„დიდი ოჯახი“

gurianews.com

ზაფრანი

„დიდი ოჯახი“

2017 სექ 21 20:08:53

სამხრეთაფრიკელი ცოლ-ქმარი ჰეინი და კიმი ორ ბავშვსა და ორ ავაზას ზრდიან.

"ხვადი ვაკუ და ძუ შაილა ჯერ კიდევ კნუტობაში ვიშვილეთ, ჩვენი ვაჟი მალანი და გოგონა კაილი კი, 2 და 1 წლისანი არიან. პატარები ერთად გაიზარდნენ და განუყრელი მეგობრები გახდნენ. მეტიც, ერთმანეთს და-ძმებად მიიჩნევენ. ბავშვები გეპარდებს თავის სათამაშოებსაც უპრობლემოდ უთმობენ...

"გეპარდებისგან საშიშროება არასოდეს გვიგრძნია. საჭმელს ოთხივე "ბავშვს" ერთად ვუმზადებ, ვაკუ და შაილა ისე მიყვარს, არასდროს მიფიქრია "შინაურ კატებად" გამეზარდა. ისინი კი უკვე იმხელები გახდნენ, ტყეში სავარჯიშოდ დამყავს. ჩემი გეპარდები მალე დაუბრუნდებიან მშობლიურ გარემოს, ნადირობა რომ ისწავლონ!" - აცხადებს დედიკო კიმი.



 ახალი ამბები
  • „გემუდარებით ყველას, ნუ მიმატოვებთ ამ განსაცდელში, დამეხმარეთ ეტლიდან წამოდგომაში“„გამარჯობათ, მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მე რუსლანი  ვარ, ჩუტკერაშვილი, 33 წლის.  ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანში ვცხოვრობ“, _ ასე იწყება წერილი, რომელიც „გურია ნიუსმა“ ცოტა ხნის წინ მიიღო. რუსლანს ხერხემალი და ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული და საწოლსაა მიჯაჭვული. როგორც თითონ გვიყვება, მან 2007 წელს საწარმოო ტრავმა მიიღო. ფეხზე რომ დადგეს, რუსლანს ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, რეაბილიტაციის ერთი კურსის ღირებულება კი 3 725 ლარს შეადგენს, რის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. „10 წლის წინ თბილისში წავედი სამუშაოდ. ვფიქრობდი, ჩემი შრომით ოჯახს დავეხმარები და გაჭირვებას შევუმსუბუქებ-მეთქი, მაგრამ ერთ უბედურებას მეორე დაემატა. მუშაობის დროს მეხუთე სართულიდან გადმოვვარდი, რის შედეგადაც დამიზიანდა ხერხემალი და ზურგის ტვინი, წამერთვა მოძრაობის უნარი და მივეჯაჭვე ლოგინს. ამას თან დაერთო კუნთების დაჭიმულობა, ე.წ. სპასტიკა, რომელსაც საშინელი ტკივილები და კრუნჩხვა ახლავს. სპასტიკა რომ მოიხსნას, გამოვჯანმრთელდე და ფეხზე დავდგე, სასწრაფოდ მჭირდება რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი, ჩემს ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს, _ გვიყვება რუსლანი, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ჩვენი რესპონდენტის თქმით, მათი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 350 ლარს შეადგენს. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და უმწეოთათვის განკუთვნილ თანხასაც იღებდა, თუმცა, 2 წლის წინ, გეგმიური გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ  სახელმწიფო ოჯახზე სოციალურ შემწეობას აღარ გასცემდა.  „სოციალური დახმარება მეორე წელია მომიხსნეს. წელსაც მქონდა დაწერილი დახმარების თაობაზე განცხადება. მოვიდნენ, შეამოწმეს და მაღალი სარეიტინგო ქულა მოვიდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ, რაც ეს შემემთხვა, სულ ვიღებდი დახმარებას. ქონება იგივეა, ოჯახში მდგომარეობა უფრო გაუარესებული მაქვს _  დედა მუდმივად მაღალი არტერიულ წნევას ატარებს. მარტო მამა მუშაობს. ჩვენი შემოსავალი თვეში 350 ლარია. მშობლები უკვე ასაკში არიან. მიწას ვერ ვუვლით. არც გვაქვს ბევრი მიწა. პაპაჩემის აშენებულ სახლში ვცხოვრობთ. ჩემი მდგომარეობაც უფრო გართულებულია. ნაწოლები გამიჩნდა, ფილტვებზეც პრობლემა მაქვს და ასეთ პირობებში მაღალი სარეიტინგო ქულა მივიღეთ  და „დავრჩი ჰაერში“. რუსლანის თქმით, პენსია და ოჯახის შემოსავალი ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაც არ ჰყოფნით. „პენსია და ის ფინანსური შემოსავალი, რაც ჩვენს ოჯახს აქვს, წამლების და პამპერსის შესაძენადაც არ მყოფნის. მხოლოდ აუცილებელ, იაფფასიან წამლებს და კრემებს ვყიდულობ, განგრენა რომ არ განვითარდეს. ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ ცოტა ეკონომია რომ გავაკეთო, ღამით პამპერსს არ ვიკეთებ და ბოთლი მიდგას. ცოტა ხნით რაღაც დამატებითი შემოსავალიც გამიჩნდა. სოციალურ საწარმოში სტაჟიორად ამიყვანეს, სადაც საწარმოს ფეისბუქგვერდის მართვაში ვეხმარებოდი. 200 ლარს მიხდიდნენ. თუმცა, პროექტი სამთვიანი იყო და სექტემბერში დასრულდა". კითხვაზე _ კომპანიამ, სადაც ტრავმა მიიღო, გაუწია თუ არა დახმარება, რუსლან ჩუტკერაშვილი გვპასუხობს, რომ მათ მხოლოდ ის თანხა აანაზღაურეს, რაც ტრავმის მიღების შემდეგ საავადმყოფოში დასჭირდა. შემდეგ კი მისი ამბით არავინ დაინტერესებულა. „რომ დაინახეს, ცოცხალი გადავრჩი, საერთოდ დაიკარგნენ. ეტყობა, ჩემი სიკვდილი მაგრად დააზარალებდათ. ინდმეწარმე დავით ქიმერიძესთან ვმუშაობდი, რომელიც ასრულებდა შპს "ოლდ თბილისი კონსტრაქშენის" დაკვეთას თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩის 65 ნომერში არსებულ სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოს" კუთვნილი მიწის ნაკვეთზე. 4 და 5-სართულიანი შენობების დემონტაჟი მიმდინარეობდა. დაზიანების მიღების შემდეგ ოპერაციის გაკეთება დამჭირდა და 3 თვე საავადმყოფოში გავატარე. ხარჯები კომპანიამ გადაიხადა, მაგრამ 2008 წელს, რაც საავადმყოფოდან გამომწერეს, აღარ გამოჩენილან და არც დახმარება გაუწევიათ ჩემთვის". რუსლანის თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებით ის დაზარალებულადაა ცნობილი, თავად დამსაქმებელი ქიმერიძე კი _ დამნაშავედ. „ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულად ვარ ცნობილი. 2009 წლის 23 იანვარს ჩატარდა სასამართლო, მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე იყო, სხდომის მდივანი _ დაჩი ჯაფარიძე, საქმის პროკურორი ვ. ალუღიშვილი, განსასჯელი დავით ქიმერიძე, ადვოკატი _ ს. კომახიძე. განაჩენში, ნომრით 1|176-09, დავით ქიმერიძე დამნაშავედაა ცნობილი. ბევრი ვეცადე და ახლაც ვცდილობ, გავიგო ეს კომპანია კიდევ არის საქართველოში თუ არა, მაგრამ, ჯერჯერობით, შედეგი არაა.  ქიმერიძემ აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა, რა სახის მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსების ჩატარება მჭირდებოდა და თავის მხრივ, ის აუცილებლად ჩააყენებდა საქმის კურსში კომპანიის ხელმძღვანელებს. მიუხედავად ამისა, ყველა გაქრა, მე კი ვერ მოვახერხე მათი ნახვა, გაგება, სად მოღვაწეობენ“, _ გვეუბნება  რუსლანი. როგორც მან გვითხრა, დაახლოებით, ერთი თვის წინ თურქეთიდან ჩამოსულ ექიმთან იყო კონსულტაციაზე მისული, რომელმაც თურქეთში ოპერაციის სასწრაფოდ გაკეთება ურჩია, მანამდე კი ფიზიოთერაპიის კურსი უნდა ჩაიტაროს. „ექიმმა მითხრა, რომ სპასტიკის შესაჩერებლად სასწრაფოდ ფიზიოთერაპიის კურსი უნდა ჩავიტარო, ვიდრე ოპერაციისთვის საჭირო თანხას შევაგროვებ. წინააღდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მთლიან ორგანიზმზე გავრცელდეს და იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩავვარდე, ვიდრე ვარ. ამ ეტაპზე ხერხემლიდან ფიქსატურები მაქვს ამოსაღები, შემდეგ ფეხში ნერვის აღდგენა უნდა მოხდეს, შემდეგ ღეროვანი უჯრედები უნდა გადამინერგონ და რეაბილიტაციის კურსი ჩავიტარო“, _ ამბობს რუსლანი და დასძენს _ „სასიხარულო და იმედისმომცემი ისაა, რომ, როგორც ექიმები ამბობენ, ჩემი ავადმყოფობა ექვემდებარება მკურნალობას. იმედს მაძლევენ, რომ ფეხზე დავდგები, მაგრამ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული _ იქნება თანხა ვიცოცხლებ, არ იქნება თანხა და... მომიწევს უიმედობაში გავატარო დარჩენილი დღეები“. „გურია ნიუსი“ იმ კლინიკას დაუკავშირდა, სადაც რუსლანი კონსულტაციაზე იმყოფებოდა. „რუსლანი ჩამოვიდა კონსულტაციაზე. ექიმმა გასინჯა. მისი საქმე თურქეთში კომისიამ განიხილა და გადაწყვიტეს, რომ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომ მან სიარული შეძლოს. ოპერაციისთვის ფასდაკლებით 32 000 დოლარია საჭირო“, _ აცხადებენ მედიკლაბში.  რუსლანმა თურქეთში ოპერაციის დაფინანსების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. „ჯანდაცვის სამინისტრომ  ქართველ ექიმ-ექსპერტთან დამინიშნა კონსულტაცია, რის შემდეგაც გადაწყდება, დამიფინანსებენ თუ არა ოპერაციას, მანამდე კი აუცილებლად უნდა გავიარო ფიზიოთერაპიის კურსი, _ ამბობს რუსლანი „გურია ნიუსთან“ საუბრისას. რუსლანი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია. „იმედი გამიჩნდა, რომ ეტლს სამუდამოდ მოვიშორებ და ორივე ფეხით გავუყვები ჩემი ცხოვრების ბილიკებს. გემუდარებით ყველას, დამიდექით გვერდში, ნუ მიმატოვებთ ამ განსაცდელში მარტო, დამეხმარეთ ეტლიდან წამოდგომაში“, _ წერს რუსლანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ფიზიოთერაპიის ერთი კურსის ღირებულება  3 725  ლარია. რუსლანის ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს და მთლიანად სიკეთის იმედად არიან. რუსლანის სახელზე გახსნილია ანგარიში, სადაც მისი დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ. ანგარიშის ნომრები: ლიბერთი ბანკი _ ანგარიშის ნომერი: GE43LB071115600678; საქართველოს ბანკი _ ბანკის კოდი BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000269267500; პირადი ნომერი: 47001012929; მიმღები ჩუტკერაშვილი რუსლანი. ასევე, შეგიძლიათ, განახორციელოთ საქველმოქმედო ზარი მაგთის და ბილაინის ოპერატორებიდან ნომერზე: 0901701317. ზარის ღირებულებაა 1 ... ...
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება (R)2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბანი არ იხსნება, ცესკო  გადასატან ყუთს მიიტანს.   საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,  არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ბრალდებულები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები  ხმას მისცემენ როგორც პროპორციულ, ისე, მაჟორიტარულ და მერის არჩევნებში. მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის პირები, რომელთა ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი ერთი და იგივე ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს. საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მისდამი დაქვემდებარებულ   დაწესებულებებში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. ... ...
  • ნინო ლომჯარია: მე მჭირდება დრო, რომ გადაწყვეტილება მივიღოსახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია ოზურგეთში იმყოფებოდა. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მან ისაუბრა თემაზე ფული და პოლიტიკა. შეხვედრის დაწყებამდე მან “გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა. _ ქალბატონო ნინო, თქვენ ერთი წელი იყავით აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. ახალდანიშნულ უფროსს ჰქონდა თუ არ შემოთავაზება დარჩენილიყავით აუდიტის სამსახურში? _ შემოთავაზება არ ყოფილა. წამოსვლამდე, როდესაც ვისაუბრეთ, გაირკვა, რომ ახალ ხელმძღვანელს  სხვა ტიპის მენეჯერებთან და გამოცდილების მქონე ადამიანებთან წარმოუდგენია აუდიტის სამსახურის მართვა. შესაბამისად, რთულად წარმომიდგენია, რა შემოთავაზება უნდა ყოფილიყო? _ მაგალითად, იმავე პოსტზე? _ არა, არ ყოფილა. _ თქვენ იყავით არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე და წლების განმავლობაში აქტიურად იყავით ამ სექტორში, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჯარო სტრუქტურაში გადასულიყავით... _ აუდიტის სამსახური იყო ისეთი საჯარო უწყება, რომელსაც კონსტიტუციით ევალება პოლიტიკურად იყოს ნეიტრალური და რომელიც დაკავებულია ანტიკორუფციული საქმიანობით, საჯარო ფინანსების გამჭირვალობის უზრუნველყოფით და პარტიების დაფინანსების მონიტორინგით. ურთიერთობა აქვს პარლამენტთან, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან... ამ ტიპის საქმიანობას სხვა სექტორიდან მე უკვე ვაკეთებდი, უბრალოდ, სექტორი შევიცვალე, თორემ სამუშაოს ხასიათი არსებითად არ შემიცვლია. იმ ეტაპზე ამოვწურე ჩემი თავი არასამთავრობო სექტორში და ჩემი პროფესიული განვითარებისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვან სფეროში გადავინაცვლე. _ რამდენად თავისუფალი იყავით აუდიტის სამსახურში. იყო თუ არა ჩარევა გადაწყვეტილებების მიღებაში ან ხელისშემშლელი ფაქტორები? _ ჩემთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ვყოფილიყავი თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი ყოფნა აუდიტის სამსახურში. არაერთხელ მითქვამს, წინა აუდიტის სამსახურის უფროსისგან მქონდა სრული ნდობა საქმიანობაში და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღების დროს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები თანხმდებოდა ერთობლივად და თვითნებურად არ ვმოქმედებდი, თუმცა, შემიძლია ვთქვა ნამდვილად შემეძლო გადაწყვეტილების მიღების დროს ჩემი ხედვისა და პოზიციის დაფიქსირება, ასევე, გავლენის მოხდენაც. არ მქონია არასდროზე შეგრძნება, რომ ვინმე ერეოდა ჩემს საქმიანობაში და ვინმე მზღუდავდა. აუდიტის სამსახურში დამხვდა წინ გადადგმული ძალიან ბევრი ნაბიჯი. ძალიან კარგი ახალგაზრდები და პროგრესული და ინოვაციური გუნდი, რომლებთანაც ერთად ვაკეთებდი საქმეს. _ თქვენი აზრით, რადგან არ შემოგთავაზეს დარჩენა აუდიტის სამსახურში, „ჩაიკეტება“ თუ არა ეს უწყება? _სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დამკვიდრებული იყო გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის ძალიან მაღალი სტანდარტი, რაც აღარებული იყო საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერაც.  რთულად წარმომიდგენია, დღევანდელ დღეს ვინმემ აღნიშნული სტანდარტი დაბლა დაწიოს და აუდიტის სამსახური „ჩაიკეტოს“,  რადგან ბუნებრივად სამსახურის პროდუქტებზე არსებობს ძალიან მაღალი მოთხოვნა მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოების მხრიდან. _ სად გააგრძელებს მუშაობას ნინო ლომჯარია? _ კონკრეტულ ადგილს და საქმიანობას ახლა ვერ გეტყვით და ვერ დავასახელებ. არის გარკვეული შემოთავაზებები და ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება საჯარო სივრცეს და საჯარო აქტიურობას, მათ შორის იმ თემებსაც, სადაც მე მიმუშავია, ეს იქნება ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ა.შ. _ იხილება თუ არა თქვენი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე? _ ჩემთვის ასეთ რამ ცნობილი არ არის. _ ეს შემოთავაზებები ხელისუფლებისგან იყო თუ არასამთავრობო სექტორიდან? _ რამდენიმე შემოთავაზება არსებობს და უბრალოდ, მე მჭირდება დრო, რომ გადაწყვეტილება ... ...
  • ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი დღეს "ციანიდის საქმეზე" დაიკითხებადღეს, 13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე დაიბარა. იგი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება, _ განცხადებას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.  "ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ. ციანიდის საქმეში  ჩართული  ადვოკატების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის ჯერ პროკურატურაში, შემდგომ კი მაგისტრატ მოსამართლესთან დაბარებასთან დაკავშირებით.  ადამიანის უფლებათა ცენტრი იზიარებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პოზიციას[1], რომ არ შეიძლება, ადვოკატი მოწმედ დაიკითხოს იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ის მონაწილეობდა როგორც ადვოკატი, რასაც ადვოკატთა შესახებ კანონის 38.3 მუხლი და სსსკ 50-ე მუხლი განმარტავს.  ადვოკატთა შესახებ კანონის 38.6 მუხლისა და ადვოკატთა ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან/და მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს. ამასთან, მნიშვნელოვანია ადვოკატთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების გათვალისწინება. კერძოდ, მე-16 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების განხორციელება დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე  უშუალოდ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი პირველივე დღიდან მოითხოვდა მთავარი პროკურატურისაგან, გაეთავისუფლებინა დაკავებული დეკანოზი და მისი ადვოკატები გაუთქმელობის ვალდებულებისაგან[2], რადგან ეს ვალდებულება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა დაცვის მხარეს.   ადვოკატების მიმართ პროკურატურის მხრიდან განხორციელებული საპროცესო მოქმედებები, იმ დროს, როცა ადვოკატებს თავიდანვე ჰქონდათ აკრძალული საქმეზე ინფორმაციის გახმაურება, ხოლო პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა ამ საქმის მასალების მასმედიით არაერთხელ გასაჯაროებას, შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც დაცვის მხარის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა. ასეთ შემთხვევაში, პროკურატურა ვალდებულია, თავადაც დაიცვას ინფორმაცია გახმაურებისაგან. გაუთქმელობის ხელწერილი არ უნდა აყენებდეს არათანაბარ მდგომარეობაში მხარეებს და არ უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ მიუკერძოებელ სამართალწარმოებას.  მიგვაჩნია, რომ პროკურატურის ხელთ არსებული საპროცესო შესაძლებლობების გამოყენებით ხდება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებზე ზეწოლა, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორობის პრინციპს და მართლმსაჯულების ინტერესებს.  ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას და პროკურატურას, გაიაზროს ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო რეგულაციებით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობა  ზეწოლისა თუ რაიმე სახის უკანონო ჩარევის გარეშე, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებატა ცენტრმა გაავრცელა. ... ...
  • “სამართლიანი არჩევნები“ მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს _ რა ხდება გურიაში “სამართლიანი არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში მოხდა ზეწოლა/მუქარის _ 23; სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების _ 1; ძალადობის _ 2; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის _ 3; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების _ 6; შენობა-ნაგებობების არამართლზომიერი გამოყენების _ 1; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის _ 6; სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 შემთხვევა. ასევე, საყურადღებოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში არსებული გადაცდომების 6 ფაქტი. “გურია ნიუსი“ გთავაზობთ იმ ქეისებს, რომლებიც “სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში დააფიქსირეს.  “12 ოქტომბერს, 11:55 საათისათვის, #22 საარჩევნო უბანი, რომელიც განთავსებულია სოფელ მშვიდობაურში, არასრულ საჯარო სკოლაში, დაკეტილი იყო. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დაკეტილი უბანი მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის ვიზიტის შემდეგ გახსნა. კომისიის თავმჯდომარის, ირმა ქასრაშვილის თქმით, კომისიაში ყველა პედაგოგია და შესვენების დროს კარებს კეტავენ, რამე რომ არ დაიკარგოს. თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის უბანზე ვიზიტისას შესვენების დრო არ იყო და გაკვეთილი მიმდინარეობდა“. “11 ოქტომბერს, 17:30-ზე უბნებზე გახორციელებული დაკვირვებისას „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა აღმოაჩინა, რომ ლანჩხუთის #35 საარჩევნო უბანზე კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სახლში ჰქონდა წაღებული. უბანზე არ იყო გამოკრული ამომრჩეველთა ერთიანი სია“. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრმა, ფიქრია მამარდაშვილმა მიაწოდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ #20 (წიფნარის) საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუჭავას პლაკატებია გაკრული. ფოტოზე, ასევე, ჩანს შენობის აივანზე მდგომი წიფნარის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სერგო მეფარიშვილიც. ფოტომასალა მამარდაშვილის მიერ არის გადაღებული“. “11 ოქტომბერს, სოფელ მშვიდობარის სკოლაში, მეორე-მესამე გაკვეთილებს შორს შესვენების დროს, ამავე სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგთან, ლელა სიხარულიძესთან მივიდა გამგებლის წარმომადგენელი ბახვის თემში, გოჩა შარაშენიძე და გარეთ გაყოლა სთხოვა. სამასწავლებლოდან გამოსულ პედაგოგს შარაშენიძემ ჰკითხა თუ ვის აძლევს ხმას არჩევნებზე. მას შემდეგ, რაც სიხარულიძემ უპასუხა, რომ ხმას დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს აძლევს, გოჩა შარაშენიძე დაემუქრა, რომ სამსახურთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნებოდა. ლელა სიხარულიძის თქმით, 10 ოქტომბერს სკოლის მიმდებარედ კონსტანტინე შარაშენიძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრო და გამგებლის წარმომადგენლის მუქარა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა“. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიგვზიანის თემში, ბესიკ ტაბიძემ ამავე სოფელში „გუჯანას უბანში“ მცხოვრებ „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორს, ფატმან (მერი) სურმანიძეს, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ამირან გიგიენიშვილის პლაკატებს აკრავდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ვერც თვითონ და ვერც „გუჯანას უბნის“ მაცხოვრებლები მას რაიმეს თხოვნით ვერასოდეს მიმართავდნენ. „ჩაჩანი აჭარელი მიძახა სულ, თან თითის ქნევით დამემუქრა და ეს პირველი შემთხვევა არაა. თავი გამარჯვებული ჰგონია უკვე და რა ვქნათ, ვის მივმართოთ, ასე რომ გვაშინებს?“ - განუცხადა აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად სოფელში მისულ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ფატმან სურმანიძემ. თავად მაჟორიტარობის კანდიდატმა მუქარის ფაქტი უარყო და „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორს შეურაცხადი უწოდა“.  „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჯურუყვეთის თემის მაჟორიტარობის კანდიდატზე, ვალერი დობორჯგინიძეზე ზეწოლა მისმა ბიძაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯურუყვეთის თემში, დავით დობორჯგინიძემ განახორციელა, რის გამოც „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი განცხადების საფუძველზე 26 სექტემბერს კანდიდატურა მოხსნა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ვალერი დობორჯგინიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო საკუთარი ბიძაშვილის სასიკეთოდ. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა სოფელ აცანაში. „პატრიოტთა ალიანსის“ აცანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით მიქაშავიძემ პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა კანდიდატურა. პარტიაში ეჭვობენ, რომ კანდიდატების გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ამავე თემში, ემზარ თედორაძეს უკავშირდება“. “1 ოქტომბერს ბუკისციხე-იანეულის თემის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, იოსებ ბერიშვილმა კანდიდატურა მოხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასზე „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა და კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ სამსახურში დასაქმება შესთავაზეს. თუმცა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, დამოუკიდებელი კანდიდატი, იოსებ ბერიშვილი არ ადასტურებს ზეწოლის ან სამსახურის შეთავაზების ფაქტს“. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ჩოხატაურში ირაკლი კუჭავამ 14 ოქტომბერს, 2 საათზე ჩოხატაურის კულტურის სახლში პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დირექტორს დაევალა, აღნიშნულ შეხვედრაზე თითოეული სკოლიდან, სულ მცირე, 10 მასწავლებელი მიეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევდათ სამსახურის დატოვება. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს რამდენიმე პედაგოგმა დაუდასტურა, რომ დირექტორები ავალებენ კუჭავასთან შეხვედრაზე დასწრებას“. “12 ოქტომბერს, მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, კობა კალანდაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხიდისთავის კოორდინატორს, ირაკლი გიორგაძეს ხიდისთავის თემის ცენტრში ხელი შეუშალა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის პლაკატის გაკვრაში და არ აძლევდა პლაკატების განთავსების საშუალებას. სააგიტაციო პლაკატების გაკვრა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი“. “სოფელ ცხემლისხიდში, „ქართული ოცნების“ შტაბში განთავსებულია სოფლის მოსახლეობისთვის გადასაცემად განკუთვნილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები მუყაოს კოლოფებით. გამგებლის წარმომადგენელი დავით ჭანუყვაძე, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან აღნიშნავს, რომ პარტიის შტაბი პრეპარატის საწყობად გამოიყენა, რადგან პრეპარატები წვიმიან დღეს შემოიტანეს და ადმინისტრაციულ შენობაში ქიმიური პრეპარატის განსათავსებელად ადგილი არ ჰქონდათ, მაგრამ მისი გაცემა ადმინისტრაციული წარმომადგენლობის შენობიდან - სპეციალისტის, მარინა თუთბერიძის კაბინეტიდან ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ იქვე მდებარე ცხემლისხიდის ორსართულიან ადმინისტრაციულ შენობაში მხოლოდ 5 ოთახია დაკავებული, დანარჩენი - თავისუფალია“. “მარინა თუთბერიძის კაბინეტის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ თავის სამუშაო მაგიდაზე მას „ქართული ოცნების“ პატარა დროშა ედო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში, გამგებლის თანაშემწესთან ყოველდღიურად უამრავი მოქალაქე შედის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის წასაღებად. აღნიშნულ თემში პრეპარატი 860 ოჯახზეა გასაცემი“. “სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლას ემსახურება მიკროავტობუსი სახელმწიფო ნიშნით BXB-175, რომელსაც განთავსებული აქვს „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის საარჩევნო პლაკატები. მძღოლი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცხადებს, რომ ავტომობილი, რომლითაც სკოლას უნდა მოემსახუროს გაფუჭებულია და 9 ოქტომბერს პირველად მოემსახურა მოსწავლეებს აღნიშნული მიკროავტობუსით. თუმცა, „სამართლიანი არჩვენების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აქვს 6 ოქტომბრის ფოტომასალაც, სადაც ასახულია, რომ სკოლას იგივე მიკროავტობუსი ემსახურებოდა. სკოლის დირექტორი, ლალი სიჭინავა, შვებულებაშია. ის „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატია. სკოლის დირექტრის მოადგილე მაყვალა ყეჭუაშვილმა კი „სამართლიანი არჩვენების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან გასაუბრება არ ... ...

არქივი

ზაფრანი

გადარჩენილი ლომები

ტანზანიაში, მიკუმის ნაკრძალში მობინადრე ლომების...

გეპარდის მეგობრები

იტალიელები - 50 წლის ლაურა...

დიეტა დიეტის გარეშე

კარგი აღნაგობის შენარჩუნების საიდუმლოს გვიმხელს...

ცხენების „საპარიკმახერო“

ესპანეთის გალიციის ქალაქ სობუსედოს სპეციალურ...

ხარების დოღი

გაზაფხულობით, ინდოეთის შტატ კერალაში, ტრადიციული...

გიგანტი კვერცხი

ცოტა ხნის წინ "კრისტის" აუქციონზე...
კარმიდამო ჩემი

ყინულით მკურნალობა

ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ...

ფიტოთერაპევტების რჩევები

თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ...

რა რაოდენობის სითხეა აუცილებელი ბავშვისთვის

ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე...

მწვანილის სამკურნალო თვისებები

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ...

ნატურალური თაფლი ვირუსებს ებრძვის

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის...

თავყვითელა - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც...

სიმინდის სასარგებლო თვისებები

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან...

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი...

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც...

ლიმონის ინფექციური დაავადების განახლებული საფრთხე

დღეს საქართველოში მცენარეთა ახალი დაავადებებების...

რაც ადრე ჩავატარებთ აგროტექნიკურ სამუშაოებს სათხილეებში, მით უკეთესია

ზოგადად, შემოდგომაზე ყოველთვის კარგია აგროტექნიკური...