სიყვარულის რეცეპტი

ზაფრანი

სიყვარულის რეცეპტი

30 ოქტ. 2020, 12:27:53

ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცების მოსახიბლად ერთი მთავარი ხერხი არსებობს - აიძულეთ, რომ დიდხანს ეცადოს თქვენ ხელში ჩაგდებას, მისთვის მარტივად მისაწვდომი არ უნდა იყოთ. ამავდროულად, მას სჭირდება იცოდეს, რომ თქვენ მისით დაინტერესებული ხართ, თუმცა ეს ისე უნდა გააკეთოთ რომ მისთის მიუწვდომელი დარჩეთ. განსაკურებით იმ შემთხვევაში მოხიბლავთ, თუ დამოუკიდებელი, თავისუფალი, თავდაჯერებული და ძლიერი ხართ.

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცების გულის მოგებას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ არ მოერიდებით მისთვის გულის გადაშლას და პირად თემებზე საუბარს, თუმცა ყველაზე მარტივი გზა კურო მამაკაცების გულის მოსაგებად გემრიელი საჭმელების მომზადებაა. გემრიელი საჭმელი, ღვინო და რომანტიკული გარემო მისი გულის გასათბობად სრულიად საკმარისია. კუროს სურს გვერდით ჰყავდეს პარტნიორი, რომელიც, პირველ რიგში, ძალიან მზრუნველი იქნება, მყარად იდგება მიწაზე და გამორჩეული იქნება თავისი ბუნებრიობით. ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცები გიჟდებიან საჩუქრებზე.

ტყუპები - ტყუპების გულისკენ მიმავალი ყველაზე მარტივი გზა არის მის ინტელექტთან გათანაბრება. ეს ინტელექტუალი და ცოდნით სავსე მამაკაცები იხიბლებიან მხოლოდ და მხოლოდ ჭკვიანი ქალებით. თუ ასეთი მამაკაცის გულის მონადირება გსურთ, სჯობს, მასთან უმფრო მეტს თუ ისაუბრებთ თქვენს ინტერესებზე. გულწრფელად ესაუბრეთ ცხოვრებისადმი საკუთარი შეხედულების შესახებ. მასთან კომუნიკაცია უნდა იყოს როგორც სერიოზული, ასევე მხიარული. მოუყევით თქვენი ბავშვობის და სამომავლო გეგმების შესახებ, გაანდეთ თქვენი ოცნებები. ამ ყველაფრის წყალობით თქვენ შორის კავშირი გაიზრდება და მის გულამდე უფრო მარტივად შეძლებთ მიღწევას.

კირჩხიბი - კირჩხიბს იმ შემთხვევაში შეუყვარდებით, თუ თქვენთან ძლიერ ემოციურ კავშირს იგრძნობს და თუ ჩათვლის, რომ თქვენი ნდობა შეუძლია.ამიტომ, პირველ რიგში ყველაფერი უნდა გააკეთოთ მისი ნდობის მოსაპოვებლად. გამოხატეთ გრძნბები, ემოციები მისი თანდასწრებით გულღიად. მას სჭირდება, რომ იცოდეს თქვენი გრძნობების შესახებ.

ლომი - ეს ზოდიაქოს ყველაზე რომანტიკული და ვნებიანი ნიშანია. მისი გულის მოგება არც ისე რთულია. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ამ ქარიზმატულმა მამაკაცმა იცოდეს იმის შესახებ, რომ თქვენ მასზე გიჟდებით, იცოდეს, რომ ძალიან გიზიდავთ. თავი სამყაროს ცენტრად უნდა აგრძნობინოთ და ნახავთ, რომ თქვენ გარეშე ნაბიჯის გადადგმასაც არ მოისურვებს.

ქალწული - ამ მამაკაცის გულის მოგება მარტივი არ არის. მის გულზე გამარჯვება, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს. ქალწული სასიყვარულო ურთიერთობას მარტივად არასოდეს იწყებს. მისი ნდობა ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა უნდა მოიპოვოთ. მას თქვენი რწმენა და ნდობა უნდა ჰქონდეს, ამ ნდობის მოპოვებას კი დიდი დრო სჭირდება. თუ ამ მამაკაცის ნდობის მოპოვებას შეძლებთ, თქვენ ერთ მთლიანობად იქცევით.

სასწორი - ზოგადად, ძალიან რთულია იმისა გარკვევა, თუ რას ფიქრობს სასწორი მამაკაცი თქვენ შესახებ, მას არ უყვარს გრძნობების აფიშირება. თუ მის მიმართ გრძნობებს არ დამალავთ და ყურადღებას გამოიჩენთ, ურთიერთობა სწრაფად განვითარდება. შესაძლოა, პირველ ეტაპზე ვერ მიხვდეთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს თქვენდამი, მაგრამ მოთმინება გამოიჩინეთ და ნახავთ, რომ თქვენს გრძნობებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამასთანავე, კარგი იქნება თუ აჩვენებთ, რომ მისი გვერდით დგომა და მისი დახმარება გჭირდებათ. სასწორებს მოსწონთ დაუცველი ქალები.

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცები საიდუმლოებითა და ინტრიგებით სავსენი არიან. მათ არ მოსწონთ თუ თქვენს გრძნობებს წინ დაულაგებთ და დაუფარავად გამოუტყდებით სიყვარულში. ის იხიბლება იდუმალებით მოცული ქალით, რომელიც ამოუხსნელი და საიდუმლოებით სავსეა. მიეცით მას უფლება, რომ მცირედით მაინც გააკონტროლოს თქვენი ცხოვრება, ვინაიდან მორიელი მამაკაცები იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებსაც ძალიან უყვართ კონტროლი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საკუთარ თავზე აღება. თუ ასე მოიქცევით, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი ურთიერთობა სწრაფად განვითარდება.

მშვილდოსანი - ნუ იქნებით ტრადიციული, სჯობს გასცდეთ ჩარჩოებს და მას რაღაც არაორდინალური შესთავაზოთ, თქვენში რაღაც განსხვავებული უნდა დაინახოს. თუ ამ მამაკაცის გულის მოგება გსურთ, უნდა აჩვენოთ მას, რომ თქვენ გვერდით ცხოვრება საინტერესო და ნამდვილი თავგადასავალი იქნება. ამავდროულად, მან არ უნდა ჩათვალოს რომ თქვენთან ერთად ყოფნით თავისუფლება შეეზღუდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ მისი გულის მონადირებას.

თხის რქა - მისი გულის მოსაგებად აუცილებელია უჩვენოთ, თუ როგორი ამბიციური და შრომისმოყვარე ხართ, რომ მუდამ მზად ხართ გამოწვევებისთვის და მიზნის მისაღწევად დაუღალავად ისწრაფვით. ამ მამაკაცს მოსწონს კარიერისტი ქალი. ის თქვენში უნდა ხედავდეს ადამიანს, რომელიც პროფესიული და კარიერული თვალსაზრისით წარმატებას მოუტანს და განვითარებაში დაეხმარება.

მერწყული - თუ მერწყული მამაკაცის მოხიბვლა გსურთ, არ უნდა ჰგავდეთ სხვებს, არ უნდა იყოთ სტანდარტული ქალი, უნდა გქონდეთ რაღაც გამსაკუთრებული, უნიკალური, რომელიც მხოლოდ თქვენთვის არის დამახასიათებელი. მერწყული ყველაზე მეტად ადამიანში ინდივიდუალიზმს აფასებს. თუ, თქვენში ასეთ ხასიათს დაინახავს, უპირობოდ შეგიყვარებთ.

თევზები - რომანტიკული თევზი მამაკაცის მოხიბვლა ასევე რომანტიკულ ქალს შეუძლია. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია არა სიტყვები, არამედ მანერები, ქმედებები, რომელსაც მის მიმართ ქალი ავლენს. მაგალითად, თვალებით კონტაქტი, ნაზი შეხება ის მანერებია, რომელთა საშუალებითაც თევზის გულის მოგება შეგიძლიათ. ის უნდა გრძნობდეს, რომ თქვენთან სულიერი კავშირი აქვს. აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ მის გამო ყველა საქმე გადადოთ და გვერდით დაუდგეთ რთულ მომენტში. ამ შემთხვევაში ის სამუდამოდ თქვენი იქნება.




 ახალი ამბები
  • დავით ზალკალიანს დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მოუსმენენნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს დისტანციურად მოუსმენენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატით წარიმართება და მასში მონაწილეობას დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგასთან ერთად მიიღებს. სწორედ დღეიდან იწყება მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვარშავაში. მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართულ სამომავლო გეგმებს, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაერთიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იმავე „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განახლების პროცესს, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობდნენ. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ასევე განიხილავენ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, საქართველოს მნიშვნელოვან როლს გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, ნატოს მისიებში მონაწილეობის ... ...
  • იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. „2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება. 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც 1-ლ დეკემბერს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კოხრეიძემ და სს „გეფას“ დირექტორმა მიხეილ აბრამიძემ. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა; დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საარჩევნო პლაკატების ნარჩენები ოზურგეთში: „ეს რამიშვილის კი არა, ახეულ-ჩახეულების ქუჩაა“ ოზურგეთში, ხეებზე, ღობეებზე, შენობების კედლებზე კვლავ ბლომად შეხვდებით  საარჩევნო პლაკატების ნარჩენებს. თუმცა, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქის ცენტრში მდებარე  ნინო რამიშვილის ქუჩა. _ ეს რამიშვილის კი არა, ახლა ახეულ-ჩახეულების ქუჩაა. ასე გააშპალიერეს, აწებეს და აგოზეს კედლებზე. მერე კი გოუყვნენ კუდიგორის გზას. ახლა ჩვენ უნდა  ვფხიკოთ? გადაიღეთ, ჰო, უცებ არ შერცხვეთ, გამოიქცევიან და გადაფხეკვაში ფრჩხილებს წეიძრობენ, _ ხუმრობენ,  იქვე, თხილის მიმღებ პუნქტებში ... ...
  • „ბაჩონკით“ მოზიდულ წყალს ჭაში ვასხამთ, მერე ვქაჩავთ... “ : უწყლობა და ციტრუსოვანთა რთველი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიაში, ხვარბეთში და კონჭკათში, ახლა ჩვეულებრივ ციტრუსოვანთა ოქროს რთველია. ადგილობრივებს უხარიათ, რომ  წელს მანდარინის კარგი მოსავალია და კლიენტიც ბევრი მოდის. _წელს, ალბათ, ჩვენთან დეკემბრის შუა რიცხვებში ხალხს მანდარინი რეალიზებული ექნება. თუმცა,  მოკრეფილი მოსავლის ნახევარი მიაქვთ მხოლოდ.  არჩევენ. მთავრობა უნდა იბარებდეს, უკეთესი იქნებოდა. გადავყევით, შევწამლეთ. რა  რჩება მანდარინის მფლობელს? აგერ, მზევინარ ღლონტის ეზოში მოვკრიფეთ. დღიურად 35 ლარს გვიხდის. 68 ლარი ერთ ტომარა ფქვილში მივეცი. ყველაფერი გაძვირებულია. თვითონ მზევინარმა 900 ლარი აიღო გუშინ, გორელებმა წაიღეს. 7 00 ლარი მკრეფავებისთვის გადაიხადა. რა დარჩა?  ორივე მხარე წაგებული ვართ, _ გვეუბნებიან მერია -კონჭკათის საზღვარზე მცხოვრები ქალბატონები:  მანანა ვასაქძე, ფატი დოლიძე და მადონა დიასამიძე. _ მერიას წყალი საერთოდ არ აქვს. კონჭკათში ნახევარ სოფელს მაინც აქვს გაკეთებული. დავდივართ  კარდაკარ. ვიღაცის ჭაში რომ წყალი ამოვიღოთ. მოგვაქვს „ბაჩონკებით“, ვასხამთ ჩვენს ჭაში. მერე უნდა  ჩავრთოთ „ტუმბო“,  უნდა  „ავწიწოთ“  ავზში, რომ ისევ უკან სახლში,  ონკანში წამოვიდეს. ასე ძლივს ვახერხებთ ჭურჭლის გარეცხვას და საჭმელის გაკეთებას. თქვენ გეცინებათ და ასე ვართ, ასე!  ჰიგიენა იქნება ასეთ პირობებში? არც გაზია, მაგრამ უგაზოდ გავძლებთ, უწყლოდ სანამ ვიყოთ? ახლა ციტრუსოვან ბაღებში რომ ვმუშაობთ და ხელის დასაბან წყალს გამოიზოგავ, თან ამ  გაგანია პანდემიის დროს, როგორია? სოფელში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც ონლაინსწავლების რეჟიმში იმყოფებიან, ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში ბავშვები იჩაგრებიან, სწავლის მხრივ.  ბევრს არ აქვს ინტერნეტი და სწავლის პროცესს ძალიან ჩამორჩენილი არიან. _გარდა ამისა, ერთი სტადიონის გაკეთება არ მოხერხდა მერიაში.  გავიდოდით სტადიონზე. თუარა, კი  ვართ ტელეფონში თავჩარგული _ გვითხრეს მეთერთმეტე კლასელებმა, სანდრო ჯიჯიეშვილმა და გელა ქავჟარაძემ, მეშვიდელკლასელმა თინათინ ჯოგლიძემ. სოფელ კონჭკათში, სეზონზე ათას ტონაზე მეტ ციტრუსოვანს კრეფენ. წელს რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. ადგილობრივი მკვიდრი, ირაკლი ლოდია ამბობს, რომ  ნახევარ სოფელს უწყლოდ ყოფნა უწევს.   _ბევრი რამ გაკეთდა.  სოფლის  პროგრამით  მოეწყო  გარე განათება, შუაღელის უბანში აიგო ხიდი, ხუთ ადგილზე კი, აღმართებზე, ბეტონის მონაკვეთები დააგეს. ახლა უწყლობა აწუხებს ნახევარ სოფელს  და ესეც თუ მოგვარდება, სასაყვედურო არ გვექნება, _  გვითხრა მან. კონჭკათი-მერიის საზღვარზე,  სოფლის ცენტრალური გზის გასწვრივ, დაუდევარ  ადამიანთა მიერ დაყრილია, როგორც  საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნაგავი. ვრცელ სტატიას ციტრუსოვან სეზონსა და სხვადასხვა პრობლემებზე, მალე ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი კოვიდ-19-ით გარდაიცვალარამდენიმე საათის წინ, სამტრედიის ჯეოჰოსპიტალსში, რომელიც ერთი თვის წინ კოვიდკლინაკად გადაკეთდა, დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი გარდაიცვალა. "ერთი კვირა სახლში მკურნალობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, დამძიმებული მდგომარეობით სამტრედიის სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მედიკოსებმა მისი გამოჯანმრთელება და გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან შუახანს გადაცილებულ ქალბატონს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი და გული ნაოპერაციები. ლია ბიბილეიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ის უდიდესი დანაკლისია არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის, დიდი ჯიხაიშის, არამედ მთლიანად იმ საზოგადოებისთვის, ვისაც დიდი ნიკო ნიკოლაძე უყვარს და მის განვლილ ცხოვრების გზას ეთაყვანება", _ თქვა "გურია ნიუსთან საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მამუკა ბიბილეიშვილმა. ლია ბიბილეიშვილი დიდ ჯიხაიშში მარტო ცხოვრობდა. მან მთელი თავისი ცხოვრება ნიკო ნიკოლაძის სახელობის მუზეუმს და დიდი ნიკოს მოღვაწეობის პოპულარიზაციას შესწირა. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ლია ბიბილაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...