"ნასედკების" დახმარებით შეკერილი საქმეები და ციხეში გატარებული წლები

ჟურნალისტური გამოძიება

"ნასედკების" დახმარებით შეკერილი საქმეები და ციხეში გატარებული წლები

8 ივლ. 2013, 12:50:05
მას გამოძიებამ სსკ 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით წაუყენა ბრალი _ თუთისანს ინდმეწარმე გიორგი გაბიტაძისგან 2 600 ლარის უკანონოდ მითვისება ბრალდებოდა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2005 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დაიწყო წინასწარი გამოძიება ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურის გამგებელ თუთისანის მიერ ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე.

იმავე წლის 22 დეკემბერს, საქმე ქვემდებარეობის გამო გამოსაძიებლად სამხარეო მთავარი სამმართველოს გამომძიებელს ფელიქს დონაძეს გადაეცა. დონაძემ "გამოარკვია", რომ "ემზარ ჯიმშერის ძე თუთისანმა, დაბადებულმა 1963 წელს, ჩაიდინა თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით. დანაშაულის ჩადენა გამოიხატება შემდეგში: 2005 წლის 13 ოქტომბერს, ინდივიდუალური მეწარმე გიორგი გაბიტაძე შეხვდა ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურის გამგებელს ემზარ თუთისანს და სთხოვა კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცა მისთვის დაბა ლაითურში არსებული პანსიონატის ამორტიზებულ შენობაზე საკუთრების უფლება, რათა შემდგომში მოეხდინა მისი დაშლა და სამშენებლო მასალების რეალიზაცია."

ემზარ თუთისანმა გაბიტაძეს დახმარება აღუთქვა. პანსიონატი, რომლის შეძენაც გაბიტაძეს სურდა, დაბა ლაითურის საკრებულოს ბალანსზე არ ირიცხებოდა. თუთისანმა საბუთების შეგროვება დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, თუთისანმა დაარწმუნა გაბიტაძე, რომ, თითქოს, არსებობდა ოფიციალური ნებართვა პანსიონატის შენობის დემონტაჟის თაობაზე, რის სანაცვლოდაც მას მოსთხოვეს 3 000 ლარი, ხოლო შემდეგ 2 600 ლარის გადახდა.

2005 წლის 6 ნოემბერს, დღის ორი საათისთვის, დაბა ლაითურში, ლაითურის საკრებულოს თავმჯდომარესთან ვლადიმერ ჭყონიასთან ერთად, თუთისანი გაბიტაძეს შეხვდა. გაბიტაძემ მათ 2 600 ლარი გადასცა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში წინასწარ იყო დამუშავებული სპეციალური ქიმიური ნივთიერებით.

იმავე დღეს აკავებენ თუთისანს და ჭყონიას ეჭვმიტანილის სახით. ჩხრეკენ ჭყონიას და იღებენ 2 600 ლარს _ 26 ცალ 100-ლარიან კუპიურას.

თუმცა, მანამდე იყო ერთი საყურადღებო დეტალი _ ამ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ზაზა ჩუბინიძემ (ჩუბინიძე 2006 წელს, თანამდებობის გადამეტებისთვის, "გურია ნიუსში" გამოქვეყნებულ სტატიებში მოყვანილი ფაქტების დადასტურებისთვის გაათავისუფლეს და შსს-ში მუშაობა აუკრძალეს, ახალმა ხელისუფლებამ კი იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსად დანიშნა. ავტ.) თუთისანი კაბინეტში დაიბარა და თანამშრომლობა მოსთხოვა:

_ მითხრა, რომ სოფლის ყველა გამგებელი მასთან თანამშრომლობდა და მეც უნდა მიმეწოდებინა ინფორმაციები, რაზეც უარი მიიღო. ჩვენს შორის მხოლოდ ეს საუბარი შედგა. მას შემდეგ ჩუბინიძე პირადად არ მინახავს, _ იხსენებს 2005 წლის ამბებს ჩვენთან საუბრისას ემზარ თუთისანი.

სწორედ ამ შეხვედრიდან ძალიან მალე გამოჩნდა ლაითურში გიორგი გაბიტაძე. ადამიანი, რომელიც თუთისანს და ჭყონიას მეწარმის სახელით გაეცნო:

_ სოფელში ეკლესიის მშენებლობა დავიწყეთ. ყველა ოჯახმა თხილი ჩააბარა და ისე ჩავუყარეთ ტაძარს საფუძველი. ვისაც რა შეგვეძლო, იმას ვაკეთებდით. ყველა იყო ჩართული ამ საქმეში. როდესაც გაბიტაძე გამოჩნდა და თქვა, რომ პანსიონატის შეძენა სურდა, რომელიც ამორტიზირებული იყო და მხოლოდ აგურის გამოყენება შეიძლებოდა, ყველა შესაბამისი საბუთი გადავეცით. ამ ყველაფრის დოკუმენტაცია დევს საქმეში. ძალიან მალე მითხრა, რომ სურდა მისი წვლილიც ყოფილიყო ტაძრის მშენებლობაში. ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დამირეკა, 2 000 ლარი მაქვს, მოთამაშე კაცი ვარ, დამეხარჯება ეგ ფული და გამომართვი, ეკლესიას მოახმარეო. ეკლესიის მშენებელთან გადავამისამართე _ ფული მე რატომ უნდა გამომერთვა? ერთ დღეს კიდევ დამირეკა _ 3 000 ლარი წავაგე კაზინოში და გამომართვი ეგ ფული, თორემ დამეხარჯაო. დავურეკე მშენებელს და ერთად შევხვდით. შაბათი დღე იყო. ჭყონიამ ფული გამოართვა, რომ ბუღალტრისთვის მიეტანა. მაშინ, 2 000 ლარი დიდი ფული იყო და ვუთხარი, ბუღალტერს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, ვინმემ არ გაიგოს ამხელა ფული რომ არის მასთან, რამე არ მოხდეს,-მეთქი. ბანკები არ მუშაობდნენ და ჭყონიამ გადაწყვიტა, ორშაბათამდე ფული მას შეენახა, ორშაბათს კი ეკლესიის ასაშენებელი ქვის საყიდლად უნდა გადაგვერიცხა თანხა. ეს ყველაფერი, თურმე, ფირზე იწერებოდა, მაგრამ შემდგომ საუბრის სრული ჩანაწერი არსად გამოჩენილა _ რაც "აწყობდათ", ის დატოვეს, _ იხსენებს თუთისანი.

თუთისანს თანხისთვის ხელი არ უხლია, რაც მოგვიანებით დამტკიცდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით. მოგვიანებით ბრალი ვერ დაუმტკიცეს და საქმე გადაკვალიფიცირდა _ ამჯერად თუთისანს და ჭყონიას თაღლითობის მუხლი წაუყენეს.

გამგებელი ციხეში ვერც ამ ბრალდებით ჩასვეს, თანაც მთელი სოფელი მის გვერდით იდგა. იმართებოდა აქციები, სოფლის ყველა მცხოვრები სასამართლოზე თავდებად დგებოდა, და საპროცესო თანხის შეგროვებას სოფელი საკუთარ თავზე იღებდა. ამის გამო, თუთისანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. იმდროინდელი გუბერნატორის და "ნაციონალური მოძრაობის" ჩინოსნების რჩევით კი, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება არ დააწერინეს. თუმცა, 4 თვის შემდეგ ახალი ბრალით _ სამსახურეობრივი გულგრილობისთვის ხელახლა დააკავეს. ამჯერად დაადგინეს, რომ სოფელში უკანონოდ 19 213 ძირი ხე მოიჭრა და თუთისანმა ეს ფაქტი დამალა. საქმეში არსებულ უამრავ ხარვეზს ისიც დაემატა, რომ სპეციალურ კომისიას ანგარიშშიც შეეშალა. მოგვიანებით კი, ახალი გამგებლის მიერ ჩატარებული ინვენტარიცაზიის ოქმით გაირკვა, რომ არანაირი დანაკლისი არ არსებობდა... ოქმების შედარებით კი დგინდება, რომ 3 თვეში, დაახლოებით 1 000 ძირი ხე ამოვიდა და გაიზარდა. თუმცა, ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ თუთისანს სიმართლის დამტკიცება შეძლებოდა. როგორც ჩანს, მისი დაპატიმრება ვიღაცას ძალიან "აწყობდა". თანაც, იმ პერიოდში, სავარაუდოდ, დაშინების მიზნით, "ნაციონალური მოძრაობა" გამგებლებს ძალიან ხშირად იჭერდა, შემდეგ კი აცხადებდა, ხომ ხედავთ, ჩვენიანია, მაგრამ დანაშაულს არ ვპატიობთო.

_ ჯერ იყო და დამაკავეს თითქოსდა ქრთამის აღების ბრალდებით და საინფორმაციო საშუალებებით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოსდა, ქრთამის აღების ფაქტზე დამაკავეს. ვერაფერი დაამტკიცეს და გამომიშვეს. შემდგომში მუხლი გადააკვალიფიცირეს და გამომიყვანეს "თაღლითად" _ თითქოსდა მოტყუებით განვკარგე სხვისი ქონება და როგორც "თაღლითს", "მოტყუებით" აღებული თანხის გამოყენება მინდოდა ეკლესიის მშენებლობისთვის, რაც ისეთივე აბსურდი იყო, როგორც ქრთამის აღება. სხვა კუთხითაც რომ გაემაგრებინათ ჩემი დანაშაულებრივი ქმედება, მომაწერეს სამსახურეობრივი გულგრილობა. ყოველივე აღნიშნული სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო სამართლით აღიარებული, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლის სტატუსში პირის ჩაყენება და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიმართ უკანონოდ გამოტანილ განაჩენს არ ვეთანხმებოდი და გასაჩივრებული მქონდა საკასაციო წესით, შემიწყალეს და გამათავისუფლეს სასჯელის დარჩენილი, მოუხდელი ნაწილის მოხდისგან, რასაც ციხის გაუსაძლისი პირობების გამო, იძულებით დავთანხმდი. თანაც, შეწყალების ინიციატივა ჩემგან არ მოდიოდა და იმის იმედით, რომ პროკურატურის უკანონო ქმედებები წარსულს ჩაბარდებოდა, შეწყალებაზე თანხმობა განვაცხადე ამჯერადაც მოვტყუვდი _ ახლა, სასამართლოს "კანონიერ" ძალაში შესული "დასაბუთებული" და "სამართლიანი" განაჩენიდან გამომდინარე, პროკურატურის მოთხოვნით უნდა გადავიხადო 2 269 000,96 ლარი სახელმწიფოსთვის მატერიალური ზარალის მიყენებისთვის. თუ ამ რაოდენობის ზარალი მივაყენე სახელმწიფოს, მაშინ როგორ შემიწყალეს ან თუ პროკურატურის მოთხოვნა საფუძვლიანია, რა უშლიდა ხელს ამ უკანასკნელს სამოქალაქო სარჩელი დაეყენებინა წინასწარ გამოძიებაში ან სასამართლოში?! _ ამბობს თუთისანი.

აღსანიშნავია, რომ თუთისანის სასამართლო პროცესს თანამდებობრივ გულგრილობის განხილვასთან დაკავშირებით, რომლის პროკურორი მალხაზ სირაძე გახლდათ, მხარის მთავარი პროკურორი ილია ჯალაღანიაც ესწრებოდა. ჯალაღანია ახალმა მთავრობამ დასავლეთ საქართველოს მთავარ პროკურორად დანიშნა:

_ მახსოვს, ადვოკატს გაუკვირდა და ჰკითხა კიდეც ჯალაღანიას, მთავარი პროკურორი როდის მერე ესწრება სასამართლოებსო. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი ციხეში ჩასმა დავალებული ჰქონდათ და ყველაფერი გააკეთეს ამისთვის, _ ამბობს თუთისანი.

ერთი სიტყვით, დაინტერესებულმა პირებმა მიზანს მიაღწიეს. გაბიტაძის ჩვენების საფუძველზე, ემზარ თუთისანმა ციხეში წელიწადი და 2 თვე გაატარა, სამსახურეობრივი გულგრილობის გამო კი 2 269 000,96 ლარი აქვს გადასახდელი, რის გამოც დღემდე სამსახურს ვერ იწყებს:

_ სამუშაო რომ დავიწყო, ხელფასის ნახევარი სახელმწიფოს უნდა გადავუხადო. თუმცა, რისთვის _ არ ჩადენილი დანაშაულისთვის?! _ ამბობს თუთისანი.

ამ ყველაფერში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ ინდმეწარმე, რომლის გამოც თუთისანმა ციხეში ამდენი დრო გაატარა, სინამდვილეში არ არსებობს. დადასტურებული ინფორმაციით, გიორგი გაბიტაძე გახლდათ ადამიანი, რომელსაც სამართალდამცავი სტრუქტურები მსგავსი საქმეების "შესაკერად" იყენებდნენ. ამას ჩვენთან საუბრისას, თუთისანის ადვოკატი, გელა ნაცვალაძეც ადასტურებდა.

_ მქონდა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბიტაძე არ იყო ინდივიდუალური მეწარმე. სასამართლოზე მას ამის შესახებ შეკითხვა დავუსვი. მან იცოდა, რომ მე ვფლობდი ინფორმაციას მისი ტყუილის შესახებ. მიპასუხა, რომ მეწარმე მე კი არა, ჩემი მეუღლეა და მინდობილობით ვმუშაობო.

_ რა სამეწარმეო საქმეს ეწევა?

_ იყო ასეთი შეკითხვა ჩემი მხრიდან და ასე განმიმარტა _ ვყიდულობ დასანგრევ შენობებს, ვშლი და ვყიდიო.

_ არსებობს რამდენიმე საქმე, სადაც გიორგი გაბიტაძის სახელი და გვარი მოწმედ ფიგურირებს, თუთისანის საქმეში კი მთავარ მოქმედ ფიგურად იქცა. გქონდათ თუ არა ინფორმაცია სასამართლოზე იმის შესახებ, რომ გაბიტაძე, როგორც ხმები დადიოდა, პოლიციის "ნასედკა" იყო?

_ დავუსვი ასეთი კითხვა _ იცნობდა თუ არა ვინმე აკაკი ნიკოლაიშვილს. მიპასუხა, რომ _ არა. ვუთხარი, რომ ნიკოლაიშვილის საქმეში ის მთავარი მოქმედი პირი იყო. თუმცა, ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ნიკოლაიშვილს მე ვიცავდი და ვიცოდი დეტალურად ყველაფერი.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გაბიტაძეს იყენებდა პოლიცია, პროკურატურა და კუდ-ი. იგი განსაკუთრებული აქტიურობით სწორედ ჩუბინიძის და ჯალაღანიას გურიაში მოღვაწეობის დროს გამოირჩეოდა.

ემზარ თუთისანი სიმართლისთვის ბრძოლას აპირებს და გადაწყვეტილი აქვს, საქმის ხელახლა გამოიძიება მოითხოვოს. მიუხედავად იმისა, რომ მის საქმეში მონაწილე ადამიანები დღესაც მაღალ თანამდებობებს იკავებენ, იმედი აქვს, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებს.

თუთისანის საქმე მხოლოდ ერთი ეპიზოდია "ნასედკების" დახმარებით შეკერილ საქმეებში. დანარჩენების შესახებ, რომლებიც ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად იქნა მოპოვებული და რომელსაც შესაბამისი, დოკუმენტური მტკიცებულებები ახლავს, უახლოეს მომავალში გესაუბრებით.




 ახალი ამბები
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...
  • "გურიას“ გაწვრთნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა..." _ კლუბის ახალი მმართველები და მწვრთნელებილანჩხუთის "გურია" კიდევ ერთი გუნდი იქნება ქართულ ფეხბურთში, რომელიც კერძო სექტორის მფლობელობაში გადავა. გუნდის მმართველ კომპანიაში მარტის ბოლოს გახორციელებული ცვლილებების შემდეგ, „გურიას“ კომპანია „ჯი ბი არ“ მართავს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და გუნდის ახალ მმართველებს შორის "გურიას" სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია "გურიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს: "აღნიშნული ცვლილებები გუნდში უკვე დადებითად აისახა. ფეხბურთელებმა ბოლო სამი თვის ხელფასები მიიღეს და ახლა გრიგოლეთის ბაზაზე შეკრებისთვის ემზადებიან. იგეგმება სიახლე სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაშიც, რის შესახებ დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი", _ აცხადებენ კლუბის პრესსამსახურში. ჩვენი ინფორმაციით, ამიერიდან, კლუბს ლევან ხომერიკი და ვანო მახარაძე გაუძღვებიან, მათ ფიზმომზადებაში კახა ვაჩეიშვილი დაეხმარება _ ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, გიგა სურმავამ დაგვიდასტურდა. ჩვენ დავუკავშირდით ლევან ხომერიკს და რამდენიმე კითხვა დავუსვით: _ ბატონო ლევან, უპირველესად, „გურიას“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! _ დიდი მადლობა, ჩემთვის მართლაც დიდი პატივია ისეთი ტრადიციული და ისტორიული კლუბის გაწვრთნა, როგორიც „გურიაა“. _ ახალ მთავარ მწვრთნელს თქვენი გუნდი გეყოლებათ... _ რა თქმა უნდა. მართალია, ოფიციალური სტატუსით მთავარი მწვრთნელი გახლავართ, თუმცა, ჩემი მუშაობის პრინციპია გუნდურობა და რეალურად, მე და ვანო მახარაძე ერთად გავუძღვებით გუნდს. ჩვენთან ერთად იქნება კახა ვაჩეიშვილი, რომელიც ფიზმომზადების კუთხით მიხედავს გუნდს. ჩვენ ადრეც ერთად გვიმუშავია და კიდევ გავიმეორებ, მთავარი გუნდური მუშაობაა. კლუბში დარჩება „გურიას“  ლეგენდა გიგლა იმნაძე _ ის ჩვენი უფრო მეგობარი და გამოცდილი კოლეგაა. ჯერ პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენთან იქნება მეკარეების მწვრთნელი გიორგი ჩხაიძეც. დარწმუნებული ვარ, სამწვრთნელო შტაბის გუნდური მუშაობა იქნება „გურიას“ წარმატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი. _ მართალია, „გურიამ“ პირველი მატჩი მოიგო, მაგრამ გუნდი თქვენი შეკრებილი არაა. ეს ხომ არ შეგიქმნით გარკვეულ პრობლემებს? _ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ესაა დიდი ტრადიციების მქონე გუნდი, ძალიან მაგარი გულშემატკივრებით, რომელთაც უნახავთ ძალიან დიდი ფეხბურთელების თამაში. „გურია“ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და ამით ყველაფერია ნათქვამი. რაკი ჩვენ „გურიაში“ მუშაობას დავთანხმდით, ვიღებთ იმ გამოწვევას, რომ ეს გუნდი მაქსიმალურად სწრაფად დავაბრუნოთ ქართული ფეხბურთის ელიტაში. ყველა ვთანხმდებით, რომ „გურიას“ დღევანდელი მდგომარეობა არაა კლუბის ტრადიციების შესაფერისი, ამიტომაც დიდი შრომა დაგვჭირდება, რომ ლანჩხუთელი გულშემატკივარი კმაყოფილი გვყავდეს. ეს უცებ ვერ მოხდება _ ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლითაც გეგმაზომიერად უნდა წავიდეთ. ეს არ იქნება ერთწლიანი გუნდი. სწორედ ეს რომ დავინახეთ კლუბის ხელმძღვანელობისგან, ამიტომ დავთანხმდით წინადადებას. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, საუბარიც ზედმეტია, რომ გუნდი მოუმზადებელია. გვექნება დრო, რომ ფეხბურთელები მოვამზადოთ, რა თქმა უნდა, ერთგვარად ფორსმაჟორულ ვითარებაში მოგვიწევს მუშაობდა, მაგრამ ბევრს ვიშრომებთ და შედეგს მივიღებთ. ფეხბურთელების ნაწილს ვიცნობთ, ნაწილს გავიცნობთ. არავის გაშვება გუნდიდან არ იგეგმება _ ყველას ექნება შანსი, თავი გამოიჩინოს და ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით ყველა მათგანის წარმატებით. ამას გარდა, არსებობს ხელშეკრულებები, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ. _ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის განახლდება ჩემპიონატი. თქვენ ხომ არ გაქვთ განსაზღვრული ვარჯიშის დაწყების თარიღი? _ ჯერ არა. ჩვენც ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას. მთავარი ლიგის გუნდებმა ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყეს, რაც იმის იმედის მომცემია, რომ ქვედა ლიგის გუნდებიც მალე განვაახლებთ საწვრთნელ პროცესს. _ „გურიას“ აქვს საწვრთნელი ბაზა გრიგოლეთში _ გუნდი, სავარაუდოდ, ზღვისპირეთში დაბანაკდება... _ კი, გრიგოლეთში ახლა მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები. მნიშვნელოვანია ბაზის არსებობა. შესაძლოა, მინდვრის საფარი ამჟამად არ იყოს იდეალური, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება და „გურიას“ ექნება ის პირობები, რასაც ეს კლუბი იმსახურებს. _ რას ნიშნავს თქვენთვის „გურიას“ გაწვრთნა? _ ამ კითხვას, ფაქტობრივად, ზემოთ ვუპასუხე. არ მომწყინდება იმის თქმა, რომ ესაა დიდი გამოწვევა. „გურია“ ის ქართული გუნდია, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი ფეხბურთის სახე თბილისისა და ბათუმის „დინამოებთან“ და ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად. საამაყოა ამ გუნდის გაწვრთნა და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, თავდაუზოგავად ვიშრომებთ, რომ გავამართლოთ იმედები. _ თქვენ ბათუმის „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში წვრთნიდით და გუნდი მესამე ადგილზეც გაიყვანეთ. ეჭვგარეშეა, მაღალი მიზნები გექნებათ ახალ გუნდშიც? _ რა თქმა უნდა! ჩვენი მუშაობის შედეგი უნდა იყოს წარმატება. ეს ერთი ხელის მოსმით არ მოხდება, მაგრამ „გურიამ“ არა მხოლოდ საქართველოში უნდა დაიბრუნოს ადგილი მოწინავეთა შორის, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც უნდა გვასახელოს ისევე, როგორც გასული საუკუნის 80-იან წლებში ასახელა საქართველო, როცა პატარა ქალაქის გუნდმა სახელი მთელს საბჭოთა კავშირში გაითქვა, როცა მილიონიანი ქალაქების გუნდებს ტოლსწორად ... ...
  • "კაცური კაცი იყავი თვითონ"- რას იხსენებს ლევან ლორია გიორგი ჩანტლაძის შესახებსაფეხბურთო კლუბ „ბახმაროს“ ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწრთვნელი, გიორგი ჩანტლაძე გარდაიცვალა. ჩანტლაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება „ბახმაროს“ ასევე ყოფილი ფეხბურთელი და მწერალი, ლევან ლორია. „ონოფრიჩ, რამდენი გამარჯვება გვიზეიმია ერთად. ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის არენა ,,ბახმაროს“ შეძახილებით და ხალხით იყო მუდამ სავსე, სახლში ფრეც კი წაგებად მიგვაჩნდა. გასვლებზე კი უკან წამოსული ამღერებული ავტობუსიც მახსოვს და ხან ჩუმადაც ვისხედით, სამხედრო ტყვეებივით - წაგების მერე ისეთი რიდი გვქონდა შენი, ხმის ამოღებისაც გვერიდებოდა. ახლაც ჩუმად ვართ ყველა. თუ კარგად ვითამაშებდით. ,,კაცური კაცი ხარო“, - თქმა გიყვარდა. კაცური კაცი იყავი თვითონ და კარგი ადამიანი და ასეთი დარჩები მუდამ. ძალიან დაგვწყვიტე გული. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, ვეტერან ფეხბურთელებს, კლუბ ჩოხატაურის ,,ბახმაროს“ და მთლიანად ქართულ ფეხბურთს ,,ბახმაროს“ ყოფილი ფეხბურთელის და მთავარი მწრთვნელის გიორგი ჩანტლაძის გარდაცვალების გამო. ნათელი დაგადგეს”,_ წერს ლორია. გიორგი ჩანტლაძეს დღეს კრძალავენ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?