რომელ ქალებს შორის ჩაღდება ყველაზე ხშირად მტრობა

ზაფრანი

რომელ ქალებს შორის ჩაღდება ყველაზე ხშირად მტრობა

22 სექ. 2020, 16:01:55

ვერძი და სასწორი – სასიყვარულო სამკუთხედი – ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაბადებულ ქალს ერთმანეთისგან გამოარჩევს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა სიყვარულისადმი. მამაკაცთან ურთიერთობაში ვერძი ვნებიანი, ჯიუტი და ფიცხია, სასწორი კი ლოიალური, რბილი და დიპლომატიური. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ ეს ორი ქალი სასიყვარულო სამკუთხედის გმირია. ხოლო იმის მიხედვით თუ რა ნიშნისაა მამაკაცი, ზოგიერთი მათგანი ცოლის, ზოგი კი საყვარლის პოზიციაში გვხვდება. ამასთან ერთად, ვერძი ყოველთვის ღიად იბრძვის საკუთარი სიყვარულის დასაცავად, სასწორი კი ცდილობს დიპლომატიურობით აჯობოს მას და მამაკაცი ასე შეინარჩუნოს.

კურო და მორიელი – ბიზნესი და ფინანსები – ამ ორ ნიშანს საერთო ფულის და მატერიალური სფეროს სიყვარული აქვს. თუმცა, ფულს ორივე მათგანი განსხვავებულად გამოიმუშავებს და ხარჯავს. კუროს ნაბიჯ-ნაბიჯ ურჩევნია საკუთარი ფინანსური იმპერიის აშენება, მორიელი კი აღიარებს შემოვლით გზებს და ფულის შოვნა ზოგჯერ არცთუ მაინცდამაინც პატიოსანი გზითაც არ ეთაკილება. უფრო მეტიც, მან შეიძლება საკუთარი მომხიბვლელობაც გამოიყენოს მატერიალური მდგომარეობის გასაზრდელად. ბიზნესში ეს ორი ნიშანი საკმაოდ მტრულადაა განწყობილი ერთმანეთის მიმართ. კურო არ აღიარებს მორიელის მეთოდებს, მორიელს კი კუროს სიჯიუტე და პრინციპულობა აცოფებს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ასტროლოგები კატეგორიულად არ ურჩევენ ბიზნესში გადაიკვეთონ.

ტყუპი და თხის რქა – კარიერული სფერო – ქალი თხის რქა მოწესრიგებული და დისციპლინირებული ინდივიდია. თუმცა, რამდენადმე პირქუში და უემოციო. მაშინ როცა ტყუპი მუდმივად აგვიანებს ყველგან, ქაოსური და უდისციპლინოა. სამაგიეროდ, მასში არის ქარიზმა და გასაოცარი ბავშვურობა, რის ხარჯზეც სამსახურში ამ უკანასკნელს ხშირად პატიობენ ყველაფერს. თხის რქასა და ტყუპს შორის კონფლიქტი კი ზუსტად აი აქ იწყება. თხის რქა ვერ იტანს უდისციპლინობას, ამიტომ თუკი ისე მოხდა, რომ ტყუპის და მისი გზები გადაიკვეთა, აუცილებლად ეცდება ეს უკანასკნელი სანიმუშოდ დასაჯოს. ტყუპი კი თავის მხრივ ყოველთვის გამოიყენებს შანსს სამსახურში თხის რქის ზედმეტად სანიმუშო ხასიათს დასცინოს და გამოაჯავროს.

კირჩხიბი და მერწყული – ოჯახური ურთიერთობები – ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაბადებულ ქალს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აქვს საოჯახო საკითხებისადმი. კირჩხიბი ტიპური დედა, სანიმუშო ცოლი და დიასახლისია. მან ყოველთვის ზედმიწევნით კარგად იცის საოჯახო საქმეების სრული სპეციფიკა, რასაც ვერ ვიტყვით მერწყულზე, რომელიც თავისი არსით ნოვატორი და არასტანდატრულად მოაზროვნე ქალია. იგი ბავშვების აღზრდაშიც თავისუფლების პრინციპით ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ერთ ოჯახში კირჩხიბისა და მერწყულის თავშეყრა ყოველთვის იქნება ქალური კონფლიქტისა და დაპირისპირების წყარო. თავისებურად ორივე მართალი იყოს შეიძლება ამ დროს, მაგრამ კონსესუსამდე მისვლა მათ მაინც ძალიან გაუჭირდებათ.




 ახალი ამბები
  • გიორგი სიორიძე: ხელისუფლებას გურია უბრალოდ არ აინტერესებს„გურიის რეგიონში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, წლებია გრძელდება მკვეთრად ნეგატიური ვითარება“, - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა გურიის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, დაფიქსირდა მიუღებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი -  პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,  გურიას დაუფიქსირდა უარყოფითი მაჩვენებელი - მინუს 215 ათასი დოლარი. კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ გურია ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი მინუსებშია. თავისთავად ფაქტი, პანდემიიდან გამომდინარე ვარდნის მიუხედავად, მაინც ყოვლად მიუღებელი და საგანგაშოა. რეალობა არის ის, რომ გურიის რეგიონი ყოველთვის მოკლებული იყო ყურადღებას ყველა ხელისუფლების მხრიდან. რიცხვები მეტყველებს ყველაფერზე. წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც, სხვათა შორის, გურიასთან მიმართებით, მხოლოდ 2016 წლიდან ითვლიან,  ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს და ეს რიცხვი იყო მილიონ 653 ათასი დოლარი. მანამდე, 2018 წელს იყო 301 ათასი დოლარი, 2017 წელს ერთ მილიონზე ოდნავ მეტი (1,084 მლნ) და 2016 წელს 553 ათასი დოლარი. ეს არის ძალიან დაბალი მონაცემი იმ ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონისთვის, როგორიც არის გურია. ეს ნიშნავს, რომ ხელისფლების ინტერესში არ არის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. სხვაგავრად, წარმოუდგენელია, რომ გურიაში, რომელიც დახუნძლულია ზღვისა და მთის კურორტებით, სადაც იშვიათი სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის წარმოების უნიკალური პირობებია, სადაც ეკოტურიზმის განვითარებისთვის იდეალური წინაპირობაა, ვერ შექმნა კეთილმყოფელი საინვესტიციო გარემო“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, „ლელოს“ ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის საინვესტიციო კლიმატს რეგიონში და ეს დაიწყება „ლელოს“ „მარშალის გეგმის“ თანმიმდევრული განხორციელების შედეგად. „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე ამომრჩეველი დაინახავს რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს. „ლელო“ მოდის იმისთვის, რომ ემსახუროს ქვეყანას და არა ეპატრონოს მას. ჩვენ არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყებთ „მარშალის გეგმით“ გაწერილ სამუშაოს. ერთად დავდებთ ლელოს საქართველოსთვის და ამ ბრძოლაში გურიაც ყოველთვის იტყვის თავის წონად სიტყვას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. ... ...
  • მაკა ჭყონია: „ოზურგეთის ბაღებში კვების პროდუქტებით ბავშვების მოწამვლა გამოირიცხა“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში,  ბავშვებში გავრცელებულმა ვირუსმა, რის გამოც ბევრ ბავშვს 11 სკოლამდელ დაწესებულებაში აღენიშნებოდა დიარეა, პირღებინება, საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა კვების პროდუქტების მიმართ. „გურია ნიუსის“  ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ და დასკვნაც დაიდო, რის შესახებაც უკვე ვწერდით. „გურია ნიუსი“ ამ დილით სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს,  მაკა ჭყონიას კვლავ ესაუბრა, რადგან გუშინ მან გვითხრა, რომ  საღამოსთვის ეცოდინებოდა ლაბორატორიული დასკვნის შესახებ. სრული პასუხი ეცოდინებოდა. _ დაგიდასტურებთ მხოლოდ ერთს,  რომ ამ ფაქტის ირგვლივ, კვების პროდუქტები გამოირიცხა. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნა არ მიგვიღია, _ გვითხრა მან.  ჩვენ, ასევე,  სეს-ის გურიის  რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს ვთხოვეთ კომენტარი. _ გეტყვით, რომ საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი. კვლევები კვლავ   გრძელდება.  მას თავისი მეთოდოლოგია აქვს. რაც  აქამდე გაკეთდა, იმ კვლევების მიხედვით, საკვები პროდუქტებით მოწამვლა ნამდვილად გამოირიცხა. თუმცა, კვლევა გრძელდება და როცა გვექნებ პასუხი, გპირდებით, მაშინვე გაცნობებთ და გახდება საჯარო, _ გვითხრა ... ...
  • რას იწვევს კანაფის ყოველდღიური მოხმარებამარიხუანას, როგორც სამედიცინო მიზნით გამოყენება, ასევე, მოხმარება დღეს უფრო და უფრო ხშირად ხდება. მაუწყებლობა Wbsu მედიკოსებთან კონსულტირების შედეგად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი გამოწვევა შეუძლია კანაფის ყოველდღიურ მოხმარებას. თავდაპირველად მაუწყებლობა მარიხუანის გამოყენების დადებით მხარეებს ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის ტკივილსგან ათავისუფლებს. გერმანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მარიხუანაზე დამოკიდებული მედიკამენტების გამოყენებამ, სიმსივნით დაავადებულ ადამიანებში ტკივილი 50%-ით შეამცირა. მსგავსი ეფექტი აქვს პარკისონის დაავადების მქონე პაციენტებშიც. გარდა ამისა, მას შეუძლია შფოთვის შემცირება. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ქოლესტეროლის დონეს, ამცირებს სხეულის მასის ინდექსს. რაც შეეხება მარიხუანას ყოველდღიური მოხმარების უარყოფით გავლენას, მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანს უვითარდება სურვილი მისი მოხმარების, რომ ისევ ის ეიფორია განიცადოს, რასაც მოწევა იწვევს და ამიტომ მასზე დამოკიდებული შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ყოველდღიური მოხმარება კარდიოვასკულარულ რისკს ზრდის. ექიმები ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარება იწვევს გულისცემის აჩქარებას, რაც საშიშია გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, კანაფის ყოველდღიურ მოხმარებას ორიენტაციის უნარის დაკარგვის და აზროვნების, მეხსიერების დაქვეითება შეუძლია. მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. გარდა ამისა, იწვევს რესპირატორულ პრობლემებს, მაგალითად, ქრონიკულ ხველას და დეპრესიასაც ... ...
  • ჩატარდება თუ არა ნოემბერში პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდები? _ სამინისტრო ვერ პასუხობსეპიდსიტუაციის მიზეზით შემოდგომაზე გადატანილი პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნის გამოცდების ჩატარების თარიღი ისევ უცნობია. საუბარია 5 000-მდე მასწავლებელზე. 28 ოქტომბრის მდგომარეობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვერ პასუხობს კითხვას, რა თარიღში ჩატარდება ნოემბერში დაანონსებული გამოცდები, უწყება ვერც იმას გვეუბნება იყო თუ არა შეხვედრა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან საკითხის განხილვის მიზნით და აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის რეკომენდაცია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ გამოცდის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია მისი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება, თუმცა სამინისტროს სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია. პრაქტიკოს მასწავლებელთა თქმით კი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამოყენება სწორედ იმისთვის ხდება, რომ მათ სკოლა დაატოვებინონ. სხვა შემთხვევაში, ამბობენ, რომ არც ეროვნული გამოცდები უნდა ჩატარებულიყო ზაფხულში. “ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდას, ამ შემთხვევაში დაასრულებენ მიმდინარე სასწავლო წელს და შემდეგ მათ ადგილებზე გამოცხადდება ვაკანსია”, – მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილის ეს სიტყვები იმ 4 700–მდე პრაქტიკოს მასწავლებელს ეხება, რომლებიც ზაფხულში ჩასატარებელ გამოცდაზე გეგმავდა გასვლას და კომპეტენციის დადასტურებას, თუმცა გამოცდის ჩატარება შემოდგომაზე გადაუტანეს. პედაგოგთა პროფკავშირები ცოტა ხნის წინ იმასაც ამტკიცებდა, რომ გამოცდების ჩატარებას პრაქტიკოსებისთვის, მათი ინფორმაციით, არც შემოდგომაზე აპირებდნენ, თუმცა ეს გამოცდების ცენტრმა უარყო. ... ...
  • ადამ კინზინგერი: საქართველოში არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროსაშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში არჩევნების დღის მოახლოებასა და მის მნიშვნელობას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში გამოეხმაურა. „ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადებნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტიორად“, - განაცხადა ადამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...