კბილებისთვის სახიფათო საკვები
დიეტური სასმელები - ამ სასმელებს არ აქვთ შაქარი, თუმცა შეიცავენ დიდი რაოდენობით მჟავებს, მათ შორის ფოსფორის მჟავას, რაც კატასტროფულად მოქმედებს კბილებზე.
ჩირი - კბილებისთვის ყველა სახის ჩირი მავნებელია. როცა ხილი გამომაშრალია, გამხმარია, მასში აღარ არის წვენი, რაც შაქარს ძალიან ააქტიურებს და კბილებს ვნებს.
ყავა - ყავა შეიცავს ტანინის მჟავას და შესაბამისად, ყავას იმაზე მეტი ზიანის მიყენება შეუძლია თქვენი კბილებისთვის, ვიდრე წარმოიდგენთ. მისი მოქმედების შედეგად შეიძლება დაიშალოს ემალი. რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ყავას, მით უფრო ცუდ გავლენას ახდენს ის კბილებზე.
გრეიფრუტი - ადამიანები თვლიან, რომ გრეიფრუტი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ რეალურად, მას საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია თქვენი კბილებისთვის. გრეუფრუტი დიდი რაოდენობით შეიცავს მჟავას. მისი მოქმედების შედეგად, კბილის ემალი კარგავს ჯანსაღ იერს, ის კბილიდან შთანთქავს კალციუმს.
მარილიანი საკვები - მაგ: კრეკერები, მარილიანი ჩხირები, უფრო ცუდია კბილებისთვის ვიდრე კანფეტები, რადგანაც ეს პროდუქტი არის ფერმენტირებული და სახამებლის მაღალი შემცველობა აქვთ.
ყელის ტკივილისა და ხველის საწინააღმდეგო საწუწნი აბები - ეს აბები კანფეტების მსგავსად დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ის ააქტიურებს ბაქტერიას პირის ღრუში და პრობლემებს წარმოშობს.
ლიმონის ცივი ჩაი - ბარჰენის რეკომენდაციით მსგავსი სასმელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვათ, თუ გსურთ, რომ კბილებს ჯანსაღი იერი დიდხანს შეუნარჩუნდეს, ვინაიდან ის დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავს და ისეთი ეფექტი აქვს კბილებზე, როგორც ძმრის მოხმარებას.