შინაური ვეფხვი ტომი

gurianews.com

ზაფრანი

შინაური ვეფხვი ტომი

2017 სექ 22 10:42:53

ბრაზილიის სამხრეთის პატარა ქალაქ მარინგის მკვიდრ არი ბორხესის ოჯახში 300 კგ-იანი ვეფხვი ტომი ბოკვრობიდან ცხოვრობს.

2010 წლიდან ბორხესს შტატის ხელისუფლება საზოგადოებისთვის საშიში ცხოველის ჩამოსართმევად ებრძვის, თუმცა ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს.

ბორხესის გოგონები - 23 წლის აიარა და 20 წლის ნაიარა შინაური ვეფხვის დათმობას ცოცხალი თავით არ აპირებენ - "ტომი ჩვენს საწოლში გაიზარდა, წლებია, სულ ერთად ვართ, ჩვენ ვაჭმევთ, ვაბანავებთ და ველაპარაკებით. ის არ არის აგრესიული. მერე რა, რომ ტომს ხანდახან ჩვენი

მაღალი ღობიდან გადახედვა უყვარს, უკვე ყველა იცნობს და მისი აღარ ეშინიათ", - განუცხადეს გოგონებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს. ამავე "აზრისაა" ბორხესების ჩიჰუაჰუა მალოც, რომელსაც ვეფხვზე გავლა-გამოვლა და ჯდომა ძალიან უყვარს. მის კვალს მიჰყვება ოჯახის უმცროსი წევრი 1 წლის ჟოანაც, რომელსაც ტომის ზურგზე მოკალათება ყველაფერს ურჩევნია. 


ნახვა: 44


 ახალი ამბები
  • ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 20 პირი _ შსს-მ სამუშაო კვირა შეაჯამაბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახისნარკოტიკული საშუალება. პოლიციის მხრიდან კრიმინალთან აქტიური ბრძოლა გრძელდება. სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, ჯამში, 0,5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, მათ შორის: 589.86 ჰეროინის შემცველინარკოტიკული საშუალება, 191 აბი „სუბოქსინი", 18 აბი „მდმა", 437 აბი „ექსტაზი", 179 აბი „ბუპრენორფინი", 10 აბი „მეტადონი", 1 შეკვრა ოპიუმი და ა.შ. ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათშორის - 5 ნარკორეალიზატორი. დაკავებულთა შორის, 8 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათ მიერ სხვადასხვა მუხლით ჩადენილი დანაშაული, 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქედააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 10 აბი „ექსტაზი" ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 427 აბი„ექსტაზი". პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დააკავა მათთან კავშირში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქე და უზბეკეთის 1 მოქალაქე, რომელთა პირადი და დროებით საცხოვრებელიბინის ჩხრეკისას 164 აბი „ექსტაზი" ამოიღო. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამინისტროს მიზანია დროულად აღიკვეთოს ნარკოტიკის გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრასაქართველოს პრეზიდენტი წილკნის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას ყოვლად ამაზრზენი მკვლელობა უწოდა და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ტრაგედიას დიდ ტკივილად დაემატა. ,,ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლი. ადამიანი, რომელიც საქართველოს ემსახურებოდა, მათ შორის საერთაშორისო მისიებში. მას საქართველოში ერთი ტყვია არ გაუსვრია. ის ემსახურებოდა სამშობლოს, სამხედრო სამსახურის შემდეგ კი, ცხოვრობდა უკვე მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრებით. ვიზიარებთ ოჯახისა და ყველა ახლობლის ტკივილს. სახელმწიფო უშიშროების სამსახური მუშაობს როგორც გადმოსვენების საკითხებზე, ასევე, ჩვენი ორი თანამოქალაქის დაბრუნების საკითხზე, რომელთა ბედიც ძალიან გვაღელვებს. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრაგედიის პარალელურად გამოჩნდეს ის სიმართლე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. ის, რაც ჩვენ ვნახეთ ერთი წლის წინ აფხაზეთში, ის რასაც ვხედავთ აქ, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა - სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურად დამტკიცდეს “, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ წუხელ ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე 1983 წელს დაბადებული არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. დე ფაქტო უწყების ცნობით ტატუნაშვილი ერთი დღით ადრე ახალგორში დააკავეს, ტატუნაშვილს დე ფაქტო საგამოძიებო უწყებამ „გენოციდის" ბრალდება წაუყენა. როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს, ტატუნაშვილი დაკითხვაზე ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მას აჩვენეს მასალები, რომელიც მის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ამტკიცებდა. დეფაქტო ცხინვალი აღიარებს, რომ დროებით იზოლატორში გადაყვანისას ტატუნაშვილის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის გამოც მან მნიშვნელოვანი ტრამვები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.„დაკითხვისას ეჭვმიტანილმა ადვოკატის და თარჯიმნის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, თუმცა არც მათი თანდასწრებით არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა გადაყვანის პროცესში მას ქონდა მცდელობა, რომ ერთ-ერთი ბადრაგისთვის იარაღი წაერთმია. აღნიშნულ მცდელობაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს ბადრაგებმა და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენეს. ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.“- ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათი თქმით, საავადმყოფოში მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიეს თუმცა ის გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელიტარული დანაყოფის შემადგენლობაში მსახურობდა და მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის საბრძოლო ... ...
  • საჯარო რეესტრი და შემოსავლების სამსახური ბიზნესის დაწყების მსურველებს ახალ სერვისს სთავაზობენ (R) იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღესხელი საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა მოაწერეს. ორუწყებას შორის გაფორმებული მემორანდუმი მიმართულია ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირების მომსახურების გაუმჯობესებისაკენ. მემორანდუმის თანახმად, ბიზნესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად, იმავე განცხადებით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, მოითხოვონ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში დამატებითი ვიზიტის გარეშე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ელექტრონული პროგრამის საშუალებით თავად უზრუნველყოფს განაცხადის შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას. შედეგად კი, ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურის დასრულებასთან ერთად, სუბიექტი დარეგისტრირდება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელადაც. დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირების შესახებ შეტყობინებას დაინტერესებული პირი მის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს. "საჯარო რეესტრსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბიზნესის სუბიექტების რეგისტრაციასთან ერთად, იმავდროულად, ერთი სარკმლის პრინციპით, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდნენ. კიდევ უფრო გამარტივებული მომსახურება უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მსოფლიო ბანკის „Doing Business" რეიტინგშიც წინ წაიწიოს. აღნიშნული სიახლე ადასტურებს, რომ საქართველო აგრძელებს რეფორმებს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, რაც იმედი გვაქვს, კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლების რეიტინგებში", – განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. "ჩვენ კიდევ უფრო გავუმარტივეთ მეწარმე სუბიექტებს და სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს, ერთი ფანჯრის პრინციპით მოახერხონ როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ისე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრებში პირველადი რეგისტრაციის პროცედურების გავლა", –აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა. მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 190 ქვეყანას შორის, მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგი ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს. ერთ–ერთი ინდიკატორია ბიზნესის დაწყების სიმარტივე, რომლითაც საქართველო მერვედან მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. ... ...
  • ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა განიხილეს (R)აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა განიხილეს ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ლანჩხუთი - ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, სოფელ ჩოჩხათის მოსახლეობას შეხვდნენ. ნინო წილოსანმა მოსახლეობას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად განხორციელდება და საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებს ემყარება. როგორც შეხვედრაზე გუბერნატორმა აღნიშნა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში კვლავაც აქტიურად ჩაერთვება და ასევე, მნიშნელოვანია მოსახლეობის ჩართულობაც. "მავნებელთან ბრძოლა ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას", _  განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ. ... ...
  • ,,ეს ნაბიჯები სისტემას არა თუ ვნებს, არამედ ანგრევს“ _ ცისკარიშვილიპოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ,,გურია ნიუსთან“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ განმწესების საკითხს გამოეხმაურა, რომელთა შორის გახმაურებული საქმეების მოსამართლეებიც მოხვდნენ. ,,სამწუხარო რეალობა გახლავთ, მაგრამ გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც  2015 წლის მილეულს ბატონმა ივანიშვილმა საქართველოს სამართლიანობის  სიმბოლოდ  წარმოგიდგინა ლევან მურუსიძე. ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ იყო შეჩვენებული. რასაკვირველია, სასამართლო სისტემის რეპუტაციას ასეთი ნაბიჯები არა თუ ვნებს, არამედ ანგრევს. დიდი ხნის განმავლობაში ძალისხმევის მიუხედავად, ისევ ვიბძვით, რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო სისტემა, მაგარამ როგორც  კი ვამჩნევთ, რომ სულელებად მივაჩნივართ პროკურატურას მთავრდება ფიქრი იქნება თუ არა გარკვეული გადაწყვეტილება სამართლიანი. პოლიტიკური შურისძიების მექანიზმად არის წარმოჩენილი ის გუნდი მოსამართლეებისა, რომლებიც ძალიან დროულად და ზუსტად დაახასიათა უკვე იუსტიციის მოქმედმა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ“, - უთხრა ,,გურია ნიუსს“ ცისკარიშვილმა. შეგახსენებთ, 2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  კენჭისყრა გაიმართა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეთა უვადოდ განსამწესებლად, რომლებმაც საბჭოს წერილობითი განცხადებით მიმართეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით 50 კანდიდატიდან უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, 44 მოსამართლე გაამწესეს, რომელთა შორის არიან სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძისა და ვანო მერაბიშვილის გახმაურებული საქმეების მოსამართლეები. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ განმწესებაზე უარი უთხრა 6 მოსამართლეს _ ცისანა სირბილაძეს, ირაკლი შავაძეს, მიხეილ ბებიაშვილს, კობა გოცირიძეს, ეკატერინე პართენაშვილს და დავით ... ...

არქივი

ზაფრანი

დემოკრატიის სახელით

ცოტა ხნის წინ სამხრეთ აფრიკის...

მერილინ მონროს საიდუმლო

რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ამერიკელმა...

"სიყვარულში გალეული"

ვაშინგტონის ზოოპარკის მკვიდრი, 58 წლის...

თვალები გეღლებათ?

სამუშაო დღის ბოლოს თვალები გვეღლება....

თავბრუ გეხვევათ?

ეს შეგრძნება შეიძლება უწყინარი მიზეზითაც...

ლიკურგეს სამართალი

სპარტის სამეფოს გაძლიერებას ანტიკური ხანის...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვიწესრიგოდ წნევა

ჰიპერტონია სერიოზული დაავადებაა, რომელიც მუდმივად...

ფუტკრის პური

თაფლი, დინდგელი, ყვავილის მტვერი, ცვილი...

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...