდა და ზაზა მუჯირის შესახებ ესაუბრა. _მე და ზაზა მეგობრები ვართ. ჩვენ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ხვალ ან ზეგ მას ჩაერიცხება შეპირებული თანხა. გაიკეთებს, მოაწყობს საცხოვრებელ ოთახებს  და ზამთარს მომზადებული შეხვდება“, _ გვითხრა ... ...
  • ბაქრაძე: ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ზურაბიშვილის არჩევა (R)ჰააგაში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ახალ ფაქტებს ასაჯაროებს, რომლითაც დასტურდება, თუ რამდენად სახიფათოა ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოსთვის. ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს პრესას აჩვენა საბუთი, ამონაწერი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან.  „დღეს წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტი, ნაწილი, ამონაბეჭდი რუსეთის საპასუხო სარჩელიდან და ამ სარჩელში ციტატის და არგუმენტის სახით პირდაპირ არის მითითებული ქალბატონ ზურაბიშვილის წიგნი. კერძოდ ამ ფრაგმენტში რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ მითითებული არის 137 – 139 გვერდები, ის მოსაზრებები რომელიც მას აქვს ჩამოყალიბებული. ამით, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს რომელიც უნდა იყოს ჩვენი დეოკუპაციის და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების გარანტი და ამ დროს ხელისუფლება გვთავაზობს კანდიდატს, რომლის ციტატებსაც არგუმენტის სახით იყენებს ოკუპანტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი მთლიანობის წინააღმდეგ და ჩვენი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად, ვინაიდან ეს ადამიანი უკვე აზიანებს საქართველოს ინტერესს, ხოლო თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ მიყენებული ზიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის იქნება განუზომლად უფრო მეტი. დღეს წარმოვადგენთ საჯაროდ ამონაწერს რუსეთის სარჩელიდან, რომ ყველა დარწმუნდეს,  ეს არის ფაქტი და მართლაც რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტი საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს“, _ განაცხადა დავით ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძე: სალომე ზურაბიშვილი პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში შეხვედრა გაიმართა. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, რაიცენტრალურისა და ზვანის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. „სალომე ზურაბიშვილი არის ის კანდიდატი, რომელსაც აქვს პოლიტიკაში დიდი გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები. ის პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს“, _  აღნიშნა მერაბ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?