ქალი, მანიკიური და ასტროლოგია

ზაფრანი

ქალი, მანიკიური და ასტროლოგია

27 მაი. 2020, 17:05:51

ვერძ. ეს ნიშანი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით არის გამორჩეული. ვერძი, როგორც წესი, ძლიერი და ჯიუტია ბუნებით. მას არ იზიდავს ოჯახური სიმყუდროვე, თუმცა ის – არაჩვეულებრივი დიასახლისია. ვერძი კეთილშობილი ნიშანია და სხვისგანაც იგივეს მოითხოვს. მისი მტერი – ერთფეროვნებაა. ამიტომაც აქვე უნდა დაივიწყონ სტანდარტული ფერის ფრჩხილის ლაქი. ვერძი - ექსპერიმენტატორია, რომელიც გარშემომყოფებს ფრჩხილის ”საბრძოლო შეფერილობის” ახალი და ახალი ვარიანტებით აოცებს. მათთვის უპრიანია მკვეთრი, ცეცხლოვანი ფერები: წითელი, ოქროსფერი, ჟოლოსფერი, ხოლო მისთვის მანიკიურის გასაკეთებლად საუკეთესო დღე სამშაბათია.

კურო სინაზითა და გრაციოზულობით გამოირჩევა. ის საკუთარ თავში დარწმუნებული ნიშანია და ძალიან მომთხოვნია საკუთარი გარეგნობის მიმართ. მას არ სჭირდება იმის კარნახი, რომ სისტემატურად უნდა ეწვიოს სილამაზის სალონს. კუროს ეს სისხლში აქვს გამჯდარი! ამასთან, კურო ძალიან რომანტიკულია და უპირატესობას ძვირფასსა და ხარისხიან ნივთებს ანიჭებს. მანიკიურისთვის უმჯობესი იქნება, თუ შეარჩევს ღია პასტელურ ფერებს, ასევე - ცისფერს, იისფერს, ლიმონისფერს, ღია ყვითელსა და მწვანეს. უძვირფასეს ფრჩხილებზე კი რეკომენდებულია, პარასკევს იზრუნონ.

ტყუპს არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება. ის ვერ იტანს ყველაფრის განსჯა-გაზომვას. თავგადასავლებისთვის ტყუპი ყველაფერზე წავა. ის მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ირგვლივ ყველაფერი აინტერესებს. გარდა ამისა, მას საუკეთესო წარმოსახვის უნარი აქვს, რაც ფრჩხილის დიზაინის კეთებისას კარგად ადგება. ტყუპის მიერ ოთხშაბათს გაკეთებული მანიკიური უნდა იყოს რუხი, იისფერი, ნარინჯისფერი ან ღია ყვითელი ფერის.

კირჩხიბს შეუძლია გაიზიაროს სხვისი ტკივილი და დაეხმაროს ყველა გაჭირვებულს. ის იშვიათად სტუმრობს სილამაზის სალონებს და ურჩევნია, თავად იზრუნოს საკუთარ სილამაზეზე. მისი ფერებია - ვერცხლისფერი, ღია ნარინჯისფერი, თეთრი. სწორედ ამ ფერებს იყენებს კირჩხიბი მანიკიურის კეთებისას, უმეტესწილად, ორშაბათს.

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სიცოცხლით სავსენი და ამაყები არიან. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყველაზე მეტად კი ძვირფას ნივთებსა და სიმდიდრეს აფასებენ. ვერ იტანენ მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. ყოველთვის უზადოდ გამოიყურებიან, რადგან დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარ გარეგნობას. არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ლომები მანიკიურს, რომელსაც კარგი იქნება, თუ კვირას გაიკეთებენ და შეარჩევენ ალისფერს, ნარინჯისფერსა და ყველა ტონის ყვითელ ფრჩხილის ლაქს.

ქალწულებს არ უყვართ, როცა ზედმეტ ყურადღებას იპყრობენ. მათთვის უცხოა ვნებისა და ემოციების ქარცეცხლი, თუმცა მზად არიან, ძვირფასი ადამიანისთვის მსხვერპლი გაიღონ. ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები უპირატესობას ”პერლამუტრ” ლაქს ანიჭებენ. ასევე, მოსწონთ თეთრი, მწვანე და ღია ცისფერი მანიკიური, რომელსაც კარგი იქნება, თუ ოთხშაბათს გაიკეთებენ.

სასწორი ყველას აოცებს თავისი ლოგიკით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხშირად ღრუბლებში დაფრინავენ. ძალიან რომანტიკულები არიან და კარგად განვითარებული წარმოსახვის უნარი აქვთ, რომელსაც უმჯობესია, თუ პარასკევ დღეს მანიკიურის გასაკეთებლად გამოიყენებენ. უპიირატესობა კი უნდა მიანიჭონ ცისფერს, ლურჯს და ყველა პასტელურ ფერს.

მორიელი თავისი ტემპერამენტით გამოირჩევა. ის წინააღმდეგობებით სავსე ნატურაა, რაც, პირველ რიგში, ადამიანებთან მიმართებაში გამოიხატება. მორიელს შეუძლია ერთნი გაანადგუროს, მეორენი კი ცამდე აიყვანოს. ძირითადად, ეს დამოკიდებულია ადამიანების მათთან მიმართებაზე. ასტროლოგიის თანახმად, მორიელმა მანიკიურს სამშაბათი დღე უნდა მიუძღვნას. მისთვის იდეალური იქნება სისხლისფერი წითელი და მუქი შინდისფერი ფრჩხილის ლაქი.

მშვილდოსანი გიჟდება მხიარულ, ხმაურიან კომპანიებზე და ამის მერე არეული სახლი სულაც არ აღიზიანებს. მის გარეგნობაშიც შეიმჩნევა მოუწესრიგებლობის კვალი. თუ ეს ნიშანი ფრჩხილის მოვლას წესად გაიხდის, კარგი იქნება, თუ ამისათვის ხუთშაბათს გამოჰყოფს, ლაქის ფერად კი აირჩევს: ლურჯსა და მწვანეს (მის ყველა ტონს), შინდისფერსა და იისფერს.

თხის რქა გაწონასწორებული და მშვიდი ნიშანია, თუმცა ერთი შეხედვით. ამის მიღმა ვნება და ცეცხლოვანი ტემპერამენტი ჩქეფს, რასაც რატომღაც საგულდაგულოდ ფარავს. თხის რქა ძალიან ერთგულია, კონსერვატორია, რაც მისი ფრჩხილის ლაქის ფერების შერჩევისასაც აისახება: უპირატესობას ანიჭებს მუქ ფერებს, ისეთებს, როგორებიცაა, შავი, ლურჯი და ფერფლისფერი. ფრჩხილის მოვლის პროცედურისთვის იდეალურია შაბათი დღე.

მერწყული სწორხაზოვანია და სავსეა წინააღმდეგობებით. მას შეუძლია მთელი მონდომებით შეისწავლოს რაღაც ახალი, შემდეგ კი უცებ ყველაფერი მიატოვოს და სხვა რამეზე გადაერთოს. ეს საქციელი შეიძლება აიხსნას მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის დაკარგვით. ალბათ ამიტომაც არის, რომ მერწყული - ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანია, რომელსაც კვირაში ერთდროულად ორი დღე აქვს მანიკიურის გასაკეთებლად: ოთხშაბათი და შაბათი. ლაქის ფერები წყლის ტონშია გადაწყვეტილი: ულტრამარინი, ლურჯი და მასზე გაკეთებული მსგავსი ფერების ზოლები.

თევზები დიდ პატივს სცემენ ძვირფას ნივთებს. ეს ადამიანები სათუთები და მგრძნობიარეები არიან, თუმცა ეს არ არის მათი მთავარი იარაღი. თუ თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულები მანიკიურს გაიკეთებენ ხუთშაბათს და გამოიყენებენ ზღვის ტალღის ფერს, ლილისფერსა და იისფერ ლაქებს, მომაჯადოებლები იქნებიან გარშემომყოფების თვალში.




 ახალი ამბები
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...