როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

ზაფრანი

როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

2018 ნოე 15 18:28:14

ღვინისათვის “სუნთქვის" საშუალების არ მიცემ

სპეციალისტები, ღვინის “სუნთქვაში", გულისხმობენ მის აერაციას ჟანგბადთან კონტაქტის დროს. ეს პროცესი იწყება, როდესაც ბოთლს საცობს მოხსნით. მაგრამ ღია ბოთლში, ღვინო ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს, რადგან ბოთლის ყელი არც ისე დიდია. ამიტომ სრულყოფილი აერაციისთვის, საჭიროა ღვინის გადასხმა ისეთ ჭურჭელში, რომელსაც საკმაოდ განიერი პირი აქვს. ითვლება რომ, ღვინოს თუ მისცემთ 15-20 წთ. “სუნთქვის" საშუალებას, ისიც და თქვენც, მოგებულები დარჩებით.

ბოკალის პირამდე შევსება

იმისათვის, რომ ღვინით ისიამოვნოთ, მისი არომატი უნდა შეიგრძნოთ. არომატი კი იმ შემთხვევაში იგრძნობა, თუ ღვინოს საკმარისად დიდი თავისუფალი ადგილი აქვს ბოკალში. ითვლება რომ, თუ ბოკალი დიდი ზომის არ არის, ის მხოლოდ 1/3-ზე და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, 1/4-ზე რომ შეავსოთ.
ფიქრი, რომ ღვინო სინთეტკური საცობით უხარისხოა
სტატისტიკის თანახმად, ნატურალური საცობების ყოველი მეათე ცალი გარკვეულ დეფექტს შეიცავს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ღვინის ხარისხზე. ამიტომ, ღვინის მწარმოებელი კომპანიების უმრავლესობა სინთეტიკურ საცობს იყენებს. სინთეტიკური საცობი უფრო კარგად იცავს ღვინის ხარისხს და არანაირ გემოს არ აძლევს ღვინოს.
სიჩქარე

ღვინო არ უნდა გახსნათ გაგრილების გარეშე. გასახსნელი ღვინის ოპტიმალური ტემპერატურა, 14-18 გრადუსია. იმისათვის, რომ ამ ტემპერატურაზე დააყენოთ, თქვენ დაგჭირდებათ: ვედრო, ყინული, 2 ს. კ. მარილი და წყალი. ჩადგით ღვინის ბოთლი ვედროში. თავისუფლად დარჩენილი მოცულობის 1/3 ყინულით შეავსეთ, ჩაასხით იმდენი წყალი, რომ ბოთლის “მხრები" დაიფაროს და შეურიეთ წყალს მარილი. გააჩერეთ ამ მდგომარეობაში 30 წთ.

ღვინის გაციება საყინულეში

როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ, ღვინო არავითარ შემთხვევაში არ შედგათ საყინულეში. ისევ ვედრო და ყინული გამოიყენეთ, რადგან: საყინულეში მოხვედრილ ღვინის ბოთლს, ცივი ჰაერი ჯერ გარედან აციებს და ყინავს. ბოთლის სქელი კედლების გაყინვას 30 წუთი ესაჭიროება. ამ დროის გასვლის შემდეგ თუ გამოიღებთ მაცივრიდან ღვინის ბოთლს, მისი კედლები ცივი, ხოლო ღვინო თბილი იქნება. საყინულეში, საჭირო ტემპერატურამდე რომ გაცივდეს, ის მაცივარში 1-1, 5 სთ. უნდა გააჩეროთ.
“ღვინის სარდაფის" სამზარეულოში მოწყობა

ნებისმიერ ღვინოს სიგრილე უყვარს და ის აუცილებლად უნდა ინახებოდეს ბნელ საცავში. ღვინის შენახვისათვის საუკეთესო ტემპერატურა 10-18 გრადუსია. არ შეიძლება ღვინის ისეთ ადგილზე შენახვა, სადაც ტემპერატურა ხშირად იცვლება. ამიტომ, თუ სარდაფი არა გაქვთ, შეინახეთ ღვინო კარადის ზედა თაროზე, ყველაზე შორეულ კუთხეში.

წითელი ღვინო თევზთან ერთად

სუფრაზე კატეგორიულად არ შეიძლება წითელი ღვინის მიტანა თევზთან ერთად. ამოირჩიეთ ნებისმიერი თეთრი ღვინო, თუ არ გინდათ რომ, ვახშმის შემდეგ, რამოდენიმე საათის მანძილზე „რკინის“ გემოს შეგრძნება გქონდეთ პირში.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...