ბიზნესი და ასტროლოგია

ზაფრანი

ბიზნესი და ასტროლოგია

21 მაი. 2020, 20:46:18

ვერძი - ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ყველაფრის (მათ შორის ბიზნესპროექტების) სწრაფად გაკეთება სურს, მაგრამ მიზნის მიღწევას მოთმინება სჭირდება. თუ მოთმინებას გამოიჩენს და დიპლომატიურობას ისწავლის, ბევრს მიაღწევს. ვერძისთვის ბიზნესპროექტების დასაწყებად დადებითი თვეებია: აპრილი, აგვისტო და დეკემბერი.

კურო - ამ ნიშნის წარმომადგენელს კარგად ეხერხება რაიმე იდეისგან ფულის "გამოდნობა". ის მეტად პრაქტიკული, რეალისტი და წინდახედულია. კომერციული გარიგებისას შეცდომას იშვიათად უშვებს. მისთვის ბიზნესის წამოწყების მხრივ დადებითი თვეებია: მაისი, სექტემბერი და იანვარი.

ტყუპი - კომუნიკაბელური და უშუალოა. შეუძლია რამდენიმე კომერციული თუ არაკომერციული იდეა "შეაჯეროს" და შესანიშნავი ბიზნესპროექტი შექმნას. განსაკუთრებულ წარმატებას საინფორმაციო ბიზნესში აღწევს, თუმცა თანხების აკუმულირებას ვერ ახერხებს. ბიზნესის წამოწყებისთვის დადებითი თვეებია: ივნისი, ოქტომბერი და თებერვალი.

კირჩხიბი - ეს ნიშანი თავს ყველაზე კარგად უძრავი ქონებით, ნავთობით, სპირტითა და თამბაქოთი ვაჭრობაში გრძნობს და ამ სფეროდან შეუძლია მაქსიმალური მოგება ნახოს. ბიზნესის წარმოებისთვის წარმატებული თვეებია: ივლისი, მარტი და ნოემბერი.

ლომი - მასში ბიზნესმენის "სული" "ზის". შეუძლია უხელმძღვანელოს დიდ ორგანიზაციებსაც და პატარა ფირმებსაც. წარმატებას აღწევს სატელევიზიო და შოუბიზნესში, აგრეთვე, საზოგადოებრივი კვების სფეროში. ბიზნესის წარმოებისთვის დადებითი თვეები: აპრილი, აგვისტო და დეკემბერი.

ქალწული - ჭკვიანი, დაკვირვებული და ფრთხილი ადამიანია. მის მიერ შექმნილი აუდიტორული თუ ანალიტიკური ცენტრების მომსახურებით გავლენიანი ადამიანები ხშირად სარგებლობენ. მისთვის ბიზნესის დასაწყებად დადებითი თვეებია: მაისი, სექტემბერი და იანვარი.

სასწორი - ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებში იშვიათად გამოერევა "სერიოზული" ბიზნესმენი (ისევე როგორც ტყუპსა და მერწყულში). ყველაზე დიდ პრობლემას მერყევი ხასიათი უქმნის. თავს კარგად გრძნობს საშუამავლო, სამაკლერო და სადიზაინო ბიზნესში. ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად მისთვის დადებითი თვეებია: ივნისი, ოქტომბერი და თებერვალი.

მორიელი - რასაკვირველია, ყველა "მორიელი" ბილ გეითსი ვერ გახდება, მაგრამ ამ ნიშანს გამდიდრების (ბიზნესის აწყობის) შანსი ნამდვილად აქვს. წარმატებას აღწევს საბანკო-საფინანსო საქმიანობასა და სადაზღვევო ბიზნესში. ბიზნესსაქმიანობისათვის წარმატებული თვეებია: ივლისი, მარტი და ნოემბერი.

მშვილდოსანი - ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ხშირად უმართლებს. შეუძლია ბიზნესი გააფართოოს, საერთაშორისო არენაზე გაიტანოს და უცხოელი პარტნიორები გაიჩინოს. მისთვის ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად საუკეთესო თვეებია: აპრილი, აგვისტო და დეკემბერი.

თხის რქა - ამ ნიშნით დაბადებულები წარმატებას აღწევენ უძრავი ქონებით (მიწის ყიდვა-გაყიდვა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა) ვაჭრობაში, აგრეთვე, პიარისა და რეკლამის სფეროში. მისთვის ბიზნესის დასაწყებად კარგი თვეებია: სექტემბერი და იანვარი.

მერწყული - მას უფრო ინტელექტუალური ბიზნესი ხიბლავს, წარმატებას აღწევს ახალი ტექნოლოგიების ბიზნესში, აგრეთვე, სატელევიზიო სფეროში, თუმცა უყაირათოა და ხშირად თავისი ექსტრავაგანტური გადაწყვეტილებებით პრობლემებს იქმნის. ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად დადებითი თვეებია: ივნისი, ოქტომბერი და თებერვალი.

თევზები - ამ ნიშნის წარმომადგენლები კარგად უძღვებიან ბიზნესს, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნებასთან, ნავთობისა და ალკოჰოლის წარმოებასთან, მედიკამენტებთან, საგამომცემლო საქმიანობასთან. კარგი იქნება, თუ ბიზნესს დაიწყებს ივლისში, მარტში ან ნოემბერში.




 ახალი ამბები
  • დებატები ევროპარლამენტში _ თემა საქართველოში არსებული ვითარება იქნებაევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები შედგება. მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი წარმოადგენს. შეფასებები გაკეთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. ბრიუსელიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ მოწოდებები კვლავ ისმის. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს და ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ევროპარლამენტის პლენარული სესია 8 მარტს გაიხსნა და 11 მარტს ... ...
  • საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა დღეიდან იწყებაპოსტკორონავირუსულ სიმპტომებზე დღეიდან იმ პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 უკვე გადაიტანეს. კვლევების მიზანია, დადგინდეს ვირუსის დამარცხების შემდეგ უმეტესად რა გართულებებს იწვევს ის. უკვე შერჩეულია 500-მდე ადამიანი. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე ... ...
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...