უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

27 აპრ. 2017, 18:49:46

ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ამ დრომდე დუმს. დაზარალებული ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი კი, სამართლიანობის აღდგენას და დაკარგული ქონების დაბრუნებას ითხოვს.

„გურია ნიუსის“ მიერ ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით დაწყებული ჟურნალისტური გამოძიება კი გრძელდება. არაერთგზის მცდელობის, წერილობითი მიმართვისა თუ სატელეფონო ზარის მიუხედავად, ახვლედიანის ბიზნესპარტნიორი მამუკა ხაზარაძე კითხვებზე პასუხს არ სცემს, კითხვები კი, მის მიმართ საკმაოდ ბევრია.

2017 წლის 10 აპრილს „გურია ნიუსმა“ „თი ბი სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომლის მიერ დაფუძნებული კომპანიაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას ფლობს, 16 კითხვით მიმართა.

მამუკა ხაზარაძისგან ვითხოვდით ეპასუხა კითხვებზე: მიადგა თუ არა წინა ხელისუფლებისგან ზიანი სს „ლისის ტბას“ და შეფასებულია თუ არა ეს ზიანი; მას, როგორც რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ მის მიმართ საგამოძიებო უწყებების მხრიდან (ფინანსური პოლიცია) ხორციელდებოდა სისტამატური შეტყობინებები და ხელისუფლება მოითხოვდა რამაზ ახვლედიანისგან ქონების დათმობას; რამაზ ახვლედიანის მიერ წილის დათმობის შემდეგ, მიიღო თუ არა კონკრეტულად ხაზარაძემ, როგორც მისმა ბიზნეპარტნიორმა ზარალი და შეფასებულია თუ არა ის? ასევე, რა ოდენობის ინვესტიცია ჰქონდა მას ჩადებული ლისის ტბის განვითარებაში რამაზ ახვლედიანის მიერ ქონების დათმობის მომენტისთვის.

ამ და სხვა კითხვებზე მამუკა ხაზარაძისგან პასუხი ვერ მივიღეთ. რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ „თი ბი სი ბანკის“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ უნდა დავუკავშირდეთ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ანალოგიური კითხვებით „გურია ნიუსმა“ მამუკა ხაზარაძეს 2016 წლის მაისშიც მიმართა. თუმცა მამუკა ხაზარაძეს არც მაშინ უპასუხია.

„ლისი ლეიქ დეველოპმენტიდან“ კი გვაცნობეს, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებთან დაკავშირებით პასუხს მოგვიანებით გამოგვიგზავნიდნენ. ამ პასუხიდან ერთი წლის შემდეგაც კი, კომპანიიდან საპასუხო წერილი არ მოგვსვლია.

ჩვენს მიერ მოპოვებული და გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან კი ირკვევა, რომ 2006 წელს, რამაზ ახვლედიანს საკუთრებაში არსებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის კაბინეტში დაწერილი წერილის საფუძველზე დაათმობინეს; თუმცა, ეს გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა და მტკიცებულებად არ მიიღო  განცხადება, რომელიც მას, როგორც თვითონ ამბობს, იძულებით დააწერინეს პრეზიდენტის სახელზე.

განცხადების  მიხედვით, ახვლედიანი თმობდა საკუთრებაში არსებულ, უკვე გამოსყიდულ ქონებას, სანაცვლოდ კი, მას კომპენსაცია უნდა მიეღო. თუმცა, დღემდე არც კომპენსაცია მიუღია და ქონებაც ვერ დაიბრუნა.

ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს, რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი, პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტს კანონის თანახმად,  განკარგულებით საკუთრების ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდა.

საქმეში იკვეთება შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტისადა შპს ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგისპარტიონრების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერება. განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომელიც რამაზ ახვლედიანის მოქმედი და ყოფილი პარტნიორია და მათ დაგეგმილი ჰქონდათ ერთად გაეუმჯობესებიათ ლისის ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობა“, _ აცხადებს რამაზ ახვლედიანის ინტერესების დამცველი „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი.

"ლისი ლეიქ დეველოპმენტი", რომლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი ამ დროისთვის კითხვებზე პასუხების გაცემისგან თავს იკავებენ.

2015 წლის 11 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძეს კითხვებით ოფიციალურად  „ახალგაზრდა ადვოკატებმაც“ მიმართეს. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მამუკა ხაზარაძემ საკითხზე დუმილი ამჯობინა".

გამოძიების საქმის მასალებით კი დგინდება, რომ ქონების ჩამორთმევის საკითხი მტკივნეული აღმოჩნდა მხოლოდ რამაზ ახვლედიანისათვის, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის შემდეგ ს.ს "ლისის ტბის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და  სააქციო საზოგადოების მაშინდელი დირექტორის რუსუდან ფანცულაიას, როგორც ერთ-ერთ დაინტერესებული  მხარეს მხრიდან,  არც მაშინ და არც ახლა ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზიას, სულ მცირე, თუნდაც, განცხადებით მიმართვას უფლებამოსილი ორგანოებისათვის. შესაბამისად, ბევრ კითხვას  ბადებს საქმეში მამუკა ხაზარაძის "უმოქმედობა" ქონების ჩამორთმევის თაობაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა ის, რომ მამუკა ხაზარაძის და მისი პარტნიორების  საკუთრებაში არსებულ კომპანიებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა,  პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებული ქონება და  მიწის ნაკვეთები, რომლის ნაწილიც წარმოადგენდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას.

როგორც ჟურნალისტურ გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნებულ წინა სტატიებში აღვნიშნეთ, 2006 წლის 10 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის მიერ სახელმწიფოსთვის პირადი განცხადების საფუძველზე ლისის ტბის ქონების დათმობიდან მე-6 დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა თავისივე, 2006 წლის 14 ივლისის განკარგულება „ლისის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“.

2007 წლის 31 იანვარს კი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გამოსცა  ბრძანება „დამატებითი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 3 184 452 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და გზის მარცხენა მხარეს არსებული შენობა-ნაგებობა და მათზე დამაგრებული 353 895 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დამტკიცებული იქნა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტს დაევალა ობიექტების პრივატიზების ორგანიზება. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს შორის მდებარეობდა ლისის ტბის ის ნაკვეთებიც, რომელიც  რამაზ ახვლედიანსა და სს „ლისის ტბას“ ჩამოერთვა.

რამაზ ახვლედიანის უფლებების დამცველი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი მოქმედებები სრულიად გაუგებარი და კანონშეუსაბამოა, როდესაც პრეზიდენტის განკარგულებით რამაზ ახვლედიანის მიერ ზეწოლის შედეგად დათმობილი ქონება ისე გასხვისდა, რომ საქმეში არც მიღება-ჩაბარების აქტი არსებობს და არც მხარისთვის გადაცემული კომპენსაცია.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სამინისტროს „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მიმდინარე წლის 13 თებერვალს მიმართეს და მოითხოვეს კონკრეტული სახის ინფორმაცია: რა უფლებადამდგენი დოკუმენტების საფუძველზე მოხდა რამაზ ახვლედიანის უძრავი ქონების გადასვლა სახელმწიფოს მხრიდან სხვა იურიდიული პირის მიმართ. უძრავი ქონება როდის და რა ფორმით აისახა სახელმწიფოს საკუთრებაში 2006 წლის 1 ნოემბრიდან და რამდენჯერ, დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც, რამაზ ახვლედიანსა და სახელმწიფოს შორის დათმობილი ქონების უკან გადაცემა/დაბრუნება გაფორმდა. ასევე, დეტალური ინფორმაცია, თუ რა ფულადი ან/და არაფულადი სახის კომპენსაცია მიიღო რამაზ ახვლედიანმა. მოთხოვნილ იქნა კომპენსაციის გაცემის პერიოდი ან/და მიზეზები, თუ რის გამოც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რამაზ ახლედიანმა კომპენსაცია არ/ვერ მიიღო.

„აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის წერილით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თითქოსდა სამინისტროსა და რამაზ ახვლედიანს შორის 1999 წელს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დოკუმენტაცია არ მოიპოვება. ასევე, მოგვთხოვეს დაგვეზუსტებია ხელშეკრულებით განსაზღვრული კონკრეტული უძრავი ქონების რეკვიზიტები. მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან ფორმალურად, კიდევ ერთხელ მოხდა მოთხოვნილი ინფორმაციის დაზუსტება, სააგენტომ 2017 წლის 25 აპრილის წერილით გვაცნობა, რომ დოკუმენტაცია კომპანიის თანხმობის გარეშე ვერ გასაჯაროვდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ გვაინტერესებს საკითხთან და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც, ყველა წესით, დაცული უნდა იყოს სამინისტროში. მიღება-ჩაბარების გარეშე, არც ერთი ასეთი დიდი ბიზნეს-ურთიერთობა, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის არ ხორციელდება. შესაბამისად, თუკი დოკუმენტაცია არ არსებობს, ეს დარღვევაა. შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხადაც განვიხილოთ. ამასთან, თემის მეორე მხარეა, რამაზ ახვლედიანის მიმართ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს აკისრია და მთლიანად ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. რატომ სდუმს სახელმწიფო ამ საკითხზე, როდესაც ქონების დათმობის წერილში ახვლედიანი მოითხოვს კომპენსაციას და მისთვის კომპენსაციის გაცემის ფაქტი არ მომხდარა, გაუგებარია“, _  აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.

მოგვიანებით, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება,   2007 წლის 17 მაისს  აუქციონზე გასაყიდად გაეტანა ლისის ტბის მიმდებარედ  354  ჰა მიწა  და მასთან ერთად ამ მიწებზე განლაგებული შენობა ნაგებობები, რომლებიც ჯერ კიდევ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას წარმოადგენდა.

გამართულ აუქციონში მონაწილეობა მამუკა ხაზარაძემ და სამმა უცხოურმა (ებრაული კომპანიები) მიიღო. ქონების საწყისი ფასი 26 მილიონ 500 000 დოლარი იყო. გადამწყვეტი ბრძოლა ამ აუქციონზე მამუკა ხაზარაძესა და ებრაელ ბიზნესმენს ოფერ ნიმროდს შორის გაიმართა.  აუქციონში ხაზარაძის კომპანიამ ლისი 2007“-მა გაიმარჯვა.

როგორც ებრაელმა ბიზნესმენმა აუქციონის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრიდსას განაცხადა, ის მზად იყო ქონების სანაცვლოდ 180 მილიონი დოლარი გადაეხადა, თუმცა, 182 000 000 (ასოთხმოცდაორი მილიონი) აშშ დოლარის დასახელებით აუქციონში ხაზარაძის კომპანიამ „ლისი 2007“-მა გაიმარჯვა. მაშინ ეს თანხა „რეკორდულ ფასად“ დასახელდა.

როგორც აუქციონის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „პრინციპული საკითხი იყო, რომ ეს მიწა ჩვენ გვეყიდა, ანუ ქართველებს განგვევითარებინა. საპირისპირო არაფერი მაქვს უცხოური ინვესტიციის, მაგრამ ეს მიწა უნდა განევითარებინა ქართველებს“,_ აღნიშნა ხაზარაძემ.

აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას „ ლისი 2007“ -ს  182 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა და 5 წლის განმავლობაში, ანუ 2012 წლამდე, 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. ამ თანხაში შედიოდა ლისის ტბის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონა, საზოგადოებრივ-გასართობი, სავაჭრო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა; განეხორციელებინა ლისის ტბის წყალშევსების სამუშაოები; გაეშენებინა ტყე-პარკი და გაეკეთებინა ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო ქალაქთან დასაკავშირებლად.

თუმცა, ამ აუქციონის ჩატარებიდან მალევე, მამუკა ხაზარაძის კომპანიამ 182 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. აუქციონის ჩაშლის მიზეზად კომპანიასა და სახელმწიფოს შორის 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე შეუთანხმებლობა დასახელდა. კერძოდ, „ლისი ლაიქ დეველოპმენტი“ ითხოვდა რომ 30 მილიონი არა ხაზარაძის კომპანიას, არამედ სახელმწიფოს დაეხარჯა კომუნიკაციებს მოწესრიგებისთვის.

ამ აუქციონის ჩატარება-ჩაშლიდან რამდენიმე თვეში, 2007 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გამოსცა ახალი ბრძანება (#1-1/1546), რომლის საფუძველზე, გაუქმდა 2007 წლის 17 მაისს ჩატარებული აუქციონის შედეგები, ძალადაკარგულად გამოცხადდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც შპს „ლისის-2007“-მა გაიმარჯვა აუქციონში, გადაეცა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები და დაევალა ცალკეული ვალდებულებების შესრულება.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შპს „ლისი-2007“-ს არ დაუბრუნდეს „ბე“-ს სახით გადახდილი თანხა 2 650 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ, რომ შპს „ლისი - 2007“-ის მიერ არ მომხდარა აუქციონზე დასახელებული საბოლოო ფასის შესაბამისს საბანკო ანგარიშზე ასახვა. ამასთან, 2007 წლის 10 ოქტომბრისთვის, გამარჯვებულ კომპანიას სახელმწიფოსთან არც შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმებია (იხ. სტუდია „მონიტორის“ ფილმი „ნაპატიები მილიონები“).

თუ როგორ და რა პირობებით აღმოჩნდა შემდგომში ლისის ტბის მიმდებარე 355 ჰა ტერიტორია მამუკა ხაზარაძის კომპანიის ხელში, „გურია ნიუსი“ შემდეგ სტატიაში გაგაცნობთ.




 ახალი ამბები
  • "ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა, "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი უყვება, გარდაცვლილები ახალგზარდა ქალი და ოჯახის ახლობელია,  ხოლო მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ამ წუთებში, ქუთაისის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. "გუშინ საშინელი  ტრაგედია დატრიალდა. ფოთიდან თბილისში მიდიოდნენ ცოლ-ქმარი და მათი ახლობელი. სამწუხაროდ, ორივე  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში",- აცხადებს მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ქალები ახალი კორონავირუსის დროსCOVID-19-მა მსოფლიო ახლი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან მოქალაქეების ცხოვრება საქართველოშიც მკვეთრად შეცვალა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. გამონაკლისი არც გურიის რეგიონი ყოფილა. ამ ეტაპზე ჩვენ დაბა ლაითურის, ნასაკირალისა და ნარუჯის მცხოვრებლებით დავინტერესდით. სამივე დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია. ახალ კორონავირუსამდე შემოსავლის საძიებლად ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ. „მე და ჩემი მეუღლე თურქეთში სეზონურად,  ჩაის საკრეფად გადავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. 4 შვილი გვყავს, იქედან ჩამოტანილი ფული  წლიდან წლამდე გვყოფნიდა და ახლა სულ უკაპიკოდ დავრჩით. თურქეთში სამუშაო ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მაინც მირჩევნია წავიდე, ვიმუშაო და სახლში მოვიტანო პურის ფული. მართალია, მოცვის კრეფაზე აქაც დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამსახურიც სეზონურია და შემოსავალიც არ არის საკმარისი“, - უყვება დაბა ლაითურში მცხოვრები ფატი ვაშაყმაძე “გურია ნიუსს”. ლია კოტრიკაძე, ახალშექმნილი სათემო კავშირის თავმჯდომარეა, რომელიც ფონდ „ტასოს“ ინიციატივით ჩამოყალიბდა. ლიკა ამბობს, რომ დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ადგილზე, ჩაისა და მოცვის პლანტაციებში დასაქმდნენ. „საქართველოში უფრო ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე თურქეთში, მაგრამ ჩაისა და მოცვის პლანტაციები საუკეთესო გამოსავალი იყო ამ ადამიანებისთვის. პრაქტიკულად მათი სიცოცხლის გადამრჩენელად იქცა. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა და გაყიდვა დაიწყეს“, - ამბობს ლია და დასძენს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეები კორონავირუსმა კიდევ უფრო გაზარდა. „პარალელურ რეჟიმში ქალებს საოჯახო საქმეების კეთება და ბოსტნის მოვლა უწევთ. ზოგი ბავშვებს ონლაინსწავლაში ეხმარება“, - გვიყვება ლია. თურქეთში მუშაობდა დაბა ნარუჯაში მცხოვრები ნადეჟდა კახაძეც. განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებდა, რომ მცირეწლოვანი შვილის დატოვება უხდებოდა. ახლა მან კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ფონდ „ტასოსგან“ მიიღო.  „ახლა უნდა დავიწყო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თუმცა ფონდიდან ჩამორიცხულ თანხას ჩემი წილიც უნდა დაემატოს, რამაც ისევ ჩიხში მიმიმწყვდია და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ თურქეთი ამ პრობლემას მარტივად გადამაწყვეტინებდა. მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი თურქეთი არ არის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს სამუშაოები, არ დაგვჭირდეს საზღვარგარეთ, მძიმე პირობებში, ოჯახს მოწყვეტილებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობა და ეს პირობები უნდა გვაკმაყოფილებდეს და უფრო მეტიც, გვახარებდეს. ალბათ დაცულად ვიგრძნობ თავს მაშინ, როდესაც შევძლებ ვიყო დასაქმებული ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთან ახლოს და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ დამჭირდეს დავტოვო შვილი, გავწირო ჯანმრთელობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო, ახალგაზრდობა  არ გავატარო სხვის სამსახურში“, - ამბობს ნადეჟდა. საიდა ხოსაძე ხუთ შვილთან და ქმართან წლებია დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. ამ ეტაპზე უმუშევარია და ახლა არაერთი პრობლემის წინაშე დგას. „ყველა ველოდებით სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ კორონავირუსის დრო, როგორც მრავალშვილიანი დედა დამეხმარნენ, მაგრამ ის პროდუქტები, რაც გვქონდა, დაგვიმთავრდა და ახლა ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. თურქეთში გადავდიოდი ხოლმე სეზონზე მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ახლა საზღვრები ჩაკეტილია და არც ვიცი, წინ რა გველოდება”, - გვითხრა საიდა ხოსაძემ. კორონავირუსის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ქალები და რა დახმარება გაუწია მათ სახელმწიფომ? - ამ კითხვებზე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭოს” წევრმა ლელა საჯაიამ გვიპასუხა. „COVID 19 - ის კრიზისმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ვირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები იქნა მიღებული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობები. ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის ან სამუშაოს გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა და მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა კვირებისა და თვეების განმავლობაში. ყოველივე ამან სხვადასხვა საჭიროება და პრობლემა წარმოქმნა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად დამატებითი სოციალური დახმარება იყო აუცილებელი. ქალები იმ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, რომელზეც კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, ქალები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში იმ სამუშაო ადგილებზე, რომლითაც ან არ იყო უზრუნველყოფილი ან მცირედით იყო უზრუნველყოფილი მათი სოციალური დაცვა, დღესდღეობით დარჩნენ ეკონომიკურად დაუცველები და შეზღუდული/მცირე არჩევანის წინაშე. ასევე, ხანშიშესულები დამატებით წნეხს განიცდიან არარსებული ან მცირე ოდენობის პენსიის გამო. მეორე მხრივ, ქალები ასრულებენ მთავარ როლს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჯანდაცვის მუშაკთა და მედდების დიდ ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ის ზრდის მენტალურ სტრესს ჯანდაცვის მუშაკებისთვის. კრიზისის განმავლობაში წინა ხაზზე მყოფი პერსონალი, შესაძლოა, ოჯახებშიც დამატებითი სტრესის ქვეშ მოქცეულიყო სხვადასხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების საჭიროებები, რომელთა სკოლები დაიხურა და უწევდათ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება, ან მათ ოჯახებში მცხოვრებ მოწყვლად ადამიანებთან ფიზიკური დისტანცირების საჭიროებიდან გამომდინარე”, - ამბობს ლელა. ფოტოები "გურია ... ...
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...