მოსახლეობა რადიაციის კერებთან ახლოს, სპეციალისტების მოლოდინში ცხოვრობს

ჟურნალისტური გამოძიება

მოსახლეობა რადიაციის კერებთან ახლოს, სპეციალისტების მოლოდინში ცხოვრობს

15 მაი. 2012, 07:19:15

კვლევისას, ძირითადად, გამოიყენებოდა ნახშირბადისა და ფოსფორის რადიაქტიური იზოტოპები. სპეციფიკიდან გამომდინარე, ლაბორატორიისთვის ცალკე შენობა აშენდა _ დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1 კილომეტრში.

ცდებზე მეცნიერ-მუშაკი იური შუვალოვი მუშაობდა. როგორც მოვიკვლიეთ, ამ ცდების მიზანი იყო, შეესწავლათ მცენარესა და ნიადაგში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები შესაძლო ატომური ან ბირთვული დარტყმის შემთხვევაში. ეს იყო შუვალოვის სადოქტორო დისერტაციის თემა, რომელიც მზადდებოდა გრიფით _ საიდუმლო. შუვალოვის აღნიშნული დისერტაცია დღის სინათლეზე არ გამოჩენილა. შუვალოვი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილია მისი მეუღლეც, რომელიც მეცნიერს ცდების ჩატარების დროს ეხმარებოდა.

არსებული ინფორმაციით, რადიაციული ნარჩენები სპეციალურ კონტეინერში ინახებოდა, რომელიც, მოგვიანებით, მცხეთის რადიაციულ სამარხში გადაიტანეს, მაგრამ ამის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტაცია არ არსებობს. თუმცა, არსებობს ოფიციალური მიმოწერა, რომელიც ადასტურებს, რომ ანასეულში რადიაციის მაღალი ფონია და ეს საშიშია!

"შსს მინისტრის 2005 წლის 28 აპრილის #4 24 ბრძანების 1-ლი პუნქტის თანახმად, ხსენებულ წერილში აღნიშნულ ინფორმაციაზე რეაგირებას გთხოვთ (რომელიც ეხება დაბა ანასეულში რადიაქტიური ნივთიერებების დაუცველ და ამორტიზირებულ შენობაში არსებობის ფაქტს, რაც საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიაზე მოხვედრილი ადამიანის ჯანმრთელობას)", _ ეს წერილი შს გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსს გელა გიგინეიშვილს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მე-4 ქვეგანყოფილების უფროსმა, კაპიტანმა იაშვილმა მიწერა 2005 წლის 13 ოქტომბერს. გიგინეიშვილმა, შესაბამისად, საქმე ოზურგეთის პოლიციის უფროსს ელგუჯა ჩავლეიშვილს დააწერა გრიფით _ "საიდუმლო". პოლიციის უფროსისგან კი, საქმე ოზურგეთის საგამოძიებო ნაწილში, კერძოდ, გამომძიებელ თედო ჭანუყვაძესთან მოხვდა.

2005 წლის 2 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი ვალერიან ცანავა გამომძიებელ ჭანუყვაძეს წერს: "1970-იანი წლებიდან, აღნიშნულმა ლაბორატორიამ თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის რეაქტორის თანამშრომლებთან, სადაც ამუშავებდნენ სუბტროპიკული კულტურების სათესლე მასალას გენეტიკური დათიშვების მისაღებად, სალექცია-გენეტიკის საკითხების შესწავლის მიზნით. დამუშავებული მასალა თავსდებოდა სპეციალურ სამარხებში, რომლებიდანაც ნარჩენების ლაბორატორიის თანამშრომლის, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ი. შუვალოვის ხელმძღვანელობით მომზადდა და მცხეთაში განთავსებულ სამარხში იქნა გადატანილი. ლაბორატორიამ მუშაობა 90-იან წლებში შეწყვიტა და ლაბორატორიის იზოლირებული სარდაფი, სადაც ინახებოდა ტყვიის კონტეინერები, გაძარცვისგან დაცვის მიზნით, ამოშენებული იქნა ბეტონის კედლით. ყოფილი ლაბორატორიის შენობის ირგვლივ ტერიტორია არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. გარკვეული ზრდა რადიაციისა დღესაც შეიმჩნევა ყოფილ სამარხში, რადიაციის დონე მაღალია შენობის შესასვლელის ქვეშ სარდაფებში. ყოფილი იზოტოპების ლაბორატორიის შენობის ირგვლივ რადიაცია დასაშვებ დონეს შეესაბამება და მერყეობს 15-დან 20 მკ/რენტგენებში, რაც შეეხება სარდაფში ჩასასვლელს, რადიაციის დონე აქ 3000 მკ/რენტგენია, ხოლო იზოტოპების ლაბორატორიის წინ ნარჩენების სამარხში _ 70, 80 მკ/რენტგენი."

ამის შემდეგ, საქმის გამომძიებელი ჭანუყვაძე საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ფ. სადუნიშვილს რეაგირებას სთხოვს: "მოგახსენებთ, რომ ოზურგეთის დაბა ანასეულში ყოფილი იზოტოპების ლაბორატორიის შენობის ირგვლივ გაზომილ იქნა რადიაციის დონე. შენობის შესასვლელთან რადიაციის დონე არის 3000 მკ/რენტგენი, ხოლო იზოტოპებისა ლაბორატორიის წინ ნარჩენების სამარხში _ 78, 80 მკ/რენტგენი. გთხოვთ შემდგომ რეაგირებას".

შემდგომი რეაგირება საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ შენობას, სადაც სამარხი იყო, თხელი ბეტონის ფენა დაასხეს, რომელიც ფეხის დადგმისთანავე ჩაინგრა და დღეს იქ მისი კვალიც არ ჩანს.

კომპეტენტური პირები რადიაციის მაღალი ფონის შესახებ კამერის მიღმა ყვებიან და ამბობენ, რომ ეს მოსახლეობისთვის საშიშია, თუმცა ხმამაღლა სამსახურის დაკარგვის შიშით არაფრის თქმა არ უნდათ.

აღნიშნული ტერიტორია დღეს დაუცველია, რადიაციის საფრთხის მანიშნებელიც არ დგას და მოსახლეობა საქონელს აბალახებს, ხშირად ბავშვებიც კი თამაშობენ.

აკაკი სიხარულიძე უშიშროების ყოფილი თანამშრომელია. 1986 წლიდან 2005 წლამდე, უშიშროების კუთხით, სტრატეგიულ ობიექტებზე რუსთავსა და ოზურგეთში მუშაობდა. ამბობს, რომ ოზურგეთში ჩამოსვლისთანავე იცოდა, რომ ანასეულის ინსტიტუტი საინტერესო სტრატეგიული ობიექტი იყო და აღნიშნავს, რომ ბევრი ძიების მიუხედავად, კონკრეტული ვერაფერი გაარკვია: _ სინდისი რომ დამშვიდებული მქონოდა, უშიშროების რაიონული განყოფილების სახელით ოფიციალური წერილი გავუგზავნე ბატონ ცანავას (მაშინ უკვე დირექტორი იყო) გრიფით _ "საიდუმლო" და ვთხოვდი ეცნობებინა, რა ბედი ეწია კონტეინერს. მისგან მიღებული ინფორმაციით გაირკვა, რომ რადიაქტიური ნივთიერება გატანილი და უტილიზებული იყო. ეს მიმოწერა საქმეში ჩაეკრა, _ იხსენებს აკაკი სიხარულიძე.

დავით ბარათაშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. იგი 80-იან წლებში, ანასეულის კვლევით ლაბორატორიაში მუშაობდა. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ანასეულში რადიაციის რამდენიმე კერაა: _ არის რამდენიმე კერა _ შემიძლია ხელიც დავადო ზედ. სპეციალისტებთან და ხელსაწყოებთან ერთად მუშაობაა საჭირო და არა გარემოს დაცვის სამინისტროს ხალხთან ერთად, რადგან მე მათ არ ვენდობი _ მათ არ ჰყავთ სპეციალისტები. ისინი ჭკუას მე მეკითხებიან, არადა, აპარატურა მაგათ ხელში ვარდება, _ გვიყვება ბარათაშვილი და იხსენებს, რომ როცა რადიაციის დონე გაზომეს, მაჩვენებელი ძალიან დიდი იყო.

_ ცოტა ხნის წინ, ჩემი კოლეგები იყვნენ ჩამოსულები და ერთობლივად ვიკვლევდით. სარდაფში, სადაც კვლევები ტარდებოდა, ვერ ჩავედით, რადგან იქ ძალიან დიდია რადიაცია. ბამბუკზე დავაბით დეტექტორი, თუმცა, მეორე დღეს ის დეტექტორი მოგვპარეს, _ ამბობს პროფესორი.

მისივე თქმით, ანასეულში არსებობდა ორი ლაბორატორია, რომლის ადგილიც მხოლოდ მან იცის და არ გამორიცხავს, რომ ამ ტერიტორიას ხელახალი სამარხი და შემოღობვაც დასჭირდეს. თუმცა, დასძენს, რომ ამ ყველაფერს სპეციალისტების მუშაობა სჭირდება.

შპს "რადიაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ცენტრის" ხელმძღვანელი ლერი მესხი რამდენიმე თვეა ამ საკითხზე მუშაობს. ამბობს, რომ ჟურნალისტებთან ამ თემაზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს ის აინტერესებთ ხოლმე, რაც ბუნებაში არ არსებობს(?!):

_ ის ფონი, რაც იყო, თუ არ დაინგრა არც მოიმატებდა _ ეგ ბუნებრივი პროცესია. შესაძლებელია ჩატარდეს რაღაც ტრენინგი. გადავამოწმებ რამდენად შესაძლებელია სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება.

_ ბატონო ლერი, 2005 წელს ჩვენ მოვიპოვეთ გრიფით "საიდუმლო" მასალები, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი გურიის სამხარეო პოლიციის იმჟამინდელ უფროსს წერდა და რომელშიც საუბარი რადიაციის საშიშ ფონზე იყო. დღეს ის ადგილი დაუცველია _ საქონელი ძოვს, ბავშვები თამაშობენ.

_ იცით რაშია საქმე? _ საქართველოში ამ დარგის სპეციალისტი ძალიან ცოტაა. ეს ფონი საშიში არ არის ამ ადგილას. საქონელმაც რომ მოძოვოს ბალახი, ეს მისთვის აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს. ის ინფორმაცია, რომ იქ არსებული რადიაციული ფონი ვინმეს საფრთხეს უქმნის, არ შეესაბამება სიმართლეს. ქვეყანა ვითარდება, ჩვენც ვვითარდებით და ამიტომ, ასეთი ადგილები, უბრალოდ, არ უნდა იყოს. უნდა ვეცადოთ, რომ იქ თუ არის რადიაციის წყაროები, იმ ადგილებს მოვაცილოთ. ისინი ზედაპირზე არ ყრია. რაღაც საცავივით არის გაკეთებული.

_ ალბათ, ბეტონის კედელს გულისხმობთ, რომელიც, როგორც ამბობენ, შესაძლოა გაბზარული იყოს, რადგან ათეულობით წელია არავის შეუმოწმებია...

_ არა, კედელი გახეთქილი იყოს და იქიდან რაღაცეები ჟონავდეს ეგ ეგრე არ არის. შეიძლება, იქედან მართლა რაღაც გამოდის, მაგრამ საფრთხის შემცველი რაოდენობით არა. მე გავზომე იქ არსებული რადიაციის დონე. ბუნებრივ ფონს აღემატებოდა სულ რამდენჯერმე. რადიაციის ზუსტი დონის გაგებას ადგილზე ტექნიკის მიყვანა უნდა, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, _ ამბობს მესხი და ამტკიცებს, რომ ანასეულში არსებული რადიაციის ფონი საშიშროებას არავისთვის წარმოადგენს.

მისივე განმარტებით, ასეთი ადგილები საქართველოში ძალიან ბევრია, რომლებიც "გლობალურ პროგრამაში ზის".

_ პერიოდულად ბევრი კეთდება და კიდევ ბევრია გასაკეთებელი, _ დასძენს მესხი, რომლის თქმით, საკითხის სიღრმისეულად შესწავლამდე ვერ დაასახელებს თანხას, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებისთვისაა საჭირო. მესხმა, სხვა დანარჩენების მსგავსად არ იცის, რა არის ლაბორატორიის სიღრმეში და ამის გასარკვევად "მწვანე შუქის" ანთებას ელოდება.

_ შიგნით რა არის, არ ვიცი. როგორც მითხრეს, დანგრეული შენობის ქვეშ ბუნკერია, რომლის შესასვლელი ამოქოლილია და მიწა აქვს დაყრილი. არავინ მალავს, რომ ეს ბუნკერი გასახსნელია. დონორებს ამის თაობაზე ვესაუბრებით. როგორც კი ამინთებენ მწვანე შუქს, მაშინვე ჩამოვალ ანასეულში.

_ ვინ უნდა აგინთოთ "მწვანე შუქი" _ დონორებმა თუ...?

_ რა თქმა უნდა, დონორებმა. მანდ დაფინანსებაზეა საუბარი. მიწის სამუშაოებია ჩასატარებელი. უნდა იქირავო და ჩამოიყვანო ისეთი ხალხი, რომელსაც არ სჭირს რადიოფობია. როცა მსგავს სამუშაოებზე ხალხი მიგვყავდა და როცა გებულობდნენ რაზე უნდა ემუშავათ, ყველაფერს ყრიდნენ და გარბოდნენ. ეს ყველაფერი დროში იწელება. რაც შეეხება თანხას, შესაძლებელია ათი ათას ლარამდე დასჭირდეს.

მაღალჩინოსნები ასი ათას ლარებს "ჯიპებისა" და კაბინეტების მოწყობაზე ხარჯავენ, ანასეულის მოსახლეობა კი შიშით ცხოვრობს და როგორც სპეციალისტი ამბობს, ამ პრობლემის მოგვარებას მხოლოდ ათი ათასი ლარი სჭირდება.

ანასეულელები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ გახშირებული სიმსივნური დაავადების მიზეზი, შესაძლებელია სწორედ არსებული რადიაციული ფონი იყოს, თუმცა, არც ამის კვლევით დაინტერესებულა ვინმე. არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, სიმსივნით დაავადებული რამდენი ადამიანი ცხოვრობს ანასეულში და მიმდებარე სოფლებში. მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს არც შესაბამის გამოკლევებს უტარებენ.

ანასეულის ინსტიტუტის ახლანდელი ხელმძღვანელი, თემურ რევიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.

_ აქ იყო ორი ინსტიტუტი _ ერთი ჩაის მრეწველობის, მეორე _ სოფლის მეურნეობის ნაწილი, რომლებიც გვიან შეერთდა. ამ მასალების შეგროვება მას შემდეგ დავიწყე, რაც ეს თემა თქვენ გააჟღერეთ. ვიცი, რომ კერა არსებობს, მაგრამ ირკვევა, რომ 1992-93 წლებში ნარჩენები აქედან გაიტანეს. თუმცა, არ ვიცით სად.

_ ბატონო თემურ, გრიფით "საიდუმლო" წერილი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ნათელს ფენდა, რომ აქ რადიაციის საფრთხე არსებობს. ამასთან, არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, საერთოდ გადატანილია თუ არა ნარჩენები აქედან...

_ ეს ჩვენ არ ვიცით. ეს თემები ჩემს კომპეტენციაში არ შედის და მე ამის სპეციალისტი არა ვარ. არც კომპეტენტური ვარ და შეიძლება არც უფლებამოსილება მაქვს, რომ ამ თემებზე ვისაუბრო, მაგრამ რადგანაც ეს ანასეულში ხდება, სადაც მე, ჩემი შვილები და შვილიშვილები ვცხოვრობთ, ვალდებული ვარ ამ თემაზე გესაუბროთ. 2011 წელს ინსტიტუტის რეორგანიზაცია მოხდა და ის გადაეცა აგრარულ უნივერსიტეტს, რომლის ბალანსშიც ყოფილი ლაბორატორია არ ასახულა. ლაბორატორია დარჩა სახელმწიფოს და ეს პრობლემა მან უნდა მოაგვაროს. გარემოს დაცვის სამინისტროდან გვქონდა მითითება, რომ იქ არავის არაფრისთვის ხელი არ ეხლო. ვფიქრობ, ეს არის ის პრობლემა, რომელიც გადაწყდება და მოგვარდება.

რევიშვილი იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ, "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, ამ თემით უშიშროების თანამშრომლები დაინტერესდნენ; ძირითადად იმ მიმართულებით, რამდენადაა შესაძლებელი აქ ატომური იარაღის დამზადება:

_ ღმერთმა დაგვიფაროს დასხივებული ჩაის თესლიდან რამე დამზადდეს, მაგრამ იქ არის რადიაცია. როგორც ვიცი, არის ძალიან კარგად გაკეთებული ბეტონის სამარხი, რომელსაც, ალბათ, უკვე აქვს ნაპრალი და ეს იწვევს რადიაციის გაჟონვას.

რევიშვილის განმარტებით, როცა სპეციალისტებს დაეკითხა, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა აქ, უპასუხეს, რომ მისი შესაძლებლობის ფარგლებში მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვას შეძლებდა; ინსტიტუტის დირექტორის თქმით, რამდენჯერმე შემოღობეს კიდეც, მაგრამ ღობე დააზიანეს და მოიპარეს. რევიშვილი მიიჩნევს, ამ პრობლემის მოგვარებისთვის სახელმწიფომ ფინანსური შესაძლებლობები ვერ გამოძებნა და იმედოვნებს, რომ სააკაშვილის ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტი ბირთვულ სამიტზე ამ პრობლემას მოაგვარებს: _ კარგად მესმის, რომ იქ არის გარკვეული პერიმეტრი, სადაც არ შეიძლება ვინმე იმისგან იყოს დაცული, რომ იქ საქონელი არ მივიდეს და ა.შ. თუმცა, ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი, _ აღნიშნავს რევიშვილი.

დავით ბარათაშვილი კი იხსენებს არცთუ შორეულ დაპირებას, რომ ანასეულში ბირთვული ბიძგის სპეციალისტები ჩავიდოდნენ და დეტალებს შეისწავლიდნენ: _ ჩვენ ჩავატარეთ არაერთი კვლევა, რომ ეს ადგილები შეიცავდა საშიშროებას. თქვეს, რომ ბირთვული ბიძგის სპეციალისტები ჩამოვლენ, მაგრამ ის ხალხი აღარ ჩანს, _ გვითხრა ბარათაშვილმა.

სტატია მომზადებულია დანიის გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?