ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ზაფრანი

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

21 თებ. 2020, 15:21:03

ალ პაჩინო - მსახიობი სამი შვილის მამაა და ის არასოდეს ყოფილა ოფიციალურ ქორწინებაში. მისი უფროსი ქალიშვილი, ჯული, 1989 წელს დაიბადა. 2001 წელს კი,ალ პაჩინოს მსახიობ ბევერლი დ’ანჯელოსგან ტყუპები - ოლივია და ენტონი შეეძინა. რამდენიმე წელიწადში წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ შვილები თანაბარ დროს ატარებდნენ როგორც დედასთან, ასევე მამასთან. ალ პაჩინო ცდილობს მამობა და მსახიობის კარიერა ერთმანეთს შეუთავსოს და ყოველთვის აქვს დრო თავისი შვილებისთვის.

პირს ბროსნანი - მსახიობ კასანდრა ჰარისზე დაქორწინების შემდეგ, პირს ბროსნანმა, ორი ბავშვი იშვილა. 9 წლის შარლოტი და 8 წლის კრისი. სამი წლის შემდეგ წყვილს საკუთარი ვაჟი, შონი შეეძინა. მოგვიანებით, ბროსნანების ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. კასანდრა სიმსივნით გარდაიცვალა. მას შემდეგ მსახიობი შვილებს მარტო ზრდიდა და არ ქორწინდებოდა, 1994 წელს ის ჟურნალისტ კელი შეი სმიტს შეხვდა, წყვილი 2001 წელს დაქორწინდა და ორი შვილი - დილანი და პარისი შეეძინა.

ნიკოლას ქეიჯი - მსახიობის ვაჟი, უესტონი 1990 წელს დაიბადა. ნიკოლასი ბავშვის დედაზე ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა და წყვილმა ვაჟის გაჩენიდან მალევე ურთიერთობა დაასრულა. ქეიჯმა შვილი მარტომ გაზარდა. დღეს უესტონი 29 წლისაა, ის მუსიკოსია და ამავდროულად, სამსახიობო კარიერაშიც სცადა ბედი. 2005 წელს ნიკოლას ქეიჯს კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა.

კოლინ ფარელი - მსახიობი ორ ვაჟს ზრდის. 16 წლის ჯეიმსს და 10 წლის ჰენრის. ჯეიმსის დედა მოდელი კიმ ბორდენავია, მაგრამ მისი და ფარელის ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 2010 წელს კოლინს მეორე ვაჟი, ჰენრი შეეძინა, რომლის დედაც პოლონელი მსახიობია, თუმცა, კოლინ ფარელი მასაც მალე დაშორდა. კოლინი ამბობს, რომ თავისი შვილებისთვის ცხოვრობს და რომ ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ცხოვრებაში.

 




 ახალი ამბები
  • "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ" _ ბიძინა კულუმბეგოვი"ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს", _ აღნიშნულის შესახებს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. "საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება. რეალურად, მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, რაც აჭარის პირობებში უკვე ხორციელდება. თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ, მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ... ...
  • რა რეაქცია მოჰყვა დევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლასდევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ Facebook-ში. „გენერალ ჭანკვეტაძის ნაცვლად ასპარეზზე ეფრეიტორი ჟორჟოლიანი გამოცქრიალდა.... მამაცხონებულებო, გუშინწინ რომ სახეს იხოკავდით ჩვენი ლეგენდარული გენერლის ბანერს  ვიღაცამ საღებავი შეასხაო, დღეს რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა სამივე ვარსკვლავზე ჩამოასკლინტა ეგ არაფერი? ლამის ერთი თვეა ბანერებზე მუნდირით გამოჭიმული გაპოლიტიკოსებული გენერალი რომ დეპუტატობის კანდიდატობიდან დემონსტრაციულად ,,ჩაბელეს" და მთელი ქვეყნის საღლიცინო გახადეს ეგეც არაფერი ხო?  მერე გამოხვალთ და უცხვირპიროთ იწუწუნებთ არჩევნები გაგვიყალბესო... აი, თქვენს ოფისებში კი ჩამოგიარათ არმაგედონის ზანგმა...“_ ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მხარდამჭერი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან, ზაზა ადეიშვილი  საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლას. შეგახსენებთ, რომ  წყალტუბო-სამტრედია, ვანისა და ხონის ოლქის ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"-დან კენჭს მაჟორიტარული სისტემით გენერალი დევი ჭანკოტაძე იყრიდა. „მწარედ გაგვეხუმრა მეგობრები ,,კანდიდატი გენერალი იყო და ეფრეიოტორი შეგვრჩა ხელშიო" თქვენს დაუძლურებელ, გაუფერულებულ და ტყუილებზე შეკოწიწებულ ხელისუფლებას ,,ეფრეიტორიც" ეყოფა დასამარცხებლად! პ.ს. გენერალი ღირსეულ ადგილს იკავებს გამსვლელ სიაში!“_ ზაზა ადეიშვილის პოსტებს, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალი წევრის, დავით ნიკოლეიშვილის საპასუხო პოსტი ... ...
  • “ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს” – ილო ბეროშვილიილო ბეროშვილი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მან გურამ შარაძეს “ყველაზე ცუდი ქართველი” უწოდა: „გუშინწინ  ვიყავი გადაცემა თვითიზოლაციაში სადაც იყო რუბრიკა ბლიც კითხვები და დაისვა კითხვა: ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი? ჩემი პასუხი იყო გურამ შარაძე. მოკლედ რაშია საქმე:  ეს იყო მექანიკური შეცდომა და რატომ... პაპაჩემი იყო ილია  ჭავჭავაძის სახლმუზეუმის დირექტორი( ისიც ილია ბეროშვილი) წლები და ფაქტიურად  მთელი ბავშვობა მესმოდა ილიაზე ისტორიები განსაკუთრებით მისი მკვლელობა ძალიან მტკივნეული იყო მაშინ და, რომ გავიზარდე კიდევ სხვანაირად, უფრო გააზრებულად... იქიდან გამომდინარე, რომ გურამ შარაძე იკვლევდა ილიას მკვლელობის საქმეს ( სხვა ბევრ რამესთან ერთად) თავში ამომივარდა შარაძე, როცა ვაპირებდი, რომ მეთქვა ბერბიჭაშვილი:( ბავშვობიდან მისი სახელი ანუ გურამ შარაძის და ის საშინელი მკვლელობა ერთად ხშირად მესმოდა და ამან გამოიწვია ეს შეცდომა! ბოდიშს ვუხდი მის გარემოცვას და ყველას ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს ან ვინც უბრალოდ მას პატივს სცემდა. ეს იყო ბლიც კითხვები და რომ არ მენახა ჩანაწერი მას შემდეგ რაც შინაურმა მითხრა,რაც ვთქი შეიძლება ასეც ... ...
  • დღეს თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა (R)დღეს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი), პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა. ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მონაწილეობს. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას სთავაზობს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე - www.gpba.ge მიმდინარეობს. წიგნის ვირტუალური ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი. (R)    ... ...
  • 25 წლის გიმნაზიის წარმატებები და პრობლემებიმიმდინარე ახალი სასწავლო წელი საიუბილეოა ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიისთვის _ მეოთხედი საუკუნის წინ, 1996 წლის 15 ივნისს,  ხელი მოეწერა ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის დაარსების დოკუმენტს. როგორც სასწავლებლის რექტორის მოადგილე, ლევან გიორგაძე ამბობს, საიუბილეო სამოქმედო გეგმა მზად აქვთ, თუმცა, მისი გახორციელება არსებითად დამოკიდებულია შექმნილ ეპიდვითარებაზე: "იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და შევძლებთ ძველი და ახალი გიმნაზიელები სრულფასოვნად წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. 25 წელი სტატისტიკისთვის შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ ცოტაც არ გახლავთ იმ გადასახედიდან, საიდანაც მოგვიწია დაძვრა და თითქმის უიმედო სიტუაციიდან დღემდე მოვედით", _ ამბობს გიორგაძე. ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიამ სწავლა, ტრადიციისამებრ, 14 სექტემბერს დაიწყო და როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, აქაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს პროცესი. თუმცა, როგორც ლევან გიორგაძე ამბობს, გიმნაზიას, განსხვავებით საჯარო სკოლებისგან, საკუთარი რესურსით მოუხდა ყველა საჭირო ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება: "ახალ სასწავლო წელს, როგორც ყველა, გიმნაზიაც მზადყოფნით შეხვდა. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მიღებული რეკომენდაციების ზედმიწევნად შესრულება ვალდებულებაცაა და აუცილებლობაც. მოსწავლეებმა სასწავლო დრო უსაფრთხო გარემოში უნდა გაატარონ. ჯანმრთელობის და ვითარების პრევენციის გამო, მართალია, მთელი რიგი შეზღუდვები გვექნება სკოლებში, თუმცა მათი დაცვა და შესრულება გარდაუვალია. ამასთანავე სკოლა მზადყოფნაში შეხვდება მოვლენების ყველაზე არასასურველ განვითარებას _ მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას. ძალიან მალე შევიძენთ ლიცენზირებულ პორტალს, რომლითაც შეუფერხებლად მოვახერხებთ გიმნაზიის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან დისტანციურ კომუნიკაციას. ვფიქრობთ, წელსვე გადავიდეთ ელექტრონული ჟურნალების წარმოებაზეც (მომავალი წლიდან ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო იქნება ყველა სკოლისთვის), რომლისთვისაც თვალყურის დევნების საშუალება მშობლებსაც ექნებათ, მათ მიუვათ სატელეფონო შეტყობინება მისი შვილის აკადემიური მდგომარეობის შესახებ, სმს-ები მიუვათ მეილებზეც. გიმნაზიამ, განსხვავებით საჯარო სკოლებისგან, საკუთარი რესურსებით (რომლითაც ნამდვილად არ ვართ დალხინებული, მეტიც, სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე ვდგავართ) უზრუნველყო ყველა საჭირო ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება. ცუდი არ იქნებოდა, რომ ვინმე დაინტერესებულიყო და დახმარება გაეწია ჩვენთვის. არის საკითხები, რომელთა ნაწილს პირადად ვეთანხმები, თუმცა, არასასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს ჩვენთვის. ვგულისხმობ სახელმწიფოს დიფერენცირებულ მიდგომას კერძო და საჯარო სკოლების მიმართ, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები ასეთ დროს, გლობალური პანდემიის პერიოდში დიფერენცირებას. კერძო სექტორში მყოფი ბავშვების უსაფრთხოება და პანდემიისგან დაცვა სახელმწიფოს ვალია! ეს ბავშვები ამ ქვეყნის მცხოვრებლები არიან! მათი მშობლები გადასახადებს იხდიან ქვეყნის ბიუჯეტში, რომლიდანაც ფინანსდება ყველა სასკოლო პროგრამა. მაშინ რა გამოდის? კერძო სკოლის მოსწავლის მშობელი ფულს იხდის იმაში, რომ ყველა პირველკლასელს, გარდა მისი შვილისა, დაურიგდეს კომპიუტერი; ყველა წარჩინებულმა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულმა მიიღოს "ჩემი პირველი კომპიუტერი", გარდა მისი შვილისა; ყველას დაურიგეეს სასკოლო სახელმძღვანელოები (მეორე წელია კერძო სკოლების მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ურიგდებათ სახელმძღვანელოები) და არა მათ შვილებს და რითიც დავიწყე, იქ დავბრუნდები: სადეზინფექციო მარაგების შევსება დიდ თანხებს მოითხოვს! მინდა ყველა ქველმოქმედს გადავუხადო მადლობა, ვისაც სურვილი გასჩენია და კვლავ გაუჩნდება, რომ კეთილი საქმის კეთებაში მხარში დაგვიდგეს და დახმარება გაგვიწიოს", _ ამბობს ლევან გიორგაძე. დღეისთვის ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიაში 230-მდე მოსწავლე სწავლობს და როგორც რექტორის მოადგილე ამბობს, აქაური ბავშვები ბედნიერი მომავლისთვის ძალიან ბევრს შრომობენ: "ტრადიციულად, ჩვენი ბავშვები აქტიური, წარმატებული და საინტერესოები არიან. ყოველწლიურად კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი სტუდენტი ხდება და წარმატებული კარიერისთვის და ბედნიერი მომავლისთვის ძალიან ბევრს შრომობენ და მიზანსაც აღწევენ. გამონაკლისები არც 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები იყვნენ _ გვყავს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი. ასევე, სამი მათგანი სახელმწიფო დაფინანსებით, 70%-იანი გრანტით ისწავლიან. გიმნაზიელთა პირველი თაობები უკვე მშობლებად გვიბრუნდებიან სკოლაში და თავიანთი შვილების აღზრდას ისევ ჩვენ გვანდობენ", _ ამბობს გიორგაძე, რომლის სიტყვები  სასულიერო გიმნაზიის პედაგოგიურ კოლექტივზე საუბრისას ასეთია: "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!", გიმნაზიაში კი 32 პედაგოგი ემსახურება მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს: "დიდი გამოცდილება, უამრავი პროფესიული წარმატება და ახალგაზრდული შემართება, აქ მარტო ახალბედებს არ ვგულისხმობ, ერთად იყრის თავს ჩვენთან და ურთიერთთანადგომით ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. მაშინ, როცა შენი კოლეგები და მეგობრები სხვადასხვა სკოლებიდან უფრო მეტს იღებენ გასამრჯელოდ (საბედნიეროდ, წელს სახელფასო თამასა გიმნაზიაშიც აიწია). რთულია, გულდადებულმა იმუშაო, კონცენტრაცია შეინარჩუნო, გული არ აგიცრუვდეს საქმეზე, მაგრამ გიმნაზიის მასწავლებლებმა არ უღალატეს უპირველეს მოვალეობას _ ბავშვის აღზრდას! რამდენიმე წავიდა სკოლიდან, რამდენიმემ სხვა სკოლაში შეითავსა სამსახური (არც ეს არის უცხო პედაგოგიური სამყაროსთვის). ჩვენ ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და წარმატებებს ვუსურვებთ მათ. თუმცა, ამით არ დასუსტებულა კოლექტივი _ შევსებაც მივიღეთ საინტერესო ახალგაზრდების სახით. მინდა ყველა ჩემს მასწავლებელს, მეგობარს დიდი მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, საქმის ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და კარგი მეგობრობისთვის _ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!" _ დასძენს სასწავლებლის რექტორის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...