ეგვიპტური ჰოროსკოპი

ზაფრანი

ეგვიპტური ჰოროსკოპი

22 ოქტ. 2020, 10:59:20

1. თოტი (29 აგვისტო - 27 სექტემბერი) - თოტი ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით სიბრძნისა და მეცნიერების ღმერთია. თუ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადეთ, თქვენ მარტივად შეგიძლიათ პრობლემების გადაჭრა. გიყვართ ადამიანებისთვის დახმარების გაწევა. ბევრ სირთულესთან მოგიწვეთ გამკლავება, მაგრამ თქვენი სიბრძნის წყალობით გამოსავალს ყოველთვის იპოვნით.

2. ჰოროსი (29 სექტემბერი - 27 ოქტომბერი) - ჰოროსი მზის ღმერთია და ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ოპტიმიზმით გამოირჩევიან. თუ ჰოროსი თქვენი ზოდიაქოს ნიშანია, ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანი ხართ და გარშემომყოფებს სითბოთი ავსებთ. როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ, თქვენი შინაგანი სინათლითა და ოპტიმიზმის წყალობით მარტივად გადალახავთ ხოლმე. სწორედ პოზიტიური შეხედულებების გამო სამყაროსგან ბევრ შესაძლებლობას მიიღებთ და წარმატებულები იქნებით.

უაჯიტი (28 ოქტომბერი - 26 ნოემბერი) - ეს არის მშვიდობის ღმერთი. თუ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადეთ, ეს ნიშნავს, რომ ცდილობთ მშვიდობიანი გარემო შექმნათ თქვენ გარშემო. სამართლიანი ადამიანი ხართ და არასოდეს ხართ ჩუმად როცა უსამართლობას ხედავთ. განვითარებული გაქვთ ინტუიციის გრძნობა, რომელიც ყოველთვის გიჩვენებთ სწორ გზას. ის არასოდეს ცდება, ამიტომ უფრო ხშირად მიენდეთ.

სეხმეტი (27 ნოემბერი - 26 დეკემბერი) - სეხმეტი ომის ღმერთია და თუ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება სავსეა გამოწვევებით, თუმცა ზოგჯერ არ იღებთ მას და გიჭირთ კომფორტის ზონის დატოვება. გამოწვევა როგორი რთულიც უნდა იყოს ის, მიიღეთ და გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. თქვენ ბუნებით მეონარი ხართ, ამიტომ ყველა საქმეში წარმატება გელით.

სფინქსი (27 დეკემბერი - 25 ივნისი) - თუ ეს თქვენი ზოდიაქოს ნიშანია, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ კომუნიკაციის კარგი უნარი და ადვილად ადაპტირდებით უცხო გარემოსთან. იცით, როდის დგება ცვლილებების დროს და ამ ცვლილებებს არ გაურბით. ცხოვრებაში თქვენი წესები და ღირებულებები გაქვთ, რომლებსაც ზედმიწევნით კარგად იცავთ.

შუ (26 იანვარი - 24 თებერვალი) - ეს არის ქარისა და ჰაერის ღმერთი და თუ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადეთ, ეს მიუთითებს რომ საოცრადკრეატიული ხართ. წარმოსახვის უნარით გამოირჩევით და მუდამ რაღაც ახლის შექმნისკენ მიილტვით. უნდა იპოვნოთ ახალი გზები იმისთვის, რომ თქვენს შემოქმედებით უნარს ფართო ასპარეზი ჰქონდეს და თქვენი ნიჭის შესახებ მთელმა სამყარომ შეიტყოს.

ისიდა (25 თებერვალი - 26 მარტი) - თუ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადეთ, ეს მიუთითებს, რომ თავდაჭერილობით გამოირჩევით. ცდილობთ, ყველა სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ყველაზე მეტად ცხოვრებაში სწორედ სიმშვიდე გჭირდებათ. არ შეგიძლიათ ქაოსში ყოფნა. არ გიყვართ მოულოდნელობები და სპონტანურობა.

ოსირისი (27 მარტი - 25 აპრილი) - ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით ოსირისი წყლის ღმერთია და წყალქვეშა სამყაროს განაგებს. თუ ოსირისი თქვენი ზოდიაქოს ნიშანია, ეს მიუთითებს, რომ იდუმალი ადამიანი ხართ და ეს გარშემომყოფთათვის ძალიან საინტერესო პერსონად გაქცევთ. თქვენს მიმართ ყველას დიდი ინტერესი აქვს და ადამიანები თქვენს ამოცნობას ცდილობენ. არ ემეგობრებით ყველას. მიგაჩნიათ, რომ ყველა თქვენი მეგობარი ვერ იქნება. მაგრამ გყავთ რამდენიმე სანდო ადამიანი გვერდით, რომლებსაც არასოდეს გაუშვებთ.

ამონ რა (26 აპრილი - 25 მაისი) - თუ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადეთ შრომისმოყვარეები ხართ და მოგწონთ, როცა თქვენს შესაძლებლობებს, ნიჭს სხვებს უჩვენებთ. არ გიყვართ საქმის ჩუმად კეთება. თვლით, რომ თქვენი შესაძლებლობების შესახებ ყველამ უნდა იცოდეს. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში შრომობთ არა თქვენი კეთილდღეობისთვის, არამედ იმისთვის, რომ თქვენი მიღწევების გამო სხვებმა შეგაქონ. მიჰყევით გულის თქმას და ნახავთ, რაზეც ნამდვილად ოცნებობთ, სწორედ ის ოცნებები აგისრულდებათ.

ჰატჰორი (26 მაისი - 24 ივნისი) - თუ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადეთ, ალბათ აღმოგიჩენიათ საკუთარ თავში, რომ ყველაზე მეტად სხვებისთვის დახმარების გაწევა განიჭებთ სიამოვნებას. ძალიან კეთილი ხართ და სხვის ტკივილს ისე განიცდით, როგორც საკუთარს. სიმშვიდეს მხოლოდ მაშინ მოიპოვებთ და ბედნიერები მხოლოდ მაშინ იქნებით, როცა თქვენი გარშემომყოფებიც ბედნიერები იქნებიან. ცდილობთ, ბედნიერება და სითბო ყველას გაუნაწილოთ.

ფენიქსი (25 ივნისი - 24 ივლისი) - თუ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადეთ, ეს ნიშნავს რომ თქვენი ცხოვრებასავსეა გამოწვევებით. თქვენ საოცარი უნარი გაქვთ დიდი მარცხის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყების, არასოდეს ნებდებით და როცა ყველა თვლის, რომ განადგურებული ხართ, სწორედ მაშინ აღწევთ ყველაზე დიდ წარმატებას. ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ.

ანუბისი (25 ივლისი - 28 აგვისტო) - თუ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადეთ, ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად საკუთარ თავზე ზრუნვა გიყვართ. საკუთარ საჭიროებებს ყოველთვის წინა პლანზე აყენებთ. ჭკვიანი ადამიანი ხართ და თქვენს გარშემომყოფებს ხშირად სჭირდებათ თქვენგან დახმარება, რჩევის მიღება, თუმცა სხვებისთვის დახმარების გაწევა თქვენი საქმე ნამდვილად არ არის. თვლით, რომ თავის ცხოვრებას ყველამ თვითონ უნდა მიხედოს. ამის გამო კონტაქტების მცირე წრე გყავთ.




 ახალი ამბები
  • როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა,   ლევან ... ...
  • აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დაჯარიმდა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერდაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ "რეფორმერი ფიტნესი" აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. N322-ე დადგენილებით დამტკიცებული "იზოლაციისა და კარანტინის წესების" მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად. ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ქ. ბათუმში რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი". ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის მიერ ქ. თბილისში ღამის კლუბების შემოწმებაც განხორციელდა. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს ,,და ჰაუს რეკორდს”აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2  დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა. შეგახსენებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ... ...
  • უბედური შემთხვევა ჩოხატაურში _ ბიჭი ე.წ. "დრაბილკაში" ჩავარდაუბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მდინარე სუფსის ნაპირზე მდებარე ქვის სატეხი საამქროს ე.წ. დრაბილკაში ბიჭი ჩავარდა. იგი მძიმე დაზიანებებით ჩოხატაურის "მედალფას" სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სადაც ჩვენივე ინფორმაციით ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „პაციენტს ჰქონდა მუცლის და გულ-მკერდის ძლიერი ტრავმა ჰქონდა. მუცლის დახურული ტრავმა. დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. ოპერაციები ჩაუტარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დაზიანებები შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან“, _ გვითხრა მედალფას ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელმა ანტონ ხუნდაძემ. დაღუპული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა. ის 37 წლის ... ...
  • უწყლობა ხიდისთავში- როდის მიეწოდება მოსახლეობას წყალიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. სოფელში უწყლობის პრობლემა წყალსადენი მილის დაზიანებას უკავშირდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა განუცხადა. „დილიდან ამ პრობლემის მოგვარებით ვარ დაკავებული. უკვე მესამეჯერ მივდივარ გორთაფონში. ხვალ დილისთვის სოფელს წყალი ექნება“,_ გვითხრა მერის ... ...
  • შსს-ს მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. "ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე. ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით. ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...