დედამთილი და ასტროლოგია

ზაფრანი

დედამთილი და ასტროლოგია

1 ივნ. 2020, 19:25:54

ვერძი-დედამთილი ნამდვილი ლიდერია ოჯახში. მოემზადეთ იმისათვის, რომ თქვენს "მეორე დედიკოსთან" პირველივე შეხვედრა  მისი არაჩვეულებრივი ვაჟის მომსახურების ინსტრუქციას დაემსგავსება და ყველა კეთილი სურვილი ბრძანების ფორმით იქნება გაცხადებული - "არავითარ შემთხვევაში არ გაუხამო პერანგები! არავითარი მტვერსასრუტი, ოთახები მხოლოდ სველი მეთოდით უნდა დალაგდეს! საღამოს ცხელი ვახშამი უნდა დახვდეს!" საუკეთესო სტრატეგია აქ – სიტუაციასთან შერიგებაა. დაეთანხმეთ "გენერალს კაბაში", თუნდაც საუბრის ტონი გაღიზიანებდეთ, ხოლო ბრძანებები შეუსრულებლად გეჩვენებოდეთ. არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ წინააღმდეგობის გაწევა. დედამთილის კეთილგანწყობის მოპოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ყველა მის მოთხოვნას შეასრულებთ - დროთა განმავლობაში ის იარაღს აუცილებლად დაყრის.

კურო დედამთილისთვის ცხოვრებისეული ფასეულობები ყველაზე მაღლა დგას. ამიტომაც აუცილებლად დაანახეთ მას, როგორ კალორიულად კვებავთ მის შვილიკოს და როგორ გინდათ მისთვის ჯანმრთელი შთამომავლობის გაჩენა. ნუ უარყოფთ მის თქვენი ოჯახისადმი ზრუნვას (ამას დედამთილი კუროები არ გაპატიებენ) – მიიღეთ მის მიერ გაკეთებული და შემოთავაზებული ყველაფერი, თუნდაც ეს იყოს 1973 წლის დროინდელი კაბა, რომელსაც იარაღის მუქარის ქვეშაც არ ჩაიცვამდით. როცა თქვენს დედამთილს თავში მორიგი იდეა მოუვა (მაგალითად, გადააადგილოს სახლში ავეჯი) – ის ამ იდეისკენ სწორხაზოვნად, ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის ფასად წავა. ამიტომაც კამათი აქ არ ღირს – უმჯობესია, გვერდზე გადგეთ, თქვენ ხომ, პრინციპში, გაგიმართლათ – თქვენსა და ქმარს შორის არეულობის შემთხვევაში, ის შვილს ოჯახის შენარჩუნებას ურჩევს.

ტყუპი-დედამთილი, ერთი შეხედვით, "თქვენიანად" მოგაჩვენებთ თავს და ურთიერთობის დასაწყისში არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით. შესაძლოა, შემოგთავაზოთ, რომ სახელითაც კი მიმართოთ, მაგრამ არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა – ეს უბრალოდ გამოცდაა მისი მხრიდან. არ გაბედოთ მისი მოტყუება ან თვალებში ნაცრის შეყრა – ტყუპს კარგად შეუძლია ადამიანების გამოცნობა. მოუსმინეთ ყველა ისტორიას, რასაც მოგიყვებათ და არ დაგავიწყდეთ თქვენი ისტორიების მოყოლაც – დაფარული მისთვის მაინც არაფერი არსებობს. კიდევ ერთი შენიშვნა – ქმრებისა და თაყვანისმცემლების რაოდენობით თქვენი ახალი დედიკო მხოლოდ ცნობილ კინოვარსკვლავ ელიზაბეტ ტეილორს თუ შეედრება. ამიტომაც ოჯახის ინსტიტუტის მიმართ არც ისეთი ტრადიციული დამოკიდებულება აქვს. ასე რომ, ფრთხილად იყავით, რომ თქვენი პირველივე კამათისას დედამთილმა თავის შვილს თქვენგან შორს გაქცევა არ ურჩიოს. განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, ხშირად დაურეკეთ და მოიკითხეთ, თუ გსურთ, რომ ის მართლაც თქვენიანი გახდეს.

თუ თქვენი დედამთილის ჰოროსკოპის ნიშანი კირჩხიბია, ძალიან გაგიმართლათ. მაშინაც კი, თუ თქვენით აღფრთოვანებული არ არის, ის შვილის არჩევანს უსიტყვოდ დაემორჩილება - "ბავშვს ცოლის მოყვანა უნდა". შვილი მისთვის მარად პატარა ბიჭია. ამიტომაც თქვენი ქმრის უსუსურობასა და დაბალ ხელფასზე ნაკლებად იწუწუნეთ. თვდაპირველად კირჩხიბი-დედამთილი თავშეკავებულად და გაუცხოვებულად მოგეჩვენებათ, მაგრამ ის მზად იქნება, თავისი შვილის მიმართ სიყვარული თქვენც გიწილადოთ – რა თქმა უნდა, თუ თბილი და გულისხმიერი იქნებით მის მიმართ და რაც მთავარია, "დედას" დაუძახებთ. შეისწავლეთ ოჯახის ტრადიციები და მისი პირადი ინტერესები (ის წლებთან ერთად თითქმის არ იცვლება) და დროდადრო გამოიჩინეთ მის მიმართ ყურადღების პატარ-პატარა ნიშნები. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს შვილებს ის, როგორც საკუთარს, ისე მოექცევა.

ლომი-დედამთილი თავიდანვე გაგაგებინებთ, რომ მისი შვილის შესაფერისი არ ხართ, რადგან თქვენი სისხლი საკმარისად ცისფერი არ არის (თუ, რა თქმა უნდა, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი არ ხართ). მზად იყავით, რომ მის შეკითხვებს უპასუხოთ, მაგალითად, იცნობთ თუ არა რომელიმე კონკრეტულ ცნობილ ადამიანს. მისი სნობური გამოხდომების განეიტრალება ადვილია – თქვენის მხრივ, დაინტერესდით, თვითონ თუ იცნობს რომელიმე კონკრეტულ ცნობილ ადამიანს (უცებ თავში რაც მოგივათ, ის სახელი და გვარი ახსენეთ – ის მაინც ვერასოდეს გაიგებს, ვინ არის). თუმცა სამომავლოდ დედამთილ-ლომს აშკარა პატივისცემით უნდა მოეპყრათ. "დედა" და "შენ" - ეს მიმართვები საშინელი შეცდომა იქნება. გამოიყენეთ მხოლოდ სიტყვა "თქვენ" ან "ქალბატონო". ურთიერთობის საუკეთესო ტაქტიკა იქნება – არ გააწყვეტინოთ საუბარი და არ ეკამათოთ. საუბრის შესაფერისი თემა კი – მხოლოდ მისი პერსონაა (მაგალითად, როგორ შესანიშნავად გაზარდა მან თავისი ვაჟი, რა არაჩვეულებრივი დიასახლისია და ასე შემდეგ...)

თუ ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულის რძალი გახდით, გათხოვების დღიდანვე იცოდეთ, რომ თქვენ ერთი კი არა, ორი დედამთილი გყავთ, უფრო სწორად, ერთი ორ ჰიპოსტასში. "პირველი" უსიტყვოდ დაგეხმარებათ ოჯახის საქმეებში, გასწავლით ქსოვას, ქარგვას (თუ თქვენი სურვილი იქნება), მოუვლის ბავშვებს და ასე შემდეგ. ის ყველანაირი რთული სიტუაციიდან გამოგიყვანთ, შემდეგ კი, მთელი ცხოვრება ყელში ამოგადენთ – მოგცემთ უამრავ რჩევა-დარიგებას და უპირობოდ ჩაერევა თქვენს ცხოვრებაში. ერთადერთი, რასაც ის ვერასოდეს გაპატიებთ, მოუწესრიგებელი გარეგნობა და არაეკონომიურობაა.

დედამთილი-სასწორი მუდამ სიყვარულის ძიებაშია. ასე რომ, თქვენ ძალიან გაგიმართლებთ, თუ იმ მომენტში, როცა მის შვილს გაჰყვებით ცოლად, მას ცხოვრების მეგზური ეყოლება. სხვაგვარად დედამთილი-სასწორი აუცილებლად მთელ თავის ყურადღებასა და დაუხარჯავ გრძნობას საკუთარ შვილს მიაპყრობს და აშკარად იბრძოლებს მისი ყურადღების მოსაპოვებლად – მისგან დაელოდება კომპლიმენტებს, საჩუქრებსა და შვილის მოვალეობის სხვა გამოვლინებებს. ამასთან, არ დაივიწყებს კონკურენტის (ანუ თქვენი) იმიჯის შელახვას. მისი შენიშვნები (ერთი შეხედვით აბსოლუტურად კეთილგანწყობილი) ნებისმიერს გამოიყვანს წყობილებიდან: "დღეს ჩემი რძალი არაჩვეულებრივად გამოიყურება - არ აქვს, როგორც ყოველთვის, ჩაშავებული თვალები"... ერთადერთი მეთოდი მისი ასეთი გამოხდომების გასანეიტრალებლად – მისი პირადი ცხოვრების მოწყობაა. მაგალითად, გააცანით მას არა თქვენი დაქალები, არამედ მათი უცოლო ბიძები ან თუნდაც ცოლს გაშორებული მამები.

მორიელი-დედამთილის ნდობის მოპოვება ძალიან გაგიჭირდებათ. ის ნებისმიერი ბუნების რძალს გამოიყვანს წყობილებიდან თავისი შენიშვნებით იმის შესახებ, რომ არ იცის პომადის წასმა ან გაუთავებლად მოუყვება ისტორიებს იმის შესახებ, რა მაგარი მეგობარი გოგონები ჰყავდა მის ვაჟს ცოლის მოყვანამდე. ასეთივე წარმატებით მორიელ-დედამთილს შეუძლია ჩაგიძვრეთ სულში და თქვენი საიდუმლოებებიც შეიტყოს. ამ შემთხვევაში უნდა მიიღოთ სატყუარა ზომები. მაგალითად, თავი მოაჩვენეთ, რომ მასავით წინააღმდეგობებით სავსე და რთული პიროვნება ხართ. სულ ცოტა არტისტიზმი და ის თქვენიანების სიაში ჩაეწერება – თქვენზე კონტროლი კი დროებით შენელდება. თუმცა მხოლოდ დროებით... ასე რომ, შეეცადეთ მისგან თავი შორს დაიჭიროთ.

მშვილდოსანი-დედამთილი ჭკვიანი, ოპტიმისტი და ამასთან, ძალიან აქტიური და მოუსვენარია. ის მთელი თავისი ცხოვრება ოცნებობდა, რომ მის ვაჟს განათლებული და ჯანმრთელი კარიერული ამბიციების მქონე ინტელექტუალი შეხვდებოდა ცოლად. ამიტომაც თუ თქვენ არ გაქვთ უნივერსიტეტის დოპლომი, დოქტორის ხარისხი ან თუნდაც ინგლისურის ცოდნა – მოგიწევთ, მის თვალში ბიზნესლედის იმიჯი შეიქმნათ.გარეგნული სიკაშკაშე მისგან არ მოგეთხოვებათ – დედამთილ-მშვილდოსანს ურჩევნია, რძალზე უკეთესად გამოიყურებოდეს. მეტიც, ის ჩუმად ყოველთვის შეგეჯიბრებათ – ახალი კაბიდან დაწყებული, სამზარეულოში რემონტით დამთავრებული. ნუ შეეცდებით გადაასწროთ მას – პირიქით, აღიარეთ, რომ "მისი გაკეთებული ღვეზელები თქვენსაზე გემრიელია" და ყინულის ლოდი მაშინვე გალღვება.დაიმახსოვრეთ, რომ მშვილდოსან დედამთილთან არ ღირს რელიგიაზე, სექსსა და ფილოსოფიაზე საუბარი. და თუ მაინც ვერ გაექეცით ამ თემას, ღმერთმა დაგიფაროთ, ამ საკითხზე თქვენი აზრი მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად გამოთქვათ.

თუ თქვენი დედამთილი თხის რქაა, იმედი არ იქონიოთ, რომ შეხვედრისას დედაშვილურად გადაგეხვევათ, თუმცა ოჯახური სკანდალები და თქვენი დადანაშაულებაც არასოდეს იქნება. თხის რქები თავშეკავებულები და ტრადიციულები არიან. ამიტომაც, ერთადერთი, რაც მისი თანდასწრებით არ უნდა გააკეთოთ – ეს მოწევა, დალევა და ექსპერიმენტული ვარცხნილობის გაკეთებაა. მასთან სადილად უმჯობესია, თუ დროულად მიხვალთ. ასევე მნიშვნელოვანია, თუ დაიმახსოვრებთ ოჯახურ თარიღებს და მასთან ერთად აღნიშნავთ მათ. თუ მის ფორმალურ წესებსა და მოთხოვნებს დააკმაყოფილებთ და დაამტკიცებთ, რომ გსურთ მის ვაჟთან ერთად მთელი ცხოვრება განლიოთ – დედამთილი-თხის რქის სიმპათია გარანტირებული გექნებათ.

მერწყული-დედამთილი დემოკრატიულია და ვაჟის ნებისმიერ არჩევანს უსიტყვოდ ემორჩილება. დაგვეთანხმეთ – ეს ძალიან კარგია, თუმცა მისი დემოკრატიისგან ძალიან მალე ცივი ნიავი დაუბერავს. დედამთილმა-მერწყულმა საეჭვოა, ახალდაქორწინებულებისთვის გააკეთოს მურაბა, დაეხმაროს ფულით და სულაც არ აპირებს, თავისი დარჩენილი ცხოვრება შვილიშვილების აღზრდას შეალიოს. მისთვის მთავარია სამუშაო, სულიერი სრულყოფილება და ძველ მეგობრებთან დროსტარება. მის გულში მოსახვედრად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – მის ინტერესებთან შეგუება, თუმცა ესეც არ მოგცემთ 100%-იან გარანტიას.

თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული დედამთილი გულწრფელად თვლის, რომ საკუთარ შვილს თუ ვინმესთვის გაიმეტებს, მხოლოდ სათნოების დისთვის. თუ თქვენს დედამთილს ჰკითხავთ: "როგორ ხართ?" ის პასუხად  დეტალურად მოგიყვებათ მეზობელთან გაჩაღებული სკანდალის შესახებ და გადაეშვება თავის უსიამოვნებების შორეულ მოგზაურობაში. ამიტომაც მანამ მისი ჯანმრთელობით დაინტერესდებოდეთ, მოიმარაგეთ დრო და მოთმინება. შესაძლოა, თევზი-დედამთილის ზოგიერთმა ეთიკურმა მომენტმა არასასიამოვნოდ გაგაოცოთ – მაგალითად, სახლში დალაგებაში მოხმარებისას მას შეუძლია თამამად შეძვრეს თქვენს კარადაში ან ისარგებლოს თქვენი კოსმეტიკით. ამასთან, თევზ-დედამთილს შეუძლია თავდაპირველად ცამდე აგიყვანოთ, შემდეგ კი მიწაზე დაგანარცხოთ – მისი თქვენდამი დამოკიდებულება, ფაქტობრივად, ფანჯრის მიღმა ამინდზეა დამოკიდებული. თუ მისმა საყვარელმა შვილიკომ რამდენიმე დღე არ დაურეკა, სასწრაფოდ მოიკითხეთ თქვენ. სხვაგვარად, გამოგიტანთ სასიკვდილო განაჩენს "ის მხოლოდ შენზე ზრუნავს, სწორედ შენ არ აძლევ უფლებას, რომ ჩემთან იკონტაქტოს".




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...