ისინი პირველები იყვნენ

ზაფრანი

ისინი პირველები იყვნენ

2019 აგვ 5 15:45:42

მოდის სამყარო სპეციფიური სფეროა და მის ძირითად "გამწევ" ძალას მანდილოსნები წარმოადგენენ. დროთა განმავლობაში პოდიუმზე გამოსვლის უფლება "ძლიერთა სქესის" წარმომადგენლებმაც მოიპოვეს და სიმპათიური მამაკაცი მოდელები დღეს სხვადასხვა ჩვენებების აუცილებელ ატრიბუტად გადაიქცნენ. არც ის გვიკვირს, როდესაც მანეკენის ფუნქციას ცნობილი სპორტსმენები ასრულებენ, მათ შორის ფეხბურთელებიც.

უწინ "ტყავის ბურთის" ოსტატები სხვადასხვა კუტიურებთან თანამშრომლობას თაკილობდნენ და ეს საქმიანობა კაცური ღირსებების შემლახავად მიაჩნდათ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ტანსაცმლის შემქმნელებმა ფეხბურთელების თავიანთი მოღვაწეობით დაინტერესება მოახერხეს და დღეს აღარავის უკვირს პოდიუმზე ამაყად მოსიარულე დევიდ ბექჰემი თუ კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი თუ კრიშტიანუ რონალდუ. ეს ყველაფერი კი არც თუ შორეულ წარსულში ასე დაიწყო.

1992 წლის ზაფხულის ერთ პაპანაქებადღეს, სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის ფირმის ხელმძღვანელ ალექსის კენლენს ახალი იდეა გაუჩნდა. მან განიზრახა ცნობილი სპორტსმენები პოპულარული მოდელიორებისთვის დაეკავშირებინა და მოდების ჩვენებებშიც ჩაერთო. ალექსის კენლენი დაუკავშირდა იტალიელ კუტიურეს ნინო ჩერუტის და თავისი განზრახვაც გაანდო. ჩერუტი ახალი წამოწყებით აღფრთოვანებული დარჩა და პირველი "მსხვერპლის" ძიებასაც შეუდგა.

ჩერუტი იმხანად მილანში ცხოვრობდა და რა გასაკვირია, რომ თავდაპირველად თვალი ადგილობრივი "მილანისა" და "ინტერის" ფეხბურთელებს დაადგა. მოდების მაესტრომ თავდაპირველად გამოჩენილი ფრანგი მოთამაშე, "მილანის" იმდროინდელი თავდამსხმელი ჟან-პიერ პაპენი ამოირჩია. იმავე წლის შემოდგომაზე ჩერუტი და პაპენი ერთმანეთს შეხვდნენ და ფრანგი მოთამაშეც დათანხმდა ახალ საქმიანობაში მოესინჯა ძალები.

1994 წლის დამდეგს ფოტოგრაფ გრუნო ჟიუმინეს სახელოსნოში პაპენმა პირველი სინჯები გაიარა. შედეგი წარმატებული გამოდგა. ჟიუმინეს აზრით, ფეხბურთელი მეტად ფოტოგენური აღმოჩნდა და მასთან მუშაობამაც დიდი სიამოვნება მიანიჭა. აღფრთოვანებული დარჩა ნინო ჩერუტიც. "პაპენი ნამდვილი მსახიობია და ახალი პროფესიის თითოეული ნიუანსი ადვილად შეიგრძნო", - განაცხადა ჩერუტიმ. ვალში არც ფეხბურთელი დარჩენილა. "თავი სიზმარში მგონია. ვიცოდი, რომ ჩერუტი ადრე ჩოგბურთელ ჯიმი კონორსთან თანამშრომლობდა, ამიტომ როდესაც მოდების პოდიუმზე ასვლა შემომთავაზეს, ჩემთვის ეს დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა".

1995 წლის დამდეგს მილანში ჩერუტის მოდების ჩვენება მოეწყო და პაპენმაცმიიღო მონაწილეობა. რასაკვირველია, ფეხბურთელმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და მისი ფოტოსურათებიც მოდების წამყვან გამოცემებში დამკვიდრდა.

პაპენის მაგალითი გადამდები აღმოჩნდა და უკვე 1996 წელს მოდების სამყაროში კიდევ ორმა ფეხბურთელმა შეაღწია. თავდაპირველად თავი ფრანგმა მოთამაშემ ერიკ კანტონამ გამოიჩინა. ეს უკანასკნელი ასევე მისმა თანამემამულე კუტიურემ პაკო რაბანმა მიიწვია და ყოველგვარკომპლექსებს  მოკლებული ერიკიც ხალისით დათანხმდა. 1996 წლის თებერვალში კანტონამ მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ მოდების ჩვენებაში.

შემდეგი მემოდელე უელსის ნაკრებისა და ინგლისური "ლიდსის" ნახევარმცველი ჰარი სპიდი აღმოჩნდა. თუ პაპენი და კანტონა იტალიელ და ფრანგ კუტიურეებს დაუკავშირდნენ, სპიდი ცოტა შორს წავიდა და იაპონელ დიზაინერ იამამოტოსთან დაიჭირა საქმე. ეს უკანასკნელი, სხვა კოლეგების მსგავსად პარიზში მოღვაწეობდა და სპიდსაც პოდიუმზე ასვლა ამ ქალაქში მოუწია. საგულისხმოა ერთი გარემოებაც: თუ პაპენი და კანტონა ძვირად ღირებული ტანსაცმლის დემონსტრირებას ახდენდნენ, ჰარი სპიდი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგ სამოსს უწევდა რეკლამირებას.

იმავე 1996 წელს თქვენთვის უკვე კარგად ცნობილმა პაკო რაბანმა კიდევ ერთხელ "გამოიჩინა" თავი. მან საფრანგეთის ოლიმპიურ კომიტეტს რამდენიმე დღით ოლიმპიური ოქროს ჯილდოები სთხოვა და ისინი სამკაულების სახით გამოიყენა ერთ-ერთი საკუთარი კოლექციის ჩვენებისას.




 ახალი ამბები
  • სპეცრაზმი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ეზოდან, სავარაუდოდ, მომიტინგეების დასარბევად ემზადება (ფოტო)ამ წუთებში პარლამენტთან მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მხრიდან სპეცრაზმელების დიდი რაოდენობაა მობილიზებილი. გავრცელებული ინფორმაციით ისინი მომიტინგეების დასარბევად ... ...
  • "გასაღები ჩემს ხელშია!" _ გურული ლეიბორისტი აქციიდან დაბრუნდა„ლეიბორისტული პარტიის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მამალაძე გუშინ ჩატარებული აქციიდან დაბრუნდა. "დავბრუნდი და გასაღები ჩემ ხელშია! ვნახოთ, როგორ შევლენ პარლამენტში!" _ ხუმრობით გვითხრა დავით მამალაძემ. მისივე თქმით, ივანიშვილის მმართველობა სრულდება და ცოტა ხანში ხალხი განთავისუფლდება ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ლადო სურგულაძის ხსოვნას პატივი მიაგესდღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა შედგა. საკითხების განხილვის დაწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას თხოვნით, ბიუროს სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მოულოდნელად გარდაცვლილი, ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ვლადიმერ სურგულაძის ... ...
  • "არ მივცემთ სპეცრაზმს შესვლის უფლებას" _ აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტესაქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩაზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, საიდანაც, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტისკენ დაიძრება. "არ მივცემთ სპეცრაზმს შესვლის უფლებას", _ ამბობენ ... ...
  • მცირე ცვლილებები და მრავალი კითხვა15 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული ორივე საკითხი, 2019 წლის ბიუჯეტში, საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების და დამატებების შეტანას და 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის ანგარიშის მიმოხილვას ეხებოდა. ორივე საკითხის ირგვლივ მთავარი მომხსენებელი საფინანსო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი იყო. როგორც მამაკაიშვილმა ბიუროს წევრებს უთხრა, 2019 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში დამტკიცებულ ბიუჯეტში გახორციელდა მხოლოდ ორი ცვლილება, რომელიც შეეხო სოციალური პროგრამებიდან დახმარების გაცემის წესს, ხოლო მეორე ცვლილებით, მთავრობის განკარგულებით, სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში გაიზარდა 16 მილიონ 154 702 ლარით. _ 2019 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შემოსულობებმა, 2018 წლის გარდამავალი ნაშთების გარეშე შეადგინა წლიური გეგმის 86,12 %. შემოსავლების წლიური გეგმა ტრანსფერის გარეშე შესრულებულია 87,58 %-ით. ხოლო ფაქტიურმა საკასო ხარჯებმა 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით შეადგინა წლიური გეგმის 70.21 %-ი, _ თქვა მამაკაიშვილმა. მან ჩაშლილი სახით წარმოადგინა ხუთი მილიონი ნაშთი, თუ რამდენი დარჩა ევროკავშირის, მიზნობრივი, მთავრობის განკარგულებებით თუ სხვადასხვა მიმართულებებიდან, განმარტა ისიც, რომ ამხელა ნაშთი არაა გამართლებული საბიუჯეტო თვალსაზრისით. მამაკაიშვილმა თქვა, რომ ბიუჯეტში წელს ბევრი ცვლილება არ მომხდარა.  2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების განხილვისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად, მან სათამაშო ბიზნესის შეწყვეტაც დაასახელა. _ სამმა მეწარმემ, რომლებიც აქ სათამაშო ბიზნესს ფლობდნენ, მუშაობა შეწყვიტეს. წლის ბიუჯეტში, კვარტალში, დაგეგმილი იყო 250 ათასი ლარის ოდენობით გადასახადის შემოტანა. წლის დასაწყისში ამ მეწარმეებმა რაკი აქ ფუნქციონირება შეწყვიტეს, საბიუჯეტო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, _ თქვა გია მამაკაიშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კითხვაზე, რა მოხდება ამის შემდეგ, არის თუ არა კიდევ სხვა სახის სათამაშო ბიზნესი ქალაქის ტერიტორიაზე, მამაკაიშვილმა განმარტა: _ როგორც ვთქვი, სამმა მეწარმემ გადაწყვიტა წასვლა. ისინი გავიდნენ ოზურგეთიდან. ახლა აქ მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა. სათამაშო ბიზნესის აპარატები აგრძელებენ ფუნქციონირებას, რომელთაგან, მილიონი ლარის ნაცვლად (რომელიც, ძირითადად, წელიწადში აწ წასულებისგან შემოდიოდა), შემოვა 100-150 ათასი ლარი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ცვლილება. დღეის მდგომარეობით, პროექტის მიხედვით, შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი 7 648 428, 55 ლარით იზრდება. შემოსავლების ნაწილში საკუთარი შემოსავლები 851 300 ლარით, _ თქვა მან. _ ძალიან კარგია, რომ ბიუჯეტში ცვლილებებმა და დამატებებმა იკლო, მაგრამ რამ გამოიწვია ეს? ბიუჯეტის პროცესების ანალიზის დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ცვლილებების შეტანა. მიზეზი არის ცუდი საბაზისო მონაცემები და ცოტა მცდარი დასკვნების გამოტანა. ტექნიკური ხარვეზებია თუ რა ხდება? ჩემი შენიშვნა ეხება დამატებებს. ჯარიმების მუხლში დაგეგმილია დამატებით 851 ათასი ლარით შევსება და წლის ბოლომდე. რომ არ შემოვიდეს ეს თანხა? ან რამ განაპირობა ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა? გასაგებია მიზანი, მაგრამ ეს მთლად გამართლებული არ არის, _ თქვა ლავრენტი ბიგვავამ და მაგალითად მოიყვანა გასულ წლებში რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა მოუვიდა მსგავსი ქმედებისას. როგორც გია მამაკაიშვილმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ამ მუხლში გეგმა 105 %-ით არის შესრულებული, ხოლო ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრის თვეებში შემოსულობებს ველოდებით და პრობლემა არ იქნება. ლავრენტი ბიგვავა მაინც თავის მოსაზრებას ასაბუთებდა და ისიც თქვა, რომ მაგას კრედიტი აგეღოთ, ის ჯობდაო. ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ცვლილებებს კომისიები და ფრაქციები განიხილავენ, რასაც შემდეგ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ თქვა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?