ზოდიაქოს ყველაზე გამორჩეული წყვილები
ქალი-მორიელი და მამაკაცი-კურო
მიუხედავად საწინააღმდეგო ცხოვრებისეული ფასეულობებისა და განსხვავებული ენერგიებისა, მათ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. კურო იხიბლება მორიელის მძლავრი მაგნეტიზმითა და სექსუალურობით.
მამაკაცი-ვერძი და ქალი-მშვილდოსანი
წარმატებული შეთავსებაა. მათი ურთიერთობა ისეთივე ცეცხლოვანი და ვნებიანი იქნება, როგორიც მათი სტიქიები. სითამამე, მეამბოხეობა, გამბედაობა და სიმამაცე - აი, ამ ზოდიაქოს ნიშნების ძირითადი შტრიხები.
ქალი-მერწყული და მამაკაცი-ტყუპი
შესანიშნავი წყვილია. ამ ნიშნებს ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვთ. სიმსუბუქე და მოხერხებულობა მათ კავშირს მიანიჭებს სულიერ ურთიერთგაგებასა და დაუძაბავად ცხოვრებას. ისინი საიმედო მეგობრები და პარტნიორები არიან.
მამაკაცი-თხის რქა და ქალი-ქალწული
პრაქტიკულობა, ურყევობა და ერთნაირი მსოფლმხედველობა მათ კავშირს იდეალურად აქცევს. ამ წყვილის ბინასა და სამსახურში ყოველთვის წესრიგი სუფევს. მათი მოქმედება თანმიმდევრული და საიმედოა.
მამაკაცი-თევზები და ქალი-მორიელი
არავის შეუძლია გამოხატოს გრძნობები ისე ღრმად და ფაქიზად, როგორც წყლის სტიქიის წარმომადგენლებს. ნებისყოფიანი და მიმზიდველი ქალი-მორიელი აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეს თევზების ფაქიზ სულს, მოუაროს თავის მამაკაცს. თევზებს, თავის მხრივ, შეუძლია მორიელს უდიდესი ემოციური განცდები მიანიჭოს.
მამაკაცი-ლომი და ქალი-კირჩხიბი
ძლიერ, ვაჟკაცურ და ამაყ მამაკაც-ლომს ყოველთვის მიიზიდავს ქალი-კირჩხიბის თავმდაბლობა და მზრუნველობა. სწორედ ამ ქალს შეუძლია გაახვიოს ლომი-მამაკაცი სითბოში, სინაზეში და აღფრთოვანდეს მისით, რაც ჭეშმარიტ ლომს ყოველთვის სჭირდება.
ქალი-თხის რქა და მამაკაცი-მორიელი
საკმაოდ კარგი შეთავსებაა. მამაკაც-მორიელს უყვარს ამოცანების ამოხსნა. ქალ-თხის რქას კი აქვს უნარი, დაფაროს ემოცია და გამოკეტოს ის ცხრაკლიტულში, რაც აიძულებს მამაკაც-მორიელს, მუდამ ეცადოს მის გახსნას.
მამაკაცი-კირჩხიბი და ქალი-მორიელი
მამაკაცი-კირჩხიბი შეხვედრისთანავე მოიხიბლება მიმზიდველი და სექსუალური ქალი-მორიელით. ძლიერი და ძალაუფლების მოყვარე მორიელი იზრუნებს სენტიმენტურ კირჩხიბ-მამაკაცზე და მიიღებს მას ისეთს, როგორიც არის.
ქალი-ვერძი და მამაკაცი-მორიელი
ცეცხლს ყოველთვის შეუძლია აადუღოს წყალი - სწორედ ასეთი იქნება ქალი-ვერძისა და მამაკაცი-მორიელის ურთიერთობა. მშვიდ და გაწონასწორებულ ურთიერთობას ეს წყვილი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, თუმცა ვერძის ტემპერამენტი და ენერგიულობა შეივსება მორიელის ავანტიურიზმითა და ვნებით.
ქალი-სასწორი და მამაკაცი-კირჩხიბი
ეს საკმაოდ რთული კავშირია, მაგრამ საინტერესო და პერსპექტიული. კირჩხიბის რომანტიკულობა და ფანტაზია სასწორს ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას აარიდებს. კირჩხიბს კი ყოველთვის მიიზიდავს სასწორის ესთეტიკურობა და მშვენიერების აღქმა.