რამდენი წელი ცოცხლობს სიყვარული? - ასტროლოგიური ახსნა

ზაფრანი

რამდენი წელი ცოცხლობს სიყვარული? - ასტროლოგიური ახსნა

11 იან. 2021, 16:45:06

გავრცელებული მოსაზრებით მიჩნეულია, რომ სიყვარული დაახლოებით ერთ-ნახევარი ორი წელი ცოცხლობს წყვილებს შორის, ვნება - სამიდან ოთხ წლამდე, მეგობრობა - 7-8 წელი, ხოლო ენერგეტიკული კავშირი ზოგადად შეყვარებულ ადამიანებს შორის, დაშორების შემთხვევაშიც ნარჩუნდება 7 წლის მანძილზე.

ასტროლოგიური კუთხით, სასიყვარულო რომანები ძირითადად რამდენიმე ასპექტის აქტივაციისას იწყება. ერთ შემთხვევაში ეს არის იუპიტერი-ვენერას დადებითი ასპექტები (ერთი პარტნიორის ვენერა მეორე პარტნიორის იუპიტერს უერთდება, ტრინს აკეთებს ან სექსტილს ქმნის მასთან). ხოლო მეორე შემთხვევაში მარსი-ვენერას ჰარმონიული კავშირი განაპირობებს მორიგი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში.

ზემოთ ხსენებული პერიოდები ყოველ ორ-ოთხ წელიწადში ერთხელ მეორდება, ამიტომ წყვილები მარსი-ვენერას და იუპიტერი-ვენერას მორიგი პოზიტიური ტრანზიტისას, განსაკუთრებულ ჰარმონიას გრძნობენ ერთმანეთის გარემოცვაში და ეძლევათ შანსი კიდევ ერთხელ განიცადონ მორიგი თაფლობის თვე მეორე ნახევართან.

სელენა ანუ თეთრი მთვარე წყვილს შორის გულწრფელობის მოთხოვნილებას აძლიერებს, მისი ასპექტები დაახლოებით შვიდ წელიწადში ერთხელ მეორდება, ამიტომ ამგვარ პერიოდში მეუღლეებს შორის ურთიერთგაგება იმატებს და აქამდე ტაბუდადებულ საკითხებში გარკვევა მარტივი ხდება. სელენას გავლენით ძველი წყენების გადახარშვაც არის შესაძლებელი, თუკი წყვილი მის პრინციპებს "აპატიო-დაივიწყო" მიჰყვება.

ლილიტი იგივე შავი მთვარე კი პირიქით, ადამიანებში მათი ჩრდილოვანი მხარის წინ წამოწევას უწყობს ხელს. ამიტომ ლილიტის ციკლის დადგომისას, რომელიც ყოველ 9 წელიწადში ერთხელ ხდება, მეუღლეებს შორის ერთმანეთის ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილების პერიოდი დგება. აქედან გამომდინარე, სასურველია, ლილიტის ციკლისას გაცილებით უფრო მეტი ლოიალურობით მოეკიდოს ცოლ-ქმარი ერთმანეთის ხასიათში აღმოჩენილ ან გაძლიერებულ ნაკლოვანებებს.




 ახალი ამბები
  • შსს "ნაციონალურ მოძრაობას" ოფისიდან წაღებულ ტექნიკას უბრუნებსშინაგან საქმეთა სამინისტრო "ნაციონალურ მოძრაობას" ოფისიდან წაღებულ ტექნიკას უბრუნებს, მაგრამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უწყებაში მისვლაზე ტექნიკის წამოსაღებად უარი თქვეს. „2021 წლის 23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს და დალუქეს, რადგან არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა“,_ აცხადებს ... ...
  • მტკვარში კაცის ცხედარი იპოვესგორში, მდინარე მტკვარში ასაკოვანი კაცის ცხედარი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. წყარო: ... ...
  • მურმან დუმბაძე: ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა პარლამენტში ბოლომდენიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა. „კაცმა გააპროტესტა ოკუპანტის ჩამოსვლა საქართველოში და აპირებდა შესვლას პარლამენტში. უნდა შესულიყო. მე არ ვყოფილვარ, პირველი შემთხვევა იყო 30 წლის განმავლობაში, როცა არ ვყოფილვარ. მე შევიდოდი პარლამენტში, გავაპროტესტებდი და გამოვათრევდი გავრილოვს გარეთ. ამიტომ ყველა მეთოდი, რაც ცივილიზებულ სამყაროს მოუფიქრია - დაწყებული რევოლუციით, დამთავრებულო მოფერებით, ყველაფერს გავაკეთებთ. არანაირი პრობლემა აქ არ არის“, - განაცხადა დუმბაძემ. ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა ცივილიზებული მეთოდი არ არის, დუმბაძემ უპასუხა - „ვინ თქვა რომ არ არის?! 2007 წლის 7 ნოემბერს მე ვაპირებდი შეჭრას, იმიტომ რომ არ მომწონდა სააკაშვილი“. „პარლამენტში შეჭრაც არის კონსტიტუციური მეთოდი. ნიკა მელიას მოწოდება სწორია. მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ. პირიქით, ნიკა მელიას ჩვენ მედალი უნდა დავკიდოთ“, - აცხადებს ... ...
  • "ვერაფერს ვიტყვი" - რატომ ჩაატარა ოზურგეთში კოვიდტესტირება ბათუმიდან ჩამოყვანილმა ჯგუფმასაპატრულო პოლიციის თანამშრომლების კორონავირუსზე შემოწმება ყოველ 14 დღეში ერთხელ ხდება. ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჯგუფი ამოწმებდა, თუმცა, ამჯერად ტესტი პატრულის თანამშრომლებს ისე ჩაუტარეს, რომ სახელმწიფოს ჯანდაცვის მუშაკები საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.  „ტესტების ჩასატარებლად მე-14 დღეს ველოდებოდი, მაგრამ გვითხრეს, რომ ტესტი გაკეთებული იყო. ბათუმიდან ჩამოყვანილმა ჯგუფმა ჩაატარა ტესტირება. არ ვიცი არაფერი. ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ. დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას და ისინი გეტყვიან, რა ხდება“,_ გვითხრა მაია ქუტიძემ. „გურია ნიუსი“ იმის გასარკვევად თუ ვინ ჩაუტარებს მომავალში კორონავირუსზე ტესტს საპატრულო პოლიციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ჯანდაცვის ცენტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პოლიციის გატესტვა კანონდარღვევით ვერ ჩატარდებოდა, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ თუ  ვინ ჩაატარა ტესტირება ან მომავალში ვინ ჩაატარებს  არ აქვთ და კითხვაზე პასუხის მისაღებად პოლიციის ადმინისტრაციასთან გადაგვამისამართეს. "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ კითხვაზე პასუხის მისაღებად ინფორმაცია ოფიციალურად უნდა ... ...
  • ვაქცინაცია და მოსალოდნელი მესამე ტალღა საქართველოშისაქართველო COVID 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოლოდინშია. ვაქცინის, რომელიც, სპეციალისტების თქმით, ერთადერთი რეალური იარაღია პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. _ რამდენად არის ქვეყანა მზად ვაქცინის მისაღებად  და დაახლოებით, როდის მიიღებს ის რეალურად ვაქცინას? არის თუ არა  მოსალოდნელი ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღა? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „გურია ნიუსთან“  ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. _ საქართველოსთვის რომელი დასახელების ვაქცინები განიხილება? _ საქართველოსთვის რეალურად ის ვაქცინები განიხილება, რომლებიც  განთავსებულია covax-ის პლათფორმაზე. პლათფორმაზე  კი განთავსებულია ის  ვაქცინები, რომლებიც ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული.  Covax-ის  პლათფორმას ამ ეტაპზე იმ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან აქვს ხელშეკრულებები, რომლებიც, ძირითადად,  რეალურია  და ხელჩასაჭიდი. ერთ-ერთი  ყველაზე დიდი მომწოდებელი covax -ისთვის 20-21 წლის ბოლომდე უნდა იყოს ასტრაზენეკას ვაქცინა, წინასწარი ცნობით,  თითქმის 1 მილიარდი დოზა. ასევე, 22 იანვარს პლათფორმამ ფაიზერის ვაქცინის მწარმოებელ კომპანიასთან  ხელი მოაწერა 40 მილიონ დოზაზე. ფაიზერმა უკვე გასცა 1 200 ათასი  დოზა. ამ დოზიდან  სპეციფიკურ მოთხოვნებს ვინც აკმაყოფილებდა, მათ გადაუნაწილათ. საქართველოს, თავისი პოპულაციის მიხედვით, ერგო 29 ათასი ფაიზერის  დოზა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ ვიცით კონკრეტული თარიღი, როდის გამოიგზავნება ვაქცინა. covax-ის პლათფორმაზე  საქართველოს აქვს წინასწარ შეტანილი 4 მილიონი დოლარი, რაც არის ცნობილი. რის საფუძველზეც პლათფორმამ 20% მოსახლეობისთვის საკმარისი ვაქცინა უნდა მისცეს ქვეყანას წლის ბოლომდე, რაც  ეტაპობრივად მოხდება. ვაქცინას ერთდროულად ვერ მოგვცემს, ბუნებრივია. დანარჩენი, რაც არის ცნობილი და რაზეც გვქონდა შეხვედრები პრემიერის ხელმძღვანელობით, არსებობს  ინდივიდუალური მოლაპარაკება, რომელიც უკვე დასრულებულია.  მარტში საქართველოში ვაქცინა უნდა გამოიგზავნოს. 3 თებერვალისთვის  გავრცელებული განცხადებით, საქართველოს ეკუთვნის ასტრაზენეკი ვაქცინის 144 ათასი დოზა. ქვეყანას მატერიალური პრობლემა არ ექნება, რა თქმა უნდა, რაც ღია ინფორმაციის ნაწილში ითქვა შეხვედრის დროს. აღიარებით ნაწილზე ვართ დამოკიდებული ორმხრივ მოლაპარაკებებში, იმიტომ, რომ ვაქცინები შეიძლება სხვადასხვა იყოს ჩინური ორი კომპანიაა ასე, ასევე, ინდური კომპანია, მაგრამ ჯერ აღიარებული არავის მიერ არ არის. _ რუსული წარმოების ვაქცინაზე რა შეგიძლიათ თქვათ? _ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე დავსვი კითხვა რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით. მან მიპასუხა, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი. რაც არ უნდა ეფექტური იყოს რუსული ვაქცინა, საქართველო არ განიხილავს მას, იმის მიუხედავად, ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს თუ არა მას აღიარებას. ჯერჯერობით ასეა. თუმცა, მე ამავე შეხვედრაზე მქონდა იმის შესაძლებლობა, წამომეწია შემდეგი საკითხი _ კომერციულ ბაზარს ექნებოდა თუ არა რუსული ვაქცინა, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ აუცილებლად ექნებოდა და ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ. იქნება ბაზარზე თავისუფალი ვაქცინები და ყველა კერძო კომპანიას შეეძლება, შემოიტანოს. ამიტომ ახლა ვინმე თუ შემოიტანს ისე, როგორც პურის ფქვილი და ბავშვთა კვება შემოაქვთ რუსული წარმოების, თუ ის იქნება ჯანმოს მიერ აღიარებული, შეიძლება სადღაც კერძო პოლიკლინიკაში იყოს ხელმისაწვდომი. თუ ვინმეს ექნება სურვილი, მივიდეს და აიცრას. მე ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ. სახელმწიფო ამაში ბიუჯეტის ფულს არ დახარჯავს. _ ქვეყანა ტექნიკურად რამდენად მზად არის ვაქცინის მისაღებად? _ იმუნიზაციის ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს და 60% მოზრდილი მოსახლეობის აცრა საკმაოდ დიდია. მოსახლეობის ამ ნაწილის ორჯერადად აცრა თითქმის 3 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გვჭირდება. ძალიან ბევრ რესურს და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ჩვენ რაც არ უნდა მატერიალური და ტექნიკური ხელმისაწვდომობა  გაგვიჩნდეს ვაქცინებზე,  როგორიც არის ფაიზერი.  ვაქცინა,  რომელსაც სჭირდება -80 გრადუსიანი მაცივარი, 3 მილიონ დოზა ფაიზერს ჩვენ ვერ გადავანაწილებთ სწორად და ამის ლოჯისტიკა ძალიან გაჭირდება. ამიტომ ჩვენი აქცენტი უნდა იყოს სწორედ  ვაქცინებზე, რომლებიც ინახება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მაცივრებში და ეს ძალიან კარგადაა აწყობილი, ბავშვთა ყველა  ვაქცინა  ინახება 2-8 გრადუსზე ანუ სტანდარტული მაცივრის პირობებში. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ასტრაზენეკას ვაქცინა,  რომელიც 2-8 გრადუსზე ინახება. ასევე, ნოვავაქსი, რომელსაც შესანახად იგივე ტემპერატურა სჭირდება. _ პირველ ეტაპზე მოსახლეობის რა ნაწილის აცრაა დაგეგმილი? _ პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრა ეროვნული გეგმის მიხედვით მოხდა. პირველ ეტაპზე არის სამი კატეგორია გამოყოფილი. უპირატესი პრიორიტეტები, რომლებიც საერთო პოპულაციის 1% მოიცავს ეს არის ექიმები, მედდები და მთლიანად  სამედიცინო პერსონალი, დაახლოებით 75 ათასი ადამიანი.  პირველივე კატეგორიაში არის ბენეფიციარები და მოხუცთა თავშესაფრების მომსახურე პერსონალი (2 500-2 600 ადამიანი).  ასევე, ყველა ადამიანი 75 წელს გადაცილებული. ეს არიან პირველი პრიორიტეტული ჯგუფები. მაგრამ ჩვენ რადგანაც ვიცით, რომ ფაიზერის ვაქცინა (თუმცა შეიძლება ასტრაზენეკამ ჩამოასწროს, არ ვიცით) პირველ ეტაპზე 29 დოზა ათასი გვექნება, ექიმებს შორისაც ცალკე გამოიყოფა პრიორიტეტები.  გაუკეთდება იმ სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც უშუალოდ აქვთ კოვიდ ინფიცირებულთან კომუნიკაცია. ესენი არიან სასწრაფოს ექიმები, კოვიდ კლინიკები, ლაბორატორიის თანამშრომლები, სადაც ინფიცირებულების ნაცხის აღება ხდება. მეორე ეტაპისთვის თუ გვექნება ხელმისაწვდომობა დიდი რაოდენობით ვაქცინაზე ეს იქნება უფრო ფართო მასშტაბიანი ვაქცინაცია ასაკის მიუხედავად, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების და ასევე ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები( მოიაზრებიან მასწავლებელი, ჟურნალისტი, ჯარი და ა.შ.). _ რას ნიშნავს ორჯერადი ვაქცინაცია? _ ვაქცინაციების ძირითადი ნაწილი, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია დამზადებული. ერთის დასახელების ვაქცინის გარდა,  ეს არის ჯონსონი და ჯონსონის ვაქცინა, რომელიც ერთჯერადად არის ნაგულისხმევი თავისი კვლევის პროტოკოლით. დანარჩენი ყველა ვაქცინა კეთდება 3-4 კვირის ინტერვალით. რადგანაც ვაქცინების სერიოზული დეფიციტია. წარმოებასა და მიწოდებას შორის დისბალანსია, ქარხნები ვერ აუდიან ვაქცინის გაკეთებას. მაგალითად იგივე ფაიზერის ვაქცინა, რომელიც 21 დღის შემდგომ უნდა განმეორდეს. ამერიკაში ნება დართულია  6 კვირის ანუ  42 დღის ფარგლებშიც კი განმეორდეს. ასტრაზენეკას ვაქცინას ძალიან ბევრმა ქვეყანამ მათ შორის ბრიტანეთმა კვლევებით დაუდასტურდა თუ ინტერვალი პირველ დოზასა და მეორეს შორის 12 კვირაა ანუ სამი თვე,  ის არის უფრო ეფექტური ვიდრე 6 კვირაში მისი განმეორების შემთხვევაში. ჩვენ ქვეყანაშიც სასურველია და ამ საკითხზე იქნება ექსპერტების შეხვედრა, სადაც ვიმსჯელებთ. _ ვაქცინაციის შემდეგ,  რამდენად იქნება საჭირო მკაცრი რეგულაციების დაცვა? _ ვაქცინაცია ახალი დაწყებულია, პოპულაციული იმუნიტეტის მიღწევას მხოლოდ ისრაელი ცდილობს. ველოდებით ყველა მის შედეგს, რომელიც მარტის ბოლოდან  უნდა გამოჩნდეს რეალურად, თუმცა ისრაელმა უკვე გახსნა დაიწყო. არავინ არ იცის ვაქცინის გაკეთება გვიცავს მძიმე დაავადებისგან, სიკვდილისგან თუ ასევე მექანიკური გადამტანი რომ არ ვიყოთ ვირუსის. გადამდებადობას და გადატანის უნარს ართმევს თუ არა ადამიანს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას სჭირდება დრო. მეცნიერულად 76%  მექანიკური გადამტანობა შეამცირა ასტრა ზენეკას ვაქცინამ, მაგრამ სხვა ვაქცინებს ჯერ კიდევ იკვლევენ. სანამ ეს არ გაირკვევა და არსებობს  რისკი ახალი შტამების გამოჩენის და სანამ პანდემია მსოფლიოში მძვინვარებს,  მანამდე რეკომენდირებულია რომ ვაქცინირებული ადამიანი აუცილებლად უნდა იცავდეს იმ ნორმებს, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა. _ რა შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ვაქცინის გაკეთება? _ ვაქცინის გაკეთებისას სარგებელი მეტი უნდა ვიდრე შესაძლო რისკი. ჩვენს ქვეყანას აქვს ესეთი სტანდარტი საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ კვალიფიკაცია მინიჭებული ვაქცინები დაიშვება.  ჩვენთან ვერ შემოვა სხვა ვაქცინა ინდივიდუალური, რომელიმე ქვეყნის მიერ შექმნილი  თუ ეს არ შეიცვლება კანონმდებლობით. _ თუ პაციენტს  აქვს კოვიდინფექცია, რამდენ ხანში შეიძლება გაუკეთდეს ვაქცინა? _ თუ პაციენტს ახლა გადააქვს კოვიდი სამი თვის შემდეგაა სასურველი ვაქცინის გაკეთება. თუ ინკუბაციური პერიოდი აქვს და არ იცის,  ვაქცინა არაფერს არ დაუშავებს. _ საჭიროა ვაქცინაციის წინ ორგანიზმის მომზადება? _თუ ადამიანს აქვს რაიმე მწვავე დაავადება, ეს დაავადება უნდა იყოს დასტაბილურებული. მაგალითად, დიაბეტიანი უნდა აიცრას, მაგრამ თუ შაქარი მოუწესრიგებელი აქვს, რა საკვირველია, ჯერ უნდა მოაწესრიგოს შაქრის მაჩვენებელი. _ იგეგმება თუ არა ვაქცინაციისთვის სპეციალური შენობების გამოყოფა? _ ჯერჯერობით არსებულ გეგმაში არ შედის შენობების გამოყოფა. პირველადი ვაქცინების ათვისება იგეგმება საავადმყოფოების პირობებში, სადაც იქნება ვაქცინაციის ცენტრები მოწყობილი. რამდენიმე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ა. შ. როცა გაფაროვდება ვაქცინაციის პროცესი სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას რა პრინციპით გაავრცელებს. _ რამდენად მოქმედებს არსებული ვაქცინა ახალ შტამზე? _ რაღაც ტიპის ვაქცინები მოქმედებს, რაღაც ნაკლებად. თუმცა ბრიტანულ შტამზე მეტ-ნაკლებად ყველა მოქმედებს. სამხრეთ აფრიკულის გავრცელების შანსი  საქართველოში ნაკლებია. სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევაშიც კი სიკვდილისგან და სავადმყოფოში მოხვედრისგან იცავს ადამიანს. ამიტომ ვაქცინაცია ყველა შემთხვევაში რეკომენდირებულია. _ თქვენ იქნებით ერთ-ერთი პირველი ვინც ვაქცინას გაიკეთებს? _ რასაკვირველია, ჩვენი რიგი როცა მომიწევს მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი,  რომელიც საჯაროდ გაიკეთებს ვაქცინაციას. _ რა შეგიძლიათ გვითხრათ მესამე ტალღასთან დაკავშირებით? _ საბედნიეროდ, მსოფლიოში  ყველაზე უფრო დიდად დაზარალებულ ქვეყნების ნაწილში ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. ესეთია ამერიკის კონტინენტი და ევროპა. აფრიკაში, აზიაში და ავსტრალიაში ისედაც დაბალი იყო გავრცელება.  ქვეყნებში, სადაც შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა  შემზღუდავი ღონისძიებებიც არის და ვაქცინაციაც არის დაწყებული. ძნელია ამის პროგნოზირება, თუმცა ვირუსი ჩვენთან არის. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის 300-400 შემთხვევა ეს ცოტა მაინც არ არის.  შემზღუდავი ღონისძიებები და ადამიანის მობილობა თუ გაიზრდება, რის პარალელურად  პირბადის სწორი ტარება 72%-დან 95 %-ზე,  მაშინ შესაძლებელია იყოს შეზღუდვების მოხსნა.  აპრილის მეორე ნახევრიდან არ არის გამორიცხული შემთხვევებმა მომატება დაიწყოს. იმედია ვაქცინაციაც შემოგვესწრება და მოწყვლად ჯგუფებს მაინც თუ ავცრით მაისის ბოლომდე, ესენი არიან ყველაზე რისკის მატარებელი ადამიანები. შეიძლება შემთხვევები გაგვეზარდოს, მაგრამ საავადმყოფოში მოხვედრილი ადამიანების  რაოდენობა და შესაბამისად, სიკვდილიანობა იქნება დაბალი. მთავარია, რომ ჩვენ ეს რისკის გვყავდეს დაცული ვაქცინაციით და სხვა მხრივ, მესამე ტალღის მე არ მეშინია, როგორც ამ საქმეში ჩახედულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...