როგორ ვმართოთ მამაკაცი

ზაფრანი

როგორ ვმართოთ მამაკაცი

23 მაი. 2020, 15:56:48

ვერძი

ვერძებს უყვართ გადაუჭრელ ამოცანებთან ჭიდილი - აი, ასეთი უცნაური ჰობი აქვთ მათ. ამიტომაც, თუ თქვენ გსურთ ვერძს რაიმე დასტყუოთ, უთხარით მას, რომ ეს შეუძლებელია. არავისთვის, თვით მისთვისაც კი. შესაძლებელია ამის რამდენჯერმე და დამაჯერებელი ტონით გამეორება. შემდეგ კი აუცილებლად ჩახედეთ მას თვალებში იმისათვის, რომ მიხვდეს, გულის სიღრმეში თქვენ ასე არ ფიქრობთ და მისი გჯერათ.

კურო

კუროებისთვის კარგად ნაცნობია სიტყვა "უნდა". გარდა ამისა, ამ ნიშნის წარმომადგენლები აფასებენ ტრადიციებს და მისდევენ დადგენილ წესებს. გინდათ, რომ კურომ თქვენთვის რაიმე განსაკუთრებული გააკეთოს? უთხარით: "ასეა მიღებული", "ყველა ასე აკეთებს", "ამის გარეშე არ გამოვა..." და იყავით აბსოლუტურად სერიოზული - თუ კურო მიხვდა, რომ მას დასცინით, თქვენსას ვერ მიიღებთ.

ტყუპი

ბევრი თვლის, რომ ტყუპით მანიპულირება შეუძლებელია, მაგრამ ეს ასე არ არის. მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად უნდა მიუდგეთ, რადგან ძალიან ცვალებადები არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთხელ ნაცადი და აპრობირებული მეთოდი სხვა დროს აღარ იმოქმედებს. ამიტომაც იყავით მოულოდნელი - ტყუპს ეს უყვარს და მიჰყევით თქვენს ინტუიციას: თუ თქვენს გვერდით მამაკაცი-ტყუპია, ინტუიციის გარეშე არაფერი გამოგივათ.

კირჩხიბი

კიბოთი მანიპულირება იშვიათად მოგიწევთ: თუ მას რაიმეს გულით სთხოვთ, ის შეგისრულებთ - უარის თქმა კიბოს არ შეუძლია. მაგრამ თუ გულით თხოვნამ მაინც არ გაჭრა, აჩვენეთ, რომ უბედური და ძალიან დარდიანი ხართ. კიბოზე ეს მაშინვე იმოქმედებს.

ლომი

ლომით მანიპულირების საუკეთესო იარაღი - ხოტბა-დიდებაა. აქეთ ლომი ხშირად, ხმამაღლა და სახალხოდ. შემდეგ კი ჩააწვეთეთ, რომ თქვენ მისით მართლაც უსაზღვროდ აღფრთოვანდებით, თუ... და ეჭვი არ არის, ის ყველა სურვილს დაუყოვნებლივ შეგისრულებთ! ლომისთვის აუცილებელია იცოდეთ, რომ თქვენ გწამთ მისი ძალისა და შესაძლებლობების.

ქალწული

ქალწულებით მანიპულირება ძნელია: მათ ძალიან უყვართ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ამიტომაც თუ გსურთ, რომ ქალწულმა თქვენი სურვილი დააკმაყოფილოს, დამაჯერებელი არგუმენტები მოამზადეთ, დაეყრდენით ფაქტებს და მოთმინებით დაარწმუნეთ ის, რომ ეს არა მარტო თქვენ გჭირდებათ, არამედ მასაც.

სასწორი

სასწორით მანიპულირების მთავარი საიდუმლო სიჩქარეა. არ მისცეთ სასწორს იმის საშუალება, რომ ყველაფერი აწონ-დაწონოს, რომ ის შემთხვევით საკუთარ აზრამდე არ მივიდეს. გაართეთ ის ახალი მიზნებით, იდეებითა და მისი განხორციელების საშუალებებით. მანამ მამაკაცი-სასწორები რაღაცას აანალიზებენ, მას შეგიძლიათ აიძულოთ ბევრი თქვენთვის სასარგებლო რამის გაკეთება, თანაც ისე, რომ თავად ვერაფერიც ვერ შენიშნოს.

მორიელი

მორიელებით მანიპულირება რეკომენდებული არ არის: მას ეს საქმე თქვენზე უკეთ შეუძლია. მაგრამ თუ მაინც ძალიან გინდათ სცადოთ, იყავით მოულოდნელი და ტაქტიკა, რაც შეიძლება, ხშირად ცვალეთ. მორიელის გაოცება მხოლოდ მოულოდნელობით შეგიძლიათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნით მანიპულირება მარტივი და სასიამოვნო პროცესია: ისინი მიმნდობები არიან, როგორც ბავშვები. მაგრამ მათთან უმჯობესია, გახსნილად იმოქმედოთ - სავარაუდოდ, ის უარს არ გეტყვით, რადგან მშვილდოსანი ბუნებით კეთილია და ალტრუიზმისკენ მიდრეკილი. უფრო უკეთესი იქნება, თუ ჩააწვეთებთ, რომ დახმარებას თქვენთვის კი არ სთხოვთ, არამედ სხვისთვის, ვინც უკიდურესად საჭიროებს ამას. ამ შემთხვევაში უკვე მშვილდოსანი მთებს გადადგამს.

თხის რქა

თხის რქები ჯიუტები არიან; თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცმა თავში რაღაც ჩაიდო, მისით მანიპულირება დაივიწყეთ. აი, ამ მომენტამდე რაღაცის გაკეთება შესაძლებელი ნამდვილად არის. თხის რქაზე კარგად მოქმედებს თემები, როგორებიც არის ქველმოქმედება და მაღალი მატერიები, ვალდებულება და დაუცველ, მიუსაფარ ადამიანებზე ზრუნვა; ასევე, ფინანსები და მომგებიანი გარიგებები.

მერწყული

მერწყული ძალიან აფასებს საკუთარ დამოუკიდებლობას. ამიტომაც მისით მანიპულირების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - თუ თქვენ გაგშიფრეს, გამოუსწორებელ შედეგს მიიღებთ. შემოიფარგლეთ მსუბუქი მინიშნებებით, ნუ მიაწვებით რქებით, ნუ შეეცდებით დაფაროთ თქვენი უკმაყოფილება "მიკერებული" ღიმილით - მერწყული მაინც მიგიხვდებათ. ამ ნიშანს გამძაფრებული ინტუიცია აქვს, მაგრამ "დასვენების დღეები" მასაც აქვს. დარწმუნდით, რომ შესაფერისი მომენტი დადგა და დაიწყეთ მოქმედება.

თევზები

თუ თევზებით მანიპულირება გადაწყვიტეთ, ჩართეთ ფანტაზია. ყველაფერი რთული, ჩახლართული და არაერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს - მანამ თევზები სიტუაციაში გაერკვევიან, თქვენ მათგან იმას მიიღებთ, რაც გსურთ. გამოხატეთ სურვილი ბუნდოვნად, ამოიოხრეთ, მეოცნების თვალებით იყურეთ შორს, მაგრამ არ დაკარგოთ კონტროლი სიტუაციაზე: სავარაუდოდ, თევზებს საჭირო მომენტში თქვენი "ალერსიანი მუჯლუგუნი" დასჭირდება იმისათვის, რომ დაიწყოს მოქმედება.




 ახალი ამბები
  • აქვს თუ არა ფანჯარა და კარი სამების მე-5 საარჩევნო უბნის შენობას „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურიაში მანუჩარ კვირკველია საარჩევნო შეხვედრებს მართავდა ჩოხატაურის სოფლებში _ სამებასა და ფარცხმაში. ტელეკომპანიის თქმით, „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მე-5 საარჩევნო უბნის შენობას არც ფანჯარა და არც კარი აქვს“. მანუჩარ კვირკველიას შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს, რომ დროულად მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა "გურია ნიუსს"ამ შენობის ფოტოც მიაწოდეს. ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის თქმით, სამების საარჩევნო უბანს კარიც აქვს და ფანჯარაც: “იმ ოთახს, სადაც სხედან საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და წევრები, კარიც არის და ფანჯარაც _ როგორ შეიძლება საარჩევნო უბნის შენობა კარის და ფანჯრის გარეშე?! “გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ, რადგან ეს არ შეესაბამება სიმართლეს. დაახლოებით 20 წელია, მაგ შენობაში ტარდება არჩევნები და ახლა არ აქვს ფანჯარა და კარი?! “გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ უკვე მოგვეწერა ამის შესახებ წერილი და წერილობით გავცემ პასუხს. მე პირადად ყველა პრობლემის შესახებ ვიცი, რომელიც არის საარჩევნო უბნებზე და ეს პრობლემები გვარდება, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა თავისი არჩევანი მშვიდ და წყნარ გარემოში გააკეთოს“, _ გვითხრა თემურ ... ...
  • ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მშენებლობა დაიწყო„რამდენიმე თვეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება“, _ ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ოზურგეთის მოსახლეობა მაღალხარისხიანი ინტერნეტით მაქსიმუმ 2021 წლის თებერვლიდან ისარგებლებს. „ვასრულებთ დაპირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მისცა მოსახლეობას - დავიწყეთ „ოუფენ ნეტის“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და საპილოტე მუნიციპალიტეტში სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა, ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. საპილოტე რეგიონად გამოვყავით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ზოგან არ არის ინტერნეტი, ზოგან კი ძალიან დაბალი ხარისხისაა. მაქსიმუმ თებერვალში უკვე გვექნება ე. წ. „განათებული ქსელი“, რაც იმას ნიშნავს რომ მაღალხარისხიანი ინტერნეტით უკვე ისარგებლებენ აქაური ოჯახები“, _ აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას - ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმარებლებმა ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით. საპილოტე ქსელის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia", რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. მსოფლიო ბანკთან ერთად დაგეგმილია ინტერნეტიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით _ ეს იქნება 1000 -მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები. წყარო: ... ...
  • ინფექციურ საავადმყოფოსთან დილის ბრიფინგები აღარ გაიმართებადღეიდან, ინფექციურ საავადმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება. ტრადიციულ ბრიფინგზე არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებენ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ასევე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე.  საზოგადოება ეპიდვითარების შესახებ ცნობებს მთავრობის დილის სხდომის შემდეგ ... ...
  • გიორგი სიორიძე: "დებატებში ვიწვევ ვასილ ჩიგოგიძესა და მანუჩარ კვირკველიას!"წინასაარჩევნო დაძაბულობა გურიაშიც პიკს აღწევს. წინა ორი არჩევნებისგან განსხვავებული რეალობა ის არის, რომ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა მამუკა ხაზარაძის "ლელო საქართველოსთვის", რომელსაც მესამე პოლიტიკურ ცენტრობაზე აქვს პრეტენზია. "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე რეგიონში არსებული წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. გიორგი სიორიძის განცხადებით, ერთი შეხედვით, გურიაში ამ მხრივ სიმშვიდეა, რამდენადაც ხელჩართული ბრძოლები და ქვების სროლა არ ყოფილა: "იმედი მაქვს, გურიის ამომრჩეველი, როგორც ყოველთვის, ახლაც მაღალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებას გამოიჩენს და ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის იაფფასიან პროვოკაციას არ აჰყვება. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს სიმშვიდე მოჩვენებითია და ცხადია, არ ნიშნავს, რომ პროცესები კარგად მიდის. "ოცნება", კანონის იგნორირებით, ბოლომდე იყენებს სახელისუფლებო რესურსს. ამას ემატება დაშინება, შეშინება და შანტაჟი თუნდაც იგივე საარჩევნო შეხვედრებზე დასწრების აკრძალვით და სოცდახმარებების მოხსნა-დანიშვნის მანიპულირებით და სხვა", _ აღნიშნა სიორიძემ. მისი თქმით, მოსახლეობა გულგატეხილი და იმედგაცრუებულია "ოცნების" 8-წლიანი არაადეკვატური  მმართველობით: "ბუნებრივია, ბრძენ ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის, არც გურიაში, არც 9-წლიანი უმძიმესი სახელისუფლებო წარსულის მქონე "ნაციონალების" ხელახლა აღზევება სურს. ამდენად, ელექტორატისთვის  სავსებით მისაღებია ახალი ძალა _ "ლელო საქართველოსთვის", თავისი ახალი თაობის სუფთა წარსულის პოლიტიკოსებით და საქართველოს აღორძინების კონკრეტული გეგმით, რომელსაც საქართველოს "მარშალის გეგმა" დავარქვით. მე გურიაში ყოველდღიურად ვხვდები უამრავ ადამიანს და ვაცნობ ჩვენს ხედვებს. ისინი გულწრფელად გვიცხადებენ მხარდაჭერას. გაყინული, განვითარებაშეჩერებული ვითარების შეცვლის და ცვლილებების დაწყების სურვილი იგრძნობა ყველა ნაბიჯზე", _ განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა. გიორგი სიორიძე პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ "ოცნების" და "ნაციონალების" ფაქტობრივად შეთანხმებული პოლიტიკის შედეგად ისინი არ იღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ დებატებში და ამით ხელს უწყობენ იმას, რომ მოსახლეობას მოუხდეს არაინფორმირებული არჩევნის გაკეთება: "პოლიტიკური კულტურისა და ქვეყნის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ ვის ირჩევს და რა პროგრამას, რა ხედვას აძლევს ხმას. ამ საშუალებას "ოცნება" და "ნაციონალები" მას, უბრალოდ, უსპობენ. მე კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებ "ოცნების" კანდიდატს ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძეს და "ნაციონალების" კანდიდატს სპორტსმენ მანუჩარ კვირკველიას, გაბედონ და მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში და ჩემთან და სხვა კანდიდატებთან ერთად ისაუბრონ, თუ როგორ ხედავენ საქართველოს ეკონომიკის მომავალს, როგორ გადაჭრიან სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარების ამოცანას, რა კუთხით წარმართავენ ჯანდაცვის სფეროს რეფორმას, რა გზებით მოახდენენ სოციალური ვითარების სასიკეთო ტრანსფორმირებას, რას ფიქრობენ განათლების სისტემაზე, პენსიონერთა და ვეტერანთა ხელშეწყობის რა სამართლიან მექანიზმებს ხედავენ, რეგიონში ახალგაზრდობის დასარჩენად რა პროექტებზე ფიქრობენ, დევნილებისა და ეკომიგრანტების პრობლემების შესამსუბუქებლად რა აქვთ გუნებაში და გონებაში, ძალოვანი უწყებების და სასამართლოს რეფორმირების რა ხედვები აქვთ, რას ფიქრობენ გლობალურ თუ რეგიონულ პოლიტიკაზე და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რა ხედვები გააჩნიათ და ასე შემდეგ. მე მხოლოდ გამიხარდება, თუ ვასილ ჩიგოგიძე და მანუჩარ კვირკველია, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში შემოსვლით პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი წარმდგენი პოლიტიკური ძალების წარსულის შედეგებზე, საჯაროდ და დებატების ფორმატში წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებს, თუ რას იზამენ ისინი მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში. ეს იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება და კიდევ იმის გამოხატულება, რომ ისინი ამომრჩეველს და მის უფლებას, იყოს ინფორმირებული, პატივს სცემენ. თუ არ შედგა სრულფასოვანი დებატები წამყვან პოლიტიკურ ძალებსა და მათ წარმომადგენლებს შორის, ნებისმიერი საუბარი კეთილმყოფელი  წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე ზრუნავს,  თვალში ნაცრის შეყრა იქნება", _ აღნიშნა გიორგი სიორიძემ წინასაარჩევნო ვითარების შეფასებისას. ... ...
  • რას მოუწოდებს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებსაშკარაა, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები. არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ დღეების განმავლობაში ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას და კონსულტაციას. შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს ვადებში: • მოსახლეობას განუმარტონ კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ; რომელი კონკრეტული უწყებაა ამ პროცესზე ზედამხედველი, რათა პაციენტებმა შეძლონ არსებულ პრობლემებზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება და დროული დახმარების მიღება. • გასცენ პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ინფიცირებულმა თვითმკურნალობის დროს მანამ, სანამ ექიმი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...