წარმატება და ასტროლოგია

ზაფრანი

წარმატება და ასტროლოგია

23 მაი. 2020, 15:11:58

ვერძი

ვერძი - აშკარა ინდივიდუალისტია. ჰოროსკოპის ამ ნიშანს სხვებისგან გამოარჩევს შესაშური აქტიურობა: მათთვის უმოქმედოდ ცხოვრება წარმოუდგენელია. გამორჩეული ნიჭიერება და იმის უნარი, არ გამოეპაროს არანაირი სიახლე, ვერძებს საშუალებას აძლევს, სადავეები საკუთარ ხელში აიღონ.

კურო

კუროს მთავარი თვისება - რკინის სიმშვიდე და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობაა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ კუროები მთლიანად ექვემდებარებიან გონებას. მათ უფრო გრძნობა მართავთ.

ტყუპი

ტყუპი - ეს ის ნიშანია, რომელიც ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება რაიმე ლოგიკას. ამის მიზეზია - არაერთგვაროვანი, გაორებული ხასიათი, რომელსაც თითქმის ყველაფერში ამჟღავნებს - საქმეში, ურთიერთობებში, სიტყვებში.

კირჩხიბი

გულწრფელობა, კეთილსინდისიერება - ეს ის თვისებებია, რომლებიც კირჩხიბებს ახასიათებთ. ამასთან, ისინი არიან გახსნილები, კომუნიკაბელურები - შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა ნებისმიერ ადამიანთან. კირჩხიბები ითვალისწინებენ გარშემომყოფების აზრს, ხანდახან კი ზედმეტად დამოკიდებულებიც არიან მათზე.

ლომი

ლომები - ისინი დაბადებიდანვე ლიდერები არიან. გრძნობენ საკუთარ ავტორიტეტს და აშკარად გამოხატული პატივმოყვარეობის გრძნობა აქვთ. აქედანაა სწორედ მათი მიზანდასახულობა და ჟინი, რადაც უნდა დაუჯდეთ, მიზანს მიაღწიონ. თავდაჯერებულობას მათ არა მარტო წარმატებული საქმიანობა ჰმატებთ, არამედ მათდამი გარშემომყოფების დადებითი დამოკიდებულებაც - ლომებს ძალიან უყვართ, როცა მათ აფასებენ.

ქალწული

არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით - ეს შეგვიძლია ქალწულების დევიზად ჩავთვალოთ. სრულყოფილებისკენ დაუსრულებელი სწრაფვა ქალწულების იდეა-ფიქსია. მათ ხშირად ზედმეტად მიწიერებად თვლიან, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქმის ადამიანები არიან და არა - სიტყვის. აბსტრაქტული იდეები მათ არ ხიბლავთ. ქალწულების აზრით, ყველაფერი პრაქტიკაში უნდა გამოიცადოს.

სასწორი

სასწორი - ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც კომუნიკაბელურობით გამოირჩევა. ამიტომაც ისინი კარგად ერკვევიან ადამიანებში და ხშირად მათ უარყოფით და დადებით თვისებებს აშკარად ხედავენ. კეთილშობილება და ხასიათის სირბილე სასწორებს ადამიანებთან ურთიერთობაში ეხმარება. საზოგადოებაში ტრიალი, კოლექტივში არსებობა - ასეთ პირობებში გრძნობს სასწორი თავს ყველაზე კომფორტულად.

მორიელი

მტკიცე ნებისყოფის, გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონენი - ეს მორიელები არიან. ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან, არ საჭიროებენ სხვის შეფასებასა და არად დაგიდევენ გარშემომყოფების აზრს. ისინი ყოველთვის თავად იღებენ გადაწყვეტილებას, ირჩევენ საკუთარი ცხოვრების გზას. ამიტომაც მათთვის პრობლემა არ არის დაიცვან საკუთარი პოზიცია - სიმართლის დასამტკიცებლად მზად არიან, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლონ.

მშვილდოსანი

ნატურით ოპტიმისტი მშვილდოსნები ცხოვრებას მარტივად და იუმორით უყურებენ. დამოუკიდებელი და თავისებური ხასიათი მათ საშუალებას აძლევს, წარუმატებლობაზე თვალი დახუჭონ. ერთი მხრივ, ისინი ძლიერი პიროვნებები არიან - ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად გამოხატავენ საკუთარ აზრს; მეორე მხრივ - მათ შეუძლიათ იყვნენ საოცრად გულჩვილები და მგრძნობიარენი.

თხის რქა

თხის რქები რამდენიმე დადებითი თვისების მატარებლები არიან - უანგარობა, სერიოზულობა, საიმედოობა, კეთილსინდისიერება. მათ ყოველთვის და ყველა სიტუაციაში დაეყრდნობით, რადგან თხის რქები თავს მოვალედ თვლიან, ნებისმიერი ადამიანის თხოვნა შეასრულონ. არსით, ჰოროსკოპის ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, კონსერვატორები არიან.

მერწყული

კოლექტივში მერწყული დაფასებული და გავლენიანი პიროვნებაა. მიზანი, რომელსაც ის ისახავს, ძირითადად, მიღწევადია - მერწყული საოცრად მიზანსწრაფულია. ამასთან, ისინი იშვიათად ითვალისწინებენ სხვის აზრს, არ საჭიროებენ გარშემომყოფთა რჩევა-დარიგებებს. ამიტომაც მერწყული დამოუკიდებლობითაც გამოირჩევა და დასახულ მიზანს მხოლოდ საკუთარი ძალებით აღწევს.

თევზები

თევზები კარგად ერკვევიან ადამიანებში, გაგებით ეკიდებიან მათ და შეუძლიათ, იყვნენ ერთგული მეგობრები. თუმცა ხშირად ისინი საკუთარ თავში იკეტებიან, უჭირთ საკუთარ ძალებში დარწმუნება. თევზების კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა -ხასიათის მოულოდნელი ცვალებადობა.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?