JoomlaWatch Stats 1.2.9 by Matej Koval

გიორგი მახარაძე

შენმა განშორებამ თავს მეხი დაგვცა,

ჩვენო ჭკვიანი, ჩვენო ვაჟკაცო,

რამ წაგაქცია, რამ დაგაჩოქა,

დღედაღამ ვფიქრობთ, გიორგი შვილო.

შენი სიკეთით იყავ რჩეული,

სიკვდილიც გერგო გამორჩეული,

ყველას ხსოვნაში გმირად ქცეული,

დღეს შენს მიწაზე ხარ წაქცეული.

რა გაგვიმთელებს ჩვენ იმ იარებს,

შენმა სიკვდილმა რომ მოგვაყენა,

წერა იყო თუ უიღბლო ბედი,

შენი სიკვდილი რამ დაგვაჯერა.

შენ იყავ ჩვენი ხატი და ჯვარი,

შენ იყავ ჩვენი სანთელი სულის,

დედ-მამის სითბოს მონატრებულო,

ჩვენო ცხოვრებავ, ჩვენო გიორგი.

წუთისოფელმა გიმუხთლა წამით

და დაგაშორა შენს ოჯახს ძალით,

დაგრჩა მამიკო მიუსაფარი,

დედიკონა კი მოსილი შავით.

დილა იწყება შენზე ფიქრებით,

ღამე თვალს ვხუჭავთ, გნახოთ სიზმარში,

წელი წელს მისდევს, მიჰყვება ფიქრებს,

უშენობა კი ჩვენ გაგვაგიჟებს.

ღამე დაღლილი შენზე ფიქრებით,

ბევრჯერ დავტოვებთ ჩვენ ღიად სარკმელს,

იქნებ, აგვიხდეს ნატვრა, ოცნება

და ცხადში გნახოთ ერთ ლამაზ ღამეს.

შენ, ერთადერთო დედის ოცნებავ,

შენ, ერთადერთო მამის იმედო,

ზეცაში ფრინავს დღეს შენი სული

და ღვთისმშობელის კალთა გმფარველობს.

იქ ანგელოზთა შენ ხარ რჩეული,

შენ დაგვიტოვე სული სნეული,

სულ ცაში იფრენ უმანკო სულით,

ჩვენო გიორგი, მტრადად ქცეული.

ჩვენ კი ვიმშვიდებთ სულს იმის ფიქრით,

რომ წლები გადის, როგორც სიზმარი,

და ამ ხანმოკლე წუთისოფელში,

ჩვენც მალე მოვალთ

შვილო შენამდის.

დედ-მამა


 

 

მე­უღ­ლე ვლა­დი­მერ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, შვი­ლე­ბი ცი­ცო, ქე­თი­ნო, ამი­რა­ნი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ხა­თუ­ნა, თე­ა, ზუ­რი­კო, ლა­დი, მა­კა, ეთო, ბე­ლა, ია, გი­ვი (გი­ორ­გი) და ვე­რა, სი­ძე­ე­ბი გრი­შა მა­ხა­რა­ძე, თა­მაზ მა­ღუ­ლა­რი­ა, თა­მაზ ჭან­ტუ­რი­ა, რძლე­ბი ნი­ნო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ფიქ­რია ბა­სი­ლი­ა, მაგ­და გუმ­ბა­რი­ძე, შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი იუწყ­ე­ბი­ან, რომ გარ­და­იც­ვა­ლა

მაყ­ვა­ლა ტრი­ფო­ნეს ასუ­ლი რა­მიშ­ვი­ლი-­ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

პა­ნაშ­ვი­დი: 22 IV.

დაკ­რძალ­ვა: სამ­შა­ბათს, 23 IV, 15 სა­ათ­ზე.

ჩო­ხა­ტა­უ­რი, ნი­ნოშ­ვი­ლის ქ. #14.

22.04.2013


თამარ დოლიძის მონატრება

დაბადების დღეს, 20 მარტს, გილოცავთ ჩვენო საყვარელო დედი. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია უშენოდ ცხოვრება. შენ ნათელი მაგალითი იყავი ჩვენთვის. გვეამაყება, რომ ასეთი დედა გვყავდი. უფალს შევთხოვთ, ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული. ჩვენმა ანთებულმა სანთლებმა გაგინათოს გზა სამუდამო სასუფეველში.

შენი დიდი ოჯახი

24.03.2013

 


შოთა ცინცაძის მონატრება

შოთიკო, უკვე მეორედ ვხვდებით 4 მარტს, შენს დაბადების დღეს, უშენოდ. 64 წლის შესრულებას ცათა სასუფეველში გილოცავთ, ჩვენო კეთილო და დაუვიწყარო. ძალიან გვენატრები ყველას. დიდი ტკივილი და მწუხარება დამიტოვე, რომელსაც ვერაფერი განკურნავს. მოვალთ, მოვეფერებით შენს საფლავს და აგინთებთ სანთლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი კეთილი სული.

დალი

26,02,2013


ბიჭიკო ჩანტლაძე

21 თებერვალი შენი დაბადების დღეა, ჩემო ტკივილო და მოუშუშებელო იარავ. ვაი, რა მწარედ მაგონდება 28 იანვარი. დაიკო, მალე მოვალო და ვეღარ დაბრუნდი. სად გეჩქარებოდა? ალბათ, დედასთან ჩქარობდი. დედა ჩაგიკრავს გულში, მოგილოცავს დაბადების დღეს. ჩვენ ვილოცებთ შენი ლამაზი სულისთვის.

მაიკო

26,02,2013


ლევან ბიბინეიშვილი

დაბადების დღეს გილოცავთ ცათა სასუფეველში. ორმოცი დღის წინ წასულო, პატიოსანო, ერთგულო, ოჯახისა და ახლობლების მოამაგე ლევან. ძალიან გვაკლიხარ. დასანანია, რომ 53 წლის ასაკში გარდაიცვალე. ღმერთმა ნათელი მოგფინოს.

 

სამეზობლო ჩოხატაურიდან

20.02.2013


ოლეგი წულაია

14 თებერვალს 56 წელი შეგისრულდებოდა. სიცოცხლით, სიყვარულით, სიკეთით სავსეს 52 წლის ასაკში შემოგაღამდა. კაცური კაცის სახელით იცხოვრე, ერთგულებისა და სიყვარულის ნიჭი გქონდა, უღალატო, შრომისმოყვარე, იუმორით გამორჩეული, მზრუნველი მეუღლე, მოსიყვარულე მამა, ბაბუა, დედმამიშვილი, მეგობარი. მადლობას გიხდით შენი ლამაზი სიცოცხლის გამო. მადლობა, რომ საერთოდ იყავი ჩვენს ცხოვრებაში. დაბადების დღეს გილოცავთ, ოლე. ყველა ჩვენგანის მონატრებამ, სიყვარულმა და დანთებულმა სანთლებმა გზა გაგინათოს სამუდამო სასუფეველში. უფალს ებარებოდე, ოლე.

ოჯახი

18.02.2013


მაქსიმე ბოლქვაძე

2 წელი გავიდა უშენოდ. ტკივილით და სევდით სავსეა დღეები. ჩვენთვის ყველაფერი შეიცვალა, ბაბუ. 9 თებერვალს 76 წლის გახდებოდი, ახლა კი მხოლოდ უშენოდ შევხვდებით ამ დღეს და თვალცრემლიანი მოგილოცავთ ყველა ერთად. ჩვენს მოგონებებსში ცოცხლობ ჩვენო საყვარელო ბაბუა. Gვიყვარხარ და გვენატრები...

 

შვილიშვილები _ მაქსიმე, ნანი, მაკა


ზურა მეგრელიშვილის გახსენება

ჩვენო მოუშუშებელო ტკივილო ზურიკო, გავიდა ცრემლშეუშრობელი 40 დღე. როგორ უნდა შევეგუოთ საშინელ სინამდვილეს, რომ ჩვენო ლამაზი, სიცოცხლით სავსე ვაჟკაცი, რომელიც ძალღონეს არ იშურებდა წარმატებული მომავლის გამოსაჭედად, სამუდამოდ დადუმდი. ვეღარ მოგვანიჭებ ულევ სიხარულს სცენიდან შენი ცეცხლოვანი ცეკვით, სადაც მხრებგაშლილი ჰაერში ფრინავდი და სცენას მხოლოდ ფეხიწვერებით ეხებოდი, ამიტომაც გიკრავდა ტაშს ევროპის უდიდესი ქალაქის მაყურებლები ფეხზე ადგომით, ამიტომაც დაგტიროდნენ სხვადასხვა ანსამბლის წარმომადგენლები გულწრფელად, როგორც საუკეთესოს. ჩვენ ვერასოდეს დაგივიწყევთ ჩვენო სიხარულის დამსამარებელო, ჩემი უბედური დის გამანადგურებელო შვილო, ზურიკო. იმედია, ჩვენი ლოცვა ნათელში გამყოფებს და ანთებული სანთლები გზას გაგინათებს სამუდამო სასუფეველში.

მზია დეიდას ოჯახი


ბონდო ანდღულაძის მონატრება

მონატრებაზე ძნელი და სიკვდილზე შემზარავი არაფერი ყოფილა. 4 იანვარი ჩვენი უბედურების დღეა. მოულოდნელად ჩაგისაფრდა სიკვდილი და წამებში გაგანადგურა. გაცამტვერდა ყველა ოცნება და იმედი. 50 წელი ცათა სასუფეველში შეგისრულდა. უკვე მესამედ, ცრემლებით აღვნიშნავთ ამ დღეს შენს საფლავთან ახლობლები, მეგობრები და მეზობლები, რომლებიც არ ივიწყებენ ბონდო ანდღულაძის ოჯახს, მის ცოლ-შვილს, გაუბედურებულ მამას. მადლობა მათ ყოველივე ამისთვის. დედაჩემის გარეშე ერთი დაბადების დღის გადახდაც ვერ შევძელით შენთვის. ისევ დედა თუ ჩაგიკრავს გულში და ჩვეული სითბოთი და სიყვარულით მოგილოცავს დაბადების დღეებს. ჩვენთვის ძალიან ძნელია ამ რეალობაში ყოფნა. იტყვიან, დრო ყველაფრის მკურნალიაო, პირიქით, შენი ამქვეყნიდან წასვლა დროის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო მწვავე და მტკივნეული გახდა. არაბუნებრივი და ბურუსით მოსილი გარდაცვალების გამო. გვწამს, მაღალი ღმერთი გზას გაგვიკვლევს და გადაგვატანინებს ამ ტკივილებს.

უსაზღვროდ მენანები და უზომოდ მენატრები, ჩემო დაუვიწყარო ძმაო _ ბონდო და ჩემო ტკბილო დედიკო.

ღმერთმა ნათელში მიმყოფოს თქვენი ძლიერი, ქართული სული.

თქვენი ნათია


ზოლდა ბაღდავაძე-თოლორდავა

ერთი წელი გავიდა ჩვენი ოჯახის დედაბოძის წაქცევიდან. არ გვეგონა, თუ მის გარეშე გავაგრძელებდით ცხოვრებას, მაგრამ ტრადიციულ გზას ასაქცევი ვერ მოვუნახეთ. შენს ნაფეხურებს დავადექით, დედა! ვიცოდით, უტყუარი და საიმედო იყო შენგან განვლილი გზა და არც შევმცდარვართ. შენი სახელი გვიფარავს და გვაძლევს ძალას, შევძლოთ შეუძლებელი ისე, როგორც ამას შენ ახერხებდი. ალალად გეკუთვნის ის გულითადი ხსოვნა, რომელსაც შენი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილი და ახლობლები გიძღვნიან. დიდი ნათელი გედგას, ერთგულო მეუღლე, ტკბილო დედა და უფრო ტკბილო ბებია.

ოჯახი

23.01.2012


შოთა ცინცაძის მონატრება.

ჩემო შოთიკო, დიდი ტკივილითა და მწუხარებით გავიდა შენი გარდაცვალებიდან ერთი წელი. მოვიდა 23 იანვარი _ დღე, როდესაც ამქვეყნიდან წახვედი და დაგვიტოვე მოუშუშებელი ტკივილი, რომელსაც დრო ვერ განკურნავს. შენ ყველას იმედი და გვერდში მდგომი იყავი. სიყვარულისა და სიკეთისთვის იყავი დაბადებული. შენი პატარა შვილთაშვილი _ შოთა ცინცაძე დიდი ბიჭია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული, ჩემო დიდო ტკივილო. ჩემი ცრემლიანი მოგონება და ანთებული სანთელი გაგინათებს გზას მარადისობაში. ღმერთს ებარებოდე, ჩემო შოთიკო.

დალი

18.01.2013


შოთა ცინცაძის მონატრება

ტკივილით მოვიდა შენი გარდაცვალებიდან ერთი წელი, ჩემო საყვარელო მამიკო. უშენოდ ძალიან დაბნეულები ვართ ყველანი. აღარ ისმის შენი იმედიანი სიტყვები. მიატოვე შენი დიდი ჯაფით შექმნილი ოჯახი და დაგვიტოვე დიდი ტკივილი. უზომო სიყვარული მასწავლე და ასეთი დიდი ტკივილიც დამიტოვე შენი ამქვეყნიდან წასვლით. სანამ ვიარსებებ, შენს სახელს დავიწყება არ უწერია. ჩემი ლამაზი სულის მამიკო, ძალიან მენატრები და მიყვარხარ. ღმერთმა ნათელში გამყოფოს.

შენი თეა

18.01.2013


რეზო რამიშვილი

უდიდესი ტკივილი მოგვაყენა შენმა უეცარმა გარდაცვალებამ, ჩვენო კეთილო, საყვარელო, მადლიანო ბაბუა. ჩვენთვის შენ იყავი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. გვასწავლიდი ცხოვრებას, სიკეთის კეთებას. სითბოსა და ალერსს არ გვაკლებდი. შენით გვიხაროდა სოფელში ჩამოსვლა. ნათქვამია _ "მიწა ხარ და მიწად იქეციო", _ ასეც მოხდა. დაბადების დღეს მიიბარა შენი სხეული მადლიანმა მიწამ, რომელზეც 80 წელი შრომობდი. შრომობდი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, შვილთაშვილებისთვის. შენ იყავი ჩვენი იმედი და საყრდენი. როგორ გიხაროდა სიცოცხლე. ბედნიერი კაცი ვარო, _ ამბობდი. ათი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი გეხვია თავს. წახვედი ამქვეყნიდან, თან წაიღე ჩვენი უდიდესი სიყვარული, ცრემლი, გულისტკივილი და დაგვიტოვე უამრავი დარიგება, მადლი. ამბობენ, ბაბუა მანამ არის ცოცხალი, სანამ შვილიშვილები მოიგონებენ. არასოდეს დაგვავიწყდები. შენ განსაკუთრებული ბაბუა იყავი. ნათელში იყოს შენი სული.

დიდი სიყვარულით, შვილიშვილები

18.01.2013


ელო!

როგორ გვენანები, როგორ გვაკლიხარ, როგორ გვენატრები. ელო, 7 იანვარს 33 წელი შეგისრულდებოდა. ჩვენო მუდამ მომღიმარო, ხალისიანო გოგო. ძნელია ამ ყველაფრის შენზე დაწერა, შენ ხომ ჩვენი სული და გული ბიძაშვილი გვყავდი.

 

 

ბიძაშვილები


ზურა მეგრელიშვილი

გემშვიდობებით!

უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი

ჩვენთვის მუდამ დაუვიწყარი იქნები,

ჩვენო საყვარელო ძამიკო!

უტა, გიორგი, თიკო, დათო, სოფო და მაკა


მწუხარებაში მყოფი მამა ირაკლი მეგრელიშვილი, დედა გულიკო გარუჩავა, და თიკო, ძმა დათო მეგრელიშვილები, სიძე გოგა ჩიტაშვილი, დისშვილები, დეიდები ლია და მზია გარუჩავები, დეიდაშვილები სოფო, მაკა ცენტერაძეები, უტა, გიორგი თალაკვაძეები იუწყებიან

ზურა ირაკლის ძე მეგრელიშვილის

გარდაცვალებას.

პანაშვიდი: პარასკევს, 4 იანვარს,. 16 საათზე.

დაკრძალვა: შაბათს, 5 იანვარს, 15 საათზე.

გამოსვენება წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ეკლესიიდან


 

შვილი ზვიად კვაჭანტირაძე, რძალი თინათინ სეხნიაშვილი, შვილიშვილები დავით და ნიკოლოზ-გიორგი კვაჭანტირაძეები ღრმა მწუხარებით იუწყებიან საყვარელი მამისა და ბაბუის , შრომის ვეტერანისა და ღირსების ორდენის კავალერის

დავით კვაჭანტირაძის

გარდაცვალებას.

პანაშვიდი შაბათს, 29 დეკემბერს, 5 საათიდან.

გამოსვენება კვირას, 30 დეკემბერს, 3 საათზე. მისამართი: ქ. ოზურგეთი, სიკო დოლიძის ქუჩა 7.


 

 

შპს “მა­რუ­ლა +”-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დი­დი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით და ღრმა მწუ­ხა­რე­ბით იუწყ­ე­ბი­ან შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­როვ­ნე­ბის, სა­ა­მა­ყო ქარ­თვე­ლი კა­ცის, ბევ­რი სა­სი­კე­თო საქ­მის ინი­ცი­ა­ტო­რის და უბად­ლო გან­მხორ­ცი­ე­ლებ­ლის, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლის მხარ­ში მდგო­მი უან­გა­რო ადა­მი­ა­ნის

რე­ზო ვა­სი­ლის ძე ფე­რა­ძის

გარ­დაც­ვა­ლე­ბას და თა­ნა­უგ­რძნო­ბენ გან­სვე­ნე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებს, ნა­თე­სა­ვებს და მე­გობ­რებს.

თქვენ არა მარ­ტო ოჯახს, არა­მედ დიდ სა­მე­გობ­რო წრეს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს და­აკ­ლდით, რომ­ლებ­თა­ნაც დრო­ის სულ მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­შიც კი გქო­ნი­ათ ურ­თი­ერ­თო­ბა.

26.12.12


როლანდ სიხარულიძე

რა უღიმღამოდ გავიდა ეს ყოვლად უმძიმესი ერთი წელი. რა უფერულია ირგვლივ ყველაფერი, როგორ დაკარგა ყველაფერმა ხალისი. ნუთუ ოდესმე დაბრუნდება ჩვენს ოჯახში ის საახალწლო, ამაღლებული განწყობილება... რა უცნაურია, რომ სამივე დედმამიშვილი საახალწლოდ გამოესალმეთ სიცოცხლეს. შენმა ნაისულტარმა, ნაინფაქტარმა და ნაოპერაციებმა გულმა ვერ გაუძლო უფროსი ძმის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს და მხოლოდ ერთი დღე იცოცხლე მისი სიკვდილის შემდეგ. იშვიათი შემთხვევაა, როცა ძმებმა ვერ დაიტირეთ ერთმანეთი, რა არ იღონა შენმა ბეგლარმა იმისთვის, რომ შენთვის სიცოცხლე შეენერჩუნებინა, მაგრამ ამაოდ... დასანანია, რომ შვილთაშვილს ვერ მოესწარი, მაგრამ დატოვე სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი, რომლებიც არასდროს დაივიწყებენ შენს სახელს. თურმე ყველაფერი არ მოგიყოლია... ყველგან მახსენებენ შენ მიერ ჩადენილ სიკეთეს და თვალებცრემლიანი გიგონებენ. იმედია, სამოთხეში იქნები.

ოჯახი

26.12.12


ბესიკ ყაჭეიშვილის მონატრება

შვილო ბესიკი, მეორედ ვხვდებით უშენოდ შენს დაბადების დღეს შენი უბედური მშობლები. 28 ნოემბერს 51 წლის გახდებოდი, ჩვენო კეთილო, ლამაზო და ყველასთვის საყვარელო. ყველგან დაგეძებთ, ყველაფერს შენი ხელის კვალი აქვს დარჩენილი. რამდენი გეგმა გქონდა, რომ შენი მონატრებული ეზო და სახლკარი გაგელამაზებინა, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ წაგვართვა შენი თავი. როგორ აკლიხარ ყველას, შენს ოჯახს, სამეგობროს, სანათესაოს, შენს სოფელს, რომელმაც დიდი გულისტკივილით დაგიტირა და ყოველთვის ახსოვხარ. უფალი მოწყალეა და სასოწარკვეთილებაში არ ვარდებით, შვილო, რომ შენთვის ლოცვა და შენს სახელზე სიკეთის კეთება შევძლოთ. გილოცავთ დაბადების დღეს, ჩვენო ვაჟკაცო და შევთხოვ უფალს, სასუფეველი დაუმკვიდროს შენს ლამაზ სულს.

მშობლები

27.11.2012


ზურიკო პაიჭაძის მონატრება

5 ნოემბერს ორი წელი სრულდება, ვერაგი და ავადმოსახსენებელი, უფერული და სევდიანი უთქვენოდ. დაცარიელდა სამყარო ჩვენთვის, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა თქვენი გარდაცვალება. რაც დრო გადის, მონატრება მძაფრდება და გულისტკივილით მიბრუნდება უკან. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არის ტკივილი, რასაც ვერაფერი კურნავს და ეს ტკივილი თქვენ ხართ. ოჯახში სიცოცხლე გრძელდება - იზრდებიან შენი გოგოები, გადავყვები და გაგიზრდი სასახელოს. ამის იმედი შენ სულ გქონდა ჩემგან. მინდა, მჯეროდეს თქვენი გარდაცვალების. უფლის ნებით, ღვთის რჩეულთა შორის სასუფეველში დამკვიდრდეს თქვენი სული. განისვენეთ იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მე კი მუდამ აგინთებ სანთლებს და ვილოცებ თქვენზე ცრემლიანი მონატრებით.

თქვენთი დატანჯული და თამრიკო

06.11.2012


"კაპონე"

გავიდა ერთი წელი. თითქოს გუშინ დამეცა მეხი. ლელას ეს სიტყვები _ "დე, მამიკო, მამიკო წაგვართვა ღმერთმა მე და ჩემს შვილსო" _ ახლაც ზარივით მესმის ყურში. დრო მიდის, ყოველდღიური ცხოვრება თავის ჩარხში მითრევს, ისე, რომ არც მეკითხება, მინდა თუ არა. რატომღაც, ასე მგონია, მინდა! მგონია, როგორც სამი წლის და რვა თვის წინ დავშორდით ერთმანეთს, ისევე დამხვდები, როცა კი მეღირსება საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმა. როგორ მინდა, ცხოვრებაში არაფერი შემეშალოს, რადგან იქნებ, ღმერთმა ინებოს და კვლავ შეგვახვედროს ერთმანეთს. იცი, რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი? ვერც სხვას მოვიძიებ, რომ არ გაგიხსენოს გულისტკივილით და შენი "პრივიჩკები" არ გაიხსენოს. ნუთუ, ყველაფრით კმაყოფილი ხარ მაქ, სიზმარშიც რომ ვერ გხედავ და არაფერს მთხოვ? შენი თხოვნა ვერ შევასრულეთ იმიტომ, რომ საქართველოში ის არ ხდება, რაც შენ გინდოდა. გვაპატიე, "კაპონე"! მუდამ ჩემს გახარებას ცდილობდი. ჩემგან კი... ცრემლიც არ გაგყვა, როგორიც გეკუთვნოდა, როგორსაც იმსახურებდი, ჩემი ცხოვრების მეგზურო. შენნაირი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სიყვარულს და ერთგულებას ითხოვენ, იშვიათად იბადებიან. გთხოვ, მომეცი სტიმული, გამბედაობა, ნებისყოფა, რომელიც შენგან ძალიან მჭირდება ამ უცხო ქვეყანაში. ვცდილობ, არ წავიქცე. ვნახოთ, როგორ გამომივა უშენოდ, შვილიშვილების ხათრით. ისინი არიან იმედები, ჩვენს საფლავზე სანთლების ანმთებლები და ყვავილების დამყრელი. დღეს 15 სექტემბერს ჩემ გარდა ყველა მოვა შენს საფლავზე. გთხოვ, მაპატიო. მაპატიე... იქნებ ისე ვერ გავაკეთეთ ყველაფერი, როგორც გეკუთნოდა, ჩემო დაკარგულო, ჩემო "იმედო", მაგრამ შენი შვილები, შენი შვილიშვილები გააგრძელებენ უკეთ.

შენი მეუღლე

14.10.2012


ვანო (ვანიკო) გორგიძის მოგონება

2006 წლის 2 ოქტომბერს შეწყდა შენი ლამაზი სიცოცხლე ლონდონში... ჩვენი ოჯახის მოურჩენელო ტკივილო, 6 წელია, ცრემლითა და ტკივილით უძლებთ შენს მონატრებას, ჩვენო საყვარელო ვანიკო. რაც დრო გადის, უფრო აუტანელი ხდება ეს მონატრება, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი ყოფილა შენი ბედისწერა. არასდროს დაგვავიწყდები, ყოველი წლის 2 ოქტომბერს მოვალთ შენს საფლავთან, მოგიტანთ ყვავილებს, აგინთებთ სანთელს, რომელიც გზას გაგინათებს სამარადისო სასუფევლისკენ.

შენს სიყვარულს მონატრებული, უშენობით დატანჯული შენი ბებო და ბაბუ _ სვეტლანა, როლანდ ჯინჭარაძეები

03.10.2012


პროფესორ მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმის დირექცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა პროფესორ მოსე გოგიბერიძის შვილიშვილი, ქალბატონი

თამარ გრძელიშვილი

და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს.



rssfeed
Twitter Facebook Myspace Digg google YahooWebSzenario

მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა