სიძეობა და ასტროლოგია

ზაფრანი

სიძეობა და ასტროლოგია

29 მაი. 2020, 17:36:03

ვერძი

სიდედრისა და ვერძი-სიძის ურთიერთობა მოარულ წვერებიან თუ ცინცხალ ანეკდოტებს გაგახსენებთ. თავდაპირველად ისინი დამეგობრდებიან და ერთმანეთის ქება-დიდებაშიც იქნებიან, მაგრამ შემდეგ ნათელს ბნელი შეცვლის. სიდედრის კრიტიკის საპასუხოდ ვერძი-სიძე უტაქტო და უხეში იქნება და შესაძლოა, მას ასაკიც კი შეახსენოს. საქმე ისაა, რომ სიძე-ვერძი სიდედრს თავიდანვე მტრად, კონფლიქტებისა და ჩხუბის ინიციატორად აღიქვამს. კარგი იქნება, თუ ვერძის სიდედრი ასი კილომეტრის მოშორებით იცხოვრებს ახალგაზრდა ოჯახისგან. მეორეც, ვერძი – ძალაუფლების მოყვარე მამაკაცია, ერთმნიშვნელოვნად ლიდერია ოჯახში. ამიტომაც სიდედრი-გენერალი მას არაფერში სჭირდება.

კურო

სიძე-კუროსა და სიდედრს შორის ურთიერთობა ძალიან ნელა ვითარდება. სიძე იშვიათად მიმართავს სიდედრს და ისიც მხოლოდ საქმიანად. სიდედრის რჩევებს და მით უმეტეს მოთხოვნებს ერთი ყურში უშვებს და დაინტერესებას მხოლოდ მაშინ გამოხატავს, როცა სიდედრისგან რაიმე თავისთვის სასიკეთოს მოელის. მაგალითად, როცა ცოლის დედა ახალგაზრდა ოჯახს მატერიალურად ეხმარება. საერთო ჯამში, მისთვის სიდედრის ფინანსური სტატუსი გადამწყვეტია.

ტყუპი

ტყუპი-სიძე სიდედრის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას არ გამოხატავს. ურთიერთობაში მსუბუქი გულგრილობა შეიმჩნევა. უფრო ზრდასრულ ტყუპ-სიძეებში მეტად შესაძლებელია, სიდედრმა საერთო ენა გამონახოს, მაგრამ თუ ზედმეტს არ ილაპარაკებს და ახალგაზრდა ოჯახის ცხოვრებაში აშკარად არ ჩაერევა. რადგანაც ტყუპი-სიძე თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელია, მას გააღიზიანებს ცოლის მიერ დედის გაიდეალება.

კირჩხიბი

სიძე-კირჩხიბი შეიძლება იყოს ძალიან საყვარელი, გულისხმიერი და მზრუნველი. ყოველთვის მზად არის, მოისმინოს სიდედრის რჩევა, გვერდში დაუდგეს მას ან თანაუგრძნოს გაჭირვების ჟამს. გიჟდება, როცა მეორე დედიკო მას გემრიელი ოჯახური კერძებით ანებივრებს, მაგრამ ძალიან ბუტიაა და შესაძლოა, საბოლოოდ შეიძულოს უჟმური და უტაქტო სიდედრი, რომელიც ქალიშვილის ქმარში მხოლოდ უარყოფითს ხედავს.

ლომი

არცერთ სიძე-ლომს არ მოეწონება, თუ მის ოჯახში სხვა გასცემს ბრძანებებს, მით უმეტეს, თუ ეს სხვა სიდედრი იქნება. სიძე-ლომი ყველანაირად ამყარებს "ოჯახის უფროსის" სტატუსს. თუ სიდედრი ლიდერობაზე განაცხადებს პრეტენზიას, ოჯახში ურთიერთობა ძალიან დაიძაბება. უვნებელი, გულუხვი და გულისხმიერი სიდედრის ყოლის შემთხვევაშიც სიძე-ლომი უარყოფითად იქნება ცოლის დედიკოს მიმართ განწყობილი, რადგან ვერ აიტანს, რომ ის მის მეუღლეზე რამენაირად მაინც იქონიებს გავლენას. მაშინვე ლიკვიდაციას გაუკეთებს სიდედრს, რომელიც "რუხი კარდინალის" როლში გამოვა. ლომი აუცილებლად შეეცდება იმის გარკვევას, რა ხდება მის ზურგსუკან და რას ლაპარაკობენ მასზე. და თუ სიდედრი მას არც ისე კარგად მოიხსენიებს, ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდება.

ქალწული

სიძე-ქალწული თავიდანვე ეგუება სიდედრის არსებობას. მას ისე ეპყრობა, როგორც გარდაუვალ რეალობას, რომლის შეცვლაც შეუძლებელია და აზრს მოკლებული. მისთვის სიდედრი ბოროტებისა და უსამართლობის განსახიერება არ არის. ის აღიარებს მას, შეგნებით ეკიდება მის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და ცდილობს, თავი აარიდოს კონფლიქტებს. სიდედრი ვერასოდეს გაიგებს, რომ შესაძლოა მის სიძეს აღიზიანებს ყველაფერი - სიდედრის ხმიდან დაწყებული, მის მიერ მომზადებული სადილებით დამთავრებული.

სასწორი

სასწორი – ყველაზე დიპლომატი სიძეა. მასთან პირველი შეხვედრები ჰგავს მოლაპარაკებებს, რომელშიც ის სიმშვიდესა და მეგობრულ განწყობას ინარჩუნებს, თუმცა ზედმეტი დითირამბების გარეშე. თუ სიდედრს არ მოსწონს ქალიშვილის არჩევანი ან ის ნეგატიურად არის განწყობილი სიძის მიმართ, სასწორი შეეცდება, თავი მოაწონოს ცოლის დედას. სასწორი-სიძე ფლობს კომპრომისზე წასვლის, კონფლიქტის მოგვარების ხელოვნებას და ხანდახან დედასა და ქალიშვილს შორის მშვიდობის მტრედადაც გვევლინება. ერთადერთი, რასაც სიძე-სასწორი ვერ აიტანს, სიდედრის ჩარევას მათი ოჯახური ბუდის მოწყობასა და ბავშვების აღზრდაში.

მორიელი

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამს სიდედრი თავის სიძე-მორიელს. მორიელი ინტუიციურად გრძნობს მისდამი დამოკიდებულებას, ასკანერებს ამ ყველაფერს და სიდედრი ამის შემდეგ თავისი ჭეშმარიტი გრძნობისა და ემოციის დაფარვას სიძისგან ვეღარასოდეს შეძლებს. თავდაპირველად, როგორც სხვა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს, მორიელი სიდედრის მოხიბვლასაც შეეცდება, მაგრამ თუ სიდედრი - "კერკეტი კაკალია" და ამასთან, გრძელი ენაც აქვს, მაშინ მორიელმა შესაძლოა, დიდი ხნით ჩაიდოს გულში წყენა და ადრე თუ გვიან ის ამას უხეში და არაადეკვატური საქციელით გამოხატავს. კონფლიქტის მეორე მხარე ის არის, რომ მორიელი ძალიან ეჭვიანია. ამიტომაც მისთვის უკუნაჩვენებია სიდედრი, რომელიც აქტიურად ერევა ქალიშვილის ცხოვრებაში. სიძე-მორიელმა შესაძლოა იეჭვიანოს სიდედრზე, რომელიც განსაკუთრებული სითბოთი და მზრუნველობით ეპყრობა საკუთარ ქალიშვილს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს კარგად ესმის, რომ როგორც ყველა დედა, სიდედრიც ნერვიულობს საკუთარ შვილზე. ამიტომაც მოთმინებით ეკიდება ყველა მის რჩევას, ნოტაციასა და საყვედურებსაც კი, თუ ის დამსახურებულად არის ნათქვამი. სიდედრის გაუთავებელ კრიტიკას მშვილდოსანი შესაშური იუმორით ეკიდება. ის ხომ არასოდეს შეიცვლის საკუთარ ჩვევებსა და გემოვნებას იმისათვის, რომ გარშემომყოფებს მოაწონოს თავი. მაგრამ რაც მეტად ერევა სიდედრი მის საქმეებში, მით მეტად გაურბის მშვილდოსანი-სიძე მას, ურთიერთობა კი უფრო და უფრო ცივი და ლაკონური ხდება.

თხის რქა

თხის რქა – ყველაზე პატივმოყვარე სიძეა. ვერ იტანს, როცა სიდედრი ამცირებს მას საკუთარი ცოლის თვალში. სიდედრმა პატივი უნდა სცეს სიძეს, მის საქმიანობას, არ გააკრიტიკოს მისი შეხედულებები ცხოვრებაზე და მისი ფასეულობები. მაგრამ უნდა ითქვას, რომ თუ კრიტიკა კეთილგანწყობილია, მაშინ თხის რქა ბევრად შეგნებულად მოიქცევა, ვიდრე სხვა ნიშნის წარმომადგენელი სიძეები. ყოველ შემთხვევაში, ღია კონფლიქტის დროსაც კი სიძე-სიდედრის დიალოგი არ გასცდება კონსტრუქციულობისა და ზრდილობის ზღვარს. თხის რქა ხომ უფროსებისა და მასზე ბევრად გამოცდილი ადამიანების მიმართ პატივისცემის გრძნობით გამოირჩევა.

მერწყული

მერწყული – ყველაზე კონტაქტური სიძეა. უპირატესობას ანიჭებს მეგობრულ ურთიერთობას სიდედრთან და ვერ იტანს, როცა მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. სიდედრს მეფური გამოხდომებით, მბრძანებლური ტონით და ახალგაზრდა ოჯახის გაკონტროლების მცდელობით შეუძლია დაანგრიოს საკუთარი შვილის ოჯახი. ფსიქოლოგიური დისკომფორტისა და შეზღუდვის შემთხვევაში, ამ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს სურვილი უჩნდებათ, უკანმოუხედავად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაიქცნენ ოჯახიდან.

თევზები

თევზები – ერთადერთი ნიშანია, რომელიც მეტ-ნაკლებად ეგუება პრეტენზიულ ან ძალაუფლებისმოყვარე სიდედრს, მაგრამ სიდედრს ყოველთვის აქვს ის შეგრძნება, რომ მის სიძეში რაღაც ისეთია დაფარული, რომელიც მის ქალიშვილს კარგისკენ არ მიიყვანს. სინამდვილეში, თევზ-სიძესთან რთული არ არის თბილი, ნდობით აღსავსე ურთიერთობის ჩამოყალიბება. მშვიდობისმოყვარე და მზრუნველმა სიდედრმა შეიძლება სიძის სახით გულითადი და ყურადღებიანი მეგობარი შეიძინოს. განსაკუთრებული შემთხვევა: თუ სიდედრი – რაციონალური პიროვნებაა, სიძე კი – შემოქმედებითი ადამიანი ან პროფესიით არის ხელოვანი, მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია ან საერთოდ არ არსებობს.




 ახალი ამბები
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი“ _ ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურაში გუშინ 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, მამაკაცს მდინარეში გული გაუსკდა. გარდაცვლილმა სკოლა წელს დაამთავრა. „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი. საშინელება ტრიალებს. მთელი სოფელი ტირის. ვიწვით ამ ოჯახის ტრაგედიით“, _ ამბობს ადგილობრივი მოქალაქე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ... ...
  • "ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია" 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი. მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. „ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. წყარო: ... ...
  • 3 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე სტოპცოვ.გე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...