როგორ გავიხალისოთ ცხოვრება

ზაფრანი

როგორ გავიხალისოთ ცხოვრება

2 ოქტ. 2019, 17:46:08

ისწავლეთ "არას" თქმა!

თქვენ ისე გადაეჩვიეთ უარის თქმას, რომ ვეღარც ამჩნევთ, როგორ გიყენებენ ადამიანები. შედეგი - დაღლილობა და დეპრესია. დაივიწყეთ ის აზრი, რომ გარშემომყოფებს ნაკლებად ეყვარებით, თუ ხანდახან თხოვნაზე უარს ეტყვით.

ბოლოს და ბოლოს, იფიქრეთ საკუთარ თავზე!

შეჩერდით და დაფიქრდით, ბოლოს როდის გააკეთეთ რამე საკუთარი თავისთვის?! ამჯერად ფული მასაჟზე დახარჯეთ, იყიდეთ თქვენთვის ახალი ნივთი. განწყობა აშკარად გამოგიკეთდებათ და ამავე დროს, ეს საქციელი სხვებზეც დადებითად იმოქმედებს.

ნუ ეცდებით, იყოთ სრულყოფილი!

სამსახურში გინდათ, რომ საუკეთესო კუთხით გამოავლინოთ თავი და ამასთანავე ყოველთვის ფორმაში იყოთ - შესანიშნავად გამოიყურებოდეთ. სახლში იდეალური წესრიგი გაქვთ დამყარებული. ნუ ეცდებით, ყველაფერში სრულყოფილი იყოთ - სხვებიც ხომ არ არიან სრულყოფილნი?!

ნუ იფიქრებთ მხოლოდ ვარჯიშზე!

თქვენ სინდისი გქეჯნით იმის გამო, რომ სპორტს დიდ დროს ვერ უთმობთ? დაივიწყეთ ეს პრობლემა! გაითვალისწინეთ რჩევა: ხშირად იარეთ ფეხით, ადით კიბეზე, ხოლო კბილების გამოხეხვისას დაჭიმეთ და მოუშვით მუცლის კუნთები. რამდენიმე კვირაში გასაოცარ სედეგს მიაღწევთ.

პირადი დრო - წმინდა საქმეა!

კვირაში ერთი დღე მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ და გააკეთეთ ის, რაც თქვენ ნამდვილად სიამოვნებას მოგანიჭებთ. მაგალითად, წაიკითხეთ რაიმე წიგნი ან მეგობართან ერთად კაფეში წადით და უბრალოდ გაერთეთ. აუზზე ან უცხო ენის კურსებზე იარეთ. ერთი სიტყვით გამოეთიშეთ ყოველდღიურ პრობლემებს. ეს ნათესავებთან ვიზიტსა და მაღაზიებში სიარულზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მიირთვით სიამოვნებით!

ჯანმრთელი კვება თქვენი ორგანიზმისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. საკვებად მოიმზადეთ თხილი, ვაშლი, ბანანი და შეუმჩნევლად ყველა ვიტამინს მიიღებთ, ასევე - მინერალურ ნივთიერებებსაც, რომლებიც თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია. პიცა, ხაჭაპური და ფუნთუშეული უმჯობესია რაციონიდან ამოიღოთ.

მიჰყევით დინებას!

ხშირად წვრილმანებიც კი გვაღიზიანებს. მაგალითად, საცობები ქუჩებში, რიგი სუპერმარკეტის სალაროსთან, ტრანსპორტი აგვიანებს ან კიდევ ხმაური სამსახურში. თითქოს ყველა სპეციალურად ცდილობს თქვენს გაღიზიანებას, მაგრამ აღიარეთ, ყველა ეს წვრილმანი ხომ სულაც არ არის ტრაგედიის მიზეზი?! ამიტომ ყველაფერზე ნუ ინერვიულებთ! საგნები და მოვლენები ისეთებად აღიქვით, როგორებიც სინამდვილეშია. მით უმეტეს, რომ თქვენ მაინც ვერაფერს შეცვლით.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...