როგორ ვშორდებით შეყვარებულებს


ზაფრანი

როგორ ვშორდებით შეყვარებულებს

1 დეკ. 2020, 20:12:32

თხის რქა

თხის რქები საერთოდ არ შორდებიან პარტნიორს. უბრალოდ, თითქმის ყველა თხის რქა ისეთი ყურადღებით ირჩევს პარტნიორს, რომ გაყრის საჭიროება არ არსებობს. თხის რქების მცირე პროცენტი კი, რომლებიც საკუთარ არჩევანში შეცდნენ, ბოლო წუთამდე თავს იკატუნებენ თითქოს ყველაფერი კარგად არის.

მერწყული

მერწყულს აუცილებლად სჭირდება ისაუბროს პრობლემებზე, თუ რა შეეშალა მის მეორე ნახევარს. თუმცა ამას 18 საათიანი ლექციის შედეგად აღწევს და ეს პარტნიორისთვის საკმაოდ მცირეა. მერე იგივე ლექციას მოისმენენ რიგრიგობით დილის ყავის დროს დაქალები, მეზობლები და შემთხვევითი მგზავრები მარშრუტკაში.

თევზები

თევზები სერიოზული დრამით სცილდებიან პარტნიორს, რასაც თან ახლავს ცრემლები და ისტერიკა. რაც საინტერესოა, თევზი ამას იმ შემთხვევაშიც კი აკეთებს, როდესაც წასვლის გადაწყვეტილებას თავად იღებს. თუმცა, როგორც კი ქონების გაყოფის საკითხი დადგება, ის ნამდვილ ზვიგენად იქცევა, დააფჩენს დიდი ხახას და საკმაოდ სოლიდურ ნაჭერს მიისაკუთრებს. მათი აზრით, ფინანსურ საქმეებში მელოდრამებს არა აქვს ადგილი.

ვერძი

პირველი, რასაც ვერძი გააკეთებს, - ომის გამოცხადების გარეშე იტყვის, რომ ყველაფერი დამთავრდა. თუ მეორე მხრიდან წინააღმდეგობა იგრძნო, შეიძლება შეიძლება ქვაბიც ესროლოს. სხვათაშორის, დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ ეს ნამდვილად განქორწინებაა. ვერძს შეიძლება ყველაფერმა გადაუაროს და გადაიფიქროს. რაც პირველი არაა მის ცხოვრებაში.

კურო

კუროები ძნელად თანხმდებიან განქორწინებას: ჯერ ერთი, ძალიან მომთმენები არიან და შეუძლიათ წლობით გაუძლონ პარტნიორის უღირს საქციელს, მეორეც, ისინი პრაქტიკული და ხელმოჭერილი ქალბატონები არიან: რატომ უნდა გაუყონ ყველაფერი? მესამეც, ისინი ქმარსაც გარკვეულწილად ქონებად თვლიან: რამდენი ძალა დახარჯა და ახლა ამის დაკარგვა მარტივია?

ტყუპები

ტყუპებმა აუცილებლად უნდა ილაპარაკონ ამის შესახებ. ილაპარაკებენ მთელი დღეები და ღამეები. რთულია გეყოს ენერგია, რომ მის მონოლოგს ბოლომდე უსმინო. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მას დაქვრივება უნდა. ადრე თუ გვიან, ტყუპებს მსხვერპლი თავად სთხოვს, რომ თავი დაანებოს და წავა სახლიდან.

კირჩხიბი

კირჩხიბები ბოლომდე იმედოვნებენ, რომ ყველაფერი როგორმე მოგვარდება, იმიტომ რომ დაშორება მათთვის, თუნდაც საკუთარი ინიციატივით, - ძალიან მტკივნეულია და ზედმეტად ხმაურიანი. ამიტომაც ხშირად არც შორდებიან. მაგრამ თუ ასეთი სასწაული მოხდა, ყოფილი მათთვის უცხო ადამიანი ხდება. იმდენად უცხო, რომ განქორწინებაზე განცხადებაც კი არ შეაქვს: ეყო, რაც ამ ნაძირალაზე ზრუნავდა! თავად შეიტანოს!

ლომი

ლომები დემონსტრაციულად შორდებიან. თუ ვერ მოახერხებენ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლების ქრონიკაში მოხვედრას, სოცქსელებში გამოქვეყნება ნამდვილად არ დაავიწყდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ის პირველი მიდის. ყოფილს ქონებას არ გაუყოფს მაგრამ მეგობრულ ურთიერთობებს შეინარჩუნებს და ყოველთვის ამოუდგება მხარში ცხოვრების რთულ მომენტში.

ქალწული

ქალწული შორდება კეთილშობილურად: არ აწყობს სკანდალებს და მითუმეტეს სასამართლოში არ შეაქვს სარჩელი. ის ყოველთვის ცხილობს რომ მშვიდობიანად მოილაპარაკოს. გაითვლისწინეთ, რომ აუცილებლად ოფიციალურად განქორწინდება.

სასწორი

სასწორები ლამაზად შორდებიან: აწყობენ გენერალურ დალაგებას, ამზადებენ ქმრის ყველა საყვარელ კერძს, წერენ ლამაზ წერილს, შემდეგ დაასხამენ საყვარელ სუნამოს და წითელ ვარდთან ერთად ტოვებენ საწოლზე. შემდეგ კი ქრებიან. მის უკან დაბრუნებაზე არც უნდა იფიქრო. მითუმეტეს რომ დიდი ალბათობით, მას დაბლა ახალი პარტნიორი ელოდება.

მორიელი

მორიელი ჯოჯოხეთს მოუწყობს პარტნიორს. თანაც სულ არა აქვს მნიშვნელობა ვინ იყო განქორწინების ინიციატორი: მორიელი მაინც იძიებს შურს. მაშინაც კი, თუ თავად მიატოვა, არ აპატიებს რომ მისი იმედები არ გაამართლა. თუ არავის არავინ არ მიუტოვებია და ყველაფერი თავისთავად დამთავრდა, მაინც იძიებს შურს. იმიტომ რომ ახლა მორიელს გული სტკივა ფუჭად განვლილი წლების გამო.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები თბილად და მეგობრულად შორდებიან. იმის მიუხედავად, რას ფიქრობს ამის შესახებ ქმარი. ქმარი შეიძლება ფეხებშიც კი ჩაუვარდეს, იტიროს და ევედროს მისცეს მას ბოლო შანსი, მაგრამ ის სასტიკი იქნება. მშვილდოსანი ქორწინების შემდეგ მეგობრული ურთიერთობების მომხრეა, ქმარს შეუძლია ნებისმიერ დროს დაურეკოს მას დახმარებისთვის.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება18 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 1 თებერვლამდე გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში სწავლა. ამ ეტაპზე უცნობია 1 თებერვლის შემდეგ მოხდება თუ არა სწავლის გაგრძელება საკლასო ... ...
  • ლანჩხუთში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდებაგანათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციურად სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ირკვევა, რომ 18 იანვარს სასწავლო პროცესი ლანჩხუთშიც ონლაინ განახლდება. ამის შესახებ განმარტებები მერის მოადგილის ეკა გუჯაბიძისგან მივიღეთ. მისი თქმით, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციურ რეჟიმში განახლდება. „18 იანვარს მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდება. ამ ეტაპისთვის გათვლილი გვაქვს, რომ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე პირველ თებერვლამდე ვიქნებით, თუმცა ყველაფერი ეპიდ ვიტარებაზეა დამოკიდებული“, _ გვითხრა ეკა ... ...
  • ფირუზ წულუკიძე: "საჯაროდ მოვრიგდით და ღმერთს მადლობა ამისთვის“ბუკნარში, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ფირუზ წულუკიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. "მიზანი მიღწეულია და იმედია უკეთესად გაგრძელდება აქ თანაცხოვრება. საჯაროდ მოვრიგდით და ღმერთს მადლობა ამისთვის", _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ... ...
  • ირაკლი კუჭავა: "ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად“ბუკნარში, ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის შეხვედრა შერიგებით დამთავრდა. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. "ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად. ყველა ილოცებს თავის აღმსარებლობის მიხედვით და ეს არ იქნება გაღიზიანების საბაბი. არც აქამდე ყოფილა და ვინც პროვოცირებას ეცდება, ის გამოაშკარავდება", _ განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • “ბესო ქათამაძე არის პოლიციის შენობაში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა“ - დავით მჟავანაძე“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძის თქმით, ბესო ქათამაძე ამ წუთებში არის ოზურგეთის პოლიციის შენობაში და მიმდინარეობს მისი დაკითხვა. “ტელევიზიით გავიგე, რაც მოხდა სოფელ ბუკნარში. როდესაც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ხელით შეეხო ბესოს, დაკავებით კი ბესო დააკავეს. შემიძლია გითხრა, რომ ის არის პოლიციის შენობაში. მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება _ მისი ტელეფონი გამორთულია", _ გვითხრა დავით მჟავანაძემ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, სოფელ ბუკნარში, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო და ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ, არავინ დაუკავებიათ. როგორც კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, ბესო ქათამაძე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და ვითარებას განარიდეს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ახლა პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....