ყველაზე გრძელი

gurianews.com

ზაფრანი

ყველაზე გრძელი

2017 სექ 13 11:34:26

კოლუმბიის "სანტა როზა დე კაბალას" ტრადიციულ ფესტივალზე გინესის ახალი რეკორდი დამყარდა.

სანელებლებიანი, შემწვარ-შებოლილი ლათინურ-ამერიკული ძეხვის - "ჩორიზოს" სიგრძემ 1400 მეტრს მიაღწია.

"ჩორიზო" ჩვეულებრივ ნახევარი მეტრი სიგრძისაა, სარეკორდოს დამზადებას კი 88 კგ ხორცი, 120 კგ ღორის ქონი, 130 კგ სხვადასხვა სანელებელი და 20 მზარეულის შრომა დასჭირდა.

წინა რეკორდსმენი მექსიკური "ჩორიზო" 1245-მეტრიანი გახლდათ. ახალი "ჩემპიონი" ფესტივალის სტუმრებს მშვენივრად შეერგოთ.



 ახალი ამბები
  • 2015 წელს "დაბლოკილი" "ისლამური სახელმწიფოს" ქართულენოვანი გვერდები ისევ ხელმისაწვდომია2015 წელს, „გურია ნიუსმა“ აღმოაჩინა, რომ ინტერნეტ სივრცეში ფუნქციონირებდა ქართულენოვანი ვებგვერდი სახელწოდებით _ „ხალიფატი _ ისლამური სახელმწიფო“ ამ გვერდზე ათეულობით ვიდეო და სტატია იყო გამოქვეყნებული, რომელიც ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სიახლეებს, გზავნილებს და მოწოდებებს შეიცავდა. ჩვენ მიერ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება მოჰყვა _ ვებგვერდი დაიბლოკა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ ამ და სხვა მასთან დაკავშირებული გვერდების გახსნა სხვადასხვა საშუალებით დღესაც შესაძლებელია. ამის შესახებ გვერდზე შესვლისთანავე შეიტყობთ, რომელიც გასწავლით სუს-ის მიერ „დაბლოკილი“ გვერდის გახსნის რამდენიმე ვარიანტს. ამ გვერდების გახსნა შესაძლებელია, აგრეთვე, სპეციალური პროქსისერვერების საშუალებით. „მათი პრიმიტიული შესაძებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ ის შეძლეს, რომ ჩვენს საიტზე საქართველოდან შესვლა შეზღუდეს, მაგრამ საიტი მისაწვდომია უცხოეთიდან,  ასევე, საქართველოსთვის შევქმენით მეორე საიტი, რითაც ჩვეულებრივად ისარგებლებთ და მიიღებთ სიახლეებს ისლამური სახელმწიფოდან”, _ აღნიშნულია გვერდზე, სადაც 2015 წლის შემდეგ სიახლეები არ გამოქვეყნებულა, თუმცა, მასალები, რაც მანამდეა გამოქვეყნებული, შეიცავს მუქარას საქართველოს წინააღმდეგ და სპეცსამსახურებს ამ დრომდე უნდა აეყვანათ მკაცრ კონტროლზე. ამავე დროს, ინტერნეტ სივრცეში ყოველგვარი პროქსისერვერების გარეშე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სხვა ვებგვერდი, განახლებებით და ინფორმაციით სავსე, რომელიც, ასევე, ქართულენოვანია და სადაც ISIS-ის ქართველი მებრძოლების არა ერთი მოწოდება და შეგონებაა „მუჯაჰიდი ძმებისთვის“. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში 22 საათის განმავლობაში ატარებენ ანტიტერორისტულ ოპერაციას სავარაუდო ტერორისტების დასაკავებლად; ოპერაციას, რომელსაც ბევრი კითხვის ნიშანი აქვს _ საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, ვინ არიან ლიკვიდირებული პირები; როგორ მოახერხეს მათ დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალას შეტანა თბილისის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში არსებულ ბინაში. ასევე, პასუხგაუცემელია კითხვა _ თუკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა სავარაუდო ტერორისტებს, რატომ არ არის ამ დრომდე მათი ვინაობა დადგენილი?! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის თქმით, იმაზე მეტს, რაც უკვე თქვეს, „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ ვერ გვეტყვიან და, შესაბამისად, ეს კითხვები უპასუხოდ რჩება. რაც შეეხება სუს-ის მიერ „დაბლოკილი“ გვერდების ფუნქციონირებას და კითხვაზე პასუხს _ თუ რატომ არის ამ დრომდე გვერდები ხელმისაწვდომი, გიორგობიანის თქმით, მას შედეგ გვიპასუხებენ, რაც დეტალებში გაერკვევიან. ამავე თემაზე: ISIS-ის ქართველი მებრძოლი: "ვილაიეთ ჯორჯიას საქმეში საქაღალდე სქელდება" "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ _ შსს მინისტრი სპეცოპერაციის დროს კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა ხალიფატის ახალი ვიდეო და ქართულად მიმართვა _ "ქართველების გვერდით ცხოვრება აკრძალულია" (რედაქტირებული) როგორ გახდა დეპუტატობის კანდიდატი ISIS-ის მებრძოლი რა იცის სუს-მა ისლამური სახელმწიფოს ქართულენოვანი ვებგვერდის შესახებ "ახლა გამოიღვიძეთ ხო?" _ კომენტარი ხალიფატის ქართული საინფორმაციო არხიდან ... ...
  • კიდევ ერთი ცვლილება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კიდევ ერთი სიახლეა. კერძოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებზე არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება. “აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან. ცვლილების თანახმად, გამონაკლისი მხოლოდ იმ აბიტურიენტებს შეეხებათ, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ კვლავ შეეძლებათ გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში ჩააბარონ რუსულ ენაზე”, – აღნიშნულია მაია მიმინოშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცენტრისვე ცნობით, სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილება არ შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას. ეს გამოცდა ჩატარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ... ...
  • რას ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დასახელებადღეს, ქაშვეთში, გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დაწყებამდე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატრიარქის მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე", – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე უფლებამოსილია, მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. მოსაყდრე, ასევე, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, საპატრიარქო კანდიდატების ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი დღეს დონალდ ტუსკს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდება. მოლაპარაკებები ბრიუსელში დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან. ინფორმაცია გამოცემა Politico ავრცელებს. ტუსკთან მოლაპარაკებები ბრიუსელში დაგეგმილ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტამდე ერთი დღით ადრე იმართება. “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მეხუთე სამიტი ბრიუსელში ხვალ არის დაგეგმილი. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წევრები დაესწრებიან. როგორც სამიტის წინ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სამიტზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ. პრიორიტეტულად კი დასახელებულია ოთხი საკითხი : 1. ძლიერი ეკონომიკა, რაც ეკონომიკის განვითარებას და ბაზრის შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას ითვალისწინებს. 2. ძლიერი მმართველობა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს. 3. ძლიერი კავშირები. რაც ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას უკავშირდება. 4. ძლიერი საზოგადოება, რაც მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცებას ეხება. ამ პრიორიტეტების მიხედვით, განსაზღვრულია 20 ამოცანა. რომელთა შესრულებასაც პარტნიორები 2020 წლამდე ... ...
  • "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ _ შსს მინისტრიშს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის მასშტაბები შეაფასა. გიორგი გახარიას განცხადებით, "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“. ფაქტისთვის ტერორიზმის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხზე მინისტრი არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს პროკურატურის და გამოძიების საქმეა. „სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზის ის ეტაპი, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისთვის, სჯობს თავი შევიკავოთ წინასწარი შეფასებებისგან. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას",- განაცხადა მინისტრმა.  შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გუშინ დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებისას ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა, ოთხი სამართალდამცველი ... ...

არქივი

ზაფრანი

ტრაქტორიდან „ლამბორჯინამდე“

საქვეყნოდ ცნობილი საავტომობილო გიგანტის, "ლამბორჯინის",...

როზალინდა ჩელენტანოს საიდუმლო

რამდენიმე ხნის წინ ადრიანო ჩელენტანოს...

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...