"ვარსკვლავების" ფობიები

ზაფრანი

"ვარსკვლავების" ფობიები

2 მაი. 2017, 11:33:37

1. კრისტენ სტიუარტი და ცხენები - ფილმში "ფიფქია და მონადირე" კრისტენ სტიუარტმა მეომარი ფიფქიას როლი შეასრულა. გადაღებების დროს მას ცხენზე ჯირითი მოუწია.

"ეს საშინელება იყო, იმიტომ რომ ცხენების ატანა არ მაქვს", - განაცხადა კრისტენმა.

როგორც ჩანს, ეს შიში ახალგაზრდა მსახიობს ბავშვობიდან დაჰყვა. პატარაობისას ის ცხენიდან ჩამოვარდა და იდაყვი მოიტეხა.

2. ბილი ბობ ტორნტონი და ანტიკვარული ავეჯი - ბილი ბობ ტორნტონი ფობიაა ანტიკვარული ავეჯი.

"არ მეშინია ამერიკული ძველი ავეჯის, მეშინია ფრანგულის. ძველი ოქროთი მოპირკეთებული მაგიდების, ლუდოვიკო XIV პერიოდის ავეჯის. მათ ცუდი აურა აქვთ და მტვრიანები არიან", - განაცხადა ბილი ბობმა.

3. პამელა ანდერსონი და სარკეები - "დიახ, არ მიყვარს სარკეები და ასევე არ მიყვარს ტელევიზორში ჩემი თავის დანახვა. როდესაც რომელიმე არხზე ჩემი ფილმი გადის, ვრთავ ან საერთოდ გავდივარ ოთახიდან", _ განაცხადა პამელამ.

4. ორლანდო ბლუმი და ღორები _  როდესაც მსახიობი კინგდომ ოფ ჰეავენ-ის გადაღებაში იღებდა მონაწილეობას და დაინახა, რომ ახლო-მახლო პატარა გოჭი დარბოდა, ორლანდო სასწრაფოდ გაუჩინარდა.

5. ნიკოლ კიდმანი და პეპლები _ "როდესაც სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი და მთავარ ჭიშკარზე პეპელას ვხედავდი, მეორე მხრიდან ვუვლიდი სახლს და ღობიდან ვძვრებოდი. ვცადე ამ ფობიისგან თავის დაღწევა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მე ვხტები თვითმფრინავიდან, ჩემზე დადიოდნენ ტარაკანები, მაგრამ პეპლები - ეს უკვე ჩემს ძალებს აღემატება", _ განაცხადა ნიკოლმა.

6. ქრისტინა რიჩი და ოთახის მცენარეები - ქრისტინა რიჩის საოცრად ეშინია ოთახის მცენარეების. მსახიობი თვლის, რომ ისინი ძალიან ჭუჭყიანები და მტვრიანები არიან. "მათ სიახლოვეს რომ ვარ, ჭკუიდან გადავდივარ", _ განაცხადა რიჩიმ. ბოტანოფობიის გარდა, ვარსკვლავს ასევე ეშინია საცურაო აუზებისაც.

7. ოპრა უინფრი და საღეჭი რეზინები - დღეს უკვე თოქ-შოუების დედოფალი, ოპრა უინფრი ჩიკლეფობიით იტანჯება, რაც საღეჭი რეზინებისადმი შიშს ნიშნავს. "ეს შიში ბებიისგან მაქვს, ის საღეჭ რეზინს გარდერობში ინახავდა. გარდერობი ძალიან დიდი იყო, ამიტომ მე მასთან ახლოს არ მიშვებდნენ. მაშინ გამომიმუშავდა საღეჭი რეზინებისადმი შიში", _ ამბობს ჟურნალისტი.

8. კარმენ ელექტრა და წყალი - ცნობილ მსახიობსა და მოდელს, კარმენ ელექტრას წყლის ეშინია, თუმცა არა იმდენად, რომ უარი ეთქვა როლზე სერიალში "მალიბუს მაშველები". მსახიობმა პოპულარობა სწორედ ამ სერიალით მოიპოვა. "წყლის სიახლოვეს პანიკა მეწყება", _ ამბობს ელექტრა.

9. ჯონი დეპი და მასხარები _  ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ამ ფობიას ყველა შესაძლო ხერხით ებრძვის.

"მთელს სახლში მასხარების სურათები და პოსტერები გავაკარი. ვფიქრობ, თუ ჩემს გარშემო იქნებიან, ამ ფობიას დავძლევ", _ თქვა ჯონი დეპმა.

10. ვუდი ალენი და ყველაფერი - მას ეშინია მწერების, კიბოს, სიმაღლის, სიბნელის, ხალხმრავლობის, ბავშვების, ირმების, მზის სხივების და მკვეთრი ფერების. მისი ერთ-ერთი შიში მანჰეტენს გარეთ ცხოვრებაა.




 ახალი ამბები
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...
  • სახლში, რომელიც დაიწვა, არავინ ცხოვრობდა _ ხანძარი შემოქმედშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. ოზურგეთელმა მეხანძრე-მაშველებმა პირველი სართულის გადარჩენა მოახერხეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სახლში წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ. სახლის მფლობელები მხოლოდ თხილის სეზონზე ჩამოდიოდნენ. ამ დროისთვის უცნობია მიზეზი, რამ გააჩინა ცეცხლი მიტოვებულ ... ...
  • ხანძარი ოზურგეთში - შემოქმედში სახლი დაიწვაამ წუთებში ხანძარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. დაიწვა ადგილობრივი მცხოვრებლის სახლი. ამ დროისთვის სახლში არავინ ცხოვრობდა _ პატრონი სხვა ქალაქში ცხოვრობს. ადგილზე მისულმა ოზურგეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძარი ჩააქრეს. დეტალებს „გურიანუსი“ მალე ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური  ცენტრის მომაცემებით, .4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქარელში. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ მუხილეთში, 5 კმ-ის სიღრმეზე ... ...
  • "ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა, "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი უყვება, გარდაცვლილები ახალგზარდა ქალი და ოჯახის ახლობელია,  ხოლო მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ამ წუთებში, ქუთაისის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. "გუშინ საშინელი  ტრაგედია დატრიალდა. ფოთიდან თბილისში მიდიოდნენ ცოლ-ქმარი და მათი ახლობელი. სამწუხაროდ, ორივე  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში",- აცხადებს მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...