უმოწყალოდ დახარჯული მილიონობით ლარი... უწყლობისთვის!

ჟურნალისტური გამოძიება

უმოწყალოდ დახარჯული მილიონობით ლარი... უწყლობისთვის!

4 აგვ. 2014, 15:16:39

ყოველი ხელისუფლების დროს დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგება, ჩოხატაურელებისთვის ისევ ოცნებად რჩება; სასმელი წყლის მოლოდინის პროცესი იმდენად გაიწელა, რომ ჩოხატაურელებს მუდმივ სასმე წყალზე ოცნებაც კი დაავიწყდათ.

_ რამდენი წელია, ერთი და იგივე გვესმის _ ცოტაც და, 24 საათის განმავლობაში წყალი გექნებათო. მილიონები დაიხარჯა და ისევ უწყლობით ვიხრჩობით; წყალს მიაქვს მთელი გურია და ჩვენ დასალევი წყალი არ გვაქვს; საავადმყოფოში რომ ავადმყოფს დააწვენ და წყალს რომ ბიდონით მიგატანინებენ, ამას ცხოვრება და ქვეყანა ჰქვია?! _ ასეთ კომენტარებს ჩოხატაურში ყოველდღე გაიგონებთ.  მუნიციპალიტეტი, რომელსაც ირგვლივ გუბაზეულის და სუფსის წყალუხვი ხეობები აკრავს, ათეულობით წელია, უწყლობით შეწუხებულია.

"ნაციონალური მოძრაობის" დროს, ჩოხატაურის წყალმომარაგებისთვის მილიონობით ლარი დაიხარჯა.

"დაბა ჩოხატაურში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ჩოხატაურის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიიღებს. სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 მლნ ლარია და სამუშაოებზე პირდაპირ და ირიბად, 150 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს წყალმომარაგების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. მოსახლეობას წყალი ათწლეულების მანძილზე არასტაბილური გრაფიკით კვირაში რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, გრაფიკი სტაბილური გახდა და ამჟამად, ჩოხატაურს წყალი ყოველდღიურად 6-10 საათის განმავლობაში მიეწოდება. მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ, ჩოხატაური 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.

ჩოხატაურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, გაკეთდა წყალსადენი მილების მაგისტრალური ქსელი. მოეწყო საქლორატორო, დამონტაჟდა წყალსადენი ჭები. სამუშაოების მეორე ეტაპზე აშენდა 2000 კუბურ მეტრიანი წყლის რეზერვუარი და მოეწყო საქლორატორო. ასევე ჩატარდა ქუჩების დაქსელვითი სამუშაოები. სამუშაოების მესამე ეტაპზე მოეწყობა საფილტრი ნაგებობა, დამონტაჟდება 2 ახალი ტუმბო დანადგარი, მდინარე გუბაზეულზე აშენდება წყლის მიმღები ნაგებობა და მოხდება წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც, დაბა ჩოხატაურის მცხოვრებლები სუფთა და გაფილტრულ წყალს 24-საათიან რეჟიმში მიიღებენ. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დასრულდება," _ ეს ინფორმაცია, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის, ასევე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვებგვერდზე დღესაც იძებნება იმ პირებისგან განსხვავებით, რომლებსაც ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელიც აქვთ მოწერილი.

მორიგი დაპირება 24-საათიანი წყალმომარაგების შესახებ ჩოხატაურელებს გასული წლის გაზაფხულზე მისცეს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სს "თბილისთან" კონტრაქტი 2013 წლის 8 ივლისს გააფორმა, რომლის თანახმადაც, წყალმომარაგებისთვის  2  666 095.11 ლარი გამოიყო.

როგორც ფონდის ვებგვერდიდან ირკვევა, კონტრაქტი პირდაპირი კონკურსის წესით გაფორმდა. აქვე იმასაც ვკითხულობთ, რომ ობიექტი 2014 აგვისტოს ჩაბარებული უნდა იყოს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩოხატაურს არათუ 24-საათიანი, ერთსაათიანი წყალმომარაგებაც არ აქვს.

თუკი ამ დრომდე წყალი 40 წუთით მაინც მიეწოდებოდა მოსახლეობას, ბოლო დღეებში საერთოდ აღარ მოდის.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსი ზაზა სიხარულიძე 2 თვის წინ, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობდა, რომ ჩოხატაურს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ივნისის ბოლოდან ექნებოდა.

_ ჩოხატაურში წყალმომარაგების ქსელი ეწყობა. დაწყებული სათავე-ნაგებობიდან, შიდა სადგურიდან და გამანაწილებელი ქსელიდან. ამ პროექტის  თანახმად, ხიდისთავში ახალი სათავე-ნაგებობა კეთდება, იდგმება ახალი დრენაჟები. ამასთან ერთად, ზევითაც კეთდება ახალი სათავე.

_ გორთაფონში?

_ არა. გორთაფონი ხიდისთავს ეკუთვნის. ამ სათავე-ნაგებობით დროებით სარგებლობს ჩოხატაური, რადგან საკუთარი არ აქვს. ახლა კეთდება მდინარის ნაპირზე ახალი ნაგებობა შემკრები სატუმბი სადგურით, გამანაწილებელი ქსელით ჩოხატაურში და დამატებით კეთდება ნაგებობა, რომელიც მდინარის ამღვრევის შემთხვევაში, წყალს შემოუშვებს, რომ ჩოხატაურმა უწყლობა ვერ იგრძნოს.

_ დღევანდელი ხელისუფლების დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგება როდის ექნება ჩოხატაურს?

_ ჩოხატაური ცოტა რთული თემაა, რადგან ჩვენი კომპანია მთელ ჩოხატაურს არ ემსახურება.

_ დაბაზე ვსაუბრობთ...

_ დაბაშიც ყველგან არ არის. სულ 200 აბონენტი გვყავს. ამ პროექტით კიდევ გვემატება 800 აბონენტი, რომელთაც ექნებათ 24-საათიანი წყალმომარაგება და, რაც მთავარია, ხარისხიანი.

_ როდის?

_ ივნისის ბოლოს უნდა დაამთავროს კომპანიამ ეს სამუშაოები.

თუმცა, როგორც ფაქტებმა ცხადჰყო, ახალი ნაგებობა ვერ მუშაობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას თქმით, წყალმომარაგების შეწყვეტა ადიდებულმა მდინარემ გამოიწვია:

_ როგორც მითხრეს, ადიდებულმა მდინარემ ისევ დააზიანა სალექარები და დამატებითი წყარო შეუწყდა ძირითად ავზს.

_  ბატონო ირაკლი, როგორც წესი, წყლის შეწყვეტა სტიქიას ბრალდება, მაგრამ რას გვეტყვით წინა პერიოდზე, როდესაც 1 საათითაც კი არ მოდიოდა დღეღამეში წყალი...

_ გეთანხმებით, ჩოხატაურს წყალი არ მიეწოდება. ამ დროისთვის გორთაფონიდან ერთი მილით მიეწოდება წყალი ჩოხატაურს და ხიდისთავს, ხიდისთავის მილი კი არ არსებობს. იყო შეთანხმება, რომ სოფლისთვის მოსახერხებელ დროს წყალი მიეწოდებოდა ხიდისთავს, შემდეგ გროვდებოდა  ჩაისუბანის სათავე-ნაგებობაში და იქიდან მოეწოდებოდა დაბას. ამ პერიოდში კი ეს ვერ  ხერხდება იმის გამო, რომ დამატებითი სალექარები გაკეთდა და გუბეზეულიდან უნდა წამოსულიყო წყალი. ვარაუდობენ, რომ  წყლის შესვლა ვერ  მოხერხდება. სწორედ ამიტომ, დეტალებს გავივლი მუნიციპალური განვითარების  ფონდის წარმომადგენლებთან და ვეცდები, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღო, _ აღნიშნა კუჭავამ ჩვენთან საუბრისას 29 ივლისს.

ამ საუბრიდან მეორე დღეს, ჩოხატაურის გამგებელი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. 

_ დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ, გარდა იმისა, რომ  მშენებელი არაფერ შუაშია და პროექტია ცუდი, _ გვითხრა გამგებელმა.

როდის ექნება ჩოხატაურს დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგება არც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსმა ზაზა სიხარულიძემ იცის, რომელიც ამბობს, რომ მშენებელი კომპანია ვადებში ვერ ჩაეტია:

_ ბატონო ზაზა, მაისში გვითხარით, რომ ივნისის ბოლოს ჩოხატაურს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებოდა. ახლა რას გვეტყვით, რატომ ვერ შესრულდა თქვენი დაპირება?

_ იმიტომ, რომ ჯერ ის ობიექტი არ დამთავრებულა სამწუხაროდ. ჯარიმაზე წავიდა მშენებელი.

_ მშენებლის ჯარიმა ჩოხატაურელებს უშველის?

_ ეს უშველის იმას, რომ უნდა დაასრულონ. იურიდიული პროცედურაა. როდესაც კომპანია ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, პასუხი უნდა აგოს.

_ რიგით ადამიანებს ეს უშველის? სასიცოცხლო ობიექტებს წყალი არ მიეწოდებათ. საავადმყოფოში რომ ადამიანს წყლის  მიტანას მოთხოვენ, არა მგონი, ნორმალური ქვეყნის ცხოვრების ნაწილი იყოს...

_ ხდება, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისებიც.

_  ეს არის ის პასუხი, რომელიც მოსახლეობას დააკმაყოფილებს?

_ როცა რეაბილიტაცია მიდის, ვსარგებლობთ იმ კონტრაქტით, რაც არის დადებული დამკვეთსა და შემსრულებელს შორის.

_  ხუთ მილიონზე მეტია მხოლოდ ბოლო წლებში დახარჯული ჩოხატაურის წყალმომარაგებისთვის და დღესაც წყალი არ არის...

_ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს პრობლემა და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ  როგორმე გამოვასწოროთ ეს პრობლემა.

_ ბატონო ზაზა, როგორც გაირკვა, ახალი სათავე ნაგებობა არ ვარგა...

_ მე ვიცი, რომ სტიქიამ რაღაც დააზიანა.

_ როგორც წესი, ყველაფერი სტიქიას ბრალდება...

_ ყოველთვის არა, როცა არის, მაშინ. ჩვენც გვინდა, რომ დროულად გავიდეს ობიექტი ექსპლუატაციაში და მოსახლეობა არ დავტოვოთ უწყლოდ. ჩვენი პირველი მიზანი ეს არის.

_ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ადამიანებს უპასუხისმგებლოდ ექცევა?

_ უპასუხისმგებლოდ რანაირად ექცევა.  ჩვენ ოზურგეთიდანაც ჩამოვიტანეთ ცისტერნები. ვცდილობთ, რომ სასიცოცხლო ობიექტებს  წყალი მივაწოდოთ. დაზღვეული არავინაა. სტიქიის გამო შუქი თბილისშიც კი არ იყო.

_ ჩვენ სტიქიაზე არ ვსაუბრობთ.  ერთი თვეა, ჩოხატაურს წყალი არა აქვს...

_ ეს არ არის სწორი ინფორმაცია.

_ ვფიქრობ,  ამ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, რადგან მე ჩოხატაურში ვცხოვრობ და კარგად ვიცი წყლის, ე. წ. გრაფიკი _ ადრე დილით, მაქსიმუმ, 40 წუთი...

_ გეთანხმებით. ძალიან ცუდად არის, მაგრამ ის, რომ საერთოდ  არ იყოს, ეგეთი თემა არაა... დეტალებზე ახლა ვერაფერს გეტყვით. მე ჩამოვდივარ ჩოხატაურში, ვნახავ ახალ ობიექტს და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება, გადაჭრით გითხრათ პასუხი, _ გვითხრა სიხარულიძემ 29 ივლისს, სატელეფონო საუბრისას.

სიხარულიძემ ისიც აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასაც შეხვდებოდა და საქმის კურსში ჩააყენებდა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, შეხვედრა არ შემდგარა.

მიუხედავად პირობისა, ჩოხატაურში ჩამოსული სიხარულიძე არც ჩვენ შეგვხვდა და ჩვენს ზარებსაც აღარ უპასუხა.

ჩვენ შევეცადეთ მშენებელ კომპანიასაც დავკავშირებოდით, თუმცა, უშედეგოდ. სს "თბილისის" ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე არავინ გვიპასუხა. გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებაზე კი პასუხი ამ დრომდე არ მოგვსვლია.

როგორც კომპანიის ვებგვერდიდან გავარკვიეთ, სააქციო საზოგადოება "თბილისი'' დააფუძნა თბილისის მერიამ და წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა მერიის სამშენებლო სამმართველოსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში. მოგვიანებით მოხდა საზოგადოების კუთვნილი აქციების სრული პაკეტის გამოსყიდვა და დღეისთვის იგი კერძო საკუთრებაშია.

იმისთვის, რომ გაგვერკვია, თუ როგორ მოახერხა კომპანიამ ტენდერის გარეშე, პირდაპირი კონკურსის წესით მიეღო ეს პროექტი და არის თუ არა ეს ის კომპანია, რომელიც ჩოხატაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 2011 წელსაც მუშაობა და როდის ექნება ჩოხატაურს დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგება, მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ:

_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  წყლის სისტემის რეაბილიტაცია (მესამე ფაზა)  განახორციელა. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის ღირებულება  2 894 706, 96  ლარია. კონტრაქტორმა კომპანიამ- სააქციო საზოგადოება "თბილისმა" კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და პროექტი განახორციელა. თუმცა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიამ ობიექტზე გარკვეული დეტალები  დააზიანა.  აღსანიშნავია, რომ ობიექტი დაზღვეულია და  მიყენებულ ზარალს სადაზღვევო კომპანია სრულად აანაზღაურებს.  დაზიანებების აღმოფხვრის შემდეგ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ობიექტს  ექსპლუატაციაში საქართველოს გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიას გადასცემს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას  სააქციო საზოგადოება "თბილისთან" დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ  ჩოხატაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას შპს "ნიუ ენერჯი" ახორციელებდა, თუმცა აღნიშნულ კომპანიას  ფინანსური პრობლემები შეექმნა და  პროექტით ნაკისრ ვალდებულებებს  ვეღარ ასრულებდა. სწორედ ამიტომ, ფონდმა (საერთაშორისო ინჟინერ -კონსულტანტთა  ფედერაცია)  "ფიდიკის"  წესებით იხელმძღვანელა და "ნიუ ენერჯისთან" მოხდა კონტრაქტის გაწყვეტა, ვინაიდან ის ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებდა.  ასევე "ფიდიკის" წესებით მოხდა კონტრაქტის დადება სააქციო საზოგადოება "თბილისთან", რომელიც "ნიუ ენერჯის" ქვეკონტრაქტორი კომპანია იყო და ობიექტს უკვე იცნობდა, სს "თბილისი" ობიექტზე სამუშაოებს "ნიუ ენერჯის" დავალებით უკვე  ახორციელებდა,  თუმცა კომპანიის გაკოტრების შემდეგ, ქვეკონტრაქტორი კომპანია დამოუკიდებლად ვერ იმუშავებდა. შესაბამისად,  ახალი კონტრაქტი გაფორმდა სს "თბილისთან", რომელმაც კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა. ამჟამად, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ,  მიმდინარეობს სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრა. რაც შეეხება წყლის მიწოდებას, აღნიშნული საკითხი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა, აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად სტიქიის მიერ გამოწვეული ხარვეზებიდან გამომდინარე,  წყლის  მიწოდება ვერ ხერხდება.

სამუშაოები უკვე დაწყებულია და მაქსიმალურად  მოკლე ვადებში აღმოიფხვრება ხარვეზები და ობიექტი ექსპლუატაციაში  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას  გადაეცემა, _ აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ლანა ბერიძის მიერ გამოგზავნილ წერილში.

აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში მშენებლობა ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, ნებართვა იმ მიზეზით არ გაიცა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია, მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, არ წარმოადგინეს.

კანონის თანახმად, უკანონო მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურს ჯარიმა უნდა დაეწერა, თუმცა, როგორც გაირკვა, არც ეს გაკეთებულა.

ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ სიხარულიძე, რომელიც ამჟამად ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ადასტურებს, რომ კანონი დაარღვია, თუმცა, ამის მისებური ახსნა აქვს: _ მე რომ ჯარიმა დამეწერა და მშენებლობა შემეჩერებინა, ჩოხატაურელები უწყლობას მე დამაბრალებდნენ.

_ ბატონო ვლადიმერ, თუკი იცოდით, რომ პრობლემა იყო, კანონი ირღვეოდა, რაღაც სწორად არ კეთდებოდა, რატომ არ თქვით და რატომ დაელოდეთ ამ მძიმე შედეგს, როცა მილიონებია დახარჯული და მაინც არ გვაქვს წყალი?

_ ასე იყო საჭირო. მშენებლობა გამოიწვევდა თანხების დაკარგვას. თანაც ჯარიმა რომ დამეწერა, იტყოდნენ ვალოდიამ მშენებლობა შეაჩერა და მისი ბრალიაო.

_ ახლა, არ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერში თქვენი ბრალეულობაც არის?

_ კი, _ ამბობს სიხარულიძე.

ფაქტი ერთია _ მილიონობით ლარი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ანუ ჩვენი ჯიბიდან დახარჯულია, უწყლობის პრობლემა კი მაინც გადაუჭრელია. მიზეზი ათასგვარია: არასწორად დაპროექტება (არადა, ამ პროექტს ექსპერტიზა აქვს გავლილი!);  მშენებელი კომპანიის არაპროფესიონალიზმი და გაკოტრება; არასწორი ზედამხედველობა და მონიტორინგი; ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობა და კიდევ ვინ იცის რა! სქემა ძალიან მარტივია: პროექტის, დოკუმენტების, წინასწარი დაგეგმვის და გათვლების გარეშე ობიექტებში მილიონები იხარჯება; მერე "საბედნიეროდ" სტიქია "ჩამოივლის" და ყველაფერს ჩამოწერს!

შესაბამისად, მთავარ კითხვაზე, ექნება თუ არა დაპირებული წყალი ჩოხატაურს, როგორც არაოფიციალური, ასევე, ოფიციალური პასუხები ასეთია: დოკუმენტებში "მესამე ფაზის" მიხედვით - კი, რეალობაში _ არა!




 ახალი ამბები
  • ქომუერებში (ხულოს რაიონი) სახლის დანგრევისას, უძველესი კოლხური ჭური აღმოაჩინესხულოს რაიონის სოფელ ნიგაზეულში (ქომუერებში)სახლის დანგრევისას,  ძველი ჭური იპოვეს. ადგილს,  სადაც ჭური აღმოჩნდა ქომუერები (ტოპონიმიკით)  ეწოდება. სახლის დაშლისას  ქვევრი   გატყდა. გადარჩენილი ნატეხებიდან ჩანს, რომ ჭური საკმაოდ დიდი ყოფილა და მას კოლხური ჭურებისათვის დამახასიათებელი რელიეფური ზოლები ამკობდა. _სავარაუდოდ,  იგი ეგრეთ წოდებული „გურული ჭურების“ ტიპის უნდა იყოს, _ გვატყობინებს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი გაასაჯაროვასაქართველოს გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ბრიფინგი გაიმართა. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები. ამ დროისთვის ასევე ცნობილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი  უნდა იყოს მედიკამენტოზური  ინტოქსიკაცია, ასევე ექსპერტიზის  ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ „ბაკურიანის" ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების  და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი. ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია (სითხეში შეტივნარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები) ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და  არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით.    სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება. ასევე გვსურს გაგაცნოთ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.  ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ იყო მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა მან წარმოადგინა ორი ფოტოსურათი და უარი განაცხადა  კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით  ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებენ გამოძიებისთვის  ე.წ. სატელიტის ფოტოების მომწოდებლის ვინაობის დასახელებისგან და ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებისგან. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. კერძოდ დადგინდა, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ  ფოტოსურათზე,   რომელზეც  იკითხება  თარიღის   აღმნიშვნელი  მონაცემი - „2020 Jul 19", ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში: ზედა  მარცხენა  კუთხეში  არსებული  მცირედ გამჭვირვალე  ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე. ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. ასევე როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან  სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები  დატანილია სხვა ფოტოსურათიდან. მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი „2020 Jul 22", ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე, ზედა მარცხენა   კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით. ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე  და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში. ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უტყუარად დადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდინ სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება. ასევე გამოძიების მიერ მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც უტყუარად დასტურდება მის მიერ „google"-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline"-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით. თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში „google"-ის ანგარიშის „timeline"-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად „google"-ის ანგარიშზე. გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის „google"-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია "your timeline"-„თქვენი ქრონიკა", რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე. „Timeline''- ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს  სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline''-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით. ასევე გაგაცნობთ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT" მიერ. დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის სარბენი ბილიკის კონფიგურაცია  მთლიანად  შესაბამისობაში მოდის ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ზედაპირზე არსებულ ნახატის კონფიგურაციასთან, როგორც ვიზუალური, ასევე - ტექნიკური თვალსაზრისით. ექსპერტიზას დაესვა კითხვა თუ როგორ მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის შემთხვევის ადგილზე გადაადგილება და ხომ არ მოხდა ავტომანქანის ბუქსირით გათრევა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ „HYUNDAI ACCENT"-ის მიერ დატოვებული ორი  ურთიერთპარალელური საბურავის კვალი და რომ  მძღოლის მიერ ავტომანქანის გადაადგილება ექსპლუატაციის პირობებშია მომხდარი. ამდენად, ავტომობილის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა. ასევე, რადგან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის" მარკის  პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ "სამსუნგი"-ს ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. "ჰაკერული" ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება. ამავე დასკვნის მიხედვით, პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის   დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება. ასევე, განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება „Technology/Internet", ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: „Pornography". საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა 600-მდე პირი, დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, ასევე ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციას მომავალშიც ... ...
  • შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ამირან გაფრინდაშვილს ეძებსშინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1979 წელს დაბადებულ მამაკაცს ეძებს. თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 32–ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს, დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მიმდინარე წლის 12 აგვისტოს შევიდა. ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. მამაკაცის გაუჩინარების ფაქტის შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე, სხვადასხვა სამსახური. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას. ... ...
  • თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მეოთხე მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინათიბისი კაპიტალმა მეოთხედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.  თიბისი კაპიტალის სცენარის მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკის კრიზისამდელ მაჩვენებელთან დაბრუნებაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი გააგრძელებს სავალუტო ინტერვენციებს, ვინაიდან სავალუტო შემოდინებების დანაკლისი მთავრობის მიერ მოზიდული სახსრებით საკმარისად კომპენსირდება და არსებული ინტერვენციების შემდეგ, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არათუ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც. სავალუტო ინტერვენციები ასევე აუცილებელია ინფლაციის მიზნობრივ დონემდე შემცირებისათვის.  კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა მომავალი წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება. კრიზისამდელ მაჩვენებელს კი სექტორი 2022 წლიდან დაუბრუნდება. 2020 წლის პირველ 8 თვეში, ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი ფართის ბინები გაიყიდა. აღნიშნულ პერიოდში დედაქალაქში სულ 16 000 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8 000 ბინით, ანუ 34%-ით ნაკლებია. ძველი ბინების ფასები დოლარში კლებას აგრძელებს, ახალი ბინების ფასი კი აგვისტოში გაიზარდა, რაც ამ სეგმენტში მოთხოვნის დაბრუნებას უკავშირდება. კომერციული უძრავი ქონების სექტორში გამოკითხულ კომპანიებს შორის, სავაჭრო მოლებში შემოსავლების მეტი კლება ფიქსირდება, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტებზე გაქირავებულ ფართებში. წლის განმავლობაში, სექტორში დოლარში საიჯარო შემოსავლის 20-25%-ით კლებაა მოსალოდნელი. მშენებლობის სექტორში 2020 წლის მეორე კვარტალში დიდი კლება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბრუნვაში დაფიქსირდა, ინფრასტრუქტურის მშენებლობამ კი მეტი მდგრადობა შეინარჩუნა. წლის მანძილზე სამშენებლო სექტორის ჯამური ბრუნვის წ/წ 15%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ FMCG სექტორმა 2020 წელს 2019 წლის დონე შეინარჩუნოს. კვლევაში აღნიშნულია, რომ თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურებისა და HORECA სექტორებში შეინიშნება, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა წლიურად 2%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა. კლება მეტწილად დაბალანაზღაურებადი სეგმენტის (<1200 ლარი) შემცირებითაა განპირობებული. მაშინ, როდესაც სხვა საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით ზრდის დინამიკას აჩვენებს. თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:  Tbccapital.ge  ... ...
  • ბავშვთა გადასასვლელ საგზაო ნიშნულზე “ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატი გააკრეს“ერთიანი ნაიციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, რომელიც დაბა ლაითურშია გადაღებული. “დაბა ლაითურის საჯარო სკოლის წინ, ბავშვთა გადასასვლელ საგზაო ნიშნულზეც ჩიგოგიძეა  ადგილები აღარ ყოფნით, ბოლოს ისე იზამენ ,,საპირფარეშოებზეც" დააკრავენ“ - წერს ბესო ქათამაძე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...