ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

gurianews.com

ზაფრანი

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

2018 ივლ 17 18:01:28

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე ყავის გავლენას შეისწავლის, მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა - ყავას C ჰეპატიტის მქონე ავადმყოფების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. თურმე დღეში რამდენიმე ფინჯანი ყავა ანელებს პათოლოგიური ცვლილებების და მასთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებების განვითარებას.

4-წლიანი კვლევის მანძილზე მეცნიერები აკვირდებოდნენ 766 პაციენტს, რომელთაც ჰქონდათ C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებები და მათზე ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატები არ მოქმედებდა, ავადმყოფები დაყოფილნი იყვნენ, ჯგუფებად, იმის მიხედვით, თუ რამდენ ფინჯან ყავას მიირთმევდნენ ყოველდღიურად. ყურადღება ექცეოდა ჩაის მიღებასაც.

კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ ყავისადმი გულგრილ მონაწილეებთან შედარებით, მათ ვინც ყოველდღიურად სამ ან უფრო მეტ ფინჯან ყავას მიირთმევდა, მდგომარეობის გაუარესების 47%-ით ნაკლები რისკი აღენიშნებოდა. უნდა ითქვას, რომ ჩაის მოხმარება არანაირად არ მოქმედებდა დაავადებით გამოწვეული პათოგენური პროცესების განვითარებაზე.


ნახვა: 80


 ახალი ამბები
  • ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით დედა-შვილი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ლ. შ. და 1960 წელს დაბადებული ლ. შ. არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებული ლ.შ. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი შვილის გაყიდვას აპირებდა. იგი, დედასთან - 1960 წელს დაბადებულ ლ.შ.-სთან ერთად, ბავშვის შეძენის მსურველებს ეძებდა, რომლებთანაც თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა. დედა-შვილმა ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღესვე, 1000 ლარის სანაცვლოდ გაყიდეს. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაყიდვას ... ...
  • “გადავარჩინოთ ვატო“ - ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტზე საზოგადოებას მიმართა“ბლექ სი არენაზე“ ნანი ბრეგვაძის კონცერტის დაწყებამდე ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა დარბაზში მსხდომ საზოგადოებას მიმართა და დახმარება ითხოვა. “საქმე იმაში გახლავთ, ჩვენი უმცროსი მეგობარი, ორკესტრის მუსიკოსი,  მევიოლინე 26 წლის, ვატო მაღრაძე ლეიკემიითაა ავად. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით და ამისთვის საჭიროა საკმაოდ სოლიდური თანხა, ამიტომ ყველა კონცერტი, რომელსაც ჩვენ ვმართავთ, ან ვმონაწილეობთ, მივმართავ გულწრფელად აუდიტორიას თუ კი ვინმემ საშუალება აქვს შემოგვიერთდეს. თითოეული ჩვენგანის დახმარება მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ წელს ის ჩვენ გვერდზე იდგეს და თავისი საქმე აკეთოს“, _ მიმართა საზოგადოებას ნიკოლოზ რაჭველმა. ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს ვატოს, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ მისამართებზე. საქართველოს ბანკი  მიმღები: ნათია ყულოშვილი  GE52BG0000000100979687  თი ბი სი ბანკი  მიმღები: ნინო თავბერიძე  GE72TB7770245061600009 Paypal: paypal.me/vatostvis 0901701368 ბილაინიდან და მაგთიდან ზარის ღირებულება ... ...
  • ზუზუ გარდაცვლილი იპოვეს მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს, _ ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. შსს-ს ცნობით გარდაცვლილის ძალადობის კვალი არ ეტყობა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. საქმე სსკ-ის 115 მუხლით აღიძრა, რაც თვითვკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სად მიიღებენ ოზურგეთის უპოვართა სასადილოს ბენეფიციარები საკვებსროგორც "გურია ნიუსი" წერდა, ოზურგეთის უპოვართა სასადილო, გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლების შემოწმების შემდეგ დაიხურა და გაურკევეველი რჩებოდა, სად მიიღებდა სასადილოს 170 ბენეფიციარი კუთვნილ ერთჯერად საკვებს. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ბენეფიციარებს დღეს ერთ-ერთ დარბაზში ... ...
  • სავალალო მდგომარეობა ოზურგეთის უპოვართა სასადილოშისურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები ქალაქ ოზურგეთში მდებარე უპოვართა სასადილოში შევიდნენ. შემოწმების შემდეგ სასადილო დაიხურა. სამმართველოს უფროსი, ნინი შეწირული ამბობს, რომ სასადილოში კატასტროფული მდგომარეობა დახვდათ. “გეგმიური ინსპექტირების გადამოწმება იყო. აქ გაკეთებული საჭმელი საფრთხის შემცველია. მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ალტერნატიული ადგილის მოძებნა უნდა დაიწყოს, იმდენად სავალალო მდგომარეობა უპოვართა სასადილოში“, _ გვითხრა ნინი შეწირულმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე გააკეთებს. ამ დროისთვის ცნობილი არ არის ხვალ სად მოუწევს 170 ბენეფიციარებს კერძების ... ...

არქივი

ზაფრანი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...