როგორი უნდა იყოს საუკეთესო ცოლი

ზაფრანი

როგორი უნდა იყოს საუკეთესო ცოლი

25 მაი. 2020, 18:03:04

ვერძი - ყველაზე თავმოყვარე ცოლია. ის შთააგონებს საკუთარ ქმარს ახალი საქმეებისთვის, აძლევს სასარგებლო რჩევებს და ყოველთვის ამაყობს ქმრით.  არის მოუთმენელი და ხანდახან ავიწყდება, რომ პრობლემი უცებ არ წყდება და რომ ყველაფერს დრო სჭირდება. კარგი იქნება, თუ ვერძი-ცოლი ისწავლის, რომ არა მარტო ქმრის შთაგონებაა მთავარი, არამედ მისთვის სახლში კომფორტისა და მშვიდი ატმოსფეროს შექმნა, სადაც მის მამაკაცს საშუალება ექნება დაისვენოს და მოეშვას.

კურო - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ცოლი ჯანსაღი აზროვნებითა და საქმისადმი პრაქტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ის მობილიზებულია და ქმარს აიძულებს მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროს. კურო საუკეთესო ცოლი იქნება ბანკირი ქმრისთვის. ქალი-კურო გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით, უყვარს ფული და ლამაზი ნივთები. მისი მეუღლე ყოველთვის გემოვნებითა და დახვეწილად იქნება ჩაცმული.  ხშირად კურო-ცოლი ძალიან ჯიუტია და კომპრომისზე წასვლა არ უყვარს. ამასთან, ის ზედმეტად მატერიალისტია.

ტყუპი - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ქმრისთვის შეუცვლელია ყველანაირ ურთიერთობაში. მხიარული, მსუბუქი და სტუმართმოყვარე ქალი-ტყუპი საუკეთესო ცოლი იქნებოდა დიპლომატისთვის, სამხედრო პირისთვის და მისთვის, ვინც ბევრს მოგზაურობს. ტყუპი საერთოდ არ არის ბუზღუნა და ძალიან იშვიათად ახსენებს ქმარს წარსულ ცოდვებსა და შეცდომებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მრავალმხრივები არიან და შეუძლიათ იყვნენ არა ერთი ცოლის ამპლუაში, არამედ მთელი ჰარამხანის. ტყუპის მინუსი ის არის, რომ მას ხშირად არ ჰყოფნის მოთმინება და შეუძლია ერთი იდეა უცებ მეორეთი შეცვალოს, იმის მაგივრად, რომ ქმართან ერთად ზუსტად დასახული მიზნისკენ ერთი გზით იაროს.

კირჩხიბი - ე.წ. სახლის ცოლია, კერის მფარველი, ქალი - დედა. მას აქვს საოცარი უნარი, შექმნას ოჯახში კომფორტი და მშვიდი ატმოსფერო. ის საუკეთესო დიასახლისია. მამაკაცი ასეთი ცოლის გვერდით ოჯახის უფროსად გრძნობს თავს. კირჩხიბი-ცოლის მინუსი ის არის, რომ ის ზედმეტად კონსერვატორი და უნდობია.

ლომი - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და კომფორტსა და სიმდიდრეში ცხოვრება. მას შეუძლია იყოს საუკეთესო ცოლი მაღალჩინოსანი მამაკაცისთვის, რომელსაც დიდ სტიმულს მისცემს მაღალი რანგის საქმეების გადაწყვეტისას. თუმცა ლომ-ცოლებს ვურჩევდით, დაეძლიათ საკუთარ თავში პატივმოყვარეობა, ეგოიზმი და უფროსობისკენ სწრაფვა. ამის მაგივრად სჯობს, მისცენ ქმარს საშუალება იყოს წამყვანი ოჯახში.

ქალწული - ყურადღებიანი და მზრუნველი ცოლია, რომელსაც ურჩევნია, ჩრდილში იმყოფებოდეს და ხშირად საკუთარ კარიერას ქმრის გამო სწირავს. იდეალური მეწყვილე იქნებოდა მამაკაცისთვის, რომელიც სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობით არის დაკავებული. ქალწულ-ცოლს შეუძლია ქმართან ერთად იმუშაოს, იყოს მისი მდივანი ან თანაშემწე. ხანდახან ქალწულს არ ჰყოფნის ტაქტი და არ აქვს გაგების უნარი. აქვს მწარე ენა, რითიც შეუძლია მამაკაცს საკუთარი თავისადმი რწმენა დააკარგვინოს.

სასწორი - ცოლია ანალიტიკური აზროვნების შესაშური უნარით. უცებ წვდება ნებისმიერი პრობლემის ძირითად არსს. მარტივად ეგუება ნებისმიერ ატმოსფეროს, რის გამოც, ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს და იძენს ახალ-ახალ მეგობრებს. ტაქტიანია და ბრძენი, ამიტომაც სწორედ ის მართავს ქორწინებას. თუმცა ხანდახან ის ზედმეტად აკონტროლებს ქმარს და ცდილობს, იცოდეს ყოველი მისი ნაბიჯი.

მორიელი - დამჯდარი და ძლიერი ქალია, რომელსაც შეუძლია რთულ სიტუაციაში გვერდით დგომა. ბუნებით დამოუკიდებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთგული და თავდადებული, შეუძლია დაიცვას საკუთარი სიყვარული და ბედნიერება. მორიელი-ქალი წარმატებულად ართმევს თავს ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეს. მისი მინუსი ის არის, რომ აბსოლუტურად მესაკუთრეა და ხანდახან მეგობრებისთვისაც არ ემეტება ქმარი.

მშვილდოსანი - სავსეა უშრეტი სასიცოცხლო ენერგიით. ის არ ცხოვრობს მატერიალური კეთილდღეობითვის, მისთვის მთავარია - გამოხატოს საკუთარი აზრი. მშვილდოსანი-ცოლი არასოდეს აიძულებს ქმარს, მუხლმოუხრელად იმუშაოს დღე და ღამე. ძალიან სტუმართმოყვარეა, უყვარს თავგადასავლები და ავანტიურებში გახვევა. მაგრამ ხშირად სულიერ ფორიაქს გრძნობს და მოწყენილობას რომ გაექცეს, შესაძლოა, დაუფიქრებელი ნაბიჯიც გადადგას.

თხის რქა - მზრუნველი, ეკონომიური და შრომისმოყვარე ცოლია. არ უსაყვედურებს ქმარს იმისათვის, რომ წარმატებას უცებ ვერ მიაღწია, რადგან კარგად იცის, რომ წარმატება - ნელ-ნელა და დიდი შრომის შედეგად მოდის. თხის რქა-ცოლს აკლია სიმსუბუქე და უდარდელობა.

მერწყული - ქმრისთვის მუზა და შთაგონების წყაროა. მისთვის ქორწინებაში მატერიალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ბედნიერება მისთვის - შინაგან ერთიანობასა და ურთიერთგაგებაშია. არ არის ეჭვიანი და არასოდეს ამოწმებს ქმარს.მერწყული-ცოლი ქმარს შემოქმედებითი ძიებისას შთააგონებს, რის შედეგადაც მისი მამაკაცი მარტივად პოულობს ცხოვრებაში საკუთარ ნიშას და ბრწყინვალე კარიერას ქმნის. მაგრამ ხშირად ცოლი-მერწყული ზედმეტად მაღალი იდეალებით ცხოვრობს, აიდეალებს და ზეაღმატებულ ხარისხში აჰყავს საკუთარი ქმარი.




 ახალი ამბები
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე მათგანი გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცააჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულესუმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ... ...
  • რას ეძებდნენ, გაუგებარია- ანა დოლიძის დედის ბინა გაქურდესიუსტიციის საბჭოს ყოფილიწევრი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მოძრაობაც დააფუძნა, ანა დოლიძე, დედის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  „დედაჩემის ბინა გაქურდეს გუშინ ღამე. ზუსტად რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში გაუგებარია”,_ წერს დოლიძე სოციალურ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...