როგორი დედა ხართ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით

ზაფრანი

როგორი დედა ხართ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით

10 ივნ. 2020, 17:10:24

ვერძი

საკუთარ თავსა და მთელ თავის ცხოვრებას ოჯახსა და შვილებს უძღვნის, ყველაფერს მხოლოდ მათთვის აკეთებს. ეძებს ახალ იდეებს, კითხულობს უამრავ წიგნს იმისათვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო შვილები გაზარდოს. დედა-ვერძი უარყოფს პედიატრების რჩევებს, ის ხომ იდეალური დედაა და უკეთ იცის, რა სჭირდებათ მის შვილებს! როცა ბავშვები გაიზრდებიან, დედა-ვერძი სათანადოდ შეამზადებს ახალ სამყაროსთან შესახვედრად, მოუწყობს გრანდიოზულ დაბადების დღეს, რომ მისი შვილი მეგობრებმა კიდევ ერთი კუთხით გაიცნონ. ვერძი თვლის, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო და უნიკალური შვილები ჰყავს.

კურო

ცხოვრება შვილების გარეშე? წარმოუდგენელია. მისი ცხოვრება მთლიანად შვილებს ეკუთვნის, ისინი – საუკეთესოები არიან და ამის გამო უსაზღვროდ მადლიერია მათი. კურო ცდილობს, სამართლიანი იყოს და აკონტროლოს შვილების პრობლემები და სირთულეები. დედა-კურო – ყველაზე ალერსიანი დედაა. მას უყვარს შვილების მოფერება, თუმცა არსებობს რისკი, რომ როცა ბავშვები გაიზრდებიან, ისინი შეიბორკებიან დედის გადაჭარბებული მზრუნველობითა და სითბოთი. კუროსთვის აუცილებელია, ხედავდეს საკუთარ შვილებს მოვლილებს, ლამაზებს, სიცოცხლით სავსეებსა და რაც მთავარია, კარგი მადით.

ტყუპი

ის საკუთარ შვილებს ასწავლის, როგორ გახდნენ დამოუკიდებლები სულ პატარა ასაკიდან. მისი სახლი სავსეა წიგნებითა და შემეცნებითი გასართობებით. დედა-ტყუპი ამაყობს შვილების წარმატებებით, მათი კარგი შეფასებებით და პატარ-პატარა მიღწევებით. ერთადერთი, რასაც ის შვილებისგან მოითხოვს, დედის სიტყვის გაგებაა. ამიტომაც ხშირად მას შვილებთან მეგობრული ურთიერთობა უფუჭდება. გადაჭარბებული დემოკრატია – ეს დედა-ტყუპის ბუნების თავისებურებაა, ის ხომ საკუთარი პირმშოს საუკეთესო მეგობარია.

კირჩხიბი

დედა-კირჩხიბი ძალიან ლმობიერია საკუთარი შვილების მიმართ და ყურადღებიანი მათ ყველაზე უმნიშვნელო მოთხოვნილებებშიც კი. თუ მისი პატარა მოწყენილია, კირჩხიბი ყველაფერს გააკეთებს, რომ მის სახეზე ღიმილი დააბრუნოს. საერთოდ მოკრძალებული, ის შეიძლება აფთრად გადაიქცეს თუ მის შვილს თუნდაც თმის ღერი შეერხევა თავზე. დედა-კირჩხიბი ძალიან აფასებს სენტიმენტალურ წვრილმანებს. ის აგროვებს ფოტოებს, შვილების წარმატების სიგელებს და ინახავს ყველაფერს, რაც მომავალში შვილების პატარაობას მოაგონებს.

ლომი

მისი შვილები ყველაზე, ყველაზე, ყველაზე კარგები უნდა იყვნენ. გულუხვმა ლომმა იცის, როგორ გამიჯნოს ოჯახი საზოგადოებისგან. დედა-ლომისთვის მთავარი ამქვეყნად ერთადერთი რამ არის – ჰყავდეს ბედნიერი და წარმატებული შვილები.

ქალწული

დედა-აგენტი არ არის, მაგრამ უყვარს, როცა უთვალთვალებს შვილებს, რომ არაფერი გამორჩეს მათი ცხოვრებიდან. შემდეგ ურჩევს და ეხმარება, რომ თავად მოახერხონ პრობლემების გადაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ მას ზოგიერთი ცივ დედად თვლის, მისმა შვილებმა კარგად იციან, როგორი იუმორი აქვს და რამდენად თბილია მათი დედა.

სასწორი

ხანდახან სასწორები იღლებიან მძიმე ოჯახური ტვირთისგან, არეულობისა და ხმაურისგან! დედა-სასწორს უყვარს სამართლიანობა და შეიძლება მოთმინებიდანაც გამოვიდეს, თუმცა მისი პატარები უფრო ხშირად დამჯერები არიან და ძალიან უყვართ ძილის წინ დედიკოს წაკითხული ზღაპრების მოსმენა. მართალია, დედა-სასწორს მსუბუქი ხასიათი არ აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, ის ყველაზე სამართლიანი დედაა.

მორიელი

მან ჩვილობის ასაკიდან ყველაფერი იცის საკუთარი შვილის შესახებ. ამ ნიშნის ძლიერი ინტუიცია მის შვილებს ყველანაირ შეცდომასა და დაბრკოლებას აარიდებს თავიდან, მორიელი ხომ ყოველთვის წინასწარ გრძნობს, რომ რაღაც ისე არ არის. დედა-მორიელის სიყვარულს შვილების მიმართ საზღვარი არ აქვს – ეს მისი თავდადებაა, მთელი მისი დრო, ენერგია და გული მხოლოდ შვილებს ეკუთვნის.

მშვილდოსანი

ის ძალიან სერიოზული და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე დედაა, ყველაფერი გაწერილი აქვს: ბავშვის დაბანა, ჭამა, თამაშები. ყველაფერი წესების დაცვით აქვს! დედა-მშვილდოსანმა კარგად იცის, რომ რეჟიმში ყოფნა – მნიშვნელოვანი და სასარგებლოა შვილებისთვის. დედა-მშვილდოსანი – თამაშების, დღესასწაულების, ლაშქრობებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობის დიდოსტატია. მან იცის, როგორ მოუწყოს საკუთარ შვილებს თავგადასავლები, თანაც, თანდაყოლილი იუმორის გრძნობის წყალობით, მასთან ერთად ვერასოდეს მოიწყენ.

თხის რქა

რამდენ სიყვარულსა და რამდენ სინაზეს ფარავს გარეგნული თავდაჭერილობისა და სიცივის ქვეშ დედა-თხის რქა... ეს მკაცრი და მომთხოვნი დედაა, რომელსაც უყვარს წესრიგი. სამყაროს ცენტრში – მისი შვილია, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. დედა-თხის რქა მთებს გადადგამს იმისათვის, რომ საკუთარი შვილის ოცნებები განახორციელოს, თუნდაც ყველაზე გიჟური და უტოპიური იყოს ისინი.

მერწყული

ყველაზე დამოუკიდებელი დედა, რომელსაც საკუთარი შვილებისთვისაც თავისუფლება სურს. საკუთარ თავში დარწმუნებული მზად არის ახალ-ახალი თავგადასავლებისთვის. მისი ყველაზე დიდი სურვილია, რომ მის შვილებსაც იგივე ავანტიურიზმი, დაუშრეტელი ენერგია და ოპტიმიზმი ჰქონდეთ, როგორც თავად მას. დედა-მერწყული შვილებს სრულ თავისუფლებას აძლევს იმისათვის, რომ ისინი თავად მიხვდნენ, სად გადის დასაშვების ზღვარი. საოცრად თბილი და მხიარული დედა შვილებსაც გადასცემს საკუთარ ემოციურობას იმისათვის, რომ თავისუფლად იცხოვრონ ამ ცივ და ულმობელ სამყაროში.

თევზები

ის ყველაზე მგრძნობიარე დედაა, რომელიც ცხოვრების მთავარ სიყვარულს – შვილებს თავს სწირავს. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი შვილები იყვნენ ბედნიერები და უზრუნველები. მთავარია – არ გადააჭარბონ მათზე ზრუნვის დროს. ისევე, როგორც დიდებმა, ბავშვებმაც თავად უნდა აგონ პასუხი საკუთარ შეცდომებზე. არ უნდა აუკრძალონ შვილებს, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. მისცენ მეტი თავისუფლება და ირწმუნონ მათი ძალების!




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls