რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ზაფრანი

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

2019 აპრ 18 14:48:16

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა დაბრუნდეს, მოიქცეს ისე, როგორც პატარები იქცევიან და განახლებული აზრებით დაუბრუნდეს ცხოვრებისეულ რეალობას.

მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და „ბავშვობაში” არ „ჩარჩეთ”. მართალია, მამაკაცებს მოსწონთ „ბავშვი ქალები”, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე, ისიც ცოტა ხნით.

დააკვირდით, როგორ იქცევიან პატარები, როცა მათ უფროსები უწყრებიან. ისინი ჩუმად არიან და ერთ წერტილს უყურებენ. დუმან! - აი, ყველაზე წარმატებული პოზიცია კამათში. მით უფრო, როცა საქმე მამაკაცს ეხება. ჯერ გაჩუმდებით, ხოლო როცა თქვენი დუმილი და ბავშვური გამოხედვა სინდისს შეუწუხებს, შეგეძლებათ ბოლომდე „მიაწვეთ” და თქვენიც გაიტანოთ.

ისწავლეთ თქვენი ემოციების დამალვა. ბავშვები ამას ახერხებენ. მათ ეს ბუნებრივად და ძალდაუტანებლად გამოსდით. უფროსებს ერთი ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს - მარტო ცუდი კი არა, განსაკუთრებულად მავნე და წამგებიანი. კონფლიქტისა და ჩხუბის დროს აქტიურობა გვიყვარს. ნერვებს ვიგლეჯთ და ხმის ჩახლეჩვამდეც კი ვყვირით, ოღონდ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ.

ბოლოს აღმოჩნდება, სულ ტყუილად გვიწვალია. არაფერი კარგი ამან არ მოგვიტანა. ხშირ შემთხვევაში, კონფლიქტი არაფრის გამო იწყება. თუ ყვირილი და ყელის ატკივება გნებავთ, იყვირეთ. მაგრამ აბა, სცადეთ და კონფლიქტში „ბავშვი” იყავით. ნახავთ, როგორ უმტკივნეულოდ „გაამწვანებთ” თქვენსას.

იცით, კიდევ რაში უნდა მიბაძოთ ბავშვებს?! - ფეხშიშველა სიარულში. თქვენ ფიქრობთ, ეს მათი უბრალო ახირებაა? სულაც არა. საქმე ისაა, რომ ბავშვებს აქვთ უნარი, მოუსმინონ საკუთარ, შინაგან ხმას. ენდონ მას და ის გააკეთონ, რაც მათთვის სასარგებლო იქნება. ფეხისგულებზე მოთავსებულია ნერვული დაბოლოებები. ფეხშიშველა სიარულით ბუნებრივი მასაჟი გამოგვდის და თავს ბედნიერად ვგრძნობთ.




 ახალი ამბები
  • ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებსისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, _ ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით, შესრულდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ამასთან საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შეთავაზების მცდელობა, მოკლებულია რეალურ საფუძველს და რისკების ... ...
  • რომელი დაავადებები ართულებს დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას ყველაზე მეტადთბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში ის დაავადებები დაასახელა, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის ყველაზე მაღალ რიკს-ფაქტორს წარმოადგენს. ალექსანდრე გოგინავას თქმით, ასეთია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, დიაბეტი და თირკმლების ქრონიკული უკმარისობა. „ნებისმიერი ორგანოსა და ორგანოთა სისტემის უკმარისობა წარმოადგენს რისკს, თუმცა, ყველაზე მაღალ რისკად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ... ...
  • გურიაში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (R)კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან, რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოცვისა და თხილის ბაღები მოინახულა. შპს ბლუბერი ფარმი, რომელიც გასულ წელს დაარსდა აშენებს ლურჯი მოცვის პლანტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში (50 ჰა ), საიდანაც დღეის მდგომარეობით ათვისებულია 21 ჰა და დარგულია ჯამში 67200 ნერგი. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან მიღებული აქვთ გრანტი, ნერგები იმპორტირებულია პოლონეთიდან. როგორც კომპანიის საველე მენეჯერმა ნიკოლოზ კურტანიძემ განმარტა მომავალ წელს იგეგმება პლანტაციის გაფართოება და შემნახველ-გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა. დასაქმებულია მუდმივად 12 ადამიანი და სეზონურად 150 კაცამდე. კოოპერატივ „აგრო-ლიხაურში“ გაწევრიანებულია 32 მეთხილე ფერმერი, მთლიანი ფართობი მოიცავს 43 ჰა-ს. ამჟამად მიმდინარეობს შეწამვლითი ღონისძიებები თხილის პლანტაციებში. კოოპერატივი მონაწილეობას იღებდა „ENPARD”-ისა და „ელკანას“ პროექტებში. „ ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. ჩვენი სამინისტროს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება, როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გურიის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, კერძოდ მოცვისა და თხილის ბაღების გაშენება, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით 250 000 ლარი არის „დანერგე მომავალის“ თანადაფინანსება შპს „ბლუბერი ფარმის“, კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, მინდა აღვნიშნო ქართული თხილის წარმოება, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს შემოსავლების გენერირებას და ექსპორტის განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოვანესია მოსახლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით,“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. „ საგაზაფხულო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საველე სამუშაოები რეკომენდაციების სრული დაცვით გრძელდება. ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ მოსავლის მიღება შევძლოთ დროულად და მარაგი იყოს იმ პროდუქტების, რასაც საქართველო აწარმოებს“, - აღნიშნა გურიის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.  ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. „მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნალექი და ძლიერი ქარი_ უახლოესი დღეების ამინდი30 მარტიდან 31 მარტის დილამდე  ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,_ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. გავრცელებული ინფორმაციით,  1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17  გრადუსი დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 30 მარტს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 31 მარტს იქნება უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი.  1-2 აპრილს ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...