უცნაური სინდრომები

ზაფრანი

უცნაური სინდრომები

2018 სექ 20 18:37:50

ფეთქებადი თავის სინდრომი 

ესაა საკმაოდ უცნაური ძილის დარღვევა. არც ისე დიდი ხანია რაც ის აღწერეს მედიცინასა და ლიტერატურაში. ამ დროს უშუალოდ ძილის სტადიაში გადასვლამდე ადამიანის თავში აღმოცენდება ინტენსიური ხმაური. ამ აფეთქებას შესაძლოა დაემატოს კაშკაშა შუქი, სუნთქვის გართულება და შიშის განცდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს დარღვევა დაკავშირებულია სტრესთან და დაძაბულობასთან.

ფატალური ოჯახური უძილობის სინდრომი

ერთ-ერთი უიშვიათესი განუკურნებადი დაავადება. ცნობილია ამ დაავადების 40 შემთხვევა. ადამიანს უჭირს ძილი, ძილის დრო სულ უფრო და უფრო მცირდება, იზრდება დაღლილობა, ჩნდება ჰალუცინაციები და თავის ძლიერი  ტკივილები. რამდენიმე წლის შემდეგ კი ამ ყველაფერს ფატალურ შედეგამდე მივყავართ - ადამიანი "გადაიწვება" და კვდება. ამ დაავადების დროს ზიანდება ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ძილზე. დაავადება, ძირითადად, ვითარდება და გრძელდება 30-60 წლის ასაკში. სიმპტომების პირველი გამოვლინებიდან სიცოცხლის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 7-დან 36 თვემდე, რის შემდეგაც ვიღებთ ფატალურ შედეგს. ამ დაავადების კლინიკურად დაფიქსირებული პირველი შემთხვევა იყო 1986 წელს.

ტკივილისადმი უგრძობლობა 

არსებობენ გენური მუტაციის მქონე ადამიანები, რომლებსაც "გამორთული" აქვთ ტკივილის სიგნალების გადატანის ფუნქცია. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ცხოვრება ტკივილის გარეშე მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა, რეალურად დაავადებული განუწყვეტლივ საფრთხის წინაშეა: შესაძლოა, დაიჭრას, დაიწვას და მაშინვე ვერც კი შეამჩნიოს ეს. ტკივილი არის საშიშროების, საფრთხის ინდიკატორი და გადარჩენაში გვეხმარება. ადამიანები კი რომლებიც ტკივილს არ გრძნობენ, რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. განსაკუთრებით საშიშია ბავშვების შემთხვევები. იყო შემთხვევა, როცა ბავშვმა სრესით თვალები ამოიჭყლიტა ან ენაზე იკბინა. ასეთი ადამიანები გამუდმებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ.

მებიუსის სინდრომი

თანდაყოლილი ანომალია, რომელიც მიმიკის არარსებობით ხასიათდება. მიზეზი კი რამდენიმე ნერვის არასწორი განვითარებაა. ამ დაავადების მქონე ადამიანებს არ შეუძლია სხვადასხვა ემოციების გამოხატვა. ეს დაავადება მეციდინაში მეცხრამეტე საუკუნიდან არის ცნობილი. თუმცა მისი თერაპიის საშუალებით მკურნალობა დღემდე პრაქტიკულად შეუძლებელია. მიმეზი კი უცნობია.

კოტარის სინდრომი 

ეს სინდრომი ჩნდება სუიციდისადმი ძლიერი მიდრეკილების შედეგად. მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანები წუწუნებენ, რომ მათ დაკარგეს ფაქტობრივად ყველანაირი კავშირი ცოცხალ სამყაროსთან: გემო, ლტოლვები და საკუთარი სხეულიც კი. დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი ადამიანები აღარ არიან. საკუთარი თავის მკვდრად აღიარება მომავალში აჩენს დარწმუნებულობას საკუთარ უკვდავებაში. ხანდახან ეს იმ დონემდე მიდის, რომ დაავადებულები ამტკიცებენ, რომ მათი სხეული იხრწნება.

სტენდალის სინდრომი 

კიდევ ერთი უცნაური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი განიცდის ძლიერ ღელვას, კანკალს, თავბრუს ხვევასა და ჰალუცინაციებს ისეთ გარემოში მოხვედრისას, სადაც გამოფენილია დიდი რაოდენობით ხელოვნების ნიმუშები. ეს სინდრომი პირველად აღწერა სტენდალმა თავის ნაშრომში "ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რიო დე ჟანეიროში".




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...