ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

2019 მაი 15 17:51:06

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?! - თუმცა, ისინი ნაკლებად ფიქრობდნენ ფსიქოლოგიაზე და ინტუიციით მოქმედებდნენ. კიდევ... უსმენდნენ საკუთარ ბებიებს, რომლებიც მათ ასწავლიდნენ ძველ სიბრძნეს... სინჯეთ, იქნებ მართალია?!

არასოდეს ათხოვოთ ჯვარდაწერილი საქორწინო ბეჭედი სხვას, თუნდაც თქვენს საუკეთესო დაქალს. არც ქორწილამდე და არც ქორწილის მერე. მით უმეტეს, არ მისცეთ უფლება, თითზე მოირგოს, თორემ მეუღლესთან დიდხანს ვერ იქნებით.

ნუ დააგირავებთ საქორწინო ბეჭედს, როგორც უნდა გაგიჭირდეთ ფინანსურად - სიყვარული წავა.

ქორწილის დღეს იმ თითზე, სადაც საქორწინო ბეჭედს გაიკეთებთ, მეორე ბეჭედი აღარ გაიკეთოთ - ღალატია მოსალოდნელი.

სასურველი არ არის მშობლების საქორწინო ბეჭდებით დაქორწინება. ზუსტად გაიმეორებთ მათ ოჯახურ ურთიერთობას.

თუ მოახერხებთ და ქორწილის დღეს ნეფის ან პატარძლის საქორწინო ბეჭედს შეეხებით, თქვენი ქორწილიც მალე იქნება.

არ შეიძლება ჩხუბის ან კამათის დროს პარტნიორისთვის საქორწინო ბეჭდის სროლა. ბედისწერა სამუდამოდ დაგაშორებთ.

თუ ცოლ-ქმრის საქორწინო ბეჭდები სხვადასხვა ადგილას შეიძინეთ ან დაამზადებინეთ, ოჯახში თითოეულს საკუთარი ცხოვრება ექნება...




 ახალი ამბები
  • ვინ არის რუსეთში მოკლული ოზურგეთელი ახალგაზრდა რუსეთში მოკლული ახალგაზრდა ოზურგეთელი მამუკა დარჩია არის. ის დაახლოებით 20 წელზე მეტია მოსკოვში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. როგორც   მამუკა დარჩიას მეგობარი გვეუბნება,  ის კეთილშობილი ადამიანი იყო. “რამდენიმე წელი ბაილეთის საშუალო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ მშობლებთან ერთად რუსეთში წავიდა, “_ გვითხრა რესპონდენტმა. გარდაცვლილის ჩამოსვენება საქართველოში სავარაუდოდ ორ დღეში ... ...
  • უვარგისი ხორცი საბავშვო ბაღებისთვის: რატომ არ დაიწერა კრიტიკულ შეუსაბამობაზე ოქმიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე სასაკლაოში აღმოჩენილი ვადაგასული  ხორცის  გამო,  კომპანია "სოფოს"  1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. თუმცა, მას შემდეგ, რაც უვარგისი ხორცის გამო, ქვეყნის მასშტაბით განგაში ატყდა, მალევე ამოტივტივდა  „სიტუაციის  დაცხრომის“ სურათი_ ტონაზე მეტი  ვადაგასული ხორცის გამო, არ დაწერილა კრიტიკული შეუსაბამობის  ოქმი. კომპანიას მხოლოდ ჯარიმა  აკმარეს.  ამასთანავე, დიდი კითხვის ნიშანი დაისვა სურსათის  ეროვნული  სააგენტოს  სამმართველოს  გურიის რეგიონული ცენტრის უფროსის,  მანანა ერქომაიშვილის  განცხადების გამო,  რომ  ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი და ბათუმში უნდა გაეტანათ. _შპს  „სოფო“ ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო  ბაღებს.  ამ შემთხვევაში აღმოვაჩინეთ  ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი,  რომელიც არ იყო  დამუშავებული, მისთვის  არ იყო მოშორებული  რისკის შემცველი ნაწილები და  ეტიკეტის და საბუთების გარეშე  იყო დასაწყობებული.   მეორე   დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში, მხოლოდ პროდუქციის ნაწილზეა ეტიკეტი, რომელიც  4 დეკემბრითაა  დათარიღებული. ხოლო  რომელიც უფრო ახალი ჩანდა,  იმას არ ჰქონდა ჯანმრთელობის ნიშანდება.  ჩემთვის ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე,  ხორცი არის საკვებად უვარგისი, _ გვითხრა ერქომაიშვილმა.  _ქალბატონო მანანა, საზოგადოებაში აქტიურია კითხვა,  კრიტიკული შეუსაბამობის გამო ოქმი რატომ არ დაიწერა? _  კრიტიკულ შეუსაბამობებს აქვს ჩამონათვალი, როდის არის საჭირო ასეთი ოქმის დაწერა. ამ შემთხვევაში არ ყოფილა  კრიტიკული შეუსაბამობა. გეუბნებით,  კრიტიკულ შეუსაბამობას სხვა ჩამონათვალი  აქვს.  ფორმალობის გარეშე იყო შემოტანილი და ამის გამო იყო სხვა საჯარიმო მუხლები დარღვეული ,  _   ეტიკეტირების წესი, ხორცი ვადაგასული იყო.  ამ ეტაპზე დალუქულია ხორცი და მიმდინარეობს  გამოძიება. _როცა ხორცი,  ლამის, დეფიციტია,  არის თუ არა გასაკვირი,   ამდენ ხორცს ვინ იმეტებს გასაფუჭებლად და რატომ? _ ეტყობა, აგროვებდა მაცივარში. გითხარით,  მხოლოდ ერთ ნაწილზე იყო შერჩენილი  ეტიკეტი, იკითხებოდა ვადა , 4 დეკემბერი დ 6 დეკემბერს უკვე ვადა ჰქონდა გასული.   _როცა  თქვენ მიერ გაჟღერდა,  რომ  ხორცი  ბათუმისთვის იყო განკუთვნილი,   ამის გამო,    განსაკუთრებით,  ბათუმში გაღიზიანდნენ. ნახავდით, ფეისბუკსივრცეში წერენ, რა იცოდა რომ ბათუმში მიჰქონდათ და არა ჩხოროწყუშიო... _ როგორც ბიზნესოპერატორმა თქვა, ეს ხორცი მიჰქონდათ ბათუმის ზოგიერთ საბავშვო ბაღში. იმიტომ, რომ შპს „სოფო“  ყველა ბაღს არ ამარაგებს. შპს „სოფო“ არის დამფასოებელი და შპს „მანუჩარს“ შეაქვს ბაღებში. ხელშეკრულება აქვთ  მათ, ტენდერში გაიმარჯვეს.  ჩვენი მოგონილი კია რ არის , - გვითხრა ერქომაიშვილმა . თუმცა საზოგადოებაში კვლავ აქტიოურად საუბრობენ იმაზე, რომ ბიზნესოპერატორმა შესაძლოა,  ისიც თქვას,  რომ ეს ხორცი ვარგისი და საუკეთესოა , (ამბობდა კიდეც, როგორც  ვიდეოკადრებში არაერთხელ ნახა საზოგადოებამ) და ჩვენ უნდა გავიმეოროთ?     ... ...
  • თორნიკე გურული: " საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვეს და გაიპარნენ"„სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება. რუსმა ტურისტებმა ჩემს ბინაში საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვეს და გაიპარნენ,“_ წერს ფეისბუქზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თორნიკე გურული. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს თორნიკე გურული ამბობს, რომ წლებია საცხოვრებელ ბინას აქირავებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ ვებ-გვერდიდან აკეთებენ ჯავშანს ტურისტები. "წიგნი რუსულენოვანი იყო და თამარ მეფის ეპოქას ეხებოდა. აშკარად, არ მოეწონა ჩვენი ისტორია,"_ გვითხრა თორნიკე გურულმა. მისივე თქმით, ბინაში სხვა წიგნებიც იყო, მაგრამ ტურისტმა მაინდამაინც საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვა. ... ...
  • სუს-მა დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი დააკავასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ჩ-მ საქართველოს მოქალაქეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან  500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად გამოართვა 3500 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9  წლამდე). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...
  • თბილისში ქალი ყელის არეში დაჭრესთბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს