გური ურუშაძის საქმემ, შესაძლოა, სტრასბურგში გადაინაცვლოს

ჟურნალისტური გამოძიება

გური ურუშაძის საქმემ, შესაძლოა, სტრასბურგში გადაინაცვლოს

28 თებ. 2011, 21:22:34

"ახალგაზრდები სამართლიანობისათვის _ საქართველოს", ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უფლებამოსილი წარმომადგენლები ნიკა კვარაცხელია, ნინო გელაშვილი და თამარ გაბიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებას უკანონოს და დაუსაბუთებელს უწოდებენ. "გური ურუშაძეს უფლება აქვს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ ირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება", _ მიიჩნევენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურისტები, მას შემდეგ, რაც შესაბამის დოკუმენტაციას ჩვენი თხოვნით გაეცნენ.

"დამალა თუ არა პროკურატურამ დანაშაული და რა უნდა გაეკეთებინა ლეგალიზაციის კომისიას" _ სტატია ამ სათაურით "გურია ნიუსმა" გასული წლის ოქტომბრის თვეში გამოაქვეყნა. ოზურგეთელი გური ურუშაძე პროკურატურას დანაშაულის დაფარვაში და უმოქმედობაში ადანაშაულებდა, ლეგალიზაციის კომისიას კი უკანონო ქმედებებში ამხელდა. იგი რედაქციაში მას შემდეგ მოვიდა, რაც "გურია ნიუსმა" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლეგალიზაციის კომისიის საქმიანობა გააშუქა.

"თქვენი გაზეთი რომ წავიკითხე, იმიტომ გავბედე მოსვლა და ჩემი საქმის დეტალებზე საუბარი. ვალია გირკელიძესთან მივედი, როცა გავიგე, რომ ჩემს სარგებლობაში არსებულ ნაკვეთს სხვას უკანონებდა. ყველა საბუთი თან მქონდა, მაგრამ არ ჩაიბარა," _ ამბობდა "გურია ნიუსთან" საუბარში სპეციალობით ზოოტექნიკოსი გური ურუშაძე.

საუბარია 4 ჰექტარ ფართობზე, რომელიც ლიხაურის კოლმეურნეობას ჩამოერთვა და რაიკავშირს გადაეცა. 1994 წელს ბატონმა გურიმ 11 მილიონი კუპონი ბანკში შეიტანა, რომლის დამადასტურებელი ქვითრები დღესაც შენახული აქვს და ამის შემდეგ მიწის იჯარით აღებაზე მიღება-ჩაბარების აქტით ხელშეკრულება დირექციასთან გააფორმა.

ურუშაძესთან ყოფილი თანამშრომელი, მას შემდეგ მივიდა, რაც მიწის ლეგალიზაციის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება გამოიცა: "მეუბნება, მხარი უნდა დამიჭირო, რომ შენი თანამშრომელი ვიყავიო. იმ მიწას ვყიდულობ, რომელზეც ფერმა დგასო, ფულიც მაქვს გადახდილიო, მითხრა. რა ფული გადაიხადე, ხომ იცი, რომ ეს შენობა მე მაქვს გამოსყიდული, რატომ არ მკითხე, როგორ იყიდი მიწას-მეთქი, შევეკითხე. ყველა საბუთი ვაჩვენე მისი ოჯახის წევრს და გადახედე-მეთქი, ვუთხარი. რომ წაიკითხა, ასე მითხრა, გური ბიძია, ეს შენ ყველაფერი ნაყიდი გქონია, ჩვენ როგორ მოგვატყუესო. 10 000 გადავიხადეო. ვის ან როდის, მე არ ვიცი და ვერც დავამტკიცებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ საუბარს მძღოლი ისმენდა. ამის შემდეგ ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარესთან ვალია გირკელიძესთან მივედი, საბუთები მივუტანე და ვუთხარი: _ რომ უმტკიცებ ამ კაცს ამ ნაკვეთს, გადახედე ჩემს საბუთებს, იკითხე რამე,-მეთქი? მიპასუხა _ მაგან მოიყვანა მოწმეებად ორი კაცი, დამიმტკიცა, რომ აქ მუშაობდა და ვაძლევ მაგ ფართობსო. ეს საუბარი მის კაბინეტში შედგა; ფოსტის შენობისკენ მივუთითე, რომ გითხრა ჩემია, მოგიყვანო მოწმეები, დამიჯერებ ან დამიმტკიცებ მასე ზერელედ-მეთქი? არ მიიღო საბუთები და უკან მომიყარა. ვუთხარი, დაეტოვებინა და პასუხი გაეცა, მეკუთვნოდა თუ არა. ასე დავტოვე გირკელიძის სამუშაო ოთახი", _ გვითხრა ურუშაძემ.

ამის შემდეგ, ურუშაძე იურისტებთან კონსულტაციებს გადის, რომლებიც ურჩევენ, რომ კიდევ ერთხელ მიმართოს კომისიას წერილობით და თუ ისევ არ გაატარებს განცხადებას რეგისტრაციაში, ფოსტით გაუგზავნოს. ის, იურისტების რჩევას ითვალისწინებს და შემდეგ პროკურორს ილია ჯალაღანიას განცხადებით მიმართავს.

"პროკურატურაში თაროზე საქაღალდეები იყო შემოწყობილი, ასე მითხრეს ეს ყველაფერი გირკელიძის საქმეებიაო", _ ამბობს ის.

მისივე თქმით, ყოფილმა თანამშრომელმა საკუთრების უფლების აღიარება ვერ მოახერხა. მეტიც, მისი ოჯახის წევრები ქუთაისის პროკურატურაში იყვნენ დაბარებულები. ურუშაძის მტკიცებით, ისინი ორი ღამეც გააჩერეს საკანში და გირაოც გადაახდევინეს 2000-2000 ლარი: _ ამდენ უკანონობას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული და ოდესმე ხომ უნდა გაირკვეს სიმართლე?!! _ გვითხრა მან.

საჯარო რეესტრიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ ფართობი, რომლის დაკანონებას ურუშაძე სამი წელია ცდილობს, ჯერჯერობით არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული.

ამის გარკვევის შემდეგ, მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი მოწვევის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების, ე.წ. ლეგალიზაციის კომისიას მიმართა.

აღნიშნული კომისიის მიერ, 2011 წლის 18 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ კომისიამ განიხილა გური ურუშაძის განცხადება ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში მდებარე 40 000 კვმ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და გამოარკვია, რომ ურუშაძემ, 1995 წელს სარგებლობის უფლებით, ლიხაურში მდებარე 40 000 კვმ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო.

"წარმოდგენილი მასალებისა და მტკიცებულებების გამოკვლევით, აგრეთვე კომისიის წევრების მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525-ე ბრძანებულების მოთხოვნებს, რადგანაც საკუთრების ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა შედის საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში. საბოლოო ჯამში, გური ურუშაძეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე", _ აღნიშნულია კომისიის გადაწყვეტილებაში.

"ახალგაზრდები სამართლიანობისათვის _ საქართველოს" იურისტები ამ გადაწყვეტილებას უკანონოს და დაუსაბუთებელს უწოდებენ; "კომისიამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩამოაყალიბა დასაბუთება, თუ რატომ ეთქვა უარი გური ურუშაძეს საკუთრების უფლების აღიარებაზე. მიგვაჩნია, რომ ამით ირღვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილი, რომლის თანახმადაც, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ კომისიის გადაწყვეტილება არა მარტო დაუსაბუთებელია, არამედ მასში მოცემული ფრაზები ურთიერთსაწინააღმდეგოა. კერძოდ, ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ წინადადებაზე: "დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525-ე ბრძანებულების მოთხოვნებს, რადგანაც ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა შედის საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში", _ უთხრეს "გურია ნიუსს" "ახალგაზრდები სამართლიანობისათვის _ საქართველოს" იურისტებმა.

მათივე აზრით, თუ კომისიას სურდა განეცხადებინა, რომ გური ურუშაძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განპირობებულია ზემოხსენებული კანონისა და ბრძანებულების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, ეს მოსაზრება გარკვევით უნდა ჩამოეყალიბებინა და ამავდროულად მკაფიოდ, არგუმენტირებულად გაემყარებინა მისი მართებულობა. თუ კომისიის მიზანს წარმოადგენდა განმცხადებლის ინფორმირება, რომ ის არ არის კომპეტენტური ორგანო და კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მაშინ მას განცხადების მიღებისთანავე, იმ მომენტიდან, როდესაც კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ ის არ იყო კომპეტენტური ორგანო, განცხადება უნდა გადაეგზავნა კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ამასთან, მოეხდინა აღნიშნულთან დაკავშირებით განმცხადებლის ინფორმირება. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მოთხოვნას.

იურისტებს მიაჩნიათ, რომ კომისიის გადაწყვეტილებიდან არ ჩანს, თუ რატომ ვერ აკმაყოფილებს გური ურუშაძის მოთხოვნა კანონისა და ბრძანებულების მოთხოვნებს და ეს მაშინ, როდესაც კომისია აცხადებს, რომ გური ურუშაძემ 1995 წელს სარგებლობის უფლებით მიიღო 40 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, ანუ გური ურუშაძე ხსენებულ ფართობს მართლზომიერად ფლობს 1995 წლიდან. ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის "ა" პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა განისაზღვრება, როგორც მიწა, რომელზეც პირს მართლზომიერი ფლობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2007 წლამდე. ამავე კანონის შესაბამისად გარანტირებულია ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების უფლება. გაუგებარია (კომისიის გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა), თუ რატომ დაეყრდნო კომისია აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტს, რომელიც არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ გახორციელდება საკუთრების უფლების აღიარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. გური ურუშაძის შემთხვევაში, აღნიშნული მდგომარეობა სახეზე არ არის და შესაბამისად, გაუმართლებელია ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენება.

რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც საერთოდ გამოირიცხება საკუთრების უფლების გახორციელების შესაძლებლობა ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე, ის ამომწურავად არის ჩამოყალიბებული აღნიშნული კანონის მე-3 მუხლში. კომისიას თავის გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია, რომელიმე შემთხვევის არსებობაზე, რაც ობიექტურ მკითხველს უქმნის აზრს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი. განმცხადებელმა, გური ურუშაძემ, აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში და მოითხოვოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. ასევე ვთვლით, რომ ქვეყნის შიგნით არსებული სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის შემდეგ (სასამართლო ინსტანციებისათვის მიმართვის შემდგომ), ბატონ გური ურუშაძეს უფლება აქვს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ ირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. მას ასევე აქვს გონივრული საფუძველი იდავოს, რომ მის წინააღმდეგ ირღვევა ამავე კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლების დაცვას. ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ "საკუთრების" ცნებას, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, აქვს ავტონომიური მნიშვნელობა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით აღნიშნული ცნების განმარტება საკმაოდ ფართოა. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი პირს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოშობილი ჰქონდეს ფორმალურად, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გზით.

გასული მოწვევის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე ვალია გირკელიძე "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებდა, რომ შეიძლება პიროვნებას შენობა შესყიდული ჰქონდა, მაგრამ მიწა, რომელზეც ეს შენობა იდგა, არ იყო ლეგალიზებული; ჩვენ პრეზიდენტმა უფლება მოგვცა, ასეთ შემთხვევებში მისი ლეგალიზება მოგვეხდინაო... კომისიის წევრები კი, აცხადებდნენ, რომ ზეპირ განცხადებებს იღებდნენ და გადიოდნენ ადგილზე სიტუაციის გასარკვევად.

ხოლო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მოქმედი კომისიის თავმჯდომარე პეტრე სალუქვაძე აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ "გურია ნიუსთან" კომენტარს არ აკეთებს.

თავად გური ურუშაძე კი თავისი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით შეეცდება.




 ახალი ამბები
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...
  • "გურიას“ გაწვრთნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა..." _ კლუბის ახალი მმართველები და მწვრთნელებილანჩხუთის "გურია" კიდევ ერთი გუნდი იქნება ქართულ ფეხბურთში, რომელიც კერძო სექტორის მფლობელობაში გადავა. გუნდის მმართველ კომპანიაში მარტის ბოლოს გახორციელებული ცვლილებების შემდეგ, „გურიას“ კომპანია „ჯი ბი არ“ მართავს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და გუნდის ახალ მმართველებს შორის "გურიას" სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია "გურიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს: "აღნიშნული ცვლილებები გუნდში უკვე დადებითად აისახა. ფეხბურთელებმა ბოლო სამი თვის ხელფასები მიიღეს და ახლა გრიგოლეთის ბაზაზე შეკრებისთვის ემზადებიან. იგეგმება სიახლე სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაშიც, რის შესახებ დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი", _ აცხადებენ კლუბის პრესსამსახურში. ჩვენი ინფორმაციით, ამიერიდან, კლუბს ლევან ხომერიკი და ვანო მახარაძე გაუძღვებიან, მათ ფიზმომზადებაში კახა ვაჩეიშვილი დაეხმარება _ ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, გიგა სურმავამ დაგვიდასტურდა. ჩვენ დავუკავშირდით ლევან ხომერიკს და რამდენიმე კითხვა დავუსვით: _ ბატონო ლევან, უპირველესად, „გურიას“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! _ დიდი მადლობა, ჩემთვის მართლაც დიდი პატივია ისეთი ტრადიციული და ისტორიული კლუბის გაწვრთნა, როგორიც „გურიაა“. _ ახალ მთავარ მწვრთნელს თქვენი გუნდი გეყოლებათ... _ რა თქმა უნდა. მართალია, ოფიციალური სტატუსით მთავარი მწვრთნელი გახლავართ, თუმცა, ჩემი მუშაობის პრინციპია გუნდურობა და რეალურად, მე და ვანო მახარაძე ერთად გავუძღვებით გუნდს. ჩვენთან ერთად იქნება კახა ვაჩეიშვილი, რომელიც ფიზმომზადების კუთხით მიხედავს გუნდს. ჩვენ ადრეც ერთად გვიმუშავია და კიდევ გავიმეორებ, მთავარი გუნდური მუშაობაა. კლუბში დარჩება „გურიას“  ლეგენდა გიგლა იმნაძე _ ის ჩვენი უფრო მეგობარი და გამოცდილი კოლეგაა. ჯერ პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენთან იქნება მეკარეების მწვრთნელი გიორგი ჩხაიძეც. დარწმუნებული ვარ, სამწვრთნელო შტაბის გუნდური მუშაობა იქნება „გურიას“ წარმატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი. _ მართალია, „გურიამ“ პირველი მატჩი მოიგო, მაგრამ გუნდი თქვენი შეკრებილი არაა. ეს ხომ არ შეგიქმნით გარკვეულ პრობლემებს? _ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ესაა დიდი ტრადიციების მქონე გუნდი, ძალიან მაგარი გულშემატკივრებით, რომელთაც უნახავთ ძალიან დიდი ფეხბურთელების თამაში. „გურია“ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და ამით ყველაფერია ნათქვამი. რაკი ჩვენ „გურიაში“ მუშაობას დავთანხმდით, ვიღებთ იმ გამოწვევას, რომ ეს გუნდი მაქსიმალურად სწრაფად დავაბრუნოთ ქართული ფეხბურთის ელიტაში. ყველა ვთანხმდებით, რომ „გურიას“ დღევანდელი მდგომარეობა არაა კლუბის ტრადიციების შესაფერისი, ამიტომაც დიდი შრომა დაგვჭირდება, რომ ლანჩხუთელი გულშემატკივარი კმაყოფილი გვყავდეს. ეს უცებ ვერ მოხდება _ ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლითაც გეგმაზომიერად უნდა წავიდეთ. ეს არ იქნება ერთწლიანი გუნდი. სწორედ ეს რომ დავინახეთ კლუბის ხელმძღვანელობისგან, ამიტომ დავთანხმდით წინადადებას. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, საუბარიც ზედმეტია, რომ გუნდი მოუმზადებელია. გვექნება დრო, რომ ფეხბურთელები მოვამზადოთ, რა თქმა უნდა, ერთგვარად ფორსმაჟორულ ვითარებაში მოგვიწევს მუშაობდა, მაგრამ ბევრს ვიშრომებთ და შედეგს მივიღებთ. ფეხბურთელების ნაწილს ვიცნობთ, ნაწილს გავიცნობთ. არავის გაშვება გუნდიდან არ იგეგმება _ ყველას ექნება შანსი, თავი გამოიჩინოს და ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით ყველა მათგანის წარმატებით. ამას გარდა, არსებობს ხელშეკრულებები, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ. _ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის განახლდება ჩემპიონატი. თქვენ ხომ არ გაქვთ განსაზღვრული ვარჯიშის დაწყების თარიღი? _ ჯერ არა. ჩვენც ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას. მთავარი ლიგის გუნდებმა ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყეს, რაც იმის იმედის მომცემია, რომ ქვედა ლიგის გუნდებიც მალე განვაახლებთ საწვრთნელ პროცესს. _ „გურიას“ აქვს საწვრთნელი ბაზა გრიგოლეთში _ გუნდი, სავარაუდოდ, ზღვისპირეთში დაბანაკდება... _ კი, გრიგოლეთში ახლა მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები. მნიშვნელოვანია ბაზის არსებობა. შესაძლოა, მინდვრის საფარი ამჟამად არ იყოს იდეალური, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება და „გურიას“ ექნება ის პირობები, რასაც ეს კლუბი იმსახურებს. _ რას ნიშნავს თქვენთვის „გურიას“ გაწვრთნა? _ ამ კითხვას, ფაქტობრივად, ზემოთ ვუპასუხე. არ მომწყინდება იმის თქმა, რომ ესაა დიდი გამოწვევა. „გურია“ ის ქართული გუნდია, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი ფეხბურთის სახე თბილისისა და ბათუმის „დინამოებთან“ და ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად. საამაყოა ამ გუნდის გაწვრთნა და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, თავდაუზოგავად ვიშრომებთ, რომ გავამართლოთ იმედები. _ თქვენ ბათუმის „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში წვრთნიდით და გუნდი მესამე ადგილზეც გაიყვანეთ. ეჭვგარეშეა, მაღალი მიზნები გექნებათ ახალ გუნდშიც? _ რა თქმა უნდა! ჩვენი მუშაობის შედეგი უნდა იყოს წარმატება. ეს ერთი ხელის მოსმით არ მოხდება, მაგრამ „გურიამ“ არა მხოლოდ საქართველოში უნდა დაიბრუნოს ადგილი მოწინავეთა შორის, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც უნდა გვასახელოს ისევე, როგორც გასული საუკუნის 80-იან წლებში ასახელა საქართველო, როცა პატარა ქალაქის გუნდმა სახელი მთელს საბჭოთა კავშირში გაითქვა, როცა მილიონიანი ქალაქების გუნდებს ტოლსწორად ... ...
  • "კაცური კაცი იყავი თვითონ"- რას იხსენებს ლევან ლორია გიორგი ჩანტლაძის შესახებსაფეხბურთო კლუბ „ბახმაროს“ ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწრთვნელი, გიორგი ჩანტლაძე გარდაიცვალა. ჩანტლაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება „ბახმაროს“ ასევე ყოფილი ფეხბურთელი და მწერალი, ლევან ლორია. „ონოფრიჩ, რამდენი გამარჯვება გვიზეიმია ერთად. ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის არენა ,,ბახმაროს“ შეძახილებით და ხალხით იყო მუდამ სავსე, სახლში ფრეც კი წაგებად მიგვაჩნდა. გასვლებზე კი უკან წამოსული ამღერებული ავტობუსიც მახსოვს და ხან ჩუმადაც ვისხედით, სამხედრო ტყვეებივით - წაგების მერე ისეთი რიდი გვქონდა შენი, ხმის ამოღებისაც გვერიდებოდა. ახლაც ჩუმად ვართ ყველა. თუ კარგად ვითამაშებდით. ,,კაცური კაცი ხარო“, - თქმა გიყვარდა. კაცური კაცი იყავი თვითონ და კარგი ადამიანი და ასეთი დარჩები მუდამ. ძალიან დაგვწყვიტე გული. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, ვეტერან ფეხბურთელებს, კლუბ ჩოხატაურის ,,ბახმაროს“ და მთლიანად ქართულ ფეხბურთს ,,ბახმაროს“ ყოფილი ფეხბურთელის და მთავარი მწრთვნელის გიორგი ჩანტლაძის გარდაცვალების გამო. ნათელი დაგადგეს”,_ წერს ლორია. გიორგი ჩანტლაძეს დღეს კრძალავენ. ... ...
  • სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს10 დასახელების საკვები პროდუქტით სავსე კალათები დაარიგეს დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მეათე ბაგა-ბაღის თანამშრომლებმა. ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში პატარებზე განკუთვნილი საკვები პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ,,გურია ნიუსთან" საუბარში მეათე ბაგა-ბაღის მმართველი, ქეთევან შაშიაშვილი მშობლების სახელით მადლიერებას გამოხატავს. ,,10 დასახელების საკვები პროდუქტით სავსე კალათა 98 აღსაზრდელზე მოვამზადეთ, რომლის დარიგების პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მშობლები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. მჯერა, მალე საბოლოოდ დამარცხდება კორონავირუსი და ჩვენი საბავშვო ბაღის ეზო კვლავ ახმაურდება ცელქი ... ...
  • "დღეში ერთ და ორ შემთხვევაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება" _ თენგიზ ცერცვაძედაველოდოთ შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა, თუ ამ პერიოდში შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება - განუცხადა თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯერ მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. „ჯერჯერობით, მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, რადგან შეზღუდვების მოხსნა დაიწყო 18 მაისს, ჯერ ერთი კვირაა მხოლოდ გასული. დაველოდოთ, ვიდრე შეზღუდვების მოხსნიდან და მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან გავა 2-3 კვირა. თუ ამ პერიოდში ჩვენ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს ან ცოტა ამაზე უარესი, დღეში ერთ და ორ შემთხვევაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება, მაგრამ რომ იყოს დღეში 10-მდე შემთხვევა, 20-მდე შემთხვევა, ესეც ძალიან დიდი წარმატება იქნება. მაინც ჩაითვლება, რომ საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა ეპიდემიის პირველ ეტაპს, რადგან იმდენად კარგად არის მომზადებული ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი, რომ ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ცხოვრების რიტმზე, წესზე, ეკონომიკაზე და ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება, ხალხი ვერც გაიგებს“, - განუცხადა საქართველოს პირველ არხს თენგიზ ცერცვაძემ. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...