დაბადების საათი და სიყვარული

ზაფრანი

დაბადების საათი და სიყვარული

28 მაი. 2020, 17:16:35

დაბადების დრო 0:00-დან 2:00 საათამდე

ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდად გამოიყურები და უამრავი მეგობარიც გყავს, რომლებსაც შენი პირადი ცხოვრების ყველა დეტალს უზიარებ. კომუნიკაბელურობა და გახსნილობა – ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ხანდახან ამას დაუკითხავი რჩევების ზღვა მოაქვს და უცხო ადამიანების გამაღიზიანებელი, გადაჭარბებული ყურადღება; ასევე, საყვარელ ადამიანში ეჭვიანობის პროვოცირებასაც იწვევს. არ გიყვარს მორიდებული და ჩუმი თაყვანისმცემლები და ახალი სასიყვარულო ექსპერიმენტებისკენ მიისწრაფვი, თუმცა აქედან ყველა წარმატებული არ იქნება.

დაბადების დრო 2:00-დან 4:00 საათამდე

შენი მფარველი – სიყვარულის მომნიჭებელი ვენერაა, რომელმაც დახვეწილი, მდიდრული ცხოვრების უნარით დაგაჯილდოვა. რესტორნები, ძვირფასი სამზარეულოები, არაჩვეულებრივი სამოსი – უდიდეს სიამოვნებას განიჭებს და ამას არც მალავ. ამასთან, შენი მხრივ, შეგიძლია ის სხვებს გაუზიარო. შენს რჩეულს უნდა შეეძლოს, გაიზიაროს შენი კომფორტისა და სიამოვნების ეს სამყარო. ასეთივე დახვეწილი და მდიდრული უნდა იყოს შენი სახლიც – მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნები სრულად ბედნიერი.

დაბადების დრო 4:00-დან 6:00 საათამდე

მარტივი არ არის იმათთან ურთიერთობა, ვისი მფარველიც მარსია – ომის პლანეტა, რომელიც თავის რჩეულებს ცხოვრებისეულ ძალას და მყარ ხასიათს ანიჭებს. შენ სრულფასოვანი პარტნიორი გჭირდება და არა უბრალოდ საყვარელი. ასეთის პოვნა ძნელია, მაგრამ შედეგი ამად ღირს - ძლიერი ნებისყოფის, ღირსეული ”რაინდი” ხომ შენს უსაზღვრო პატივისცემას და ყურადღებას მიიღებს.

დაბადების დრო 6:00-დან 8:00 საათამდე

შენმა მფარველმა ნეპტუნმა ძალიან მგრძნობიარე პიროვნებად მოგავლინა ამქვეყნად. ხშირად ეწირები მსხვერპლად, მალავ გარშემომყოფებისგან დარდსა და ოცნებებს. განსაცვიფრებლად მძაფრი ინტუიცია კი ყოველთვის გკარნახობს საშიშროების მოახლოებას – და შეგიძლია გაქრე უღრუბლო ურთიერთობიდან ისე, თითქოს იქ არც არასდროს ყოფილხარ.

დაბადების დრო 8:00-დან 10:00 საათამდე

შენი პლანეტა – ურანია. გარშემომყოფების პირველი წარმოდგენა შენზე ხშირად ბუნდოვანია ხოლმე, მაგრამ დროთა განმავლობაში ყოველი ახალი ნაცნობი შეძლებს, შეაფასოს შენი შინაგანი სამყარო და ერთგული ბუნება. ხშირად სიყვარული მეგობრობაში გერევა, რის გამოც შენგან ყურადღების ნებისმიერ გამოვლენას ზოგიერთი სიყვარულის გამოხატვად აღიქვამს. მეგობარი და ქმარი ერთ სახეში – აი, რა გჭირდება ბედნიერებისთვის.

დაბადების დრო 10:00-დან 12:00 საათამდე

სატურნმა ძალაუფლებისა და სიმდიდრისკენ მისწრაფებით დაგაჯილდოვა. ხანდახან გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ პირადი ცხოვრებისთვის ნამდვილად არ გცხელა, მაგრამ ეს შეცდომაა: რა თქმა უნდა, კარიერა შენთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ სიყვარულზეც არასდროს ამბობ უარს. შენი ყურადღების ობიექტი შეიძლება გახდეს წარმატებული პარტნიორი ბიზნესში ან უფროსი, რომელთან ერთადაც შესაძლებელია კარიერული მწვერვალების დაპყრობა. კიდევ ერთი კარგი ვარიანტია – პარტნიორი, რომელიც საიმედო ოჯახურ სიმყუდროვეს დაგპირდება და რომელიც ცხოვრების ბოლომდე შენი ერთგული იქნება.

დაბადების თარიღი 12:00-დან 14:00 საათამდე

შენი მფარველი – იუპიტერია. ეჭვი არ არის, შთაბეჭდილებების მოხდენის დიდოსტატი ხარ შენი არაორდინარულობითა და არისტოკრატიულობით. ყველაზე მეტად არ გიყვარს ბანალურობა, ხშირად ირჩევ უჩვეულო ჰობის, გიყვარს გრანდიოზული რიტუალები, იქნება ეს სამხედრო აღლუმები თუ ეკლესიური დღესასწაულები. რჩეულიც შესაბამისი უნდა იშოვო: ის შეიძლება იყოს უცხოელი, მსახიობი ან მოცეკვავე, მაგრამ არა - ჩვეულებრივი ადამიანი. შემოქმედებით გზაზე სვლისას თქვენ მოახერხებთ ერთმანეთისთვის ბევრი გამოცდილების გაზიარებას.

დაბადების თარიღი 14:00-დან 16:00 საათამდე

პლუტონმა ენითაუწერელი მომხიბვლელობით დაგაჯილდოვა საპირისპირო სქესის თვალში. ყოველთვის გქონდეს შენი თანდაყოლილი შინაგანი ძალის იმედი. მაშინაც კი, თუ მთელი შენი ცხოვრების სიყვარულს დაკარგავ, შეძლებ იპოვო ახალი და დანაკარგის გარეშე გამოხვიდე ნებისმიერი სასიყვარულო ომიდან. დაუშრეტელი შინაგანი სექსუალური ენერგია საშუალებას მოგცემს, რომ სიცოცხლის ბოლომდე თაყვანისმცემლების გულები აფორიაქო და თავი სრულფასოვან ქალად იგრძნო.

დაბადების თარიღი 16:00-დან 18:00 საათამდე

ვენერა შენში ორაზროვან სასიყვარულო ცხოვრებას დებს: ან ძალიან გიმართლებს სიყვარულში, ან საერთოდ – არა, შუალედი აქ არ არსებობს. უკანმოუხედავად ირჩევ ყველაზე კაშკაშა და მომხიბვლელ მამაკაცს გარშემომყოფებიდან, თუნდაც მის მოსაპოვებლად მრავალრიცხოვან კონკურენტებთან მოგიწიოს ბრძოლა. დაუღალავად ელი თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს და ამ ლოდინს შესაძლოა, მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ძალიან ბევრ ენერგიას დებ ქორწინებაში და ალბათ ამიტომაც დროთა განმავლობაში ოჯახში ლიდერი ხდები.

დაბადების თარიღი 18:00-დან 20:00 საათამდე

შენ მერკური გმფარველობს. გამუდმებით მათზე ზრუნავ, ვინც დაუცველია. ამიტომაც პარტნიორად შენზე დაბალი სტატუსის მქონე ადამიანს, უმცროსს ან ნაკლებად წარმატებულს ირჩევ... შემდეგ კი მთელი ცხოვრება იმით ხარ დაკავებული, რომ დაეხმარო მას წინსვლაში. საბედისწერო ნაცნობობა შესაძლოა სამსახურში მოხდეს, იქ, სადაც შენი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებ.

დაბადების თარიღი 20:00-დან 22:00 საათამდე

მზემ ძლიერი სასიყვარულო ტემპერამენტი დაგანათლა. მსახიობად ხარ დაბადებული და ცხოვრობ პრინციპით: ”ყველა ჟანრი კარგია, მოსაწყენის გარდა”. სიყვარული და ვნება შენი ცხოვრების განმსაზღვრელია. შეგიძლია იყო მგრძნობიარე, კეკლუცი და ნებისმიერს დაახვიო თავბრუ. როგორც ყველა ვარსკვლავს, შენც გჭირდება ჭკვიანი "რეჟისორი", რომელიც შენს სასიყვარულო შემოტევებს მოთოკავს და სიმშვიდით შეხედავს შენი თაყვანისმცემლების ჯარს. შენს პარტნიორს რთული ამოცანა აქვს: ყოველთვის საინტერესო უნდა იყოს, აღგიძრას გრძნობა, მაგრამ არ იეჭვიანოს და იყოს საკმარისად ბრძენი იმისათვის, რომ არ აღიქვას შენი კაპრიზები სერიოზულად.  რაც მთავარია – უნდა შეეძლოს ხელი აგაღებინოს დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმისგან, მაგალითად, რაიმე წვრილმანის გამო განქორწინების იდეისგან.

დაბადების დრო 22:00-დან 00:00 საათამდე

მთვარემ მეოჯახედ მოგავლინა. ნათესავების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენ. იმდენად ხარ მიჯაჭვული მშობლებს, რომ საეჭვოა, მათგან ოდესმე შორს წახვიდე. მშობლებს დიდი გავლენა აქვთ შენს გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, ცხოვრების მეგზურის არჩევისას. ეს უკანასკნელი კი, შენი აზრით, აქტიურ სოციალურ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს და კარგი შემოსავალი უნდა ჰქონდეს. ერთი სიტყვით, გსურს, რომ გქონდეს ტრადიციული წყობის ოჯახი: ქმარი –შემომტანი, ცოლი კი დიასახლისი და სამაგალითო დედა.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...