ცხოველთა "მწვალებელი"

ზაფრანი

ცხოველთა "მწვალებელი"

2017 მაი 11 16:07:38

საზღაპრო ქონების მემკვიდრეს, სკანდალურ პერის ჰილტონს, აბა, ვინ მოასვენებს - ამჯერად მას "მწვანეები" უჩივიან და მისთვის ორივე ძაღლის ჩამორთმევას მოითხოვენ.

თურმე უმაღლესი საზოგადოების დაუდეგარი ქალბატონი მათ "სათანადოდ  ვერ უვლის"! საქმე ის არის, რომ თბილად გამოწყობილი თავისი ჯუჯა შპიცები პერისმა მაღაზიებში წაიყოლა, სადაც სამოსს ირჩევდა და, "მწვანეთა" აზრით, "საწყალი" ცხოველები” რამდენიმე საათის განმავლობაში მოხარშა:

"ყველამ იცის, რომ ჯუჯა შპიცისთვის სამოსის ჩაცმა არ შეიძლება, რადგან თბილი ბეწვი აქვს და სითბოს რეგულაცია ერღვევა", _ აცხადებენ აღშფოთებული ცხოველთა დამცველები.




 ახალი ამბები
  • მძიმე ბრალდებები- დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული 40 საკითხიდან ჯერ კიდევ 2 საკითხი არ იყო განხილული, როდესაც ოპოზიციამ სიტყვა მოითხოვა და ადგილობრივი ხელისუფლება თბილისში ბიუჯეტზე დამოკიდებული თანამშრომლების აქციაზე წაყვანის ძალდატანებაში დაადანაშაულა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ემზარ შუბლაძემ ხელი პირდაპირ დაადო კეთილმოწყობის უფროსს, ელგუჯა კალაძეს, რომელიც, თითქოსდა, თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით აშინებს. ოპოზიციის ბრალდება კატეგორიულად უარყო ელგუჯა კალაძემ. მან ემზარ შუბლაძე თათბირზე მიიწვია და პირობა დადო, თუ ერთი თანამშრომელი მაინც დაადასტურებდა უფროსის მხრიდან დაშინების ფაქტს, სამსახურს ... ...
  • "დასაკარგი დრო არ გვაქვს"- პატარა ლიზის ხალხის დახმარება სჭირდება7 წლის ლიზიკო ტყეშელაშვილს დახმარება სჭირდება. როგორც „გურია ნიუსს“ ლიზიკოს მშობლებმა უთხრეს, ბავშვს 2 წლის წინ ანგინა დაემართა, რის შემდეგაც სიცხეები და ღებინება დარჩა, ექიმები სხვადასხვა აზრს გამოთქვამდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ ბავშვს თავის ტვინის  ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ექიმები ამბობენ, რომ საქართველოში ოპერაცია ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ლიზის სჭირდება ოპერაცია გერმანიაში. საზღვარგარეთ ოპერაცია კი  სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული და  ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. „ძალიან გვჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება, ვინაიდან 7 წლის ლიზის აღმოაჩნდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე რამდენიმე ადგილას. ორი წლის წინ ლიზის აღმოაჩნდა ანგინა, რომელმაც დაუტოვა დაბალი სიცხეები და ღებინება. ექიმები აფიქსირებდნენ სხვადასხვა აზრს, თუმცა, საბოლოო შედეგს თუ რის გამო იყო ლიზი ამ მდგომარეობაში ვერავინ გვეუბნებოდა.   ამის გამო გადავწყვიტეთ გადაგვეღო მაგნეტო რეზონანსული ტომოგრაფია თავზე  და გავიგეთ ამ დიაგნოზის შესახებ. ლიზიკოს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია გერმანიაში, დაგვიანების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ოპერაციის დაგვიანების შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ ბავშვი დაინვალიდდეს და მხედველობა დაკარგოს. ველოდებით კალკულაციას გერმანიის კლინიკებიდან, მაგრამ დასაკარგი დრო არ გვაქვს და ვიწყებთ თანხის შეგროვებას. დაახლოებით 200 000 ევროა საჭირო ოპერაციის ჩასატარებლად. გთხოვთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ლიზის გამოჯანმრთელებაში. ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი: GE63TB442345061100041 საქართველოს ბანკი: GE92bg0000000756736700 მიმღები თეა ნოზაძე. წინასწარ მადლობას გიხდით და გთხოვთ გაითვალისწინოთ პატარა ლიზის მდგომარეობა“,_ ამბობენ პატარა ლიზიკოს ოჯახში. ... ...
  • უკანონო ნადირობა წითელ ნუსხაში შეტანილ კავკასიურ მურა დათვის ბელზეგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა. სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ... ...
  • ქუთაისში მაღაზიის დაყაჩაღებისთვის 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 1 პირი - 1997 წელს დაბადებული ე.ხ. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ მარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.  ... ...
  • დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული და სააკაშვილის მიერ გაუქმებული ტექნიკუმი აღდგება_გახსოვთ,  ალბათ,  სახელოვანი ტექნიკუმი,  ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ-აშენებული, სააკაშვილმა რომ გააუქმა  ჰოდა, აღორძინება იწყება_ ასეთ ფეისბუქსტატუსს აქვეყნებს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი. მისი ინფორმაციით, 2020 წელს დაიწყება შენობის რემონტი, რისთვისაც  გამოყოფილია 5 მილიონი ლარი. მეფარიშვილის ინფორმაციით, ამ საქმეს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის  ფაკულტეტის  დეკანი  გიგა ქვარცხავა ხელმძღვანელობს, რომელმაც   ძალიან გაახარა  სასწავლებლის ხელმძღვანელები და სტუდენტები. სამტრედიის მუნიციპალიტეტის,  დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის პროფესიული სწავლების ცენტრის დაარსება უკავშირდება ნიკო ნიკოლაძეს, რომელმაც 1923 წელს თავისი საკარმიდამო საზოგადოებრივ სარგებლობაში გადასცა სოფელს და სწორედ აქ 1925 წლის ოქტომბერში გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. 1930 წლის ოქტომბერში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად. 1967 წელს მას მიენიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელი. 1993 წელს სასოფლო - სამეურნეო ტექნიკუმი გადაკეთდა. აგრარულ-ეკონომიურ ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...