JoomlaWatch Stats 1.2.9 by Matej Koval

"გამოკვეხებული" ე.წ. იუსტიციის სახლი

საქართველოში, უკანასკნელ პერიოდში, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით რომ ხდება ქალაქმშენებლობის, არქიტექტურული პროექტების დაგეგმარება, კულტურისა და ხელოვნების ძეგლების დადგმა-განთავსება, ძველების გადაადგილება, ეს საზოგადოებისთვის ახალი ამბავი არ არის. აქა-იქ მასმედიის საშუალებებში გაისმა სუსტი კრიტიკა და საყვედური, მაგრამ ისეთი სერიოზული, რომელიც ნამდვილად საჭიროა, ჯერ არ ისმის. არადა, საქართველოს ჰყავს არქიტექტურისა და ხელოვნების, ქალაქმშენებლობისა და ურბანიზაციის ისეთი ავტორიტეტები, რომელთაც შეუძლიათ, ახალი არქიტექტურული სტილით მობაქიბუქეთ "ცივი წყალი გადაასხან"...

ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას შევეხებით _ ქალაქ ოზურგეთის ცენტრში აგებული მინის შენობები, საკითხავია, რამდენად ჯდება საერთო არქიტექტურულ ანსამბლში. თუ პოლიციის "გამჭვირვალე შენობა" იმდენად არა, ახლახან დაწყებული და მშენებარე ე.წ. იუსტიციის სახლი აშკარად "გამოკვეხებულის" შთაბეჭდილებას რომ ტოვებს, ცნობილ თეატრალურ მოედანს რომ ავიწროვებს და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რომ ფარავს, ეს უდავოა.

ეს საკითხის ერთი მხარეა, მეორე _ ისეთი საჭირო დაწესებულებების მშენებლობა რეგიონის საზოგადოებასთან თუ არა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მაინც ხომ უნდა იყოს შეთანხმებული? ოზურგეთის ცენტრში ეს ორი შენობა ისე აშენდა, რომ არავის არავისთვის არაფერი უკითხავს. თანაც, იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის სხვა, უფრო ეფექტური ადგილის გამონახვა არ შეიძლებოდა? მესამე და ყველაზე მთავარი ჴ არსადაა გაშიფრული, ვისი ხარჯებით ხორციელდებოდა ასეთი ინოვაციური მშენებლობები, საზოგადოებაში კი არის ჭორაობა და მკითხაობა ჴ"ენერგო პრო ჯორჯიას" შეაწერეს თუ სხვას?!

ყველაფრიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას ხალხი მხოლოდ არჩევნებისთვის სჭირდება, თორემ, ჩვენი აზრით, ზემოთ აღნიშნული საჭირო დაწესებულებების ახალმშენებლობას, სჯობდა, პირველ რიგში, რეგიონებში სამრეწველო საწარმოები აეგოთ და დამშეული მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები გაეჩინათ, მით უმეტეს, როცა ქვეყნის მოსახლეობის ორი მესამედი შიმშილის ზღვარზეა და კომპეტენტური ორგანიზაციების მონაცემებით, ქვეყანაში 2011 წლისთვის უმუშევრობის დონე სამჯერ გაიზარდა, ვიდრე 2004 წელს იყო, მაშინ, როცა ქვეყნის სათავეში დღევანდელი ხელისუფლება მოვიდა.

"ჰომო საპიენს", ოზურგეთი


rssfeed
Twitter Facebook Myspace Digg google YahooWebSzenario

მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა