რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

ზაფრანი

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

2018 ოქტ 18 16:16:18

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ იმიტომ, რომ მათ ღრმა ბავშვობიდანვე უნერგავენ, ნამდვილი კაცები ცრემლებად არ იღვრებიანო. მიუხედავად ამისა, არსებობს დღე, როცა კაცების თავშეკავებულობა სუსტდება, მათ გულში თითქოს მგრძნობიარე ბავშვი იღვიძებს და ცრემლების შეკავებაც შეუძლებელი ხდება. ეს დღე ქორწილია... დიახ, დიახ!  დღე, როცა საყვარელ ქალს სამარადისოდ ისაკუთრებენ....

კირჩხიბი

კირჩხიბი ოჯახის სიმბოლოა. შესაძლოა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცმა გვიან იქორწინოს, მაგრამ ასაკი მის სენტიმენტალურობას ხელს არ შეუშლის. როდესაც კირჩხიბი ხედავს როგორ უახლოვდება საპატარძლო კაბაში გამოწყობილი მეორე ნახევარი, თვალწინ გაურბენს ყველა სასიამოვნო მომენტი მისი გაცნობის დღიდან მოყოლებული ჯვრისწერის ცერემონიამდე! შემდეგ კი, ის მომავალს ხედავს - ლამაზს, ნათელს... თუნდაც პრობლემებით დახუნძლულს, მაგრამ საყვარელ ქალთან ერთად. მომავლის სხივებში იკვეთებიან ბავშვები, რომლებიც კირჩხიბსაც ჰგვანან და მის რჩეულსაც. რამხელა ბედნიერებაა, არა?! სწამს, რომ მათი სიყვარული ყველაფერს გაუძლებს! კირჩხიბები განვლილი არსებული და მომავალი ბედნიერებისგან ტირიან!

მორიელი

ალბათ გაგიკვირდათ, რომ მორიელი, რომელიც ასე დისტანციური და ჩაკეტილია, ამ ჩამონათვალში მოხვდა. ქორწილი არის დღე, როცა მორიელი დროებით ჯავშანს იხსნის და ყველა კედელს ამსხვრევს, რომელიც სამყაროსგან  გამოცალკევებისთვის აუშენებია... მორიელისთვის თეთრ კაბაში გამოწყობილი საცოლე მარტოობის დამარცხების სიმბოლოა! მორიელი კი ისე დაიქანცა მარტოობით, მუდამ თავის მოკატუნებით, რომ უშიშარი და ყველაზე ძლიერია... ის ტირის, რადგან როგორც იქნა, დარწმუნდა, ვიპოვე ადამიანი, რომელიც არასდროს მიატოვებს და ჩემთან ერთად დაბერდებაო; ქალი, რომელსაც უნიღბოდაც ვუყვარვარო.

თევზები

თევზები უკიდეგანოდ ემოციურები არიან, საპატარძლო კაბაში დაგინახავენ თუ არა, ჩაგეხუტებიან და გულამოსკვნილი აქვითინდებიან, შესაძლოა, ემოციებისგან მეტყველების უნარიც კი წაერთვათ და დიდხანს ვერ გითხრან  კომპლიმენტები, მაშინ როცა მათ გონებაში მხოლოდ ეს სიტყვები იტრიალებს: "ღმერთო, რა ლამაზია!“ "რით დავიმსახურე ეს საჩუქარი?!“ "ნუთუ სიზმარში ვარ?!“

თევზები  იტირებენ, რადგან ძალიან უყვარხართ! ვერ დაიჯერებენ, რომ ასეთი მშვენიერება მათი ცოლი ხდება!  ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული კაცებისთვის ქორწილი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, ცოლი კი უძვირფასესი ადამიანი.




 ახალი ამბები
  • თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლათბილისში,  გაფრინდაშვილის სანაპიროზე  ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილის მძღოლს საგზაო წესები არ დაურღვევია და ქალს გზაზე გადარბენის დროს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეექვსე ნაწილით ... ...
  • გარდაცვლილ ხუთ მგზავრს შორის, ერთ-ერთი 30 წლის ქალიასამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა შორის, ერთ-ერთი 30 წლის ქალია. ჩვენ ხელთ მანამდე არსებული ინფორმაციით, იგი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკის მკვიდრი იყო. ინფორმაციის დასაზუსტებლად მერის წარმომადგენელს ალექსანდრე ჯანჯღავას დავუკავშირდით, რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ თითქმის ექვსი წელია, ოჯახი ძველ სენაკში აღარ ცხოვრობს: "უკვე თითქმის ექვსი წელია ეს ოჯახი ჩვენს სოფელში აღარ ცხოვრობს. მათ სახლი გაყიდეს და როგორც ვიცი, საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ", _ განუცხადა "გურია ნიუსს" ალექსანდრე ჯანჯღავამ. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს "მინივენი" და ტრაილერი შეეჯახა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, შეჯახება იმდენად ძლიერი, იყო რომ "მინივენში" მსხდომი ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით ... ...
  • ვინ არიან სამტრედიაში საზარელი ავარიის დროს დაღუპულებიდღეს, საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  სამტრედიაში, სანავარდოს ქუჩაზე  გამავალ სამტრედია-ლანჩხუთი- სუფსა- გრიგოლეთის ს/გზის მე-2 კმ-ზე, სატვირთო აავტომანქანა “მერსედეს-ბენცი“, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა,  შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით  მოძრავ მინივენს.   შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მინივენის მძღოლი, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული ენვერი ირემაძე და მისი მგზავრები: ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში მცხოვრები, 1968 წ.დაბადებული თენგიზ შაქარაძე, ქუთაისში მაისურაძის ქ. №9 ბ.23-ში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ქეთევან კუპრაშვილი, სენაკში, სოფ. ძველ სენაკში მცხოვრები1990 წელს დაბადებული თამარ ჯანჯღავა. მე-5 მგზავრის მონაცემები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება სსკ 276-VIII ... ...
  • სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელია _ დეტალები შემთხვევის ადგილიდანსამტრედიაში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წარმოშობით ჩოხატაურელია, _ აღნიშნულის შესახებ ''გურია ნიუსს'' სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა. ,,როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, მინივენი, რომელიც ბათუმის მხრიდან მოდიოდა, სამტრედიის შესასვლელში მოცურდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენის ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მინივენის მძღოლი ჩოხატაურელია, ტრაილერს კი თურქეთის მოქალაქე მართავდა", _ გვითხრა ფოცხვერიამ.   ... ...
  • გომის მთას დასახლების სტატუსი ენიჭებადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურომ განიხილა: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ", განკარგულების პროექტი. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა გომის მთის, როგორც უნიკალური კურორტის შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა და საუკეთესო კურორტების რეიტინგულ სიაში მოხვდა. _ ჩვენთან უშუალოდ მერის წინადადება  არის წარმოდგენილი, რომ გომის მთას მიენიჭოს  დასახლების  სტატუსი. მთავრია,  დაიძრას  ეს საკითხი. როცა სტატუსი მიენიჭება,  ეს იქნება უდიდესი  საქმე კურორტის  გეგმაზომიერი განვითარებისთვის. საკრებულოს  თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება,   აქ  არსებული ვითარების  კანონის ფარგლებში მოქცევას ნიშნავს, რაც კურორტის თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.  _დღეს მართლაც მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,  ალექსანდრე სურგულაძემ. ხვალ, 26 თებერვალს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  თავის რიგგარეშე  სხდომაზე, რომელიც სწორედ გომის მთის საკითხს ეხება, მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწონოს წინადადება, გომის მთას მიენიჭოს დასახლების სტატუსი.   ხოლო აღნიშნული განკარგულების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია  საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს,  რომელმაც  უნდა განსაზღვროს  გომის მთისთვის დასახლების სტატუსის ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...