რომელი კლასიკური რომანის გმირი ხართ

ზაფრანი

რომელი კლასიკური რომანის გმირი ხართ

26 თებ. 2021, 16:46:28

1. მერწყული

თუ მერწყულის ნიშნის ქვეშ დაიბადეთ ჯერომ სელინჯერის რომანის ,,თამაში ჭვავის ყანაში" გმირი, ჰოლდენ კოლფილდი ხართ. ეს ნაწარმოები გამოსვლისთანავე (1951 წელი) დაუსრულებელი კრიტიკის ობიექტად იქცა. მეტიც, აკრძალული წიგნების სიაში დაიკავა ადგილი.

16 წლის ჰოლდენი სკოლიდან გარიცხეს და  მშობლებისგან მალულად შინ ბრუნდება. ეს ადამიანი ირგვლივ მხოლოდ სიყალბეს და თვალთმაქცობას ხედავს, ამიტომ დარწმუნებულია, რომ რეალური გრძნობები და აფსეულობები არ არსებობს. კოლფილდს ადამიანების ნდობა აქვს დაკარგული, რადგან მუდამ უცრუებენ იმედებს. ის ფიქრობს, რომ ცხოვრების უფსკრულში უკვე გადაიჩეხა და არაჯანსაღმა საზოგადოებამ შეცვალა, მაგრამ გულის სიღრმეში გულკეთილი და მგრძნობიარეა, ამიტომ სურს, სხვები მაინც გადაარჩინოს.

2. მორიელი

თუ მორიელის ნიშნით დაიბადეთ ჯეიმს ჯოისის რომანის ,,ულისე" პერსონაჟი ხართ, სახელად ლეოპოლდ ბლუმი. რომანი თავდაპირველად ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში ნაწილ-ნაწილ ქვეყნდებოდა. წიგნად 1922 წელს გამოიცა, პარიზში. ,,ულისე" ლათინურად ოდისევსს ნიშნავს. ასე, რომ მთავარი გმირი, საგაზეთო რეკლამების აგენტის ლეოპოლდ ბლუმი, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ოდისევსია. რომანი მოგვითხრობს მისი ერთი დღის - 1904 წლის 16 ივნისის (ჯოისისა და მისი მეუღლის პირველი შეხვედრის დღე) შესახებ.

ერთი შეხედვით, ულისე სულიერად ღარიბი, სიღრმეს მოკლებული ადამიანია, რომელიც მხოლოდ ერთობა და ხარბად ეწაფება ფიზიკურ სიამოვნებას. სინამდვილეში მისი შინაგანი სამყარო ტკივილითაა სავსე. ბლუმი ძალიან ბევრს ფიქრობს. მას უკიდეგანოდ ღლის ჭეშმარიტებების ძიება.

3.ლომი

თუ თქვენ ლომის ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, ჯეი გეტსბი ხართ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანიდან ,,დიადი გეტსბი". ეს წიგნი მეორე საუკუნის საუკეთესო ,,100 წიგნში" მეორე ადგილს იკავებს. ,,დიადი გეტსბი" არის ისტორია მამაკაცისა, რომელმაც ნოლიდან დაიწყო და მწვერვალებს მიაღწია : გამდიდრდა, მოიხვეჭა სახელი, დაიმკვიდრა ადგილი მაღალ საზოგადოებაში - მიუხედავად იმისა, რომ უღარიბეს ფენას მიეკუთვნებოდა; ,,შეცვალა" წარსული... და შეიყვარა მისთვის საბედისწერო ქალი!

ჯეი გეტსბი მიზანდასახული, ძლიერი, გულუხვი, მეგობრული და ყურადღების მოყვარულია. აგრეთვე, ყველაფერს აკეთებს საყვარელი ქალისთვის, როგორც ნამდვილ ლომს შეშვენის!

4.თხის რქა

თუ თხის რქის ნიშნით დაიბადეთ, ჟორჟ დიურუა ხართ გი დე მოპასანის რომანიდან - ,,ლამაზი მეგობარი". ეს არის ნაწარმოები, რომელიც გამოსვლიდან უმოკლეს დროში 37-ჯერ გამოიცა. იგი მოგვითხრობს სოფლიდან ჩამოსულ ახალაგზრდა კაცზე, რომელიც მიზნის მისაღწევად უკან არააფერზე იხევს. დიახ! მას ნამდვილად აქვს თხის რქისთვის დამახასიათებელი მიზანსწრაფულობა, გონივრულობა, მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარი, მომხვეჭელობა, ფულის სიყვარული, მატერიაზე მიჯაჭვულობა. ჟორჟს სურს რომ გამდიდრდეს, ძალაუფლება მოიპოვოს, აღიარონ და პატივი მიაგონ. დიურუასთვის ქორწინებაც კი გეგმის ნაწილია. მას არ უნჩნდება მიჯაჭვულობა ქალების მიმართ, მაშინაც კი, როცა თითქოს და, ნაზ გრძნობებს აღუძრავს რომელიმე მათგანი.

5.კირჩხიბი

თუ კირჩხიბის ნიშნით დაიბადეთ, შარლოტა ბრონტეს რომანის ,,ჯეინ ეარის" პერსონაჟი, ჯეინი ხართ - მზრუნველი, ერთგული, მოსიყვარულე, მოწოდებით აღმზრდელი, მოთმინებით სავსე, მიმტევებელი, ოჯახზე ორიენტირებული და გამბედავი.

"ჯეინ ეარი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, რომელიც 1847 წელს გამოქვეყნდა, ლონდონში. თავიდან ბრონტემ რომანი კურერ ბელის ფსევდონიმით გამოსცა და გაახმოვანა, რომ ავტობიოგრაფია იყო. რომანის მეორე გამოცემა შარლოტამ ინგლისელ ნოველისტს, უილიამ თეკერეის მიუძღვნა. "ჯეინ ეარის" პერსონაჟ მისტერ როჩესტერის მსგავსად, მწერალსაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი.

,,ჯეინ ეარი" მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე,რომელსაც ცხოვრებამ არა ერთი განსაცდელი გამოატარა: ცხოვრობდა ოჯახში, სადაც არ უყვარდათ; მოზარდობა გაატარა უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში; ზრდასრულმა კი მუშაობა დაიწყო აღმზრდელად მდიდარ ოჯახში, სადაც რომანის მთავარი მოვლენები განვითარდა.

6.მშვილდოსანი

თუ მშვილდოსნის ნიშნით დაიბადეთ, ოსკარ უაილდის რომანის ,,დორიან გრეის პორტრეტი" მთავარი პერსონაჟი, დორიან გრეი ხართ. რომანი 1890 წელს გამოიცა. იგი მოგვითხრობს ყმაწვილკაცზე, რომელმაც ცხოვრების ყველა სიამე შეიგრძნო, უკუაგდო მონოგამია, ერთგულება, ადამიანურ ფასეულობათა სისტემა და ნებისმიერი კაცის ოცნება აიხდინა - მარადიულ ახალგაზრდობას მიაღწია. დორიანისთვის, ყველა მშვილდოსნის მსგავსად, მთავარი თავისუფლება და დამოუკიდებლობაა! მას სურს, რომ ყველაფერი განიცადოს!

7.სასწორი

თუ სასწორის ნიშნით დაიბადეთ პაოლა ფორესტი ხართ, ჯეკ ლონდონის რომანიდან ,,დიდიდ სახლის პატარა დიასახლისი." პაოლა ორ ცეცხლ შუა აღმოჩნდა: მას ორი მამაკაცი ერთდროულად უყვარს - ქმარი და მისი ახლო მეგობარი, რომელიც დროებით შეისახლეს. მთავარი თვისება, რომელიც გვარწმუნებს რომ პაოლა სასწორია - მისი ორჭოფობა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაა. სასწორები ყოველთვის იტანჯებიან, როცა დილემის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე.

,,დიდი სახლის პატარა დიასახლისი" 1915 წელს გამოიცა, მწერლის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, და ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

8.თევზები

თუ თევზების ნიშნით დაიბადეთ ჟოან მადუ ხართ ერიხ მარია რემარკის რომანიდან ,,ტრიუმფალური თაღი". ქალი, რომელიც თავიდან ბოლომდე ეფლობა სიყვარულში და თითქოს თავადაც სიყარულად გარდაიქმნება. ის არის დაუცველი არსება, რომელსაც ყოველთვის სჭირდება თავშესაფარი, ფიზიკურად გადარჩენისთვის, ამიტომ ხან ერთ მამაკაცს აძლევს ,,პატრონობის" უფლებას, ხან მეორეს... სიყვარულით კი ერთადერთი უყვარს. ჟოანის ემოციები, მოლოდინი და გრძნობები იმდენად ღრმაა, შეუძლებელია თევზი არ იყოს. მის თევზობას ადასტურებს შინაგანი სისუსტეც, რომელსაც გამუდმებით ებრძვის. და, რა თქმა უნდა, ბოლო შტრიხი... ალკოჰოლთან ახლო მეგობრობა!

9.ტყუპები

თუ თქვენ ტყუპების ნიშნით დაიბადეთ , მარკ ტვენის საყმაწვილო ნაწარმოების ,,ტომ სოიერის თავგადასავლის" მთავარი გმირი ხართ: სიცოცხლით სავსე, მოუსვენარი, ცნობისმოყვარე, იუმორის გრძნობის მქონე, განვითარებული ფანტაზიით, მხიარული, ცოტათი უპასუხისმგებლო და, რაც მთავარია, ცვალებადი!

წიგნში მოთხრობილია თორმეტი წლის ობოლი ბიჭუნას, ტომის ამბავი, რომელიც დეიდასთან ერთად ცხოვრობს. უმოკლეს დროში ტომი პოულობს მეგობარ გოგონას, გარბის სახლიდან, ცხოვრობს კუნძულზე და გამოქვაბულში დაკარგვასაც კი ახერხებს! არ გეგონოთ რომ გამოქვაბულიდან ხელცარიელი დაბრუნდება! ის განძს აღმოაჩენს!

10.კურო

თუ თქვენ კუროს ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, ჟერვეზა ხართ ემილ ზოლას რომანიდან ,,ხაფანგი". ეს რომანი 1877 წელს გამოიცა და იმდროინდელი პარიზული ცხოვრება ასახა. მართალია, ზოლას ლანძღავდნენ ,,ხაფანგის" დაწერის გამო, მაგრამ მწერალს თავის ნამუშევარში ეჭვი არასდროს შეჰპარვია, ხშირად ამბობდა: "მე თავს არ ვიცავ, მე ჩემივე შედევრი დამიცავს".

ჟერვეზა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა შეყვარებულს პარიზში გაყოლაზე დათანხმდა. ახალი ცხოვრების სტილმა, ნაცვლად იმისა, რომ წყვილი ,,ერთ სულ და ერთ ხორც" ექცია, დააშორა. ჟერვეზა სრულიად მარტო დარჩა უამრავ პრობლემასთან ერთად. მოგვიანებით მან მეორედ გათხოვება შეძლო - ,,ვაის გაეყარა და ვუის შეეყარა." ჟერვეზა მშრომელი და მებრძოლი ქალია, თუმცა ბევრ შეცდომას უშვებს. შვილი მას ცუდ დედობაში ადანაშაულებს. არის თუ არა ჟერვეზა ცუდი დედა, ამ კითხვაზე პასუხს თავად იპოვით წიგნში.

11. ქალწული

თუ ქალწულის ნიშნით დაიბადეთ, ნამდვილად შერლოკ ჰოლმსი ხართ არტურ კონან დოილის დეტექტიურ მოთხრობათა სერიიდან ,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი." შერლოკს, ისევე როგორც ყველა ქალწულს, ბრწყინავლე ანალიზის უნარი აქვთ. ასევე, ძალიან ჭკვიანი და წინდახედულია.

კონან დოილმა დაწერა 4 რომანი და 56 მოთხრობა შერლოკ ჰოლმსზე. პირველი მოთხრობა "ალისფერი კვალი" დაიბეჭდა 1887 წელს, ხოლო მეორე - "ოთხთა ნიშანი"1890 წელს. შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟი ძალიან პოპულარული გახდა და 1891 წელს გამოვიდა მოთხრობების პირველი კრებული. ამას მოჰყვა მოთხრობათა მთელი სერია და ოთხი რომანის გამოსვლა. ნაწარმოებები გამოდიოდა 1880 წლიდან 1907 წლამდე და შემდგომ კიდევ ერთი, უკანასკნელი მოთხრობა - "ლომის ფაფარი" 1914 წელს.

12. ვერძი

თუ თქვენ ვერძის ნიშნით დაიბადეთ, დიუმას რომანის ,,გრაფი მონტე კრისტო" პერსონაჟი ედმონდ დანტესი ხართ. ეს სათავგადასავლო რომანი გამოიცა 1844-1846 წლებში. ნაწარმოები მოგვითხრობს კაპიტნის თანაშემწეზე, რომელიც სულ მალე კაპიტნად უნდა დააწინაურონ, მაგრამ მეგობრები მას სამშობლოს ღალატში დასდებენ ბრალს, რის გამოც ედმონდს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. 14 წლის შემდეგ დანტესი შურის საძიებლად დაბრუნებას ახერხებს. ედმონდი მიზანდასახული, ძლიერი სულის პერსონაჟია, რომელიც სამართლიანობის აღსადგენად იბრძვის.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...