"ნასედკების" დახმარებით შეკერილი საქმეები: ეპიზოდი II _ კახა რუსიძის საქმე

ჟურნალისტური გამოძიება

"ნასედკების" დახმარებით შეკერილი საქმეები: ეპიზოდი II _ კახა რუსიძის საქმე

15 ივლ. 2013, 10:44:23
პოლიციელის განცხადებით მას თავს სამი პიროვნება დაესხა.

მჟავანაძის დაჭრის საქმეზე, იმავე წლის 19 თებერვალს, დღის 2 საათისთვის, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 22 წლის კახა რუსიძე დააკავეს. რუსიძის სახლში ჩხრეკა 19 თებერვალს, ღამის 11 საათზე ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ოზურგეთის შს რაიგანყოფილებაში 20 თებერვალსაა დაფიქსირებული. 2005 წლის 19 თებერვალს, პოლიციის უფროსს ელგუჯა ჩავლეიშვილს სს სამძებროს ქვეგანყოფილების ინსპექტორმა, პოლიციის ლეიტენანტმა გიორგი შალიკაშვილმა პატაკი შეუტანა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სანდო წყაროს ინფორმაციით, ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქ. 9-ში მცხოვრები კახა რუსიძე ეჭვმიტანილი იყო პოლიციელი მჟავანაძის დაჭრაში და დანას უნდა ინახავდეს სახლში. შალიკაშვილი პოლიციის უფროსს შემდგომ რეაგირებას სთხოვდა. იმავე რიცხვში აღნიშნული პატაკი შალიკაშვილს ჩავლეიშვილმა დააწერა. თუმცა, პატაკის ასლის ნახვისას პოლიციის უფროსმა ელგუჯა ჩავლეიშვილმა პატაკზე საკუთარი ხელმოწერა უარყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩხრეკა დაიწყო 22 საათსა და 30 წუთზე და დასრულდა 22 საათსა და 55 წუთზე. ჩხრეკის შედეგად, რუსიძის სახლიდან ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული დასაკეცი დანა, რომელზეც იკითხებოდა წარწერა _ "სტსს". ოქმში დაფიქსირებულია, რომ დანაზე რამდენიმე ადგილზე სისხლის კვალია. ჩხრეკას ორი მოწმე ჰყავდა _ გია გაბიტაძე და გოგი ჩოგაძე. ოქმი გიორგი შალიკაშვილმა შეადგინა.

_ იმ ღამეს ძლიერ თოვდა. ჭიშკარი ბოქლომით მქონდა დაკეტილი. ეზოში გამოვედი, ჭიშკარზე პოლიციის მუშაკი გადმომხტარიყო. შევეკითხე ვინ ხარ,-მეთქი. მისი თქმით, იგი პოლიციიდან იყო და კახა რუსიძეს ეძებდა. როგორც ვიცოდი, კახა დედასთან ერთად იმყოფებოდა სახლში. ასე ვუთხარი პოლიციელსაც. 88 წლის კაცი ვარ, შევშინდი _ რა უნდოდა პოლიციელს ჩემს ეზოში შუაღამისას? როდესაც დავინტერესდი და ვიკითხე, რა ხდებოდა, პოლიციელმა აგდებულად მითხრა, რომ მე არავინ მეკითხებოდა და საჭირო არ ვიყავი პოლიციელისთვის. წინააღმდეგობის გაწევა ვერ გავბედე, სახლში შევედი და დავიძინე, _ იხსენებს რუსიძის მეზობელი,

აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე # 5605811 სსსკ-ის 294_305 და 308 მუხლების შესაბამისად. საქმეს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი გოჩა კილაძე იძიებდა.

გოჩა კილაძემ 2005 წლის 20 თებერვალს დაკითხა ჩხრეკის დამსწრე მოწმე გოგი ჩოგაძე. ჩვენების ოქმში ჩოგაძე განმარტავს, რომ 19 თებერვალს, ღამის 22 საათზე, თაყაიშვილის ქუჩის გავლით სამუშაოდან ბრუნდებოდა. გზაში პოლიციელები შეხვდნენ და მისთვის უცნობი პიროვნების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე დასწრება თხოვეს. აქვე, ჩხრეკის მეორე მოწმეც იყო. ჩოგაძის თქმით, პოლიციელებმა მას მოწმის უფლება-მოვალეობანი განუმარტეს.

აღსანიშნავია, რომ გოგი ჩოგაძე მოწმის სახით პოლიციელთა მიერ გახსნილ კიდევ რამდენიმე საქმეში ფიგურირებს. ანალოგიურად, რამდენიმე ათეულ საქმეში ფიგურირებს გიორგი გაბიტაძის გვარიც _ ზოგან დაზარალებულია, ზოგან კი მოწმე (ერთი ეპიზოდის შესახებ ჩვენ რამდენიმე დღის წინ გიამბეთ). სისხლის სამართლის საქმეების თანახმად, გაბიტაძე ჩვენებებს ხშირად ცვლიდა.

იგი რუსიძის სასამართლოზეც ასე მოიქცა _ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე გაბიტაძე აღნიშნავდა, რომ 2005 წლის 19 თებერვალს, ის, გიორგი შალიკაშვილის ზარის შემდეგ მივიდა პოლიციაში, საიდანაც რუსიძის სახლში ჩხრეკაზე წაიყვანეს. მოწმის თქმით, შალიკაშვილს მსგავსი დავალებით არაერთხელ მიუმართავს მისთვის და ოზურგეთის სასამართლო არქივში მისი ხელმოწერით ბევრი საქმე ინახება, რომელიც სინამდვილეში მას არ ეკუთვნის და ყველაფერი ძალდატანების შედეგია.

სასამართლოს სხდომის ოქმი. მოწმის ხელწერილი. 30. 08. 2005 წელი: "მოვალე ვარ, ვთქვა სრული სიმართლე, რაც ვიცი საქმესთან დაკავშირებით რომლის გამოც დაბარებული ვარ მოწმედ. განმემარტა, რომ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის თავის არიდების ან ცრუ ჩვენებისთვის პასუხს ვაგებ," _ ხელს აწერს გაბიტაძე.

იმავე საქმის კიდევ ერთი დოკუმენტი. გვ. 98: "საშ. განათლებით, სამართალში არ ყოფილა, დრ. უმუშევარი ცოლშვილიანი, მცხ. ოზურგეთის.... გაფრთხილებული იქნა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა ისჯება ჯარიმით ან თ\ა ვადით 5 წლამდე. აჩვენებს: ვცხოვრობ ოზურგეთში. 2005 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 22 საათისთვის ვიმყოფებოდი ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც შემხვდნენ პოლიციის თანამშრომლები. ვიცნობდი მხოლოდ პოლიციის თანამშრომელს შალიკაშვილს. მთხოვა, რომ დავსწრებოდი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას. მე მათ გავყევი. მივედით თაყაიშვილის ქ. #9-ში. ჩხრეკას ესწრებოდა ერთი დამსწრე და ოჯახის დიასახლისი. ჩხრეკას მე არ დავსწრებივარ. ვიჯექი სავარძელში. დანის ამოღება მე არ დამინახავს. ხელი მოაწერეო, მითხრა პოლიციის თანამშრომელმა და მეც მოვაწერე. ვითხოვ გამოქვეყნდეს საქმეში არსებული ჩემი ჩვენება," _ ეს ჩვენება გაბიტაძეს ეკუთვნის და გამოქვეყნებულ იქნა.

პროკურორის შეკითხვაზე მოწმე გაბიტაძე პასუხობს: "აღნიშნული საქმის ფურცლებზე ხელწერა არის ჩემი შესრულებული. ჩემთვის ეს ჩვენება არ ჩამოურთმევიათ. მე მითხრა პოლიციამ, დაჯექი სავარძელშიო. ჩემ გარდა ყველანი წავიდნენ და ეძებდნენ რაღაცას. მე დანა არ დამინახავს," _ აკონკრეტებდა გაბიტაძე.

კახა რუსიძის დედა ჩვენთან საუბრისას იხსენებდა, რომ გაბიტაძემ სიმართლის თქმის სანაცვლოდ, მას ფული მოსთხოვა:

"გია გაბიტაძე ჩემს სახლში ნამყოფია მაშინ, როდესაც პოლიციამ ჩემი შვილი უკანონოდ დააკავა, სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ვითომ დანა ამოიღეს. სიმართლისთვის ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ უშედეგოდ. საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო, როცა გაბიტაძის პიროვნებით დავინტერესდი და სახლში მივაკითხე. მიპასუხა, გიორგი შალიკაშვილი მიყენებდა ასეთ საქმეებზე და მე არ ვიცოდი, სად მივდიოდიო. ვუთხარი, სიმართლე ეღიარებინა. მან ამის სანაცვლოდ 200 ლარი მთხოვა, რომ ადვოკატ ნანა დარჩიასთან ორდერი გაეჭრა _ მისი თქმით, თავდაცვისთვის და პოლიციელების ზეწოლის თავიდან ასაცილებლად. მივედი დარჩიასთან. მან მითხრა, რომ გაბიტაძისთვის არ დამეჯერებინა, რადგან ეს პიროვნება მსგავს საქმეებს ხშირად აკეთებდა _ გაბიტაძე ერთი ჩემი კლიენტის საქმეშიც ფიგურირებს "პლანის ჩადებაზეო", მითხრა დარჩიამ," _ ამბობდა "გურია ნიუსთან" საუბრისას ნინო რუსიძე.

ამ ისტორიას, ადვოკატი ნანა დარჩიაც ადასტურებს: _ ჩემი კლიენტი იყო ვინმე იგორ ტყეშელიაძე, რომელსაც ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებას ედავებოდა გამოძიება. ეს იყო 2005 წელს. საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე გია გაბიტაძე იყო, _ გვითხრა დარჩიამ.

2005 წელს, "გურია ნიუსთან" საუბრისას გაბიტაძე ამბობდა, რომ პოლიციელების მიერ ხშირი იყო შანტაჟი და მსგავს საქმეებში მონაწილეობაზე ძალდატანება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შალიკაშვილმა ამ ამბებიდან მოკლე ხანში პოლიციის სისტემა დატოვა და ადვოკატობა დაიწყო, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, ისევ ძველ სისტემას დაუბრუნდა და დღეს ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელია.

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოჩა ფერსაშვილის თქმით, შალიკაშვილის წარსულის საქმიანობა მისთვის უცნობია. თავად შალიკაშვილს ვერ დავუკავშირდით _ მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

ამ საქმეში იყო კიდევ ერთი გარემოება _ რუსიძის დაკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერა რუსიძეს არ ეკუთვნოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბრალდებულმა წერა-კითხვა არ იცოდა.

საქმის გამომძიებელი, გოჩა კილაძე, ხელმოწერის ექსპერტიზაზე უარს აცხადებდა, თუმცა, შეცდომას არ გამორიცხავდა.

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გელა გიგინეიშვილი და მისი მოადგილე, ზაზა ჩუბინიძე იმ პერიოდში პირობას დებდნენ, რომ ეს საქმე აუცილებლად იქნებოდა გამოძიებული. ამავე პირობას დებდა იმდროინდელი მთავარი პროკურორი ილია ჯალაღანიაც, რომელიც ამბობდა, რომ პროკურორი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაისჯებოდა. თუმცა, ამ საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თეთრი ძაფი ჩანდა, არავინ დასჯილა.

კახა რუსიძის დედამ, სამართლის საძიებლად მართლაც რომ "რკინის ქალამნებით" იარა: _ ვის არ მივმართე დასახმარებლად _ ელენე თევდორაძეს, გენერალურ პროკურატურას... სიმართლე ვერსად ვიპოვე. პურის ფული მენატრება, სწორედ ეს გახდა ჩემი შვილის დაკავების მიზეზი. იფიქრეს, უპატრონო ბავშვია და დანაშაულს ადვილად "შევტენითო". მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს, ქვას გავხეთქავ და ჩემი შვილის სიმართლეს დავამტკიცებ. ერთი წელია, კახა უდანაშაულოდ ზის ციხეში. ნუთუ ამ ქვეყანაზე სამართალი არ არსებობს?! 10 წელიც რომ დამჭირდეს, სიმართლეს მაინც დავადგენ, ჩემი და ჩემი შვილის წვალებისთვის ყველას ვაზღვევინებ. მჯერა, სამართალს სადღაც მაინც ვიპოვი, _ ამბობდა ნინო რუსიძე, რომელმაც სამართლის პოვნა დღემდე ვერ შეძლო.

ასეთი საქმეები კი ძალიან ბევრია... ყველა მათგანის კვალი კი დღევანდელ ჩინოვნიკებთან _ ზაზა ჩუბინიძესთან და ილია ჯალაღანიასთან მიდის _ სწორედ მათი ხელმძღვანელობის დროს იკერებოდა ე.წ. "ნასედკების" დახმარებით საქმეები, რომლის გამოძიებით თავი არავის შეუწუხებია. არადა, ამ საქმეებში ბევრი ისეთი მტკიცებულება არსებობს, რაც კონკრეტული ადამიანების უდანაშაულობას ამტკიცებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს ციხეში რამდენიმე წლის გატარება მოუხდათ.




 ახალი ამბები
  • ბავშვთა გადასასვლელ საგზაო ნიშნულზე “ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატი გააკრეს“ერთიანი ნაიციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, რომელიც დაბა ლაითურშია გადაღებული. “დაბა ლაითურის საჯარო სკოლის წინ, ბავშვთა გადასასვლელ საგზაო ნიშნულზეც ჩიგოგიძეა  ადგილები აღარ ყოფნით, ბოლოს ისე იზამენ ,,საპირფარეშოებზეც" დააკრავენ“ - წერს ბესო ქათამაძე ... ...
  • ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის ყალბი- პროკურატურასაქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს,რომ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. „თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს. ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ იყო მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა მან წარმოადგინა ორი ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებენ გამოძიებისთვის ე.წ. სატელიტის ფოტოების მომწოდებლის ვინაობის დასახელებისგან და ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებისგან. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. კერძოდ დადგინდა, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი - „2020 Jul 19“, ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში: ზედა მარცხენა კუთხეში არსებული მცირედ გამჭვირვალე ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე. ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. ასევე როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები დატანილია სხვა ფოტოსურათიდან. მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი „2020 Jul 22“, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით. ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში. ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უტყუარად დადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდინ სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება. ასევე გამოძიების მიერ მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც უტყუარად დასტურდება მის მიერ „google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline“-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით. თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში „google“-ის ანგარიშის „timeline“-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად „google“-ის ანგარიშზე. გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის „google“-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია “your timeline”-„თქვენი ქრონიკა“, რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე. „Timeline’’- ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline’’-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით. ასევე გაგაცნობთ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT” მიერ. დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის სარბენი ბილიკის კონფიგურაცია მთლიანად შესაბამისობაში მოდის ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ზედაპირზე არსებულ ნახატის კონფიგურაციასთან, როგორც ვიზუალური, ასევე - ტექნიკური თვალსაზრისით. ექსპერტიზას დაესვა კითხვა თუ როგორ მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის შემთხვევის ადგილზე გადაადგილება და ხომ არ მოხდა ავტომანქანის ბუქსირით გათრევა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ „HYUNDAI ACCENT”-ის მიერ დატოვებული ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი და რომ მძღოლის მიერ ავტომანქანის გადაადგილება ექსპლუატაციის პირობებშია მომხდარი. ამდენად, ავტომობილის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა. ასევე, რადგან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ "სამსუნგი"-ს ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. "ჰაკერული" ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება. ამავე დასკვნის მიხედვით, პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება. ასევე, განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება „Technology/Internet“, ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: „Pornography“. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა 600-მდე პირი, დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, ასევე ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდის“,_ აცხადებენ ... ...
  • რას ასახელებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზადსაქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად  მედიკამენტურ ინტოქსიკაციას ასახელებს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ექსპერტიზის ჩატარებამდე მისი გარდაცვალებიდან გასულია 4 დღე. პროკურატურაში გამართულ ბრიფიგზე განაცხადეს, რომ  ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რამე ნიშნები და არც ინექციის  არ აღენიშნება. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილის კუჭნაწლავის ტრაქტში პრეპარატების მოხვედრა შესაძლებელი იყო საყპალავი გზით და არა საინფექციო გზით. ცნობისთვის, აღნიშნული დასკვნა ლევან სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას  ... ...
  • „მაგთიკომის" გავრცელებული დეზინფორმაცია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის ხელშეშლას ემსახურება“კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ  „მაგთიკომის" მიერ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის  ხელშეშლას ემსახურება. “კომპანია „მაგთიკომის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება. „მაგთიკომის" მიერ გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია  საზოგადოებისა და ზოგ შემთხვევაში, მედიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არაა. უფრო მეტიც, კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილება ბაზრის ლიბერალიზაციისა და გაჯანსაღების მიზნით მიიღო. არა ერთხელ გვითქვამს, რომ MVNO-ს შემოსვლით გაიზრდება ბაზარზე კონკურენცია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სატარიფო შეთავაზებებსა და ხარისხზე აისახება. ხელმისაწვდომი ფასები, მრავალფეროვანი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და კონკურენტული გარემო - სწორედ აღნიშნულ სიკეთეებს ემსახურება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, რომელსაც მომხმარებელი 2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლით მიიღებს. საზოგადოებისთვის ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომელიც ინოვაციურ პროდუქტებს, კომფორტულ სერვისებს და ახალ შეთავაზებებს გულისხმობს. სამწუხაროა, რომ კომპანია „მაგთიკომმა" ცალკეულ მედია საშუალებებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომუნიკაციების კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად და რისკების შეფასების გარეშე მიიღო, რის გამოც, კომისიას ახალი კვლევის ჩატარება უწევს. კომპანია ამ შემთხვევაშიც დეზინფორმაციას ავრცელებს, ვინაიდან კომუნიკაციების კომისია ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილებაზე 2 წელზე მეტი მუშაობდა და ამ პროცესში ყველა მობილური ოპერატორი და სხვა დაინტერესებული პირები იყვნენ ჩართული. პროცესი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების ჩართულობით, 20 წლიანი ევროპული გამოცდილებისა და მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მომზადდა. რაც შეეხება კომისიის მიერ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისთვის დაკვეთილ კვლევას, კომუნიკაციების კომისიამ კიდევ ერთი კვლევა სწორედ იმისთვის დაუკვეთა, რომ არც-ერთ კომპანიას არ დარჩეს კითხვა და ინტერპრეტაციის საშუალება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პერსონალური მონაცემების, ისევე, როგორც კიბერუსაფრთხოების საკითხი მაქსიმალურადაა დაცული. პირველ რიგში მას იცავს საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონი. აღნიშნული კანონით ვირტუალურ ოპერატორებზე ვრცელდება ანალოგიური ვალდებულებები, რაც - ქსელის ოპერატორებზე: „მაგთიკომზე", „სილქნეტსა" და „ვიონი საქართველოზე". ამას გარდა, MVNO-ს დაშვების საკითხი კომუნიკაციების კომისიამ 20 წლიანი ევროპული გამოცდილების გაზიარებით მოამზადა, სადაც პერსონალური მონაცემების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ძალიან მაღალი სტანდარტი არსებობს. ამას გარდა, ვირტუალური ოპერატორები ყველა ევროპულ ქვეყანაში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიერ დადგენილი პროტოკოლითა და გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ და სწორედ ანალოგიური პროტოკოლი გავრცელდება საქართველოში. აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში მრავალი ვირტუალური ოპერატორი ოპერირებს, მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე კი, არ არსებობს არც ერთი ცნობილი ქეისი, რომ ვირტუალური ოპერატორების დაშვებას რომელიმე ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცულობისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა. აღსანიშნავია, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროს მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიები 4 წელია კომპანია „მაგთიკომს" ქსელზე დაშვების მოთხოვნით მიმართავენ, რისი ვალდებულებაც კომპანიას კანონით აქვს. ამის მიუხედავად, მცირე კომპანიები „მაგთიკომისგან" წლებია პასუხსაც კი ვერ იღებენ. ეს გარემოებაც აჩვენებს, რომ კომპანიისთვის ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი დაშვება მიუღებელია. მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა და მობილური მომსახურებების მიწოდებას ახორციელებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით. მსოფლიო მასშტაბით 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს, რომელთა უპირატესობა ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თვალსაჩინოა. 2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO-ების აბონენტების რაოდენობა 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, MVNO ეფექტური საშუალებაა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის. ვირტუალურ ოპერატორებს საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ აბონენტის კმაყოფილების ხარისხის ყველა პარამეტრით. კომპანიები მარტივად ერგებიან აბონენტების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს, რადგან შესაძლებლობა აქვთ მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელი შეთავაზებები გაუკეთონ, რაზეც ტრადიციული ოპერატორები არ ფოკუსირდებიან”,_ ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ... ...
  • საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდასაქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეექვსე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს. “მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი თავის ერთგულ პარტნიორ Citi-სთან ერთად ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო განვიმტკიცოთ და ჩვენს მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური რესურსი შევთავაზოთ. მსგავსი დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში, როგორც კორპორატიული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ექსპორტ-იმპორტის ტრანზაქციებში. ჩვენი მიზანია, მათთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად დავრჩეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს კიდევ ერთი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებ, რომ კიდევ მრავალი წარმატებული შეთანხმება შედგება მომავალში ჩვენ შორის.”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან გრძელვადიანი ურთიერთობით. უკვე მეექვსე წელია ვაჭრობის დაფინანსების უზრუნველყოფის კუთხით ვაღწევთ შეთანხმებას ქვეყნის ერთ–ერთ წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან. ეს ტრანზაქცია არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი საერთო და მუდმივი მცდელობისა, ხელი შევუწყოთ საქართველოს საბანკო სექტორის ზრდას, უფრო ფართო მნიშვნელობით კი წავახალისოთ ძირითადი განვითარებადი ბაზრები“,- განაცხადა ჩაფიქ ჰადადმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტებისა და საკორესპონდენციო ბანკინგის, სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების ხელმძღვანელმა EMEA-ს ქვეყნებში. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...