კავშირი ადამიანის ხასიათსა და ხელწერას შორის

ზაფრანი

კავშირი ადამიანის ხასიათსა და ხელწერას შორის

2018 ნოე 14 21:34:55

ადამიანის ხელწერა ისეთივე უნიკალურია, როგორც თვითონ ადამიანი. ყველა პიროვნებას განსხვავებული ხელწერა გააჩნია. ეს იმიტომაა, რომ ხელწერა დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე. ალბათ დაკვირვებიხართ ცვალებადი ხასიათის ადამიანები ყოველთვის სხვადასხვანაირად წერენ. მეცნიერებას, რომელიც კავშირს ავლენს ადამიანის ხასიათსა და მის ხელწერას შორის გრაფოლოგია ეწოდება. იქამდე სანამ გეტყოდეთ, თუ როგორ გავარკვიოთ ადამიანის ხასიათი მისი ხელწერის მიხედვით, რამდენიმე საინტერესო დეტალს გაგაცნობთ გრაფოლოგიის შესახებ. ამ თემაზე პირველი შრომა 1622 წელს გამოქვეყნდა: „იმის შესახებ, როგორ გავიგოთ წერილის მიხედვით მისი დამწერის ხასიათი და თავისებურებანი“, რომლის ავტორიც კამილო ბალდი გახლდათ. ბალდის დროს ნაშრომი გრაფოლოგიაზე შეუმჩნეველი დარჩა, რადგან იმ დროს წერა მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა იცოდა. დღეს კი ეს მეცნიერება აქტიურად გამოიყენება კრიმინალისტიკაში.

იმისათვის, რომ გავრკვიოთ პიროვნების ხასიათი მისი ხელწერის მიხედვით, რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, როგორიცაა ხელწერის დახრილობა, ხაზების მიმართულება, ხელნაწერის სიდიდე, ხელწერის ფორმა, აკურატულობა და დაწოლა.
სწორი, დაუხრელი ხელწერა ადამიანის კეთილგონიერებას, თავშეკავებულობასა და შინაგან ჰარმონიას მოწმობს. ასე ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები წერენ.

მსუბუქი დახრა მარჯვენა მხარეს დახრილობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ასე წერენ გულღია, ზომიერად თამამი და კეთილგანწყობილი ადამიანები, რომელთაც დროდადრო იმპულსებისადმი დამორჩილება სჩვევიათ.

დახრილი ხელწერა ემოციურობაზე მეტყველებს – მის მფლობელს თავის ხელში აყვანა ყოველთვის არ შეუძლია.

ძლიერი მარჯვენა დახრილობის მქონე ხელწერა, როგორც წესი, ახასიათებთ ადამიანებს, ვისთანაც ენთუზიაზმი მომენტალურად ჩნდება და ასევე სწრაფად ნელდება. ასე წერენ ენერგიული, არაორდინალური ადამიანები, ვისაც ძალიან მალე უყვარდებათ.

მსუბუქი დახრილობა მარცხნივ მამაცურ ხასიათზე მეტყველებს. ასეთი ხელწერის მქონე ადამიანები ცხოვრებაში გონებით ხელმძღვანელობენ, ისინი ჭკვიანები და წინდახედულები არიან.
მარცხნივ ძლიერი დახრილობის მქონე ხელწერის პატრონებში, როგორც წესი, შინაგან ემოციურობასა და გარეგნულ თავშეკავებას შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს.

მკვეთრად „უკან“ დახრილი ხელწერა გვეუბნება, რომ ადამიანი ჰიპერმგრძნობიარეა, მაგრამ ამას სხვებს ძალიან იშვიათად აჩვენებს.

ზემოთ მიმართული ხაზების ავტორი ოპტიმისტია მას ბავშვური უშუალობა ახასიათებს ან წერის დღეს განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე იყოს.

სწორი და თანაბარი ხაზები შინაგან დისციპლინაზე მეტყველებს. მისი მფლობელი აკურატული და წინდახედული ადამიანია.

თუ ხაზები დაბლა მიდის, ავტორი ცუდი ხასიათზეა. ძირითადად ხაზები მაშინ იწევენ დაბლა, როდესაც რაიმე მოსაწყენს ვწერთ, მაგრამ თუ მუდმივი ხასიათი აქვს, ხელწერის პატრონი შეიძლება მსუბუქ დეპრესიაშიც იყოს.

მსხვილი ასოებით გულღიადა საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები წერენ. ასეთი ხელწერა ხშირად გადამეტებულ თვითშეფასებაზეც მეტყველებს.

ზედმეტად მსხვილი ხელწერა საკუთარი თავით შეპყრობილ ადამიანებს, მარტივად კი – სრულ ეგოისტებს აქვთ.საშუალო ასოებით მშვიდი, ადეკვატური თვითშეფასების ადამიანები წერენ.

იმ შემთხვევაში, თუ ხელწერის ზომა ყოველი ხაზის ან წინადადების ბოლოსკენ ცოტათი იზრდება – საქმე გულღია, დამოუკიდებელ და თავისუფალ დამიანთან გვაქვს. ხოლო თუ პირიქით, ასოები მცირდება – მისი მფლობელი რაღაცის დამალვას ცდილობს.

მინიატურული ხელწერა შეიძლება მხედველობის დარღვევებთან იყოს დაკავშირებული. პატარა ასოებით წერა ასევე მეტყველებს გონების ანალიტიკურ წყობაზე, დეტალებისადმი გადაჭარბებულ ყურადღებაზე. წვრილი ხელწერის პატრონთა უმეტესობა მორცხვია.

მომრგვალებული ასოებით უმეტესად მხიარული, უბრალო და გულკეთილი ადამიანები წერენ.

მახვილკუთხიანმა ასოებმა ორი მიმართულებით შეიძლება წაგვიყვანოს, რომლებიც ხშირად ერთმანეთთანაა შეხამებული: აგრესიულობა და ძალიან მაღალი ინტელექტი. მახვილკუთხოვანი ხელწერის მქონენი ხშირად გამჭრიახი, ცბიერი, ჭკვიანი ადამიანები არიან.

„კუთხოვანი“ ხელწერა – თუ ასოები მახვილი არ არის, მაგრამ ერთგვარი სიმკვეთრე, სწორი კუთხეები, ასოების პარალელური „გვერდები“ შეინიშნება – საქმე დაკვირვებულ, ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ღრმად აღმქმელ ადამიანთან გვაქვს. ასეთ პიროვნებებს ხშირად სხვების მართვა მაღალ დონეზე გამოსდით.თუ კუთხოვან ხელწერაში ასოებიც საკმაოდ დიდია, ეს მფლობელის მანიპულაციებისადმი მიდრეკილებაზე მეტყველებს.

“ბატისფეხური" ნაწერი ამბობს, რომ მისი მფლობელი გაუწონასწორებელი ადამიანია. უმეტეს შემთხვევებში, ბატისფეხური ხელწერის მქონეებს დღის განსაზღვრული გრაფიკი არ აქვთ, სამსახურიც სტრესული აქვთ.ამას გარდა, ბატისფეხურით წერა გენიოსების დამახასიათებელია. მსოფლიოს გენიოსების უმრავლესობას აბსოლუტურად გაურკვეველი ნაწერი ჰქონდა.
რაც უფრო გარკვეულად წერს ადამიანი, მით გაწონასწორებული და ძლიერი პიროვნებაა. ხელწერის გარკვეულობა მშვიდი და მდგრადი ფსიქიკისა და არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაში მყოფ ადამიანებს ახასიათებთ.

თუ დაწოლა სუსტია, მაშინ პიროვნება მორცხვი და ადვილად მართვადია.

თუ ფურცელს დაწოლა საერთოდ არ ეტყობა, მაშინ მისი დამწერი არათავდაჯერებული და დაკომპლექსებულია.

ძლიერი დაწოლის შემთხვევაში ადამიანი ემოციური ან თუნდაც ისტერიულია.




 ახალი ამბები
  • მუშების დაშავებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსდღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში.   სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.  სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.  (R)       ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში _ მაღაზიაში ამწე შევარდაცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების გამო ამწე ერთ-ერთი მაღაზიაში შევარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით ... ...
  • წვიმა და სეტყვა _უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი ... ...
  • 9 წლის გოგოს მკვლელობა _ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდასასამართლომ 9 წლის გოგოს მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ... ...
  • პატრიარქის ფონდი გაქურდეს პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე კომენტარი ფონდიდან არ გაკეთებულა. ამ დროისთვის უცნობია რა ნივთებია წაღებული ფონდის ოფისიდან. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...