JoomlaWatch Stats 1.2.9 by Matej Koval

 

გუთურლების გულითადი მადლობა ხელისუფლებას

არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელში სტუმრად მყოფმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ქალბატონმა ლელა იმედაშვილმა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის, გზის შეკეთების პირობა მოგვცა. წინა წლებისგან განსხვავებით, პირობა პირობად არ დარჩენილა და გუთურში ცენტრალური გზის შეკეთების სამუშაოები მალე დაიწყო. გვიხარია, რომ გყავს ხელისუფლება, რომელიც თავის დანაპირებს არ ივიწყებს. გვიხარია, რომ წელს ჩვენი შვილები სკოლისკენ ასფალტირებული გზით წავლენ. ამისთვის კი გმადლობთ თქვენ, ქალბატონო ლელა! გმადლობთ იმ უსაზღვრო გულისხმიერებისთვის, რომელსაც იჩენთ. გმადლობთ, რომ დაპირებებს არ ივიწყებთ და გახსოვთ თითეული ჩვენგანი. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩოხატაურის საგზაო სამმართველოს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა გიორგაძეს, რომ საქმეს ყურადღებით და პროფესიონალიზმით აკეთებს. მადლობა ხელიუსფლების ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებმაც ჩვენი სატკივარი გულთან ახლოს მიიტანეს და როგორც უკვე ავღნიშნეთ, უმნიშვნელოვანესი პრობლემა მოგვიგვარეს.

მადლიერი გუთურლები

01.09.2012


სამადლობელი

უძველესი და უდიდესი ტრადიცია ისევ უბრუნდება ჩოხატაურს _ სულ მალე, სახალხო თეატრი თავის ადგილს დაიმკვიდრებს რაიონის სინამდვილეში. კულტურა ახალ და თანამედროვე შენობას მიიღებს, რომლის ესკიზების დათვალიერების საშუალება უკვე ყველა ჩოხატაურელს აქვს. არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ხელოვნებისა და თეატრის ყველა მოყვარულისთვის, ჩოხატაურელისა და მისი გულშემატკივრებისთვის, ეს დიდი ბედნიერებაა. ამ სიხარულისათვის არ შეიძლება მადლობით არ მოვიხსენიოთ მზრუნველი ადამიანები, რომელთაც თავისი წილი სიმძიმე აიღეს საქმის დასაწყებად!

ყველა ჭეშმარიტი ჩოხატაურელის სახელით უღრმესი მადლობა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს, მადლობა გურიის ხელმძღვანელობას!

მადლობა თქვენ, ჩოხატაურის გულშემატკივრებო, თბილო და მზრუნველო ადამიანებო, ვინც საქმით, ცოდნით, სიყვარულით  დაიხარჯეთ, რათა კულტურას თავისი კერა ჰქონოდა!

მუხრან ჩიჩუა, ენვერ ფასეიშვილი, ზაურ კეკელიძე, ლედი რამიშვილი, ნანი საჯაია, ლეილა კოტრიკაძე, ნუკრი მახარაძე, გოგი ცინცაძე, გია ხვინჩიაშვილი, ალეკო ძნელაძე, ლამარა დოლიძე, დალი კეკელიძე, მაკა კეკელიძე, მთვარისა კეკელიძე, ზოია დუმბაძე, ვერიკო გოგოლაძე, თამარ კეკელიძე, მარინა მედვედევი, ნინო სიხარულიძე, თამარ გიორგაძე, ნათია ლალიაშვილი, გიული დოლიძე, კოტე სიხარულიძე, ავთანდილ მახარაძე, დემურ ვაჩეიშვილი, ოთარ ცინცაძე, ავთანდილ მეფარიშვილი, კახა რამიშვილი, მერაბ ცინცაძე, ქეთევან კუკულავა, ზურაბ მეფარიშვილი, ლალი კორიფაძე, დათო ჩხიკვაძე, გოჩა ჯინჭარაძე, ჯემალ ნაკაშიძე, ალეკო სიხარულიძე, მარინა მამალაძე, ვაჟა სიხარულიძე, დიმიკო ბარამიძე, მაია ძნელაძე, გიორგი რამიშვილი, ვანო კეკელიძე, ზაზა ორბელაძე, კახა კოროშინაძე, არჩილ სიხარულიძე, ზვიად ბერძენიშვილი, ლევან გურგენიძე, ამირან ოსეფაიშვილი, ინგა წიტაიშვილი, ლელა ცინცაძე, ელზა სიხარულიძე, გიზო მახარაძე, ზინა ბუკია, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ბრეგაძე, გელა ცინცაძე, ემზარ სანიკიძე, მანანა თედორაძე, ვასილ დოლიძე, დემურ ბარამიძე, გუგა ანთიძე, ზინა კვინტრაძე, ნუგზარ გურიელიძე, ვასილ ბუბუტეიშვილი, რეზო კოტრიკაძე, ლაშა ცინცაძე, შოთა ყაჭეიშვილი, ავთო მახარაძე, ნანა წივწივაძე, ლევან ნაკაშიძე, იზოლდა ჯინჭარაძე, ვარდო თოდრია, გოჩა გათაშვილი, ქეთევან გიორგაძე, ლარისა დოლიძე.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, თბილსა და მშვენიერ ქალბატონს _ ლელა იმედაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს _ ბატონ ანტონ ხუნდაძეს, საფინანსო სამსახურის უფროსს _ ბატონ ზურაბ ჩანტლაძეს, სოციალური კომისიის თავმჯდომარეს _ ბატონ ზაურ ოსეფაიშვილს, ჩვენს ქომაგსა და მოამაგეს, სსს “მომავალის” დირექტორს _ ქალბატონ ნინო ბარამიძეს და გაერთიანების ყველა თანამშრომელს, უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის, ჩვენზე და პატარებზე ზრუნვისთვის. გპირდებით, თავდაუზოგავად ვიშრომებთ ჩოხატაურელი პატარებისთვის

 

უდიდესი პატივისცემით _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის გამგეები და აღმრზდელები

08.07.2012


 

დიდი მადლობა და კეთილი სურვილები მინდა ვუსურვო, კოხნარის რწმუნებულს _ ჟიფო ცინცაძეს და ჩოხატაურის სახანძრო რაზმის შემადგენლობას, რომლებმაც 8 აპრილს მონაწილეობა მიიღეს ოჯახში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში. ზარალის მიუხედავად, გადამირჩინეს საცხოვრებელი სახლი.

დიმიტრი კუტალაძე

 

 


rssfeed
Twitter Facebook Myspace Digg google YahooWebSzenario

მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა