დავიბრუნოთ მხნეობა!

ზაფრანი

დავიბრუნოთ მხნეობა!

19 იან. 2021, 15:57:38

რა თქმა უნდა, ახალი წლის შემდეგ სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში, ერთხელაც არ გივარჯიშიათ, ღამის თენებამაც რამდენჯერმე მოგიწიათ და ვერც გემრიელ და ნოყიერ დელიკატესებზე თქვით უარი. ყოველივე ამან კი, ცხადია, თავისი ბეჭედი დაასვა თქვენს მხნეობას: გრძნობთ მოთენთილობას, სიმძიმეს, ხალისიანი განწყობაც სადღაც გაქრა. ვეღარც სახლის საქმეებს აბამთ თავს და სამსახურშიც გეზარებათ სიარული... ერთი სიტყვით, დასვენებით, დროსტარებითა და მსუყე კვებით დაიღალეთ. ეს მდგომარეობა არავისთვის არაა უცხო, მით უმეტეს, ასეთი ხანგრძლივი სადღესასწაულო დღეების შემდეგ. არადა, ცხოვრება სადაგ დღეებს დაუბრუნდა, თქვენს გასაკეთებელ საქმეს კი სხვა ნამდვილად ვერ გააკეთებს, როგორც არ უნდა გეზარებოდეთ და არ შეგეძლოთ. ამიტომ, ერთადერთი გზა დაგრჩენიათ: აღიდგინოთ ენერგია, ხალისი, განწყობა, რის მისაღწევადაც, მთავარია, არც კი გაიფიქროთ ყველაფრის დამანგრეველი ფრაზა: „ამის გაკეთება მეზარება!“

მერე რა, რომ ჯერ კიდევ ბნელა. ადექით დილის 7 საათზე. თუ ამის საშუალება გაქვთ, გაისეირნეთ ველოსიპედით, 15-20 წუთი სეირნობა ისეთ ხალისს შეგმატებთ, თავადაც გაგიკვირდებათ. შემდეგ კი მიიღეთ შხაპი და სამსახურში წასასვლელად მოემზადეთ. თუ ველოსიპედი არ გაქვთ, ფეხით გაისეირნეთ – დილის მოციონი ენერგიით აგავსებთ. თუ ამის გამო ოჯახის წევრებისთვის საუზმის მომზადება ვერ მოასწარით, არც ამაზე ინაღვლოთ – თვითონ მიხედავენ თავს, ნუ გეშინიათ, მშივრები არ დარჩებიან.

შოპინგზე არანაკლები ფსიქოთერაპიაა სილამაზის სალონში კოსმეტოლოგთან და სტილისტთან ვიზიტი – ვერც კი წარმოიდგენთ, ისე მოგეხსნებათ დაღლილობა და დაძაბულობა. თანაც, მართლაც საოცარი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ კარგად გამოიყურები და ქუჩაში მამაკაცები თვალს გაყოლებენ.

ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში თქვენთანაც ბევრი სტუმარი მოვიდა, თავადაც ბევრგან იყავით სტუმრად და, შესაბამისად, სტუმარ-მასპინძლობის ეს სასიამოვნო სიტუაციები ერთგვარად მობეზრებულიც კი გავქთ. ამიტომ, შეეცადეთ, საღამოები სახლში გაატაროთ და კვლავ თქვენი სხეულის „გამოფხიზლებაზე“ იზრუნოთ: ნახევარი საათის განმავლობაში ფეხით ისეირნეთ, შემდეგ ისევ შხაპი მიიღეთ, წამოწექით ტახტზე ტელევიზორის წინ და თქვენს საყვარელ გადაცემას უყურეთ.

შეეცადეთ, არაფერზე აიშალოთ ნერვები, უყურეთ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით (ცისფერიც შეიძლება), შეეცადეთ, ოჯახის წევრებში (განსაკუთრებით – ქმარში) აღმოაჩინოთ რაც შეიძლება ბევრი კარგი თვისება და დღეში სამჯერ მაინც უთხრათ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც: „სიცოცხლე მშვენიერია!“, „ყველაფერი კარგად იქნება!“ და, მერწმუნეთ, ძალიან მალე მართლაც ყველაფერი კარგად იქნება!

ეფექტი გაორმაგდება, თუ კვირაში ორჯერ (ან ერთხელ მაინც) შეძლებთ აუზზე წასვლას.

და, კიდევ ერთი დეტალი: თქვენი ორგანიზმის სრული რელაქსაციისთვის აუცილებელია, მოიწესრიგოთ ძილი. თუ გაქვთ იმის საშუალება, რომ შუადღეზე ერთი საათით მაინც წათვლიმოთ, ხომ კარგი, თუ არა და, შეეცადეთ, ღამის ძილი გაიხანგრძლივოთ. დღისით დახარჯული ენერგიის აღსადგენად მოზრდილმა ადამიანმა დღე-ღამეში მინიმუმ 7 საათი უნდა იძინოს. კიდევ შეგახსენებთ: ოჯახის წევრების ნუ მოგერიდებათ, რადგან ეს აუცილებელია თქვენთვის და, აქედან გამომდინარე – მათთვისაც.




 ახალი ამბები
  • ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება - რა ხდება პარლამენტთანპოლიტიკური დიალოგის განახლების მიუხედავად, ოპოზიცია პიკეტირებასა და აქციებს მაინც აპირებს. საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, მას შემდეგ, რაც ერთერთმა აქტივისტმა გზის გადაკეტვა სცადა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. "ხელი გამიშვით, თქვენ პოლიცია არ უნდა გერქვათ, თქვენ ხართ ოდეპე, ივანიშვილის რეჟიმი კი მაინც დაემხობა", - დაიყვირა აქტივისტმა, ენმ-ის წევრმა ცესიკ გაზდელიანმა, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რასაც წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ძირითადი მოთხოვნები არ ... ...
  • შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს, როდესაც ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციისა და  ხელისუფლების დიალოგს. "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური პარტიებსა და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს დიალოგის გაძლიერებაზე. ჩვენ განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისთვის, რომ ეს დიალოგი დარჩეს ძალაში. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა", _ ამბობს შარლ ... ...
  • ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა - ხაზარაძე "მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს. ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ დღისთვის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ეს შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდეს. საუბარი ყველა საკითხზე იყო, გაიცვალა აზრები დ შევთანხმდით რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი, გამოსავალს ვნახავთ,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ... ...
  • გავცვალეთ პოზიციები - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა დასრულდახელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. მხარეებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. „გავცვალეთ პოზიციები და ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ არსებულ ვითარებაში გამოსავალია ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“,_ განაცხადა ... ...
  • "ვიბრძოლოთ მამა-პაპების დანატოვარი მიწისთვის"- ჩოხატაურში აქცია იგეგმებახვალ, ჩოხატაურში მერიის შენობასთან სუფსის ხეობის გადასარჩენად საპროტესტო აქციის ჩატარებაა დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ გოგი ტრაპაიძე სურების საინციატივო ჯგუფის სახელით ავრცელებს. „ყველას ვისაც გული გიძგერთ და სიყვარული ,სითბო გაგაჩნიათ სუფსის ულამაზესი ხეობის მიმართ, მოგიწოდებთ შევიკრიბოთ 2021 წლის 2 მარტს 11 სთ 30წთ-ზე ჩოხატაურში მერიის შენობასთან მშვიდობიან გამაფრთხილებელ აქციაზე. საქმე ეხება ზემოსურებში ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთის “სუფსა-ენერჯი ჯორჯიაზე”გადაცემას 49-წლით ჰესების მშენებლობისთვის.   მოგიწოდებთ ყველა სურებელს და სურებიდან წასულს, ყველას ვისაც შეხება აქვს სურების ხეობასთან დავდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ჩვენი მამა-პაპების დანატოვარი მიწისთვის. ხეობაში არ უნდა განმეორდეს “ნამახვანი -2”. ვითარება საგანგაშოა,საქმე სასწორზე დევს. უნდა ვიბრძოლოთ თორემ მერე გვიან იქნება. გელოდებით ყველას სუფსის ხეობა საფრთხეშია!“_ წერია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...